ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

10 გოლეადორი მცველი: გაგიკვირდებათ, მაგრამ რობერტო კარლოსი პირველზე არაა

10 გოლეადორი მცველი: გაგიკვირდებათ, მაგრამ რობერტო კარლოსი პირველზე არაა

ფერნანდო იერო ბევრ ფორვარდს სჯობდა
მცველისთვის გოლის გატანა უმთავრესი მოვალეობა ნამდვილად არაა, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში, სადაც უტევს მთელი გუნდი და თავსაც მთელი გუნდი იცავს, უნივერსალური თვისებები განსაკუთრებულად დაფასებულია.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მცველს შეტევაში ჩართვა, თამაშის გამწვავება და გოლის გატანა შეეძლოს. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ბევრი მცველი გვახსოვს, რომლებიც შეტევაში ვარგოდნენ, ქვემოთ კი მათ შორის 10 საუკეთესოს გამოვარჩევთ.

10. სერჟინიო (ბრაზილია)

311 მატჩი - 52 გოლი

ბრაზილიელი მცველი, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები "მილანში" გაატარა და ამ გუნდის შემადგენლობაში 18 გოლი გაიტანა. ასევე, ძალიან ნაყოფიერი იყო "სან პაულოში", სადაც 21 გოლი შეაგდო და თანაც, გაცილებით მცირე დროში.

სერჟინიოს ბრაზილიის ნაკრებში 10 მატჩი აქვს ჩატარებული და ერთი გოლი იქაც გაიტანა. იმასაც შეგახსენებთ, რომ დაცვის მარცხენა ფრთაზე ასპარეზობდა, გამოირჩეოდა მაღალი სისწრაფით და შეტევაში მწვავე ჩართვებით.

9. სერხიო რამოსი (ესპანეთი)

530 მატჩი - 55 გოლი

სერხიო რამოსს ზედმეტი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, მთავარი კი ის გახლავთ, რომ ესპანელი მცველი ჯერ მხოლოდ 29 წლისაა, გოლების მონაგარს კიდევ გაზრდის და ამ ათეულშიც აუცილებლად დაწინაურდება. რამოსს 41 გოლი აქვს მადრიდის "რეალში" გატანილი, 10 ესპანეთის ნაკრებში, თავის დროზე კი 4 გოლი "სევილიაშიც" შეაგდო.

8. დანიელ ვან ბუიტენი (ბელგია)

469 მატჩი - 58 გოლი

სერხიო რამოსის მსგავსად, მეორე სართულზე ბრწყინვალედ ასპარეზობს დანიელ ვან ბუიტენი, რომელმაც კარიერაში 58 გოლი მოაგროვა. ყველაზე შედეგიანი კი მიუნხენის "ბაიერნში" ასპარეზობისას იყო, როდესაც 20 შედეგიანი დარტყმა განახორციელა. ვან ბუიტენი სტაბილურად იტანდა ყველგან, სადაც კი თამაშობდა, მათ შორის, "მარსელში", "ჰამბურგში" და ბელგიის ნაკრებში.

7. იონ არნე რიისე (ნორვეგია)

651 მატჩი - 60 გოლი

კიდევ ერთი მარცხენა მცველი, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები ინგლისში, კერძოდ კი, "ლივერპულში" გაატარა და იქ 234 თამაშში 21 გოლი შეაგდო. ნაყოფიერი იყო "რომაშიც", "მონაკოშიც" და ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებშიც, რომლის მაისურითაც 16 გოლი შეაგდო. რიისე გამოირჩეოდა ყუმბარისებური დარტყმით და მისი გოლების დიდი ნაწილი ეფექტური გახლდათ.

6. მარკო მატერაცი (იტალია)

435 მატჩი - 62 გოლი

მარკო მატერაციმ 26 გოლი შეაგდო "პერუჯას" შემადგენლობაში, 19 გაიტანა "ინტერის" მაისურით, 7-ჯერ "კარპიში" გამოირჩა, 2-2 შედეგიანი დარტყმა "ტრაპანის", "ევერტონის" და იტალიის ნაკრების შემადგენლობაშიც განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ ორივე სანაკრებო გოლი მატერაციმ 2006 წლის მუნდიალზე შეაგდო და ერთ-ერთი ფინალში, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ. მარკო მეორე სართულზე იყო შეუდარებელი და გოლების უმეტესობა თავით შეაგდო, თუმცა შორეული ძლიერი დარტყმებითაც გამოირჩეოდა.

