რაში იხარჯება სახელმწიფოს მილიონები, როცა ხალხი გაჭირვებაშია?
ბოლო პერიოდში რამდენიმე სახელმწიფო კლუბის ბიუჯეტი, მათი ხარჯვის დეტალები და ამა თუ იმ პირის ხელფასები გამოქვეყნდა.

ამ ყველაფერში ბევრი რამ არის გაურკვეველი - რატომ აფინანსებენ ერთ კლუბს 300 ათასი ლარით, როცა მეორე 2 მილიონს იღებს? რატომ მუშაობს ერთ კლუბში 126 თანამშრომელი და მეორეში 50, როცა ორივე უმაღლეს ლიგაშია და წესით, შტატებშიც დიდი სხვაობა არ უნდა იყოს?

ექსკლუზივი: ქუთაისის მერის სამეგობრო "ტორპედოში" და მათი ხელფასები

504 ათასზე მეტი პრემიებში... - გორის "დილას" ფინანსური დოკუმენტაცია

ეს და სხვა მრავალი კითხვა გულშემატკივრების გაღიზიანების მიზეზი ხდება. ანუ რაში იხარჯება მილიონები, როცა ხალხი გაჭირვებაშია?

დავაზუსტოთ, აქ არ არის ლაპარაკი, რომ ფული არ უნდა იხარჯებოდეს. უნდა იხარჯებოდეს, ოღონდ რაციონალურად...

არაადეკვატური ხარჯვა

ზოგიერთ კლუბში ისეთი ხელფასები და ჰონორარებია, რაც საქართველოში სხვა სფეროში დასაქმებულ წარმატებულ პროფესიონალებს არ აქვთ და, შესაძლოა, ამხელა ფულის ასაღებად რამდენიმე თვის მუშაობა დასჭირდეთ.

"შუქურაში" ზოგიერთი ფეხბურთელის ხელფასი მინისტრისას უტოლდება

ქობულეთის "შუქურას" ფეხბურთელი თორნიკე თარხნიშვილი მართალია, რომ ფეხბურთში ფული თუ არ ჩაიდო და მოთამაშეებმა ღირსეული გასამრჯელო არ მიიღეს, მაშინ საქართველოში აღარავინ დარჩება.

"მართლა 5-ათასლარიანი ხელფასი რომ მქონდეს, ეს ამხელა ამბავს არ უნდა იწვევდეს"

მაგრამ აქ ლაპარაკია კლუბებზე დარიცხული თანხების არაადეკვატურ ხარჯვაზე.

"ლელოში" კონკრეტული კლუბის მაგალითიც იყო დასახელებული, სადაც ბიუჯეტური თანხების არაეფექტურად განკარგვა და მისი გაფლანგვა იკვეთებოდა. მაგალითად, თურქეთში მომზადებისას, სასტუმროში კერძო კლუბი ერთ მოთამაშეზე მაქსიმუმ 45-50 დოლარს ხარჯავს, სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფ კლუბებში კი, როგორღაც "ახერხებენ" და ხვეწნა-მუდარით მიღებული მწირი ბიუჯეტებით ამ სიამოვნებაში 80-120 ევროს იხდიან.

ცხადია, ვარაუდი ჩნდება, რომ ამით სახელმწიფო სახსრები "თეთრდება".

ისე, წარმოიდგინეთ, ორკვირიან შეკრებაზე, მინიმუმ, 25-კაციანი დელეგაცია რომ წავა, სულ მცირე, 14 ათასი დოლარი მაინც "გათეთრდება". ვინ იცის, ასე რამდენ სახელმწიფო კლუბში კეთდება და ჯამში "გათეთრება" რა მასშტაბებს აღწევს?

