...არ მეგულება საქართველოში მწვრთნელი, რომელმაც გია გეგუჩაძის დარად იცოდეს მუშაობა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან
ახალი წელი გვარიანი ამბებით დაიწყო. სამწვრთნელო საკითხი - ესაა, რაც ქართულ საფეხბურთო სამყაროს დღეს ყველაზე მეტად აღელვებს. ისე მოხდა, რომ ეროვნული გუნდის გარდა, ყველგან ველით გადაადგილებებს.

ჩვენი რუბრიკაც დღეს სწორედ ამ თემას ეძღვნება...

ვინ სად?

ეს ის თემაა, ერთი საგაზეთო წერილი ძნელად რომ ეყოფა. ჩვენ მაინც ვცადოთ. ერთი ეგაა, დღეს ბევრი რამის დაწერა ვარაუდის დონეზე მოგვიწევს. ბევრი კანდიდატურა ჯერაც განხილვის პროცესშია.

რატომღაც, ვარაუდს რომ წერ, ბევრი მტრად გეკიდება და შენს დაწერილს სხვანაირად აღიქვამს. ეგაა, ამაში ღვარძლი კი არა, ჩვენი პროფესიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი დევს - ჟურნალისტიკას ოდითგანვე დაარქვეს ვარაუდების პროფესია.

მედიასთან დამოკიდებულებას ერთი კარგი წერილი კი მოუხდებოდა, მაგრამ ეს მერე იყოს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ახლა ისეთი ხალხია, მედიის ფასი რომ იცის. პრეზიდენტიდან დაწყებული, გენერალური მდივნითა თუ ვიცე-პრეზიდენტით დამთავრებული, ყველა ასეთია.

დიახ, ამ ხალხმა იცის მედიის ფასი და ეს დამოკიდებულება ახლა არ დაწყებულა. ეს ტენდენცია ჯერ კიდევ მაშინ გამოიკვეთა, როცა ისინი საერთოდ არ იყვნენ თანამდებობებზე, ან სხვა თანამდებობებზე იყვნენ...

როცა ამას ხედავ, სტიმული გემატება. როცა იცი, რომ "იქ, სულ ზემოთ" თანამებრძოლად აღგიქვამენ და არა - მტრად, უფრო მეტად და მეტად მოტივირებული ხდები.

მტკიცედ მჯერა - ეს ხალხი კრიტიკასაც და შექებასაც ერთნაირად მიიღებს და შესაბამის დასკვნებსაც გამოიტანს. ჩვენი საქმე სწორი აქცენტებია და დასკვნების გამოტანა ქართული ფეხბურთის მმართველთა საქმეა...

დავუბრუნდეთ სამწვრთნელო საკითხს. ითქვა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, შესაძლოა, გია გეგუჩაძემ ჩაიბაროსო. კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ გეგუჩაძეს ამ საპასუხისმგებლო საქმეში, შესაძლოა, გია ჭიაბრიშვილი დაეხმაროს, უფრო - სელექციის განხრით. არის ვერსია, რომ ჭიაბრიშვილი შეიძლება ასაკობრივი ნაკრებების კურატორიც გახდეს.

ჯერ საკითხი გარკვეული არ არის. ბოლოს და ბოლოს, გეგუჩაძეს კონტრაქტი აქვს თბილისის "დინამოსთან" და ეს აუცილებლად გახდება მოლაპარაკების საგანი, თუმცა გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს და წესით, აქაც უნდა ჩანდეს გამოსავალი.

ჩვენი ინფორმაციით, დანიშვნის შემთხვევაში გეგუჩაძე არ იქნება მხოლოდ ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი. მას ასაკობრივი გუნდების მუშაობის კოორდინირებაც დაევალება.

ვერაფერს იტყვი, ამ შემთხვევაში ფედერაციის არჩევანი კარგია. სხვისი არ ვიცი და, მე არ მეგულება საქართველოში მწვრთნელი, რომელმაც გეგუჩაძის დარად იცოდეს მუშაობა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან.

