პაატა ბურჯალიანი: "რეპორტაჟები სულ 22 ნოემბრის ფინალივით რომ შუქდებოდეს, მაყურებელს სტადიონზე მოვიზიდავთ"
მაშინ, როცა პროფესიული ფეხბურთის ლიგა არსებობდა, ეროვნული ჩემპიონატის, თასისა და სუპერთასის შესაფუთად მისი თავკაცები - დიმიტრი რამიშვილი და პაატა ბურჯალიანი ზრუნავდნენ.

ეს ქართულ ფეხბურთში ყველაზე მეტი სიახლისა და არაორდინარული გადაწყვეტილებების დრო იყო, დრო, როცა ქართული ფეხბურთის პროპაგანდისა და "პიარისთვის" ყველაზე მეტი კეთდებოდა. თასის ფინალები ნამდვილ ზეიმებად იქცა. გემახსოვრებათ ფინალის დაწყებამდე ვერტმფრენიდან მოწყობილი სანახაობა, ევროსტანდარტების დანერგვის მცდელობა, სეზონის შემაჯამებელი საღამოები, სანახაობრივი გალა-კონცერტები და ასე შემდეგ...

ზესტაფონის "დავით აბაშიძეზე" გამართული საქართველოს თასის ფინალი, თითქოს, ამის გაგრძელება გახდა. მარტვილის "მერანისა" და ქუთაისის "ტორპედოს" შეხვედრა სავსე ტრიბუნების წინ გაიმართა, ფეხბურთის ფედერაციისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ორგანიზებით მატჩი კარგად შეიფუთა და კარგი სანახავიც გამოდგა.

- მერანი-ტორპედო 1:2 - "ტორპედომ" თასი გაასამა [VIDEO]

გამართლებული იყო სფფ-ის გადაწყვეტილება, რომ თასის ფინალი თბილისის გარეთ, პატარა არენაზე გამართულიყო. ისიც, რომ პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღმოსავლეთ ტრიბუნიდან ეწყობოდა და მთავარ კამერას "თამაშგარის ზონის" გასწვრივ მდებარე ორი პლატფორმაც ეხმარებოდა. ეს ხელს უწყობდა თამაშის კომფორტულ აღქმას.

ტრიბუნა აღმოსავლეთზეც გაივსო, მაგრამ დასავლეთის სექტორი გაცილებით ლამაზად და უკეთ გამოიყურებოდა. ცხადია, მაყურებლებით გადაჭედილი ტრიბუნა, რომელიც 90 წუთი არ გაჩერებულა, ტელემაყურებელს იმ ნამდვილ საფეხბურთო ატმოსფეროსთან აახლოებდა, რაც ზესტაფონში იყო.

პროფესიული ფეხბურთის ლიგის ყოფილი გენერალური მდივანი პაატა ბურჯალიანი ამბობს, რომ მატჩის შეფუთვამ მის მოლოდინს გადააჭარბა:

"პროფლიგას სიჭინავამ 5 წლის წინათ ჩამოგვაშორა, მაგრამ ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ყოველთვის ვიყავი, ვარ და, ცხადია, ფინალი მაინტერესებდა.

როცა პირველ არხზე გადავრთე, არ ვიცოდი, 7 საათი იყო თუ არა. ახლო კადრს აჩვენებდნენ და სიმართლე გითხრათ, თავიდან დავიბენი - მეგონა, ჩემპიონთა ლიგის დღიური მთავრდებოდა. საქართველოს ჩემპიონატსა და თასზე ხომ ასეთ ჩვენებას თვალი მიჩვეული არ არის...

გულს გაუხარდა, სტადიონი ისე ლამაზად გამოჩნდა - სავსე ტრიბუნები, კარგი ჩვენება, განათებული მოედანი და ნამდვილი საფეხბურთო გარემო სულ სხვა ეფექტს ქმნიდა. დაახლოებით ისეთს, ბელგიის ან ჰოლანდიის ჩემპიონატები რომ ტარდება", - ამბობს ბურჯალიანი.

ის ქართული ფეხბურთის გაშუქების ზოგად საკითხსაც შეეხო:

"როცა პროფლიგაში ვმუშაობდით, სულ ამაზე გვქონდა აქცენტი - ტელევიზიას დიდი ძალა აქვს და სწორი შეფუთვა ეროვნული ჩემპიონატის და ამა თუ იმ კონკრეტული შეხვედრის წარმატების საფუძველია.

რეპორტაჟები სულ 22 ნოემბრის ფინალივით რომ შუქდებოდეს, დარწმუნებული ვარ, მაყურებელს სტადიონზე მოვიზიდავთ და ბევრად უკეთესი ჩემპიონატი გვექნება. იმიტომ, რომ განათებულ სტადიონზე, სადაც ტრიბუნები ივსება, მოთამაშე ბევრად უფრო ინდომებს და მოედანზე სულსა და გულს დებს. ხალხს კი სწორედ ამის ნახვა სურს.

