დიდი შანსია, ოლიმპიადაზე ჩვენს სპორტსმენებთან ერთად ქართველი არბიტრიც მოხვდეს, რაც პირველი შემთხვევა იქნება ქართული ძიუდოს ისტორიაში
ძიუდოში ქართველი მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადას.

ტოკიოს "დიდი მუზარადის" შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსაჯთა ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ჩვენებური არბიტრი უკვე მე-9 ადგილზეა, ევროპულ რეიტინგში კი - მე-6-ზე.

ოლიმპიადაზე სულ 14 მსაჯი იქნება მივლინებული. აქედან 12 საერთაშორისო რეიტინგით შეირჩევა, კიდევ ორს კი - აფრიკისა და ოკეანიის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ფედერაცია თავისი კვოტიდან ამატებს. ევროპას 7 ადგილი აქვს გამოყოფილი და ნუცუბიძეს ეს კვოტაც ვერ შეუშლის ხელს. ის ყოველთვის შედიოდა საერთაშორისო რეიტინგის მოწინავეთა შორის, თუმცა ამ შემოდგომაზე მისი რეიტინგი ოდნავ გაუარესდა, ოღონდ არა ისე საგანგაშოდ, სალიცენზიო ზონა დაეტოვებინა, თუმცა ნოემბერ-დეკემბერში გამართული აზიური ტურნირების შემდეგ დაიბრუნა დაკარგული პოზიციები დ მყარად დგას ბრაზილიაში წამსვლელთა შორის.

ერთი სიტყვით, დიდი შანსია, ოლიმპიადაზე ჩვენს სპორტსმენებთან ერთად ქართველი არბიტრიც მოხვდეს, რაც პირველი შემთხვევა იქნება ქართული ძიუდოს ისტორიაში. მართალია, მოსკოვის ოლიმპიადაზე ანზორ ქიბროწაშვილი კი იყო მიწვეული, მაგრამ მიზეზთა გამო (ამბობენ, ამაში დიდი როლი ევროპული ძიუდოს ერთ-ერთ მაშინდელ მაღალჩინოსანთან პიროვნულმა დაპირისპირებამაც ითამაშაო) მას იქ ტატამზე სამსაჯოდ შესვლის საშუალება არ მიეცა; ნუცუბიძე კი, თუ მოხვდება, აუცილებლად მოუწევს პრაქტიკული მუშაობა.

როგორც გითხარით, ოლიმპიადას ისედაც 14 არბიტრი ემსახურება და მათ მოცლა ნამდვილად არ ექნებათ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ, ძიუდოისტთა მსგავსად, თამაშებზე ერთი ქვეყნიდან მსაჯიც მხოლოდ ერთი დაიშვება. თუმცა წლევანდელი რეიტინგი ორგანიზატორებს ამ მხრივ ისედაც არავითარ პრობლემას არ უქმნის - მოწინავე 12-ში ყველა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელია.

ბარემ აქვე ამ ქვეყნებსაც ჩამოვთვლით სარეიტინგო თანმიმდევრობით: ესპანეთი, ჩინეთი, იაპონია, საფრანგეთი, რუსეთი, ბრაზილია, უნგრეთი, ჩეხეთი, საქართველო, პოლონეთი, გერმანია და მონღოლეთი.

ალბათ, მიაქცევდით ყურადღებას, რომ სიაში არ არიან კორეა, ჰოლანდია, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი, რუსეთის გარდა, მხოლოდ ჩვენ ვართ. სამხრეთკორეელი მსაჯი რეიტინგში სულაც 41-ეა და მას ჩრდილოკორეელიც კი უსწრებს, ხოლო ჰოლანდიას... ერთი მსაჯიც არ ჰყავს სიაში. არადა, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარე იან სნაიდერსი ჰოლანდიელია.

ქართველ მსაჯთაგან საერთაშორისო რეიტინგში ამირან ტოტიკაშვილიცაა დასახელებული, თუმცა მას თბილისის "დიდი მუზარადის" შემდეგ სარეიტინგო შეჯიბრებებში აღარ უმსაჯია. დასასრულ გეტყვით, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე გამოძახებულ 14 მსაჯს თებერვალში დაასახელებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დემეტრაშვილის ვერცხლი და სულამანიძის ბრინჯაო ულანბატორის გრანდ სლემზე
სარდალაშვილი ულან-ბატორის ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს
"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
"საჭიდაო არენა ხომ დაინგრა, ალბათ, მთელი დარბაზი მზად იყო, ნაკუწებად ვექციე"
ძიუდოს ახალი წესების ჩამონათვალი, რომლებიც მალე ამოქმედდება
5 ივნისს ძიუდოს ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართება
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ქართველებზე მორგებული - ვლადიმერ ნუცუბიძე ძიუდოს ახალ წესებზე
მიქს-ძიუდო ოლიმპიადაზე - როგორი იქნება ახალი წესი საქართველოს ნაკრებისთვის
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
სურათი რიომდე სამი თვით ადრე - ცუდად არ გამოვიყურებით
ქართველი მსაჯი მსოფლიოს ჩემპიონატზე - ვლადიმერ ნუცუბიძის ოლიმპიური შანსი
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
ძიუდოში შესაძლოა დრო შემცირდეს - ინტერვიუ ვლადიმერ ნუცუბიძესთან
ᓚᓔᕒᓔᓜᕓᓔᕑᓘ: ᓨᕝᓗᓐ ᓩᕝᓩᓘᕨᓕᓘᓚᓘᓗ ᓫᓘᓣᓓᓝᓨᓘ ᓐᕮᕐᓚᓘ ᕔᕠᓐ ᓓᓐᓘᓬᓧᓝ
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
ქართველი მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
[ირაკლი თავაძე ბუდაპეშტიდან] ბოლო დღეების იმედად
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: მსოფლიოსთვის აწეული თამასა
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...