სხვა საკითხებიცაა, სადაც ფულის ათვისება შეიძლება. მაგალითად, ფორმების თემა - "ოქროს ჩანთები" (სადაც მთელი ეკიპირებაა) 500-600 ლარი თუ ღირს, 1200-1300 ლარად ფორმდება. ამგვარი მეთოდით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფეხბურთზე დასახარჯ ფულს ბევრგან "ხრავენ", სხვაობას კი სახელმწიფოს უკან არავინ დაუბრუნებს.

არადა, წესით, შეკრებებსა და ეკიპირებებში სახელმწიფო კლუბები უფრო უნდა ცდილობდნენ ეკონომიას. ეს ფული ხომ ბიუჯეტისაა?

რად გვინდა სახელმწიფო კლუბები?

ზოგიერთ კლუბში ფულის გაუგებარი ხარჯვაა მიზეზი იმისი, რომ რადიკალური მოსაზრებები ისმის - სახელმწიფომ კლუბები არ უნდა დააფინანსოსო! ამ შეხედულებას საკმაოდ ბევრი ადამიანი იზიარებს.

მათი აზრით, ვიდრე კლუბებს ბიუჯეტიდან აფინანსებენ, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ამ კლუბების მესვეურები და მწვრთნელები სპონსორების მოძიებითა და ახალი ტაქტიკური სქემების შექმნით შეიწუხებენ თავს. მათი მთავარი საზრუნავი იქნება არა ვარჯიში და ოფლისღვრა, არამედ დაფინანსებისა და იქიდან ხეირის მიღება.

ისე, მართლაც საინტერესო ტენდენციაა: საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადასული კერძო კლუბები - "ზესტაფონი", "მეტალურგი" და "ტორპედო" - გაკოტრდნენ ან ძველებურად ვეღარ თამაშობენ. უმაღლეს ლიგაში იშვიათი გამონაკლისებიც არიან - თბილისის "დინამო", "ლოკომოტივი" და "საბურთალო". კერძო "ოაზისებია" აგრეთვე "გაგრა" და "ვიტ ჯორჯია". მარტვილის "მერანის" ამბავიც გაურკვეველია.

დანარჩენები, ყოველ შემთხვევაში, მათი უმრავლესობა, ბიუჯეტზეა დამოკიდებული, რაც უკვე კატასტროფაა. მათთან გამკლავება ორიოდე კერძო კლუბს ძალიან გაუჭირდება.

არადა, ფეხბურთი სწორედ კერძო მესაკუთრეთა ხელში ვითარდება. მარტივი არითმეტიკაა: გადახედეთ, ეროვნული, ახალგაზრდული თუ ასაკობრივი ნაკრებებისთვის რამდენი ფეხბურთელი გაზარდეს კერძო კლუბებმა და რამდენი - სახელმწიფოსგან დაფინანსებულებმა? აშკარა უპირატესობა პირველის მხარესაა. ფეხბურთის მომავალს სწორედ ასეთები უზრუნველყოფენ.

სახელმწიფო ჩინოსნების მოტივაცია სხვაა და კერძო ბიზნესის - სხვა. "ლელოსთან" ერთ-ერთმა პოლიტიკოსმაც განაცხადა - საბიუჯეტო კლუბებში ხალხს არა პროფესიონალიზმით, არამედ ნათესაობა-მეგობრობით ასაქმებენ, 2-მილიონიანი დაფინანსებიდან კი 500-700 ათასის "გათეთრება" იშვიათობა არ არისო...

ჯამში, უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბები 37 მილიონ ლარს იღებენ. ამას დაუმატეთ ფეხბურთის ფედერაციისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 7 მილიონი. ისე, არ გაგიჩნდათ კითხვა - ამ 44 მილიონიდან ფეხბურთში რეალურად რამდენი რჩება?

ფაქტია, რომ საბიუჯეტო სახსრების ასეთ ხარჯვას ქართული ფეხბურთისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს.

როგორ ავითვისოთ სახელმწიფო სახსრები?