5. რობერტო კარლოსი (ბრაზილია)

703 მატჩი - 77 გოლი

ალბათ, ბევრს ეგონა, რომ ლეგენდარულ ბრაზილიელს პირველ პოზიციაზე იხილავდა, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. მარცხენა მცველს კარიერაში 77 გოლი მოუგროვდა და აქედან უმეტესობა, კერძოდ კი, 47 მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში აქვს გატანილი.

შედეგიანი იყო ბრაზილიის ნაკრებშიც, სადაც 11 გოლი მიითვალა აქტივში. რობერტო კარლოსი დღემდე რჩება იმ მცველის ეტალონად, რომელსაც შეტევაშიც დიდი სარგებელი მოაქვს გუნდისთვის.

4. სინიშა მიხაილოვიჩი (სერბეთი)

530 მატჩი - 81 გოლი

ვისაც სინიშა მიხაილოვიჩის საფირმო საჯარიმო დარტყმები არ უნახავს, ნამდვილად ბევრი დაუკარგავს. სერბმა უკანახაზელმა 81 გოლი მოაგროვა და იტანდა ყველგან, სადაც კი ასპარეზობდა, მათ შორის, "ვოივოდინაში", "ცრვენა ზვეზდაში", "ლაციოში", "ინტერში", "სამპდორიაში" და ეროვნულ ნაკრებში. "ლაციოს" შემადგენლობაში ერთ შეხვედრაში საჯარიმო დარტყმებით ჰეთ თრიკი აქვს შესრულებული და ამ კომპონენტში ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

3. იან ჰარტი (ირლანდია)

522 მატჩი - 85 გოლი

იან ჰარტმა "ლიდს იუნაიტედში" შესანიშნავი ასპარეზობით გაითქვა სახელი, სადაც 213 შეხვედრაში 28 გოლი შეაგდო. შემდეგ ესპანეთში ამოჰყო თავი და "ლევანტეს" 10 გოლით შეეწია. ნაყოფიერი იყო სხვა გუნდებშიც, ირლანდიის ნაკრების შემადგენლობაში კი 12 შედეგიანი დარტყმა განახორციელა.

იან ჰარტი ნამდვილად ვერ მოხვდება საუკეთესო მცველების 10-ეულში, ვერც 20-ეულში და ვერც 30-ეულში, მაგრამ გოლები კი ბლომად გაჰქონდა და ამ კუთხით, ერთ-ერთი საუკეთესო იყო მსოფლიოში.

2. მარკუს ტულიო ტანაკა (იაპონია)

522 მატჩი - 107 გოლი

34 წლის იაპონელი, რომელიც მოქმედი ფეხბურთელია და გოლების მონაგარს კიდევ გაზრდის. ჯერჯერობით, ტულიო ტანაკას ანგარიშზე 107 გოლია, მათ შორის, 8 იაპონიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

ტანაკას მთელი კარიერა იაპონიის ჩემპიონატში აქვს გატარებული. ყველაზე მეტი გოლი "ურავაში" შეაგდო, დღეს კი "ნაგოიაში" ასპარეზობს. ცენტრალური მცველია, გამოირჩევა უძლიერესი დარტყმით და ძალიან სახიფათოა სტანდარტულების დროს.

1. ფერნანდო იერო (ესპანეთი):

639 მატჩი - 140 გოლი

საჯარიმო დარტყმების შესრულების კიდევ ერთი დიდოსტატი, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები მადრიდის "რეალში" გაატარა და სამეფო გუნდის შემადგენლობაში 102 გოლი მოაგროვა. ძალიან ნაყოფიერი იყო ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც, სადაც 29 გოლი გაიტანა.

