ქუთაისის "ტორპედოსა" და გორის "დილას" ყოფილმა მეკარე ოლექსეი შევჩენკომ ახლახან "ოლდ ტრაფორდზე" ჩინებულად ითამაშა
29 სექტემბერს, ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ლუგანსკის "ზორია" "მანჩესტერ იუნაიტედს" "ოლდ ტრაფორდზე" ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 0:1 დამარცხდა. ინგლისელების წინააღმდეგ ჯაბა ლიპარტიამ ითამაშა, რომელიც მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა და თავი ერთ ეპიზოდში გამოიჩინა - შესვლისთანავე მეტოქის საჯარიმოსთან სახიფათო "სტანდარტული" გამოიმუშავა და თავადვე შეასრულა, მაგრამ "ცოცხალ კედელზე" გადავლებული ბურთი კარს ასცდა.

შესაძლოა, ბევრმა ვერ შენიშნა, რომ იმ დღეს მოედანზე კიდევ ერთი ადამიანი იყო, ვინც ახლახან საქართველოში თამაშობდა: "ზორიას" 24 წლის მეკარე ოლექსეი შევჩენკო, რომელიც 2015 წლის მარტიდან ივნისამდე ქუთაისის "ტორპედოში" ირიცხებოდა, ამავე წლის ივლისიდან დეკემბრამდე კი - გორის "დილაში". მან "ოლდ ტრაფორდზე" ჩინებულად ითამაშა და რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია.

- ევროპალიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტური: ლიპარტიას წაგება "ოლდ ტრაფორდზე" [VIDEO]

უკრაინელი საქართველოში დონეცკის "ოლიმპიკიდან" ჩამოვიდა, სადაც წარმოშობით ქართველ მეკარესთან, ზაურ მახარაძესთან კონკურენციას ვერ გაუძლო, მაგრამ კარიერა ვერც ქუთაისის "ტორპედოში" აეწყო და მისი ფორმა მხოლოდ ოთხჯერ მოირგო. ქუთაისელთა მაშინდელი მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია ამბობდა, რომ შევჩენკო ისეთ დროს ჩამოვიდა, როცა ტორპედოელთა მეკარე ბექა შეყრილაძეც ჩინებულ ფორმაში იყო და მისი შემადგენლობიდან ამოგდება გაუმართლებელი იქნებოდა.

მაგრამ შევჩენკო ნიჭიერია და დიდი შანსი აქვს, კარგი მეკარე დადგესო, - ესეც დარასელიას სიტყვებია.

შევჩენკო "ტორპედოში" იჯარით თამაშობდა. სხვათა შორის, მისი ტრანსფერი მაშინაც კიევის "დინამოს" ეკუთვნოდა და დღესაც ასეა. 2015 წლის ივნისში, როცა უკრაინელს ქართულ კლუბთან საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდა, სამშობლოში ახალი გუნდის მოსაძებნად დაბრუნდა. მერე ქუთაისელებს აღარ შეხმიანებია და "ტორპედოში" ჩათვალეს, რომ მათთან თამაში აღარ სურდა.

მაგრამ შევჩენკოთი უკრაინაში არ დაინტერესდნენ და "დილაში" აღმოჩნდა. ეს ის პერიოდია, როცა გორში ნუკრი რევიშვილს ელოდნენ, მან კი კონტრაქტი სარანსკის "მორდოვიასთან" გააფორმა და "დილას" მისი შემცვლელის სასწრაფოდ მოძებნა მოუხდა. შევჩენკომ "დილასა" და ბელგრადის "პარტიზანთან" საჩემპიონთალიგო მატჩში ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა. სამშობლოში კი შარშან, დეკემბერში დაბრუნდა და "ზორიაში" ჩაირიცხა.

საინტერესოა, რომ ევროპალიგაზე "მანჩესტერთან" შეხვედრის შემდეგ ოლექსეი უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ ქვეყნის ეროვნული გუნდის შეკრებაზე მიიწვია. 6 ოქტომბერს უკრაინა თურქეთს შეხვდება, ხოლო 9-ში - კოსოვოს. ამის შესახებ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ:

"ალექსეი შევჩენკოს მიმდინარე სეზონში მიეცა შანსი, რომელსაც ორივე ხელით ჩაეჭიდა. მანამდე ახალგაზრდა მეკარეს უკრაინული პრემიერლიგის კლუბებში კარიერის აწყობის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა და ხელი კიევის "დინამოსთან" შეთანხმებას მოაწერა, მაგრამ ეს ნაბიჯი წარუმატებელი გამოდგა.