საქართველოს ნაკრებსაც რომ გადახედო, დღეს გეგუჩაძის ბევრი აღზრდილია იქ და ეს ფეხბურთელები გუნდის ლიდერები არიან. ის ჩვენს სინამდვილეში განსაკუთრებული მწვრთნელია. მას ბოლომდე სჯერა ქართული გენის და აკი სწორედ ის შეიქნა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის მთავარი საკლუბო მიღწევის უპირველესი შემოქმედი - 2004 წელს თბილისის "დინამო" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა...

გეგუჩაძეს შეუძლია, ერთიანი სტილი შექმნას ყველა ასაკობრივი ნაკრებისთვის. ეს სტილი შეტევასა და ბურთის ფლობას ეფუძნება. რაც შეეხება ჭიაბრიშვილთან მის შესაძლო დუეტს, მათ არაერთი წლის განმავლობაში ერთად უმუშავიათ "ზესტაფონში" და ის "ზესტაფონი", საერთო აზრით, ბოლო წლების ქართული საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი პროდუქტი იყო.

ამბობენ, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში, ერთ-ერთ თანამდებობაზე, შესაძლოა, გიორგი ყიფიანი გამოჩნდესო. ყიფიანს პირადად ვიცნობ და მართლა მწყდება გული, მისებრ უკომპრომისო და პატიოსანი კაცი დღეს ქართულ საფეხბურთო ფერხულში რომ არ არის ჩაბმული...

შედარებით გაურკვევლობაა 17-წლამდელთა ნაკრებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე გუნდს მწვრთნელი არ ჰყავს და მინსკის საერთაშორისო ტურნირზე სათამაშოდ ბიჭებს ვახტანგ იაგორაშვილი ამზადებს.

რისკი, თავისთავად, არის - გოჩა ავსაჯანიშვილის ფორმაციის გუნდმა შედეგი აჩვენა და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა. ახალი დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუ ეს ნაკრები არც შედეგს გააუარესებს და, ამავე დროს, მომდევნო ასაკობრივ ნაკრებებს მოუმზადებს ფეხბურთელებს...

მოკლედ, აქ გვარიანი რისკია და ვისურვებდით, რომ შამპანურიც იყოს. უცხოეთის ძალიან ბევრ ქვეყანაში ასაკობრივ ნაკრებებს შედეგს არ სთხოვენ. ჩვენ შედეგს ვითხოვთ. ხშირად ვაღწევთ კიდეც, მაგრამ მერე თავის ასაკში წარჩინებული ბიჭები გვეკარგებიან...

რას ვიზამთ, ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მარცხი ჩვენი ძალიან ხშირი თანამდევია, რაც ისევ ჩვენივე ბრალია, თუმცა... ისიც ფაქტია, რომ ნებისმიერი, თუნდაც პატარა გამარჯვება, ძალიან გვეძვირფასება და გვესათუთება.

შევიტყვეთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად გიორგი ონიანს განიხილავსო. მას ჩვენი ქომაგი კარგად იცნობს. ონიანი იყო არაერთი ქართული გუნდის ლიდერი, ეროვნული ნაკრების კანდიდატი და კარიერა ნაადრევად, უმძიმესი ტრავმის გამო დაასრულა. ისიც ვთქვათ, რომ ჩვენი ინფორმაციით, ეს საკითხი არ არის გადაწყვეტილი.

საერთოდ, მეგობარზე წერა ძალიან ძნელია. ბევრის წერას მეც მოვერიდები. ონიანთან საათობით მისაუბრია ფეხბურთზე. შემიძლია თავი დავდო მის საფეხბურთო ერუდიციასა და ინტელექტზე. ეგაა, გიორგის გამოცდილება აკლია, მაგრამ ისიცაა, რომ ყველა ოდესღაც საიდანღაც იწყებს...

ზოგადად, დღეს ქართული ფეხბურთი ისეთ დღეშია, თუ არ გარისკე, ვერაფერს მოიგებ და არც შამპანური შეგერგება. და რადგან რისკი არის, ვისურვოთ, რომ შამპანურიც იყოს!

როცა გული გიკვდება...

საფეხბურთო აკადემია "ოლიმპი" ინგრევა. აბსოლუტურად აპოლიტიკურად უნდა დავწერო - მე არ მაინტერესებს, ვინ, როდის და რა გაყიდა. იურიდიული ნიუანსები იურისტებმა არკვიონ. მე გული მიკვდება იმის გამო, რომ საქართველოში კიდევ ერთი საფეხბურთო კერა ნადგურდება, კერა, სადაც ყოველთვის სიამოვნებით მივდიოდი და თუნდაც ჩემს კოლეგებთან თუ მეგობრებთან ერთად ვაგორებდი ბურთს...