იეროს ზედმეტი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება და მხოლოდ ის აღვნიშნოთ, რომ ლეგენდარულმა ესპანელმა მცველმა გოლების რაოდენობით არაერთ ფორვარდს აჯობა, მათ შორის, სახელოვან თავდამსხმელებს, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• asurbanifali

ნახევარდაცვაში აქვს ყველას ნათამაშევი, ეგ რა შუაშია, აქედან ყველაზე ცოტა ხანი იეროს აქვს დაცვაში ნათამაშევი...კუმანი უკონკურენციოდ პირველია, თან როგორ მატჩებში აქვს გატანილი გოლები...ბრემე კიდევ აუცილებლად შესაყვანია, კაცმა მსოფლიო მოიგო...

• ქართველი

დილეტანტის დაწერილი სტატია და შედგენილი ტოპ-10 -ლი. სპორტული ჟურნალისტი მცველს და ნახევარმცველს, რომ ვერ არჩევს, წადი ბიძია სახლში...

• tngh

ყველა მათგანს ჯობდა საშა ჩივაძე და 80-ზე მეტი გოლი მასაც აქვს შეგდებული...

• gurji

იეროც ნახევარმცველი იყი და მიხაილოვიჩიც. კუმანმა მცელის პოზიციიდანაც ბევრი გოლი გაიტანა

• ირაკლი მაჭარაშვილი

კობიაშვილს 66 გოლი აქვს, ვიკიპედიის მიხედვით. შეიძლება მეტიც ქონდეც https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98

• ჯაბა

კუმანი აიაქსში და პსვ-ში სუფთა ნახევარმცველი იყო. მიხაილოვიჩი ფა იერო მცველები იყვნენ. თან კუმანმა კარიერის დიდი ნაწილი 80-იან წლებში ითამაშა. ჯონ ტერია საინტერესო

• ქართული ფეხბურთი (მულტიმედია)

გამოგრჩათ რონალდ კუმანი და ანდრეა ბრემე

• გიორგი

მართლა სირცხვილია, რამეს რომ წერთ, გადაამოწმეთ მაინც! პირველ ადგილზე ვინც უნდა იყოს, მაინცდამაინც ის გამოგრჩათ თან... ფეხბურთის მცოდნე ადამიანს და მითუმეტეს ჟურნალისტს, არ უნდა ჰქონდეს გაგებული, რომ კუმანს ძალიან ბევრი გოლი აქვს გატანილი?

• vaxo

მიხაილოვიჩიც ნახევარდაცვაში თამაშობდა

• To

ჩჰივაზეს 201 აქვს

• მერაბ

პირიქით იყომ იერო იყო კარიერის დიდი ნაწილი დაცვაში და კუმანმა ნახევარი კარიერა ნახევარდაცვაში გაატარა.მე ესე მახსოვს

• baxt

კუმანის გამორჩენა ამ სიიდან როგორ შეიძლებოდა? თან იერო შეიყვანეს, კაცი, რომელმაც თავისი გოლების 90 % ნახევარმცველად თამაშისას გაიტანა.. სტატიის ავტორს დაავიწყდა ალბათ, რომ იერო კარიერის ძირითადი ნაწილი ნახევარდაცვაში თამაშობდა და როცა ასაკში შევიდა და სისწრაფე დაკარგა, მერე დასწიეს უკან დაცვაში...

• ივანე

რონალდ კუმანს 200 ზე მეტი გოლი აქვს გატანილი!

• asurbanifali

კუმანი და ბრემე რომ არ არის რაშია საქმე? თუ არ იცით სირცხვილი კი არ არის...წაიკითხეთ და ისე გააკეთეთ...

• ჯიო

ხო, მაგრამ აქ 90-იანი წლებიდანო და პასარელა უფრო ადრე თამაშობდა. მაგარი კი იყო

• გ

ეგრე ბეილი მცველი იყო ტოტენჰემში :)

• mindia

ეგრე მიხაილოვიჩსაც უთამაშია ნახევარდაცვაში, სერჟინიოსაც და ბევრს კიდევ. დანი ალვეშს საერთოდ თავდასხმაში ათამაშა გვარდიოლამ. ისე აი დანიელ პასრელასაც 140 გოლი ქონია გატანილი... Koeman scored 193 league goals in 533 matches (ahead of Daniel Passarella, who netted 182 goals in 556 matches) during his career, more than any other defender in the history of football

