მოსალოდნელ ცვლილებებზე ოლიმპიური კატეგორიის მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე გვესაუბრება
ახალ ოლიმპიურ ციკლს ყოველთვის მოსდევს სიახლეები სპორტის ნებისმიერ სახეობაში.

გამონაკლისი არც მიმდინარე ციკლი და ძიუდოა, სადაც მოსალოდნელ ცვლილებებს კულუარებში ადრევე აანონსებდნენ. ძიუდოში ბოლო პერიოდში ისედაც ბევრი რეფორმა განხორციელდა, რამაც ეს სახეობა ძირძველ საწყისებს დაუბრუნა, ხოლო ჭიდაობა სანახაობრივი და ლამაზი გახადა.

ჯერჯერობით სიახლეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილი არაფერია, მხოლოდ პროექტებისა და იდეების დონეზე არსებობს მოსაზრებები, თუმცა, სავარაუდოდ, მათი დიდი ნაწილი რეალურად განხორციელდება.

სწორედ ამ მოსალოდნელ ცვლილებებზე გვესაუბრება ოლიმპიური კატეგორიის მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე, ვინც კარგად იცნობს სამსაჯო კორპუსის შიდა სამზარეულოს. თუმცა მასთან საუბარში სიტყვამ სხვა თემამაც მოიტანა - მართვის, სპონსორობის და საკლუბო სისტემის სიკეთის თემა, რომელიც, ვფიქრობ, არანაკლებ საინტერესო იქნება მკითხველისთვის.

ხუმრობა იქით იყოს და, ნუცუბიძე ერთ ისეთ მოსალოდნელ ცვლილებაზეც საუბრობს, რომელიც ჰაერივით წაადგებათ ჩვენს ძიუდოისტებს - ლაპარაკია საჭიდაო დროის შემცირებაზე, რაც ჩვენებისთვის მისწრება იქნება, რადგან ფიზიკური მომზადება და ბოლომდე გაძლება მათი "აქილევსის ქუსლია".

- წესებში რომ ცვლილებები იგეგმებოდა, ადრეც იყო გაცხადებული. თუ გაქვთ ინფორმაცია, რის შეცვლას აპირებენ?

- ჯერ შეიკრიბება მსაჯთა კოლეგია, სამეცნიერო ჯგუფი და დაიწყება ცვლილებათა პროექტის განხილვა. ამ სიაში მრავალი საკითხია. განსაკუთრებით გამკაცრდება ზევიდან ჭიდაობა - აქამდე თუ შეზღუდვა ცალმხრივ გადავლებაზე იყო, ახლა ორმხრივზეც გავრცელდება.

სავარაუდოდ, იქნება შეზღუდული დრო, როგორც ახლაა ცალმხრივზე. თუ გადაავლებ, იძულებული იქნები, მყისვე გააკეთო ილეთი, თორემ ისევ უნდა გახსნა ჩავლება. ასევე აქამდე თუ წელში შევარდნაზე რაღაც შეღავათები იყო, ახლა ეს საერთოდ აიკრძალება და წელში შემსვლელი ანუ შემტევი დაისჯება.

ადრე იყო ლაპარაკი, რომ, შეიძლება, შარვალში ჩავლება დაბრუნებულიყო, მაგრამ ახლა ეს არც განიხილება. ამ ცვლილებაზე რუსეთის და ევროპის ფედერაციები ფიქრობდნენ, მაგრამ ბოლო მონაცემით, საერთაშორისო ფედერაცია ამ თემის განხილვაზეც კი უარზეა, პროცენტულად იმდენად გაიზარდა ტექნიკური ილეთების რაოდენობა.

მაგალითად, ოლიმპიადაზე ქულებით მოგებული შეხვედრების რაოდენობამ 90 პროცენტს გადააჭარბა. ადრინდელთან შედარებით, ახლა გაცილებით მეტი ილეთი კეთდება, რადგან ფეხში შესვლის საშიშროების გამო ბევრ ფანდს ვერ აკეთებდნენ. მაგალითად, იაპონელები ვერ აკეთებდნენ ამოსმულს, რადგან კონტრილეთის დიდი საშიშროება იყო.

წესებში ბევრი ცვლილება განიხილება, თუმცა ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ განხილვის პროცესშია.

არის ლაპარაკი, რომ ქულათა შეფასებიდან ვაზარი ამოვარდეს და დარჩეს მხოლოდ იუკო და იპონი. ამ შემთხვევაში ვაზარი გაუთანაბრდება იპონს, იუკო კი ძველებურად დარჩება. ოდნავ ზურგისკენ გდება წავიდეს იპონისკენ, უფრო შუაში - იუკოსკენ. გადაგორებით გდება თუ ახლა ვაზარია, ისიც იპონზე გადავა. ასევე ლაპარაკია დროის შეზღუდვაზე - ვაჟებისთვის 4 წუთამდე შემცირდება, ქალებისთვის - 3-მდე, შემდეგ კი გაგრძელდეს ოქროს ქულამდე. საწყის ორ წუთს ძიუდოისტები მაინც მოსამზადებლად ხარჯავენ და არ ცდილობენ ილეთის გაკეთებას. ამ შემთხვევაში არ იქნება საჭირო დიდი ფიზიკური მომზადება და აქცენტი უფრო ტექნიკაზე გადავა.

ახლა ხომ ვისაც კარგი გამძლეობა და ფიზიკური კონდიციები აქვს, ის ცდილობს, თავიდანვე დაღალოს და მერე დააგდოს მეტოქე. კულუარული ინფორმაციით, მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოყოლებული, ამ ტურნირზე საპრიზო ფონდი იქნება - მედალოსნებისთვის, შესაბამისად, 30 000, 20 000 და 10 000 დოლარი, თუმცა ეს ჯერ პროექტია და ყველაფერი სპონსორებზეა დამოკიდებული, რამდენად მოახერხებს მარიუს ვიზერი ამ კრიზისის პირობებში მათ მოძიებას და დაყოლიებას.

ძიუდოისტისთვის ეს სერიოზული მოტივაცია იქნება. მით უფრო, "დიდ მუზარადზე", "დიდ პრიზსა" და მასტერსზეც მოიმატებს საპრიზო ფონდი. მაგალითად, "მუზარადზე" ნავარაუდევია, გახდეს 10 000, 7 000 და 5 000 დოლარი, ხოლო "დიდ პრიზზე" - 5, 3 და 2 ათასი დოლარი.

წინასწარი დათვლებით, ნორმალურ ძიუდოისტს შეუძლია, წელიწადში 100 000 დოლარი გამოიმუშაოს. თან ეს - ბილეთის ფულისა და სასტუმროს ხარჯების გამოკლებით.

- ბილეთისა და სასტუმროს ფულს ხომ ისედაც ფედერაცია იხდის?

- მაგრამ ყველგან ასე არაა. მაგალითად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2 მედალი წაიღო 6 სპორტსმენიდან, იქაურ ოლიმპიურ კომიტეტს კი მხოლოდ გზის ფული აქვს დახარჯული. თვით ფედერაციასაც მინიმალური ხარჯები აქვს გაწეული, რადგან ამ სპორტსმენებს ხელფასიც კი არ აქვთ.

სამაგიეროდ, ისინი ანაზღაურებას კლუბებიდან იღებენ - სწორედ მათ ჰყავთ სპონსორები და იქაურები ჩვენებზე ბევრად მეტს იღებენ. იქაური სისტემა სულ განსხვავებულია, მაგრამ შედეგებს თუ დავითვლით, კარგი მიღწევა აქვთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

fraternity
მე საერთოდ არ მგონია გამძლეობა ჩვენების პრობლემა. წლების წინ კა ბტონო, ნამდვილად ასე იყო, მაგრამ დღეს ამ ასპექტში ნამდვილად მომატებული გვაქვს და არაერთ შეხვედრაში ზუსტად გამძლეობა ყოფილა ჩები კოზირი. აი ნევაზას თუ ამოიღებენ და მხოლოდ მდგომში იქნება ბრძოლა, მაშინ კი მართლა ძაღლი არ დაჰყეფდა ჩვენს ბედს
Mindia
თუ ძიუდო ნაკლებად იქნება ორიენტირებული გამძლეობაზე და შიდოებზე, ეს ქართველებისთვის მხოლოდ პლიუსია.
ziz
შეიძლება ძველმოდური ვარ მაგრამ ძელი სისტემა მომწონდა: კოკა, იუკო, ვაზარი, იპონი და მტკივნეული. მაშინდელი ძიუდო უფრო თავდაჯერებული და მდიდარი იყო.
"კადიროვის სპეცრაზმში გამოწრთობილი ბოლტუკაევი"
მას შემდეგ, რაც ოლიმპიადაზე მედალი(ც) ვერ აიღო, "თავისუფალიდან" ძიუდოში გადადის... საყურებლადო - მართალია? )))))))))))))))))პ.ს.ისე, კადიროვს მანქანა უჩუქებია ყველა ჩეჩენი სპორტსმენისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მედალი ვერცერთმა ვერ აიღო და ზოგი, საერთოდაც დოპინგის გამო არ დაუშვეს. საქართველოში, მედალოსნების გარდა (ისიც, ვერ იყო მაინცდამაინც!) ჩვენებს ვინმემ ?
zurab
პირიქით,უკეთესი იქნება იპონი ადრინდელი გაგებით იყოს. მაშინ შემთხვევითობაც მინიმუმამდე დავა და მოჭიდავეც უფრო გაბედული იქნება.
დემეტრაშვილის ვერცხლი და სულამანიძის ბრინჯაო ულანბატორის გრანდ სლემზე
სარდალაშვილი ულან-ბატორის ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს
"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
"საჭიდაო არენა ხომ დაინგრა, ალბათ, მთელი დარბაზი მზად იყო, ნაკუწებად ვექციე"
ძიუდოს ახალი წესების ჩამონათვალი, რომლებიც მალე ამოქმედდება
ქართველებზე მორგებული - ვლადიმერ ნუცუბიძე ძიუდოს ახალ წესებზე
ქართველი მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
[ირაკლი თავაძე ბუდაპეშტიდან] ბოლო დღეების იმედად
მიქს-ძიუდო ოლიმპიადაზე - როგორი იქნება ახალი წესი საქართველოს ნაკრებისთვის