მთავარი ახლა ის კი არ არის, რომელი პარტიის რომელი ლიდერი იყვირებს უფრო ხმამაღლა, არამედ ის, რომ "ოლიმპი" გადარჩეს. სულ ბოლო ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა თქვა, რომ ალტერნატიული ფართი მოინახება "ოლიმპისთვის" და სულ არაფერს ეს ნამდვილად სჯობს.

საინტერესოა, რატომ ვექცევით ასე თბილისში მართლაც გამორჩეულ საფეხბურთო კერას, სადაც საქართველოს ნაკრების არაერთი მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელი გაზრდილა, სადაც ყოველთვის განსაკუთრებული აურა და საფეხბურთო სული ტრიალებდა...

შესაძლოა, ბოლო წლებში "ოლიმპი" ვეღარ იყო ძველებურად პროდუქტიული და ოდინდელის დარ ხარისხიან კადრებს ვეღარ უშვებდა, მაგრამ ვინ თქვა, რომ მხოლოდ ხარისხზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა საქმე ბავშვთა ფეხბურთს ეხება?!

კი, ბატონო, ხარისხი ძალიან კარგია, მაგრამ მედლის მეორე მხარეა მასობრიობა. დღეს საქართველოში ძალიან ცოტა ბავშვი თამაშობს ფეხბურთს. ბევრად ცოტა, ვიდრე, თუნდაც, ჩვენი სიდიდისა და გაქანების ქვეყნებში.

ადრე თავი საფეხბურთო ქვეყანა გვეგონა და ამით ვამაყობდით კიდეც, ახლა კი საქმე სხვაგვარადაა. ბავშვების უმრავლესობა კომპიუტერს მიეჯაჭვა და ვისაც ფეხბურთის თამაში უნდა, ადგილი არ უნდა დავუტოვოთ?

"ლელო" დიდი ხანია ყვირის ამ პრობლემაზე და კიდევ კარგი, საფეხბურთო სამყარო, როგორც იქნა, ამჯერად მაინც არ გაუყუჩდა ამ ჭირს და სათქმელი თქვა. ამ სათქმელმა შედეგად ის მოიტანა, რომ ჭირმა მთავრობის ყურამდეც მიაღწია. დაპირება მრავალი მოგვისმენია და იმედია, ეს დაპირება ძველების ბედს გაიზიარებს...

საერთოდ, ჩვენ ძალიან უდიერად ვექცევით ქართულ საფეხბურთო მემკვიდრეობას. ამას წინათ, ხაშურის მთავარი სპორტული არენის ფოტოებს ვათვალიერებდი და ნანახმა შემზარა - იქაურობა დაბომბილ ტერიტორიას ჰგავს. არადა, ერთ დროს ხაშურს ანგარიშგასაწევი გუნდი ჰყავდა უმაღლეს ლიგაში, გრანდებს რომ ამწარებდა და კარგი ფეხბურთელებიც რომ თამაშობდნენ...

არის მეორე უკიდურესობაც - ზესტაფონში სტადიონიცაა და ბაზაც, მაგრამ... იქ ბურთი აღარ გორავს...

მოკლედ, ფეხბურთის ფედერაციის მემკვიდრეობა რთულზე რთულია და ეს წყვდიადი ყველამ ერთად უნდა გავანათოთ!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bebeto
ზესტას არ არის საჭირო ტელეფონი მივხვდი რაშიც არის საქმე.
ზესტა
ბებეტოს!მე გადავხედე თქვენყველა კომენტარს.გეტყობა,რომ მართლაც გულშემატკივარი ხართ.იმის წინააღმდეგიარავინ არის,რომ სხვა რაიონების წარმომადგენლებმა ითამაშონ ზესტაფონში,პრობლემა უფრო დიდი და მასშტაბურია.გარეშეს ამის გაგება გაუჭირდება.ხოლო ეს ფორმატი ამისათვის არასაკმარისია.თუ მართლა გაინტერესებთ სინამდვილე,მიმითითეთ თქვენი ტელეფონი და დაგელაპარაკებით.პატივისცემით ზესტა.
merabi-s
მერაბი, 16-წლამდელთან ნაკრები არ არსებობს და არც ევროპის ჩემპიონატი ტარდება ამ ასაკში. რატომ ავრცელებ ასეთ ჭორებს? კალაძემ და კობიაშვილმა კი არა, შევარდნაძემ და ბორის ელცინმა დაშალეს ეგ გუნდი თავის დროზე :)) საიდან მოგაქვთ ამდენი სიცრუე, რა ფანტაზიის უნარი გაქვთ ასეთი...
bebeto
რაიყო მაინცდა მაინც ზესტაფონელი უნდა თამაშობდეს ზესტაფონში,ავტონომიის შექმნას ხო არ აპირებ მად,ზესტზფონელმაც ითამაშოს და ჩხოროწყუელმაც ზუგდიდელმაცდა ბანოჯელმაც თუ კარგად თამაშობს.3-4 წელიწადიო რო ამბობს 3-4 წელიწადში ის ზესტაფონი ლიგის ან ევროპის ლიგის ჯგუფში ითამაშებდა,კიდევ ერთი მე არც თანამდებობა მქონია არც მაშინ და არც ახლა. გულშემატკივარი ვარ ქართული ფეხბურთის,არც ზესტაფონელი ვარ კიდე.
ზესტა
ქიმიურის თავზემაცხოვრებელს! შენისთანებზე ამბობენ,უნამუსობას ზღვარი არ აქვსო.ადამიანს რა დონეზე უნდა ჰქონდეს შუბლის ძარღვი გაწყვეტილი,რომ ჩემზე თქვას-ვაციონალიაო.მაგრამ ქართველ კაცს უთქვამს:ვირისგან წიხლიც ასატანიაო. უნამუსო ადამიანო,ენა როგორ მოგიბრუნდაამ გუნდის გივია თარგამაძესტან დასაკავშირებლად?არ გეშინია ენაზე კიბო რომ გაგიჩნდეს?აქ მომუშავე ხალხი წლების განმავლობაში უხელფასოდ მუშაობდნენ,წვალობდნენ,გუნდს რომ ეარსება,მაგრამ შენ და შენისთანები ამას ვერ გაიგებთ,თქვენთვის მთავარი ფულის შოვნაა(როგორ და რა გზით-სულერთია,უამრავ ახალგაზრდას ფეხბურთის გზა დაუკეტეთ,თქვენი მოთხოვნილი ფული რომ ვერ გადაგიხადათ),თორემ ზესტაფონი და ზესტაფონელები სულ ცალ ფეხზე გკიდიათ.მთელ საფეხბურთო სამყაროს შეაძულეთ ზესტაფონის ხსენება,ნეტა თუ მოგისმენიათ რა სახელებით მოგიხსენიებენ სხვა ქალაქებში,მაგრამ როდის იყო თქვენისთანებს რამის რცხვენოდათ.მაინც ასე რამ დაგბოღმათ?რა შეგშურდათ?თქვენგან მოძულებულ ზესტაფონელ ბიჭებსმომავლის იმედი რომ გაუჩდათ,ღმერთის არ გეშინიათ?ეკლესიაში შედით და მოინანიეთ თქვენი შეცოდებები,იქნებ უფალმა შეგინდოთ. პ.ს.ამის შემდეგ მე არარ გიპასუხებთ,შუაზეც რომ გაირღვეთ,რადგან თქვენ ფაქტებით საუბარი არ შეგიძლიათ,მხოლოდ ორღობის დედაკაცებივით ჭორიკანობა გეხერხებათ.ასეთებთან მე საერთო არაფერი მაქვს.
merabi