"ჰოვერლასა" და "ოლიმპიკში" წარუმატებელი იჯარის შემდეგ საქართველოშიც კი წავიდა და 2015-16 წლებში, ორ სხვადასხვა კლუბში, "დილასა" და "ტორპედოში" თამაში მოასწრო. წლეულს ლუგანსკის "ზორიას" მთავარმა მწვრთნელმა იური ვერნიდუბმა მას ძირითადში ადგილი ანდო და შევჩენკოც პრემიერლიგასა და ევროპალიგაზე საიმედოდ გამოიყურება. მას უკრაინის ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ნაკრებებში 11 შეხვედრა აქვს ჩატარებული".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიო
წარმატებები შევჩენკოს, მახსოვს მისი თამაშები დილაში, კარგი მეკარეა.
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
განელი შამანი: მთლად გულის სიღრმეში ძლიერ მიყვარს პუტინი - რუსეთისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნისათვის ყველაფერს გავაკეთებ
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
დილა-დინამო (თბ) 2:0 - ჩემპიონმა ლიდერი შეცვალა [VIDEO]
"შევარდენის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა
ეროვნული ლიგა. XXV ტური: გაბედავას დუბლი და დარასელიას "სამტრედია" ისევ აგებს
გიორგი დარასელია: რა, 18 წლის ბიჭს ძირითად შემადგენლობაში არ უთამაშია?
უკრაინის ნაკრების მწვრთნელს წინამორბედებზე ნაკლებ ხელფასს გადაუხდიან
მოღალატე უწოდეს - ზაურ მახარაძის რუსულ გუნდში გადასვლას უკრაინაში დიდი კრიტიკა მოჰყვა
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
"არარაობანი - რებროვს არ გააგდებენ, რადგან შევჩენკოს მეგობარია" - ყოფილი უკრაინელი ფეხბურთელი
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
ქართველი მეკარე კარიერას უკრაინის პრემიერლიგაში განაგრძობს
ზაურ მახარაძემ "დნიპროსთან" გააფორმა კონტრაქტი
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
დილა-ტორპედო 2:1 - ჩემპიონატს ახალი ლიდერი ჰყავს [VIDEO]
"ზორიას" მწვრთნელი: დამავიწყდა, რომ ჯაბა ლიპარტია ქართველი იყო და შევაგინე
"ტორპედო", კიტეიშვილი, ოლაიტანი... - ყველაზე ძვირად ღირებულები ეროვნულ ლიგაში
ვიტ ჯორჯია-ტორპედო 0:1 - სერია აუტსაიდერთან დასრულდა [VIDEO]
ქუთაისის "ტორპედოს" კარს რევაზ თევდორაძე დაიცავს
ლეგიონერები საქართველოს ჩემპიონატში: ახლა ვიღას ველოდოთ?..
გიორგი დარასელია "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გახდა
წიტაიშვილის შეცვლის შემდეგ კიევის "დინამომ" "ზორიას" თამაში შემოუტრიალა
უკრაინა საქართველოსთან მატჩს ახალი მწვრთნელით შეხვდება? - შევჩენკომ რებროვის მომავალზე ისაუბრა
ეს წყევლაა?! - მიმდინარე კვირაში ტრავმა ორმა ქართველმა მეკარემ მიიღო [VIDEO]
გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
ზაურ მახარაძის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
"არსენალმა" დავით თარგამაძის და ჯაბა ლიპარტიას გუნდში აყვანა ვერ მოახერხა
ჯაბა ლიპარტია ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა
ქუთაისის "ტორპედომ" საშა მიშიჩი გაუშვა და ბექა შეყრილაძე აიყვანა
ჯაბა ლიპარტია "არსენალში" ჩაირიცხა
[VIDEO] არშავინმა "კვარა" მეორეაო და თბილისში წაუცეკვა
უმაღლესი ლიგის XIX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
ჯაბა ლიპარტია კიევის "არსენალშია" სინჯებზე
"შევარდენი 1906"-მა ახალი სეზონიდან შესაძლოა "ბენდელაზე" ითამაშოს
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან