ზოგჯერ ისე გამოდის, რომ ზოგიერთი უცხოელი ვითომ-ლეგიონერი საქართველოში... ეგზოტიკისათვის ჩამოჰყავთ
ფოტოზე: რენე ფერეირა

ამ ზაფხულს, ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე თვე-თვენახევარი რჩებოდა, როცა საქართველოს ჩემპიონატში კვალიფიციური ლეგიონერების გამოჩენა ვისურვეთ - ისეთი დონის ლეგიონერების, უმაღლესი ლიგა რომ უნდა გაელამაზებინათ და ჩვენი სტადიონების ტრიბუნებზე გულშემატკივრები რომ უნდა მოეზიდათ.

თანაც, ამ ჩვენს სურვილს სხვა "დატვირთვაც" ჰქონდა: მაღალი დონის ლეგიონერთა გვერდით მოასპარეზე ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები მეტ გამოცდილებასაც შეიძენდნენ და დაოსტატდებოდნენ. აი, როგორც 7-8 წლის წინათ იყო, როცა თბილისის "დინამოში" ბუნდესლიგამოვლილი ცნობილი ავსტრალიელის, ნედ ზელიჩის გვერდით უდიდეს გამოცდილებას იღებდა იმ დროისათვის 20 წლის გურამ კაშია...

მსგავსი მაგალითების მოყვანა კიდევ შეიძლება და იმავე თბილისის "დინამოში" გიორგი ლორიასა და გაბონის ნაკრების მეკარის, დიდიე ოვონოს კონკურენციაც უნდა ვახსენოთ.

მოკლედ, მოლოდინი კი გვქონდა, რომ ახალ სეზონში საქართველოს ჩემპიონატში მეტ-ნაკლებად "ცნობადი" ან "ხარისხიანი" ლეგიონერები ჩამოვიდოდნენ.

თუმცა, არც ის "გვავიწყდებოდა", რომ უმაღლესი ლიგის გუნდების უმეტესობა ნამდვილად ვერ გასწვდებოდა თუნდაც საშუალო დონის ლეგიონერებს. ასეც მოხდა: XXVII ჩემპიონატში (პირველი წრის მიმდინარეობისას) ჩვიდმეტმა ლეგიონერმა იასპარეზა და, სამწუხაროდ, ყველა მათგანზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ თუნდაც საშუალო დონეს მიეკუთვნებოდნენო.

უფრო მეტიც: ბევრი მათგანი ვერც ვერაფრით სჯობდა თავის ქართველ კოლეგას; თუმცა, ეს არახალი ამბავია, მაგრამ ასევე წლების განმავლობაში რჩება პასუხგაუცემელი კითხვები იმ მართლაც გაურკვეველი კვალიფიკაციისა თუ წარმომავლობის (?) ლეგიონერთა საქართველოს ჩემპიონატში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

უფრო ზუსტად, ეს კითხვები ამ "უცნაური" ლეგიონერების ჩამომყვანებთან უფრო უნდა ჰქონდეს ქართულ საფეხბურთო საზოგადოებას, თორემ, მართლაც ულამაზო (გნებავთ, ტრაგიკომიკური) სიტუაციაა, როცა მეტ-ნაკლებად საფეხბურთო ქვეყნიდან ჩამოყვანილი და ასევე მეტ-ნაკლებად ნორმალური "სივის" მქონე ესა თუ ის უცხოელი ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატის მატჩების უმეტესობას... სათადარიგოთა სკამზე ატარებს!

თანაც, როგორ გგონიათ, მხოლოდ უმაღლეს ლიგაზეა ლაპარაკი? აი, უახლოეს მომავალში პირველი ლიგის პირველი წრის მიმოხილვას როცა შემოგთავაზებთ, თავად დარწმუნდებით კიდევ ერთ "უცნაურობაზე": საქართველოს ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაშიც არაერთი ლეგიონერი ასპარეზობს, თუმცა ბევრი მათგანი მხოლოდ შეცვლებზე შემოდის ხოლმე!

ანუ ისე გამოდის, რომ ზოგიერთი უცხოელი ვითომ-ლეგიონერი საქართველოში... ეგზოტიკისათვის ჩამოჰყავთ...

წინა სეზონში საქართველოს ჩემპიონატების რეკორდი დამყარდა: უმაღლეს ლიგაში 35 უცხოელი ფეხბურთელი გამოდიოდა; ლეგიონერთა ასეთი რაოდენობა კი წინა 24 წლის განმავლობაში არასდროს ყოფილა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ უცხოელ ფეხბურთელთა უმეტესობამ თავი ვერაფრით გამოიჩინა.

დაახლოებით ასეთივე სიტუაციაა მიმდინარე სეზონშიც და ბარემ, ისიც ვთქვათ, რომ მეტის მოლოდინი არც გვქონდა; უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იმას ვიმედოვნებდით, რომ მეტ-ნაკლებად "ნორმალური" უცხოელი ფეხბურთელი შეემატებოდა ჩვენს ჩემპიონატს, თორემ სხვა ილუზიები არც გვქონია.

ფოტოზე: ლიბორ ჰრდლიჩკა

ამ "სხვაში" კი იმ მართლაც გამორჩეულ ლეგიონერებს ვგულისხმობთ, სხვადასხვა დროს საქართველოს ჩემპიონატში რომ უასპარეზიათ: მეკარეებს - ზაურ ხაპოვს, დენი დონდტს, დიდიე ოვონოს, მცველებს - ნედ ზელიჩს, მილოშ კრშკოს, ალექს ფრაგას, ჟილვან ვიეირას, კარლოსს, ნახევარმცველებს - მიკელ ალვაროს, პოლ კესანის, ვირგილიუს ბალტუშნიკასს, პეტარ გრაიციარს, ტიაგოს, ჩისამბა ლუნგუს, თავდამსხმელებს - რობერტას ფრიდრიკასს, ანდრეი პოროშინს, დე პორასს, ერიკ-რომეო ჩასემს; აღარაფერს ვამბობთ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, უდავოდ, ყველაზე მაღალი დონის ლეგიონერებზე: ანდერსონ აკინოსა და ჩისკოზე...

...მიმდინარე სეზონში მოასპარეზე ამ 17 ლეგიონერიდან საუკეთესოდ თბილისის "დინამოს" 23 წლის ცენტრალური მცველი რენე ფერეირა მივიჩნიეთ; ბრაზილიელი, საერთოდაც, ერთ-ერთი საუკეთესოა თავის ამპლუაში საქართველოს ჩემპიონატში და ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ თბილისის "დინამოში" დაცვის ხაზში არსებული სერიოზული კონკურენციის პირობებში რენე ფერეირა მყარად ინარჩუნებს ადგილს ძირითად შემადგენლობაში.

ფერეირას მსაგავსად, მატჩების 50 პროცენტზე მეტი ჩაატარეს თავიანთ გუნდებში თბილისის "დინამოს" 29 წლის მეკარემ, ლიბორ ჰრდლიჩკამ (სლოვაკეთი), "დილას" 23 წლის მეკარემ, ოლექსეი შევჩენკომ (უკრაინა) და 20 წლის ფორვარდმა ისლამ მაშუკოვმა (რუსეთი), ბათუმის "დინამოს" 24 წლის თავდამსხმელმა ლუის ალბერტო მედინამ (პორტუგალია), "შუქურას" 24 წლის მეკარემ, აზამატ ჯიოევმა და მისმა თანატოლმა, ცენტრალურმა მცველმა ალან ბაგაევმა (ორივე - რუსეთი), "მერანის" გამოცდილმა ახალწვეულმა, საბერძნეთის მოქალაქემ, 31 წლის შემტევმა ალექსანდროს პაპადოპულოსმა და 23 წლის მეკარემ, პიოტრ სევასტიანენკომ (რუსეთი), "გურიის" 27 წლის ნახევარმცველმა დმიტრო ზოზულიამ (უკრაინა) და "კოლხეთის" 22 წლის ცენტრალურმა მცველმა (საყრდენადაც ითამაშა) მიკიტა პოლულიახმა (უკრაინა). სხვათა შორის, ლეგიონერებს შორის პირველ წრეში ყველაზე მეტი მატჩი (13) პოლულიახმა ჩაატარა.