ეს ყველაფერი მძიმე ფიქრებს აჩენს და, შესაძლოა, ბევრია იმ აზრზე, რომ კლუბების დაფინანსება შეწყდეს. მაგრამ დღეს სახელმწიფომ ეს რომ გააკეთოს, ქართული ფეხბურთი სულ ჩაკვდება. ფეხბურთში სახელმწიფოს ინვესტიცია რომ აუცილებელია, ამას მხოლოდ სულელი უარყოფს, მაგრამ დაფინანსების მეთოდი უნდა შეიცვალოს.

სახელმწიფო კლუბების რაოდენობის შემცირების ყველაზე მისაღები იდეა ამ კლუბების ტენდერის გზით კერძო ჯგუფებისთვის გადაცემაა. ეს პროექტი თბილისის "ლოკომოტივის" პრეზიდენტ ლექსო თოფურიას ეკუთვნის. სახელმწიფო დაფინანსების პერიოდში, კლუბი სამართავად, ტენდერის გზით, კერძო მეპატრონეს გადაეცეს, რომელმაც თანხა თავადაც უნდა მოიზიდოს და ყოველწლიურად მისი მოცულობა გაზარდოს.

თოფურიას აზრით, ეს კლუბების მენეჯმენტსაც გააუმჯობესებს და ნელ-ნელა სახელმწიფოს სახსრებს გამოათავისუფლებს. არადა, ეს საინტერესო მოსაზრება საფეხბურთო სამყაროს არც განუხილავს.

მიუღებელი აღმოჩნდა რუსთავის "მეტალურგის" ყოფილი დირექტორის, ზაზა დოლიძის იდეაც - ჩატარდეს ერთიანი ტენდერი სახელმწიფო კლუბების ეკიპირებაზე, ბურთებზე, შეკრებაზე წასასვლელ სასტუმროებზე, ტრანსპორტირებაზე... მაგრამ, ეტყობა, ფულის ეკონომიის გზა ძალიან ბევრს არ აწყობს.

არადა, ფინანსების ეფექტური ხარჯვის გარეშე დღევანდელი წუმპიდან ქართული ფეხბურთის ამოყვანა უძნელესი საქმე იქნება. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, ფეხბურთის ფედერაციაც სწორედ ასეთებს ეყრდნობოდა, რადგან მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა. ისინი არათუ სპონსორების ძიებით არ იკლავდნენ თავს, ბევრს ეს არც აძლევდა ხელს, რადგან საბიუჯეტო სახსრების განიავება იოლი საქმეა - მათგან რა მიდიოდა?!

სწორედ ასეთმა კლუბებმა შეიწირეს პროფესიული ფეხბურთის ლიგა, რომელიც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ორგანიზაცია გახლდათ. მიზეზი კი ის გახდა, რომ სახელმწიფო კლუბების დაფინანსების მანკიერი სისტემის წინააღმდეგაც პირველად სწორედ მისმა ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი რამიშვილმა გაილაშქრა.

ერთიანი ფონდის მიზანი

ბათუმში ფეხბურთის ფედერაციის მმართველებისა და უმაღლესი ლიგის 16-ივე კლუბის ხელმძღვანელთა შეხვედრაზე სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ერთიანი ფინანსური სისტემის შექმნაზე ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც სფფ სახელმწიფოსთან ერთად აპირებს.

მაგრამ ამ 6-საათიანი შეხვედრიდან მხოლოდ "მშრალი" ინფორმაცია გამოვიდა. გავიგეთ, რომ პროექტი ითვალისწინებს ერთიანი ფონდის შექმნას, სახსრების უფრო გონივრულ ხარჯვას და საფეხბურთო კლუბების თანაბარ დაფინანსებას.