და საერთოდ თქვენ იცით რომ 16 წლამდელთა ნაკრებს ევროპის შესარჩევი უნდა ჰქონდეთ სექტემბერში,და ეს ნაკრები კალაძე-კობიაშვილმა საერთოდ დაშალეს,იმის გამო რომ ვითომდა რეზოსიანი მწსრთნელები გაეთავისუფლებინათ
merabi
ბადრი საუბარი აგრესიის გარეშე ჯობს მემგონი,რა თქმა უნდა წარმატებასაც გააჩნია რას დავარქმევთ თქვენ შეიძლება გეგუჩაძის შედეგს წარმატბას ეძახით,მე არა,მაშინ ავსაჯანიშვილის წარმატებაზე რას მეტყვით და მიუხედავად ამისა მის განთავისუფლებაზე,მე არც გეგუჩაძეს ვერჩი და არც ავსაჯანივილის ფანი ვარ,მე უბრალოდ მიდგომის წინააღმდეგი ვარ,გეგუჩაძე კალაძის კადრია და გოჩა რეზოსიანად ითვლება,ეს არის აქ მთავარი,ეს არის ზოგადად ქართული ფეხბურთის ტრაგედია
shanghai
ასეა, ზოგისთვის ვანტან და ხიხანთან ომია საზომი, ზოგისტვის შტურმი და ბრიუგე. რას ერჩით, მეტი იმ კაცმა არ იცის და კია იქ სადაც კუთვნის. მადვე იქნება სულ. თქვენ კიდევ მაინც ვერ გააგებიებთ. კორკიჩამ თქვა კაი ამასწინათ: ამათმა გეგუჩაძე გააგდეს და მუკაკო მეიყვანესო, რაზე ელაპარაკებითო. ასე ეს
kimiuris tavze mcxovrebisagan
დიმა მაღრაძე! რამდენი შენ უხელფასოდ არ გემუშაოს, გინდა გივია თარგამაძე რომ გფარველობდათ და გინდა მერე, იმდენი სიხარული ზესტაფანებს!
margveli
შეეშვით, რა, ხომ ხედავთ რომ ვერაა როჟა - ვანთან მაქვს ბრძოლაო და ამბ Eჭველი გადვალ 1 ლიგაშიო. იმას არ ამბობს ოღონდ, მერე, თუ გადავა, სად ითამაშებს - ფეროში პირველ ლიგას არ ათამაშებენ და სტადიონზე შესასვლელად კოკაიასთან გერ მიდის...
ზესტა
მე თქვენთან პოლემიკას არ ვაპირებდი.რადგან კერპთაყვანისმცემლებთან კამათს აზრი არ აქვს.მიუხედავად ამისა,რომ ეს კომენტარები ჩემი არ არის,მაინც არ გასვენებთ ეშმაკი და არ იცით,ვის უკბინოთ,ჩემი სახელი საბურთავოთ გახადეთ.თუ კიდევ ახსენებთ ჩემს სახელს,პირობას გაძლევთ,ისეთებს მოვყვები,შეიძლება გასაქცევად გაგიხდეთ საქმე ზესტაფონიდან.ძალიან ბევრი თქვენი სიბინძურეები ვიცი და ნუ ამალაპარაკებთ.თქვენგან განსხვავებით,რვა წელი უხელფასოდ ვმუშაობდი და თქვენსავით ფულის მონა არასოდეს გამხდარვარ.დასასრულს შემიძლია გითხრათ,რომ წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან,ამასთან ყველა დიდი საქმე პატარიდან იწყება და ამ შედეგს 3-4 წელიწადში იხილავთ,თუ თქვენისთანა ყვარყვარეებმა 2002 წლის მოვლენებივითარ "ივაჟკაცეს".
bebeto
მეც მაგას ვგულისხმობდი.ვინც არაფერს არ აკეთებს ის ყვირის ყველაზე მეტად.სტადიონების და ბაზების აშენება არ უნდათ და სხვის გაკეთებულზე არიან მარჯვეთ.
bebetos
საქმეც იმაშია, რომ სწორედ კოკაიას აშენებულზე ვარჯიშობენ და თამაშობენ, ხოლო ბაგრატი, დიმა და მუკაკო ინელებენ საბუჯეტო ფულებს და თან "ცუდ" კოკაიას აგინებენ
bebeto
ერთი მინდა კიდევ დავამატო თუ სამასი ბავშვის შენახვის თავი გქონდათ წყლის ან დენის ფული მაინც გადაგეხადათ, რასაც კოკაია მოითხოვდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან.იმას არ ვამბობ რომ ბავშვები არ უნდა ვარჯიშობდენ ზესტაფონში.
bebeto
