"ყოველდღიურად ხმას ვაძლევ ზაზა ფაჩულიას, ძალიან მინდა NBA-ს ვარსკვლავთა მატჩში მოხვდეს"
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და "გრან კანარიას" ფორვარდი ვილი ისიანი საახალწლოდ რამდენიმე დღით საქართველოში დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ იგი სეზონის დასაწყისში კანარიას მთავარ გუნდს რამდენიმე ამხანაგურ მატჩში დაეხმარა, ოფიციალურ შეხვედრებში კი მონაწილეობა ჯერ არ მიუღია. ვილი მხოლოდ ება-ს ლიგაზე იცავს "გრან კანარიას" ღირსებას.

- საშობაოდ კლუბის ხელმძღვანელობამ ება-ს ლიგის გუნდის კალათბურთელები რამდენიმე დღით დაგვითხოვა. მეც საქართველოში ჩამოსვლა გადავწყვიტე, ახალ წელს ახლობლებთან ერთად შევხვდი.

- ამ სეზონში მხოლოდ ება-ს ლიგაზე თამაშობ?

- დიახ. შარშან 18-წლამდელთა ჩემპიონატში ვთამაშობდი. ახლა, ასაკის მიხედვით, ახალგაზრდული გუნდი მიწევს. ესპანეთში კი 20-წლამდელთა პირველობა არ ტარდება. სანაცვლოდ საკმაოდ საინტერესო ება-ს ლიგაა.

- ამ შეჯიბრებაში თავიდან "გრან კანარიას" სასტარტო ხუთეულში იყავი, შემდეგ რამდენიმე მატჩი გამოტოვე...

- კუნთი გამეჭიმა და ამის გამო ერთი თვე გამიცდა, სათანადოდ ვერ ვვარჯიშობდი. თუმცა, გუნდს რომ დავუბრუნდი, ფორმის აღდგენა არ გამჭირვებია. ბოლო მატჩი ხუთეულში ვითამაშე, 24 წუთში 5 ქულა და 6 მოხსნა მქონდა.

- "გრან კანარია" ება-ს ლიგაზე რა დონის გუნდია?

- ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი. მართალია, სატურნირო ცხრილში ლიდერთა შორის არ არის, მაგრამ აქამდე ჩატარებული შეხვედრებიდან უიმედოდ არც ერთი არ წაუგია, ყველას მოგება შეგვეძლო. ბოლო წამებზე 2-3 ქულის სხვაობით არაერთი მატჩი დავთმეთ.

- რა არის ამის მიზეზი? ძალიან ახალგაზრდული გუნდი ხომ არ გყავთ?

- ასეა. ერთი კალათბურთელის გარდა, 21 წელზე უფროსი არავინაა. ება-ს ლიგაზე თამაშით გამოცდილებას ვაგროვებთ. ვფიქრობ, ნელ-ნელა შედეგიანობასაც გამოვასწორებთ.

- ის ერთი, ყველაზე უფროსი ვინ არის?

- 40 წლის ბერნი პერესია, რომელსაც აქამდე ესპანეთის უმაღლეს ლიგაში არაერთი სეზონი ჩაუტარებია. ძალიან ძლიერი კალათბურთელია, მისგან ბევრს ვსწავლობ. ახალგაზრდულ შემადგენლობაში ბერნისებრი გამოცდილი კალათბურთელი ძალიან საჭიროა.

- "გრან კანარიას" უმაღლესლიგურ გუნდთან ერთად ამხანაგური მატჩები ითამაშე, ოფიციალურში კი დებიუტს ველით...

- ესპანეთის ჩემპიონატი რომ დაიწყო, მწვრთნელმა მითხრა - ება-ს გუნდის პარალელურად ჩვენთანაც ივარჯიშე და როცა დაგვჭირდები, მაშინ გათამაშებთო. დღეში ორი ვარჯიში მომიწევდა, დილას პირველ გუნდთან, საღამოს დუბლებთან. რადგან საუნივერსიტეტო გამოცდებისთვის ვემზადები, სკოლაში დავდივარ, დილას "გრან კანარიას" ვარჯიშზე რეგულარულად სიარული გამიჭირდებოდა. ამიტომ გადაწყდა, რომ ამ სეზონში მხოლოდ ება-ს გუნდში ვიქნები.

- ესპანეთში უნივერსიტეტის გამოცდებისთვის სკოლის პარალელურად მასწავლებლებთან ინდივიდუალურად მომზადება ხომ არ არის საჭირო?

- არა, რა თქმა უნდა. სწავლება იმ დონისაა, დამატებით აღარაფერია საჭირო. მთავარია, მოინდომო და პროგრამას სათანადოდ მიჰყვე.

- ბოლოს, რამეს ხომ არ დაამატებდი?

- ყოველდღიურად ხმას ვაძლევ ზაზა ფაჩულიას, ძალიან მინდა NBA-ს ვარსკვლავთა მატჩში მოხვდეს. ერთობლივად შეგვიძლია ზაზას დიდი დახმარება გავუწიოთ. მინდა ყველას აქტიურობისკენ მოვუწოდო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

NBA
ვილი ისიანის გუნდს გუშინმოუგია,8 ქულა 15 წუთში/ წარმატებები
დარდუბალა
ვილის აქვს წარმატებით კარიერას მიაღწიოს ოღონდ სასწრაფოდ უნდა გადავიდეს სხვა უფრო ძლიერ კლუბში
NBA
ჭკვიანი ბიჭია , სწავლას და კალათბურთს ერთად ახერხებს, წარმატებები
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ვილი ისიანის 3 ქულა - ქართველის "დეტროიტი" 2-ქულიანი სხვაობით დამარცხდა
ბექა ბურჯანაძემ "მურსიას" 10 წუთში 10 ქულა ჩაუგდო
ბურჯანაძის 17 ქულა და გასვლითი გამარჯვება ბილბაოში
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
მამუკელაშვილმა და ბეჟანიშვილმა NCAA 11-11 ქულით და მოგებებით დაიწყეს [VIDEO]
ბექა ბურჯანაძის ისევ 3 ქულა და ისევ წაგება ესპანეთის ჩემპიონატში
ეროვნული ლიგა. XII ტური. "სიონმა" "დილას" 2:1 მოუგო [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
ეროვნული რადარი – ქართველი კალათბურთელების ოკეანგაღმური ამბები
ბექა ბურჯანაძის 14 ქულა და "გრან კანარიას" გამარჯვება მეორე ოვერტაიმში
კიდევ ერთი წელი კანარებზე - ინტერვიუ ვილი ისიანთან
ბექა ბურჯანაძემ თავის ყოფილ გუნდს 20 ქულა ჩაუგდო
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ვილი ისიანის გამორჩეული მატჩი NCAA-ში
ვილი ისიანმა რეგულარული ჩემპიონატი 14 ქულით დახურა და პლეი-ოფისთვის ემზადება