მაგრამ ეს ძალიან ზოგადი მსჯელობაა და მთავარ კითხვაზე პასუხს ისევ ველით - როგორ აპირებს ფეხბურთის ფედერაცია ამ ფონდის ჩამოყალიბებას და რამდენად რეალურია, რომ სახელმწიფო ფეხბურთს ცენტრალიზებულად დააფინანსებს? არადა, სწორედ ამას ელიან კლუბების დამფინანსებელი რაიონების ხელმძღვანელები და, შესაბამისად, დოტაციაზე მყოფი რაიონის კლუბებში ჯერ არ იციან, რა ბიუჯეტი ექნებათ 2016 წელს.

ბევრი გულშემატკივრის მოსაზრებაც ვიცი და იყო შეხედულებაც, რომ ფეხბურთის ფედერაციამ და სახელმწიფომ სახელფასო ზღვარი უნდა დაუწესოს მუნიციპალურ გუნდებს, სასურველი მოთამაშის ჩამოსაყვანად თანხა კი სასპონსორო თანხებიდან დაამატოსო.

კლუბებთან შეხვედრის შემდეგ გამოჟონა ინფორმაციამ, რომ დაახლოებით მსგავსი ჩანაფიქრი მზადდება: ფეხბურთის ფედერაცია ერთიანი ფონდის ამოქმედების შემდეგ ფულის მიზანმიმართულად დახარჯვას გააკონტროლებს, ლიგების მიხედვით, კლუბები თანაბარ დაფინანსებას მიიღებენ და მოთამაშეთა და კლუბის სხვა პერსონალისთვის ფიქსირებული სახელფასო მინიმუმი და მაქსიმუმი დაწესდება. მაგრამ მოთამაშისთვის ხელფასის გაზრდის უფლება მხოლოდ სასპონსორო თანხიდან ექნებათ.

გარდა ამისა, სფფ ერთიანი ფონდით ინფრასტრუქტურისა და ბავშვთა ფეხბურთის კუთხით მუშაობასაც აპირებს, რაზეც შეხვედრის მონაწილეებმა მიანიშნეს. ანუ კლუბი საკუთარი ნებით ფულს ვეღარ განკარგავს მხოლოდ ხელფასებზე, ის ვალდებული იქნება წინასწარ გაწერილი გეგმით იმუშაოს, შექმნას და განავითაროს ინფრასტრუქტურა, გაზარდოს მომავალი თაობები და ამ ყველაფრის საფუძველზე კერძო მესაკუთრე მიიზიდოს.

მაგრამ ჯერაც უცნობია, ეს ჩანაფიქრი ახალი წლის შემდეგ ამოქმედდება, ახალი სეზონიდან ან საერთოდ, ამოქმედდება კი? მაგრამ რადგან სფფ-ის თავკაცები ამაზე ალაპარაკდნენ, უნდა ვიფიქროთ, რომ სახელმწიფო ფეხბურთის ცენტრალიზებულ დაფინანსებაზე მართლაც ფიქრობს. სხვაგვარად, ფეხბურთში სახელმწიფო სახსრების ხარჯვას აზრი არ აქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tamazino
მაქვს კლუბების დაფინანსების კარგი პროექტი, რომელიც ნებისმიერ ბიზმესმენს დააინტერესებს და სადაც სახელმწიფოს ირიბი დახმარებაც არის, ისეთი რომ ხალხი აღარ იტყვის რატომ ფინანსდებიან ჩვენი ფულით გუნდებიო(მართლებიც არიან). წინა ფედერაციამ არ გამოხატა ინტერესები, იმედია ეხლა მაინც დაინტერესდებიან, ტლფ 593 150052, თამაზი
bebeto
ქართულ ფეხბურთში ჩადებული ფული ფედერაციამ და სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს, რაღაც ჯგუფი უნდა შეიქმნას რომ ფინანსები სწორად დაიხარჯოს კლუბებისთვის.კობიაშვილი ამ საქმეს ალბათ მალე მიხედავს.მაშინ უფრო მიმზიდველი იქნება კერძო ინვესტორისთვის ფულის ჩადება კლუბებში, კოკაიას ნაირი ხალხი ხელის გულზეა სატარებელი მისი დამკარგავი ქართული ფეხბურთის მტერია.
ფერნანდო
თემა უდავოდ აქტუალურია, ოღონდ ტერმინია არასწორად გამოყენებული. ფულის გათეთრება სულ სხვ რამეა --უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზებაა ( " გაპრავება") აქ კი ზუსტად საპირისპირო პროცესია-ამ შემთხვევაში ლაპარაკია ბიუჯეტის ანუ "თეთრი" ფულის არადანიშნულებით გამოყენებაზე, ცოტა უბრალოდ რომ ვთქვათ -ბიუჯეტის ფულის ჭამაზე.
Givi
ჩემი აზრით საერთოდ უნდა მიატოვოს სახელმწიფომ ფეხბურთის დაფინანსება.გაიგოს ყველამ კომუნიზმი აღარ არის ქვეყანაში მორჩა! რამდენი კერძო კლუბი დარჩება ამის შემდეგ შეხედონ და მაგის მიხედვით ჩატარდეს ჩემპიონატი.აზიან ამ საწყალ ქვეყანას ეს საზიზღარი წურბელები და წოვენ სისხლს.კაი კაცია თუ ცუდი ნაღდად არ ვიცი მაგრამ ილია კოკაია ერთხმად მოიშორეს ... და .. ხალხმა იმის გამო რომ პირდაპირ უთხრა სათქმელი ....ახლა ზიან ჩელებაძეს ნაირი კლუბის დირექტორები და იმას ითვლიან რამდენი მოტეხონ სახელმწიფოს გადმორიცხული ფულიდან.უამრავი გასაჩირია ქვეყანაში და მაგ ფულით მაგას მიხედონ.ხალხის გადახდილი გადასახადის ფულით ცხოვრობენ და უბრალო ხალხი ბრბო ჰგონიათ .... კაი სტატიაა ნამდვილად და დრო გააუქმონ სახელმწიფო დაფინანსება ეს ხალხის ფულის უკანონო მითვისებაა და კორუფციის ბუდე
givi
გორის ,,დილამ'' ჯერ კიდევ 2012-2013 წლებში, ჯუღელის ,,კურატორობით'' გაათეთრა ივანიშვილის მიცემული 2 მილიონი, მარტივი სქემით, ფეხბურთელს ეძლევა ხელფასი ისეთი ოდენებით, რომელიც მას რეალობაში მას არ ეკუთვნის დაის რაც არ ეკუთვნის, ჯუღელის ხელით უბრუნდებოდა ადგილობრივ ხელისუფლებას და ,,შესაბამის'' ძალოვნებს. აღნიშნული პრაქტიკა წარმატებით გააგრძელა გორის ადგილობრივმა ხელისუფლებამ და შიდა ქართლის გუბერნატორმა, ჯუღელის გარეშე, ვანო ხორგუაშვილის და ტუღუშის საშუალებით. ვინ უნდა გაარკვიოს ეს ყველაფერი, როდესაც შესაბამისი ძალოვნები თვითონ არიან ჩართული ამ მაქინაციებში, ხორგუაშვილი წარმოადგენს შუამავალს ძალოვანთან. ვნახოთ როგორი რეაგირება ექნებაამ ინფორმაციაზე რესპუბლიკის სუს-ის ხელმძღვანელობას და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს?
georgiano
მერაბ მამულაშვილი ყოჩაღ! ამ თემაზე დიდი ხანია პრესაში ხმა არავის ამოუღია. ძალიან აქტუალურ თემაზე შემოგვთავაზე სტატია. კლუბების 90%-ში დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარეობს სახელმწიფო თანხების უკანონოდ მითვისება სხვადასხვა აპრობირებული მეთოდებით. ჯერ ერთი, ყველა კლუბი თანაბრად უნდა დაფინანსდეს. მეორე, ყველა კლუბში დაფინანსების ნახევარი მაინც უნდა მოხმარდეს ინფრასტრუქტურას და ბავშთა სკოლებს. მესამე, ფედერაციამ და სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს ამ თანხების კონტროლის მექანიზმები, რათა გონივრულად დაიხარჯოს საბიუჯეტო თანხები.
zviadi
კლუბების განკერეძოება ქართული ფეხბურთის გადარჩენს გზაა,იმიტომ რომ მშიერი კაცი ყოველთვის მოტეხავს ან გზების ძებნას დაიწყებს,საიდან რას გამორჩეს
Gogia
დღეს ქართულ ფეხბურთში ისეთი ხალხი ტრიალებს რომ არაფერი არ ეშველება ამ სპორტს და საერთოდ უნდა აიკრძალოს ბიუჯეტიდან დაფინანსება ან მაქსიმუმ ბიუჯეტის ფული ჩემპიონატის საპრიზო ფონდში ჩადონ და ადგილების მიხედვით გადანაწილდეს
asurbanifali
არანაირი დაფინანსება სახელმწიფოდან არ უნდა იყოს...არანაირი შეღავათები მაგ კუთხით ბიზნესმენებს, საერთოდ თუ ბიზნესს ყველანაირს შეუმსუბუქებთ გადასახადებს ეგ მისაღებია...ფეხბურთი მომგებიანი ბიზნესია და არანაირი შეღავათები და დახმარება არ ჭირდება..
საბარძნეთი
კორუფცია არის ? კორუპფია ცუდია!
პაატა ხუჭუა
თუ ფეხბურთის განვითარება გვინდა,რამენაირად უნდა დავაინტერესოთ,ბიზნესი რომ კლუბები ჩაიბარონ,ისე სახელმწიფოს მხრიდან გაღებული თანხები ისევ წყალში გადაიყრება,ბიზნესმენებს კლუბების შენახვისთვის დაუწესონ საგადასახადო შეღავათები და არა მგონია იმაზე მეტად იზარალოს სახელმწიფომ ვიდრე ეხლა,ქვეყანა მილიონებს ხარჯავს ფული კი ატასნაირი საფეხბურთო თაღლითების ჯიბეებში ილექება,სახელმწიფო სახსრებით ვამდიდრებთ თაღლითებს ფეხბურტი კი სულ უკან უკან მიდის,ბიზნესის დაინტერესების შემთხვევაში დარწმუნებული ვარ ბიზნესმენები საკუტარ კლუბებს განავითარებენ და ფეხბურთიც წინ წავა
გულშემატკივარი
არ ჯობია, ეს ფული ჩემპიონატის საპრიზო ფონდში წავიდეს?-სწორია-პრიზიორებს სოლიდური საპრიზო თანხები-გეთანხმებით
გლადიატორები
მთავრობა რომ აფინანსებს გუნდებს ეგ კარგია, მაგრამ ყველა გუნდს ერთნაირად არ უნდა აფინანსებდეს, მაგალითად თბილისის დინამოს უფრო მეტი თანხებით უნდა აფინანსებდეს, ხოლო ზესტაფონს ან სამტრედიას კი უფრო ნაკლებად, ვინაიდან თბილისის დინამო უფრო მეტად გრანდი გუნდია, ვიდრე ზესტაფონი ან სამტრედია.
გულშემატკივარი
გამოყოფილი სახელმწიფო თანხები უნდა დაიხარჯოს მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე,ასევე დახმარება სახელმწიფოდა უნდა მოხდეს მიწის,ქონების,საშემოსავლო განაკვეთის 10%დან 5%-მდე,დაასევე სხვა გადასახადი გაუქმებით,ინფრასტრუქტურის მოწყობა ზღვის პირეთში.ხოლო მაყურებლის მოზიდვის მიზნით სტადიონებზე ლატარიები გათამაშების მოწყობა და გუნდებზე მოხმარება,ხოლო დანარჩენი სახელმწ.თანხები წყალში იქნება გადაყრილი
ჯუზეპე
არ ჯობია, ეს ფული ჩემპიონატის საპრიზო ფონდში წავიდეს?
qar
სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ჩემი ფული ამ მაჯლაჯუნებს არ უნდა ერიცხებოდეთ. და საერთოდ გადასახადის გადამხდელის ფული ვიღაც ფეხბურთელის ხელფასში არუნდა იხარჯებოდეს ერთი თეთრიც კი, კეთილი ინებონ მოიძიონ ინვესტორები და ხარჯონ რამდენიც უნდათ. შედეგი მაინც ქონდეთ რაგბისტებივით, კიდე არაფერს ვიტყოდი, მაგრამ არ მინდა დებილად ვგრძნობდე თავს. გააკეთონ უფასო საფეხბურთო სკოლები, სტადიონები ააშენონ კიბატონო მზად ვარ გადავიხადო, მაგრამ ვიღაც უპასუხისმგებლო ფეხბურთელის ხელფასში რატო უნდა მიდიოდეს ჩემი გადასახადები ვინმე ამიხსნის?!
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
პროფლიგის ყოფილი გენმდივანი: გულს გაუხარდა, ისეთი რეპორტაჟი და შეფუთვა იყო...
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
"დინამოს" დირექტორი: ევროპული სტანდარტი გულშემატკივრებიდან უნდა დაიწყოს
სფფ-მ 15-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულს უმასპინძლა
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
ზაზა დოლიძე: მჭედლიძისთვის დუელი ბათუმის "დინამოს" მოვუგეთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"
თორნიკე თარხნიშვილი: ეს თამაში კაცური ღირსების საქმეა
დინამო (თბ) VS ჩიხურა - წელიწადი სუპერთასით გავაცილოთ!
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ოპტიმალური 10! როგორ იცვლებოდა გუნდების რაოდენობა უმაღლეს ლიგაში
იაგელონია-დინამო(ბთ) 4:0 - ვერ გავრისკეთ, არ დაგვინდეს [VIDEO]
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"ქართული ფეხბურთისთვის ყველაზე კარგი არველაძე-კობიაშვილის გაერთიანება იქნება"
სფფ ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის კლუბებს პოლარის სისტემას უსასყიდლოდ გადასცემს
"დინამოს" დირექტორი ნიკა ნინუას შესაძლო ტრანსფერზე: ინტერესია გერმანიიდან და იტალიიდან
პრო ლიგა 1-ში მოგება 30 ათას ლარად შეფასდება - ქობულეთური შეხვედრის უცნობი დეტალები
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
"საბურთალო": დავით ვოლკოვი, თორნიკე თარხნიშვილი და ბრაზილიელი
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"შეიძლება ქართულ კლუბებში ფულის დაბანდებით უცხოელებიც კი დაინტერესდნენ"
უმაღლესი ლიგა. I ტურის წინ: რას მოგვიტანს რევოლუცია?
თბილისის "ლოკომოტივი": ნაცნობიც, უცნობიც და ახალი ლოგო
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
გიორგი დევდარიანი ახალ გუნდს აანონსებს: ყველაფერი შეიცვლება!
სფფ. XXVI ყრილობა: ვალები, არამიზნობრივი ხარჯვა, კრიმინალიც ახსენეს...
34.9 კმ/სთ - ლაკვეხელიანი მსოფლიოს უსწრაფეს ფეხბურთელებს შორის!
პოლარის სისტემა: კუხიანიძის საუკეთესო შედეგი, იაშვილის უჩვეულო სისწრაფე
საბურთალო-ლოკომოტივი 6:0 - ტორნადო [VIDEO]
შოთა არველაძესა და თელ-ავივის "მაკაბის" შორის მოლაპარაკება ჩიხში შევიდა
რამდენი აქვთ ხელფასი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში
გიორგი დევდარიანი: ახლაც არ ვარ ეიფორიაში, ისევ ფრთხილად ვილაპარაკებ