რა მნიშვნელობა აქვს სადაური იქნება ფეხბურთელი მთავარია კარგად თამაშობდეს.კოკაიამ ძალიან ბევრი გააკეთა არა მარტო ზესტაფონისთვის არამედ საქარტველოსთვის ფეხბურთში.ის ზესტაფონი ახლა რომიყოს საქართველოს ყველა გუნდს მოუგებდა,ალბათ გახსოვთ დინამოს 5-1 ერთებს და 4-1 ერთებს უგებდა და ცემპიონიც ხდებოდა.ევრო ტურნირებზეც საკმაოდ კარგად გამოდიოდა და პირველივე ეტაპიდან არ ვარდებოდა.იმედია კოკაია ისევ დაბრუნდება ზესტაფონში.
bibilashvilis kuchidan
ისიც მოყევი ბარემ, ბაგრატი ხარ, თუ დიმა (მუკაკო იყავი თუ გინდა), იმ 300 ბავშვში რამდენი გყავთ "ზესტაფონის" გაზრდილი და მითვისებული. ერთი ეს კოკაია არ შემოდის აქ სადმე, რომ წაიკითხოს და დიმა თავის მუკაკოიანა ხარაგაულში სათამაშოდ რომ გაუშვას ისევ
elisabedi
bagrati-ს! გიცანით, გამოდიიიი...
bagrats zestafonelebisgan
ბატონო ბაგრატ ის გუნდი სტურმს და ბრიუგეს ეთამაშებოდა და ტოლსწორად. თქვენი გუნდი ხიხანს და ზანას ეთამაშება. განსხვავებას ხედავთ? არავინ არავის მამა და საეთური არაა მარა კოკაიამ ზუსტად 40 მილიონი დახარჯა ზესტაფონისთვის და პატივი ეცი ამას
bagrats zestafonelebisgan
ბატონო ბაგრატ ის გუნდი სტურმს და ბრიუგეს ეთამაშებოდა და ტოლსწორად. თქვენი გუნდი ხიხანს და ზანას ეთამაშება. განსხვავებას ხედავთ? არავინ არავის მამა და საეთური არაა მარა კოკაიამ ზუსტად 40 მილიონი დახარჯა ზესტაფონისთვის და პატივი ეცი ამას
bagrat
ხომ ხარ ზესტაფონელი? რატომ გახრჩობს ზესტაფონის ბოღმა? ის გუნდი, შენ რომ წერ, კოკაიას სტადიონზე არ თამაშობს? ამ სტატიაში სიმართლე წერია. არც ქალაქის მთავარ სტადიონზე და არც ბაზაზე არ არის ფეხბურთი. რა შუაშია, ადგილობრივია თუ ჩამოსული, "არსენალს" ყველა ლეგიონერი რო ყავდა, ცუდი გუნდი იყო? ზესტაფონი უნდა დაბრუნდეს. ეს ჩვენი ზესტაფონელი ხალხის სურვილია
ბაგრატი
მოპასუხეს!მაგ სიმართლით გატაროთ ღმერთმა შენც და კაკაურიძეც.ზესტაფონში ფეხბურთის ბუმია,ხოლო სტადიონი და "ბაზა"ზესტაფონლებისათვის დიდი ხანია დაკეტილია და მათზე ბურთი მიტომ არ გორავს.ეს კი შენი და "მამა სეთურის" დამსახურებაა.მაგრამ ეს არ ნიშნავს,რომ ზესტაფონში ფეხბურთი მოკვდა(თუმცა თქვენ ეს ძალიან გინდათ}-".ვინც შენატრით იმის სიკვდილს,უმალ თქვენვე დაგამიწებთ"
dima
გეთანხმები ალეკო
batono bagrat
მე არ ვიცი, როდის იყო ბოლოს ბატონი კაკაურიძე ზესტაფონში, მაგრამ ის კი ვიცი, რომ რაც წერია, სიმართლეა. სტადიონზე აღარ არის ფეხბუთი და არც ბაზაზე ვარჯიშობს გუნდი.
ბაგრატი
....კოკაიას კოჭი რომ არ გაუგოროს,მოკვდება.ზესტაფონში ბურთი არ გორავსო, რომ წერ,არ გრცხვენია?300(სამასი) ბავშვი უფასოდ ვარჯიშობს,3(სამმა)ასაკობრივმა გუნდმა-1998-1999წწ,2000,2001წწ პირველ ადგილზე, მეოთხემ-2003წწ მეორე ადგილზე დაასრულა პირველი წრე,ხოლო მეორე ლიგის "მარგვეთი-2006"მეორე ადგილზეა,მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება ლიდერს-" სულორს" და შენისთანების გულის გასახეთქად პირველ ლიგაშიც გადავა."მარგვეთის" აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივია.ამიტომ სანამ რამეს დაწერ,კარგად შეამოწმე,რომ უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდე.გთხოვთ ჩამობრძანდეთ ზესტაფონში,ადგილზე გაეცნოთ სიტუაციას,და იმედია დაინახავთ,ზესტაფონში ბურთი გორავს თუ არა....
badri
მერაბიმ სანამ რამეს იტყვის უნდა გაერკვიოს. გეგუცადზე წარმატებული მწრტვნელია. ვისაც აინტერესებს ის ტვალს ადევნებს და იცის. ვისაც არ აინტერესებს ის სიტკვებს პანტავს. ზესტაპონის წარმატება მისი დამსაჰურებაა. დინამოსიც. კაი იქნებოდა რომ ესეტი მწვრტნელები ყველგან იყვნენ. ყველა გუნდებსი. საკლუბო და ნაკრებსი. მასინ იკნება ქარტული პეჰბურტი წარმატებული.
bagrati
კაკაურიძე ზესტაფონში როდის იყავით ბოლოს?
merabi
ამდენი სისულელე ერთად ვერ ვიტყვი რომ დიდი ხანია არ წამიკითხავსთქო,მაგრამ მაინც...მაგათმა მედიის ფასი როგორ უნდა იცოდნენ როდესაც მედია საერთოდ არ არსებობს,ეს ერთი,მედიის ფასის ცოდნას მაგათმა ადამიანის,სპორტსმენის და ადამიანობის ფასი იცოდნენ ჯობის,ეს მეორე,და საერთოდ საქმის კეთება უნდა იცოდნენ და არა ბოღმის ნთხევა,ეს მესამე,რაც შეეხება გეგუჩაძეს 2004ში წარმატება ქონდაო წერთ,და დანარჩენი 15 წელი რას აკეთებდა ძალიან მაინტერესებს
სირბილის სწავლების ცენტრი
სპორტულ ჟ უ რ ნ ა ლ ი ს ტ ი კ ა ს ქართული ფეხბურთის გადარჩენა ჯერ კიდევ შეუძლია. მოახლოვებულ მსოფლიო ჩემპიონატს ისევ ნაადრევად გამოვეთიშებით თუ არა, ეს ყველაზე მეტად მასმედიაზე არის დამოკიდებული.
levani
დაანებეთ ამ კაცს თავი და მოუწოდეთ დინამოს ხელმძღვანელობას, რომ გვერდში დაუდგნენ. იქნებ ევროპალიგის ჯგუფში შეიყვანოს ისევ. 21წლამდელები ორით მეტ თამაშს თუ მოიგებენ - ამით რა?
Levani
ამ კაცს მოქმედ პოსტზე მეტის გაკეთება შეუძლია ქართული ფეხბურთისთვის ვიდრე არაფრისმომტან 21-წლამდე ნაკრებში. ყველგან საკლუბო ფეხბურთის ბუმია (წამყვან ლიგებს არ ვგულისხმობ) და ჩვენთან ნათესავებიც აღარ დადიან ჩემპიონატის თამაშებზე.
levani
ვერ გავიგე დინამოს მწვრთნელობა საპასუხისმგებლო თანამდებობა არ არის? საკლუბო ფეხბურთის მიმართ ასეთი დამოკიდებულება, რომ გაქვთ იმიტომაა საქმე კარგად.
merabi
სწორ აქცენტებს და ქართული ფეხბურთის დიდ სიყვარულს ვხედავ ამ სტატიაში. გაიხარე, ავტორო!
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
[ლელოს სტუმარი] "მთავარია, რომ ტრანსფერის დროს ფულზე ფიქრმა არ გაჯობოს"
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
სკოლა "ოლიმპისთვის" ალტერნატიული სავარჯიშო მოედანი გამოიძებნა
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]
ექსკლუზივი: ცხადაძე "დინამოდან" წავიდა, მას ჭიაბრიშვილი ცვლის? - "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი პირველ კომენტარს Sportall-თან აკეთებს
არგენტინაში ფეხბურთელი მოედნის ბარიერთან შეჯახებისგან დაიღუპა [+18 VIDEO]
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"