ფოტოზე: ლუის ალბერტო მედინა

აი, დანარჩენებს კი უფრო ნაკლებად ენდობოდნენ: "შუქურას" 32 წლის საყრდენმა ადრიან პუკანიჩმა (წინა სეზონში მშვენიერი დებიუტი რომ ჰქონდა საქართველოს ჩემპიონატში) და 22 წლის მცველმა ალბერტ ცხოვრებოვმა შვიდ-შვიდი მატჩი ჩაატარეს; საქართველოს ჩემპიონატში გარკვეული პაუზის მერე დაბრუნებულმა კოტდივუარელმა ფორვარდმა, 26 წლის ბოტი გოამ ("გურია") - 5; "სიონის" 26 წლის მეკარემ,სოსლან ნანიევმა (რუსეთი) - 4, "ტორპედოს" 21 წლის ცენტრალურმა მცველმა ანდრეი ნიკონოვმა (რუსეთი) - 3.

პირველი წრის მიწურულს კი "საბურთალოს" შემადგენლობაში ორჯერ შევიდა შეცვლაზე ახალგაზრდა მარჯვენაფლანგელი, 18 წლის ტერა ლუხენი (კენია).

სხვათა შორის, კენიელ ფეხბურთელს ჩვენს ჩემპიონატში არასდროს მიუღია მონაწილეობა, ისე კი, სხვადასხვა დროს აქ მოასპარეზე ლეგიონერთა გეოგრაფია მართლაც "მრავალფეროვანია" და არ არის გამორიცხული, ზამთრის პაუზის მერე ეს გეოგრაფია კიდევ გაიზარდოს. ოღონდ საკითხავია, რა დონის ფეხბურთელები იქნებიან ქართული კლუბების ეს სავარაუდო უცხოელი ახალწვეულები...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bebeto
ტურისტები არ უნდა ჩამოყავდეთ გუნდებში.
ოთო
ფერეირა მაგარია, ზესტაფონის დამსახურებაა ეგ ფეხბურთელი!!
qomagi
ვილი ისიანი ნამდვილად ქართველია
Ssssss
ამ ტრანსფერებში ფული კეთდება ძმაო. რაც მეტს იყიდიან, მით მეტს გააკეთებენ
ქომაგი
სამწუხაროა რომ ქართულ კლუბებს არასდროს ქონდათ და მომავალშიც გაურკვეველია ექნებათ თუ არა იმის რესურსი რომ ნორმალური ლეგიონერები ჩამოიყვანონ. ნებისმიერ შემთხვევაში მე როგორც ქართული ფეხბურთის ქომაგს,მირჩევნია საშუალო დონის ლეგიონერის ხილვა ჩვენს კლუბებში ვიდრე არაფრის მომცემი 17 20 წლის ქართველი ბავშვების რომლებიც აქედან მიდიან სხვადასხვა დაბალი დონის ლიგებში მხოლოდ მაღალი ხელფასების გამო..თუ შედეგი გინდათ შეეშვიტ ამ ბავშვთა ფეხბურთში ფულის უაზრო ხარჯვას და მთელი რესურსები მოახმარეთ სწორ სელექციას რომელიც ლეგიონერებზე იქნება დაყრდნობილი,ეს მომგებიანია როგორც შედეგისთვის ასევე გულშემატკივარის მოძიებისთვის...
Br
Gamagebinet vili isiani Vinaa? qartvelia?
tamaz
ტრადიციულად არასწორი სელექციის და მენეჯმენტის ფონზე რომლითაც გამოირჩევიან ქართული კლუბები გამოვარჩევ დინამო თბილის რომლისგანაც ამ წელს არანაირ ნორმალურ ტრანსფერს არველოდები რადგან აზრზე არარიან სელექციის და ტყემალზე ზიან
svani_7
ლიბორ ჰრდლიჩკა რატომ ყავს თბილისის დინამოს ეხლაც ვერ ვხვდები ძალიან სუსტი მეკარეა!!!!!!
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
დილა-დინამო (თბ) 2:0 - ჩემპიონმა ლიდერი შეცვალა [VIDEO]
ბათუმის "დინამო" 28 წლის სერბი ლეგიონერით, ნიკოლა კომაზეცით გაძლიერდა
"უოტფორდმა" ჩისკო გაათავისუფლა
ვილი ისიანი კარიერას "ცხინვალში" გააგრძელებს
ქართველი ფეხბურთელების ყველაზე ცნობილი ჩხუბები [VIDEO]
საბურთალო-ზუგდიდი 3:1 - "ზუგდიდი" უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა [VIDEO]