• 12345

კუმანი კარგა ხანი ნახევარმცველი იყო და მაშინ დააგროვა გოლების უმეტესობა და შემდეგ დაწიეს დაცვაზსი. რაც შეეხება იეროს და მიხაილოვიჩს, 90% მატჩების დაცვის ცენტრში აქვთ გატარებული

• llcl

ფერნანდო იერო და რობერტო კარლოსი, მართლაც ბევრი საფეხბურთო სპექტაკლის მომწყობი, ასევე სინიშას საჯარიმოები

• mindia

კუმანი სად წაუყვანეთ? ნამუსი არ გაქვთ ტო? 207 გოლი აქვს ტიპს

• lopo

ამ სიას ორი საუკეთესო აკლია, პასარელა და რონალდ კუმანი, მერე მოდიან დანარჩენები :)

• მერაბი

იერო კაი ხანს ნახევარმცველი იყო და რამდენადაც მახსოვს, მიხაილოვიჩიც

• საბერძნეთი

რობერტო კარლოსი სინათლის სიჩქარით დარბოდა სტადიონზე!

• levan

სერჟინიო მცველი არ იყო, ბოლო პერიოდში ათამაშა კარლიტომ რამდენჯერმე მცველად, თორე ყოველთვის შემტევ ვინგერს თამაშობდა

სპალეტის იტალიის ნაკრებიდან უშვებენ? - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელის შესაძლო შემცვლელებიც ცნობილია

საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ აშშ-ს მოუგო

finita la commedia - ოსიმენი სასწრაფოდ პარიზში დაიბარეს

U21 | ბოლო დღე ავსტრიულ შეკრებაზე, დღეს ახალგაზრდული სლოვაკეთში გაემგზავრება

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა

ლეაომ "მილანს" ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა - როსონერი პორტუგალიელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს

"რუსები გერმანიის ნაკრების სტილში თამაშობენ" - ნიგერიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

"ერთადერთი გამოსავალი სპალეტის გადადგომაა" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ლუჩანო გააკრიტიკა

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება

დაწუნებული ბრაზილიელი, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო მცველი გახდა [VIDEO]

"რა უნდა გულშემატკივარს გალიაში?" - უკრაინელებმა რობერტო კარლოსი აღაშფოთეს

მატერაცი: ზიდანს ვუთხარი, რომ მაისურა კი არა, მისი და მინდოდა

მეხუთე ბრაზილიელი - ტიაგო სილვას მნიშვნელოვანი მიღწევა ჩემპიონთა ლიგაზე

"შენს დას ვამჯობინებ" - მატერაციმ თქვა, რა უთხრა ზიდანს მანამდე, სანამ ფრანგი თავს დაარტყავდა

ხომ გეუბნებოდი! - რა ხდებოდა ესპანელთა ბანაკში პენალტების სერიის დროს

"სალაჰი რამოსს ახლოს არ მიუახლოვდება..." - კარლოსი ძველ ინციდენტს იხსენებს

ფერნანდო იერო გადადგა და ფედერაციაშიც აღარ იმუშავებს

კანავარო ზიდანის გაძევებაზე: მატერაციმ ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა

რობერტო კარლოსი: ინგლისელმა ფანებმა მას ძეგლი უნდა დაუდგან...

მცველები, რომლებმაც ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს - ვინ არიან ისინი?

"ვფიქრობ, ეს უნდა ვაღიარო" - მატერაციმ ზიდანთან ინციდენტი გაიხსენა

მატერაცი: იტალიელები ჩემ გათელილ მიწას უნდა ჰკოცნიდნენ, ნაცვლად კი მაგინებდნენ

გუშინ და დღეს: კიდევ ერთხელ იორკშირელ ხულიგნებზე...

ფერნანდო იერო: ეს ჩავარდნა და ფიასკო არ იყო

მატერაცი და ტრეზეგე რუსეთში ევროპის ჩემპიონატის ექსპერტად იმუშავებენ

ფერნანდო იერო: სერხიო რამოსი ანომალიაა

აზაერბაიჯანელებმა ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ფერნანდო იეროს კანდიდატურაზე უარი თქვეს