გოჩა ავსაჯანიშვილი: დარწმუნებული ვარ, ამ ჯგუფიდან გავიდოდი!
გიორგი ონიანი: მითხრეს, თუ სიცოცხლე გინდა, მოედანზე აღარ უნდა გახვიდეო
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
ირაკლი სიხარულიძე: არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ...
გიორგი ყიფიანმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ჭიაბრიშვილი: ძალიან მოტივიერებულები ვართ და ვალდებულნი ვართ, "პაიდეს" ბარიერი გავიაროთ
"მე და ჩემმა ოჯახმა საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ" - გიორგი ჭიაბრიშვილი გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სამუშაო პროცესს დაუბრუნდა
[ოთხშაბათის საკითხავი] ვართ თუ არა საფეხბურთო ქვეყანა?
"ორი მატჩის შემდეგ ნული ქულა გვაქვსო, მაგრამ იცით, რა არის მთავარი შედეგი?!" - გია ჭიაბრიშვილი ეროვნულ ნაკრებზე საუბრობს
მამუკა ფანცულაია: ...ასე ბევრი მწვრთნელი შეეშვება საყვარელ საქმეს
"პანჩო არენა" და საქართველო: გვექნება ანალოგი?
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
რატომ ვთამაშობთ ფრეს ლანჩხუთზე პატარა ქვეყანასთან?!
გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები
პერსპექტიული მეკარე ლიგა-3-ის აუტსაიდერებში და ონიანების მომავალი დაპირისპირება
[ოთხშაბათის საკითხავი] რისთვის ან ვისთვის ვთამაშობთ ფეხბურთს?
17-წლამდელთა ნაკრებს დროებით ვახტანგ იაგორაშვილი გაწვრთნის
"ბოდიში! ასე არ შეიძლება... ვიღებ პასუხისმგებლობას..." - ჭიაბრიშვილი "პაიდესთან" მარცხის შემდეგ
არსებული ინფორმაციით, სუს-მა გოჩა ავსაჯანიშვილი დააკავა [VIDEO]
[ოთხშაბათის საკითხავი] ბეწვის ხიდი
"ახლა ყველაფერი დამოკიდებულია დავით ნარმანიაზე, გადარჩება თუ არა "ოლიმპი"
[ოთხშაბათის საკითხავი] ვარდები ჯერ არ არიან...
"პირველ მატჩში გარკვეული წნეხით ვითამაშეთ..." - რა თქვა ჭიაბრიშვილმა "პაიდესთან" განმეორებითი მატჩის წინ
ბრძოლა "ოლიმპისთვის" გრძელდება - საფეხბურთო ცენტრის გადარჩენის იმედი რჩება
პროტესტი... სიმღერით! - გლდანის მინისტადიონის დასაცავად აქცია იგეგმება
გიორგი ყიფიანი: "ლოკომოტივის" მთავარი მიზანი "ევროპის ზონაში" დარჩენა იქნება
ინვესტორებს ხელ-ფეხი გაეხსნებათ! სახელმწიფომ კარლო მჭედლიძის "ოლიმპიკს" მიწა დაუკანონა
გია გეგუჩაძე: ძალიან რთული თამაშის მოლოდინი გვაქვს
[ოთხშაბათის საკითხავი]: "პეტრო", SHOW MUST GO ON!
[ოთხშაბათის საკითხავი] სახეზე ვერ გატყობთ კმაყოფილებას...
"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]
ეს მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს - ვალერი ბოლქვაძემ უექიმოდ იმკურნალა
გმადლობთ, მეტის მიღწევაც შეიძლებოდა... დავით სირაძემ კარიერა დაასრულა
თბილისის "დინამოს" დუბლები ლევან გვანცელაძეს ჩააბარეს
გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით
19-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთთან სათამაშოდ მზადება დაიწყო