დინამო (ბთ)-ჩიხურა 1:1 - ფრე ქობულეთში [VIDEO]
ოთარ გაბელიამ "ზუგდიდში" დმიტრო ზოზულიაც მიიწვია
[ევროტურნირების წინ] თბილისის "დინამო" - შარშანდელი არ უნდა განმეორდეს!
გიორგი დარასელია: რა, 18 წლის ბიჭს ძირითად შემადგენლობაში არ უთამაშია?
უმაღლესი ლიგა. XXVIII ტური: "სამტრედიამ" და "დილამ" ევროსაგზურები გაინაღდეს
უკრაინიდან საქართველოში - სატრანსფერო ფანჯრის საომარი სეგმენტი
გზა საქართველოდან უკრაინის ნაკრებამდე - შევჩენკო შევჩენკომ დააფასა
ჩისკოს პრემიერლიგის მომგები მწვრთნელი შეცვლის
უმაღლესი ლიგა. XXV ტური: ორივე "დინამო" დამარცხდა [VIDEO]
გორის "დილა": ნავალოვსკი წავიდა, ილურიძე თითქმის, გვალიაც...
ცხინვალი-დინამო (ბთ) 3:2 - უცნაური სცენარით
თბილისის "დინამო": მატიას კურიე არის, რემი ამიო და ერიკ საბოც მოდიან
უმაღლესი ლიგის XVI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ლეგიონერები საქართველოში: რაოდენობა იზრდება, ხარისხი?
დილა-საბურთალო 2:1 - ებურთავეთ მარცვალაძეს [VIDEO]
"ლაციოს" ნახევარმცველი: რონალდო ორჯერ დავამარცხე და პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი როგორაა?
ჩისკო Marca-ს მამარდაშვილზე ესაუბრა
ჩისკოს გუნდმა ლიდერი მეორედ დაამარცხა და პრემიერლიგას კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]
საბურთალო-გურია 4:2 - ხარაიშვილი! [VIDEO]
ლევან სალუქვაძე: თბილისის "დინამო" არჩეულ გზას არ გადაუხვევს!
გურია-დილა 0:1 - შეცვლები რომ არა... [VIDEO]
დილა-იაგოდინა 2:2 - ოთხი გოლი, ორი გაძევება
უჩა სოსიაშვილი: მიმდინარე სეზონში პირადად მე ორმაგი მოტივაცია მაქვს
გავაუმჯობესებ ინგლისურს, ჩავალ ესპანეთში, ვნახავ იტალიურ ფეხბურთს - ჩისკოს გეგმები
სიონი-ზუგდიდი 3:1
ბაჩანა არაბული ცეცაძესთან - ვის ემშვიდობება თბილისის "დინამო"
"ზესტაფონისა" და თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი რენე ფერეირა ბრაზილიაში ითამაშებს
გორის "დილა" თურქულ შეკრებაზე გამარჯვებული გაემგზავრა
ჩისკო - ვალმოხდილი რეკორდსმენი, ერთი აუხდენელი ოცნებით
მოსალოდნელი ტრანსფერი: გიორგი ლომაია თბილისის "დინამოში" ბრუნდება
თბილისის "დინამო" - ახალი გუნდის კონტურები
ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატში
"ზუგდიდმა" პირველი ტესტ-მატჩი ტყიბულის "მეშახტესთან" ფრედ დაასრულა
ალან ბაგაევი: ცხოვრების საუკეთესო ხანა საქართველოსთან მაკავშირებს
დილა-ზარია 2:2 - შემობრუნება მოლდოველებთან
"ზუგდიდი": ნიკა აფაქიძე და დმიტრო ზოზულია გაბელიასთან
დილა-საპოვნელა 3:1 - ძლივს ნაპოვნი გამარჯვება [VIDEO]
გვინდა თუ არა ჯოვინო ფლამარიონი საქართველოს ნაკრებში და როგორია წარსული გამოცდილება? [+გამოკითხვა]
რევაზ ჩიტეიშვილის გასროლა "დინამოსთან" მსოფლიოს TOP-გოლებში მოხვდა! [VIDEO]
გიორგი ქვილითაია: არც ვიცი, დავიჯერო თუ არა?..
მერანი-შუქურა 1:2 - არბიტრის როლი
ამჯერად სამშობლოში - ჩისკომ "უოტფორდიდან" წამოსვლის შემდეგ ახალი გუნდი 1 თვეში იპოვა