ამიტომ იყო, მნიშვნელოვან შეხვედრებს რომ "ვაპიარებდით" და ტურის ცენტრალურ შეხვედრებზე 6-7 ათასი მაყურებელიც მოსულა, თასის ფინალზე კი 25 ათასი ქომაგიც შეგვიკრებია".

ბურჯალიანის თქმით, ფედერაციამ ეროვნული ჩემპიონატის რეკლამირების მაგალითი აჩვენა:

"მას შემდეგ, რაც სიჭინავამ პროფლიგა დაშალა, ასეთი ფინალი არ ჩატარებულა. ეს ლოგიკურიც იყო, რადგან ბევრი გაუმართლებელი ნაბიჯით მან ქართული ფეხბურთი დაანგრია და ძალიან უკან დასწია. მის დროს უფერული ფინალები იმიტომაც ტარდებოდა, რომ სათანადო სატელევიზიო გაშუქების მნიშვნელობას ვერ აცნობიერებდა.

ამიტომაც ვულოცავ ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელობას, ასეთი დონის რეპორტაჟი და ფინალის ლამაზად ორგანიზება რომ შეძლო".

პროფლიგის ყოფილი გენმდივანი იმედოვნებს, რომ წარმატებული ექსპერიმენტი მომავალშიც გაგრძელდება:

"მრჩევლისა თუ ექსპერტის როლში ყოფნა არ მიყვარს. უბრალოდ, ჩემი სურვილი იქნება, რომ ასეთი სატელევიზიო გაშუქება მომავალშიც იყოს. სასურველი იქნება, კონტრაქტები რაც შეიძლება მეტ ტელევიზიასთან გაფორმდეს, რომ იყოს არა მხოლოდ თამაშების მიმოხილვა, არამედ, ტურების ანონსები, ხალხს მეტი ინფორმაცია რომ ჰქონდეს და მეტად დაინტერესდეს.

მართალია, 10 წლის წინათ ბევრად მეტი ინტერესი იყო, მაგრამ ასეთი ორგანიზებით სტადიონისკენ მაყურებლის შემობრუნება შესაძლებელი იქნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

temo
კარგი ფინალი იყო
leqso
aba daicko 22 noembris finalis reportajit qartuli fexburtis akvaveba?vai tqvens patrons. Rodis iko ert mercxals gazafxuli mokavda.
keke
ძაან მაგარი ფინალი იყო! ყოჩაღ ფედერაციას, ამას ჰქვია რაღაცის შეცვლა, საქმის კეთება და იმედია ასე გააგრძელებთ!
zangura
მეც იგივე რეაქცია მქონდა 1 არხზე რო გადავრთე, მართლა მაგარი რეპორტაჟი იყო და კარგად შეფუთული ფინალი. ეგრე გააგრძელეთ.
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
სფფ-ში საქართველოს თასის წილისყრა გაიმართა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
აქტუალური თემა: როგორ "თეთრდება" სახელმწიფო სახსრები საფეხბურთო კლუბებში
[აქტუალურ თემაზე] თუ არ სცადე, არაფერი გამოვა
დინამო (თბ) VS ჩიხურა - წელიწადი სუპერთასით გავაცილოთ!
პასუხი სფფ-ს: "ეს რა შედარებაა?! ჩვენ ფული ბიზნესიდან მოგვქონდა!"
თასის გათამაშებისთვის გუნდები 1/8-ფინალში დაწყვილდნენ
პლეი-ოფი. "ტორპედო" - "მერანი" [LIVE]
საქართველოს თასის ფინალი გორში გაიმართება - გაგრას სამგურალი დაუპირისპირდება
ოპტიმალური 10! როგორ იცვლებოდა გუნდების რაოდენობა უმაღლეს ლიგაში
ქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]
"ქართული ფეხბურთისთვის ყველაზე კარგი არველაძე-კობიაშვილის გაერთიანება იქნება"
საქართველოს თასის გათამაშება მერვედფინალური სერიებით დაიწყო
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
თასის გათამაშების სამი 1/4-ფინალისტი ცნობილია
"მაჭარაძე, მამაშენთან ერთად უნდა მო..." - მსაჯს ლამის კომენტატორმაც აგინა [VIDEO]
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
პრო ლიგა 1-ში მოგება 30 ათას ლარად შეფასდება - ქობულეთური შეხვედრის უცნობი დეტალები
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
შოთა არველაძე: მადლობა "მერანს" - ქუთაისს, ბათუმის მსგავსად, ახალი სტადიონი სჭირდება
აქტუალურ თემაზე: ჩვენი პრობლემა დილეტანტიზმია
უმაღლესი ლიგა. I ტურის წინ: რას მოგვიტანს რევოლუცია?
"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
სფფ-ში საქართველოს თასის წილისყრა გაიმართა