ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

საქართველოდან წასული ცნობილი ფეხბურთელები უცხო ქვეყნის სამსახურში

საქართველოდან წასული ცნობილი ფეხბურთელები უცხო ქვეყნის სამსახურში

ნიკიტა სიმონიანი, ანზორ კავაზაშვილი, ჯემალ სილაგაძე, რევაზ ჭოხონელიძე, ალან ძაგოევი და სხვები
საქართველოდან ბევრი ადამიანი წასულა, ვისაც უცხო ქვეყნის სახელით უთამაშია და ტიტულებიც მოუპოვებია. დღეს რამდენიმე მათგანზე მოგითხრობთ...

ნაჩქარევი გადაწყვეტილება

1940 წლის 19 ივლისს ბათუმში დაბადებულმა ანზორ კავაზაშვილმა კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო (1957-59), მაგრამ სამი წლის განმავლობაში სულ 5 შეხვედრა ჩაატარა და რუსეთში წავიდა.

ბევრისთვის მისი რუსეთში გადაბარგების ისტორია უცნობია - მას გვარის გადაკეთებას სთხოვდნენ. ასე გახდა ბათუმელი ბერძენი ანზორ კავაზიდი - კავაზაშვილი. მაგრამ "დინამოს" ძირითადში თამაში რომ არ აღირსეს, მოსკოვში გადაბარგდა.

ითამაშა ლენინგრადის "ზენიტში", საიდანაც ჯერ მოსკოვის "ტორპედოში" გადავიდა (1960-68), მერე კი მოსკოვის "სპარტაკში" (1969-71) და საბჭოთა კავშირის ნაკრებში ლევ იაშინი ჩაანაცვლა. ტიტულებიც საკმაოდ დააგროვა: იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1965, 1969) და თასის მფლობელი (1968, 1971), 2-ჯერ დაასახელეს წლის საბჭოთა მეკარედ (1965, 1967). საბჭოეთში ასეთი აღიარება საქართველოში დაბადებულ არც ერთ მეკარეს არ ღირსებია.

კავაზაშვილმა საბჭოთა კავშირის ნაკრებში 29 მატჩი ჩაატარა, მონაწილეობდა 1966 და 1970 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებში და პირველივე ცდაზე კოლექცია მუნდიალის ბრინჯაოს მედლით გაამდიდრა.

საქართველოში მხოლოდ 1972 წელს, ქუთაისის "ტორპედოში" დაბრუნდა, მაგრამ იქ მხოლოდ ერთი წელი გაჩერდა და ისევ რუსეთს მიაშურა, თუმცა ამ დროისთვის ნაკრების წევრი აღარ იყო.

კარიერის დასრულების შემდეგ წვრთნიდა კოსტრომის "სპარტაკს", ჩადისა და გვინეის ეროვნულ ნაკრებებსა და რუსეთის 19-წლამდელთა გუნდს.

თავად ამბობს, რომ რუსეთში წასვლა ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო:

"1959 წლის დასაწყისში სერგო კოტრიკაძე დაშავდა. მწვრთნელებმა ნდობა გამომიცხადეს და "დინამოს" კარის დაცვა მე მომანდეს. არ მინერვიულია, თავიდანვე კარგად და საიმედოდ ავთამაშდი და როდესაც სერგო მომჯობინდა, ძირითადში მაინც მე მაყენებდნენ. სამწუხაროდ, მალე ავად გავხდი, კოტრიკაძე კი კვლავ მაღალ დონეზე ათამაშდა.

ტრავმის მორჩენის შემდეგ მეც ფორმაში ჩავდექი და ვთვლიდი, რომ მე და სერგოს მონაცვლეობით უნდა გვეთამაშა. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და არ მესმოდა, რომ ძირითადი მეკარე მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში იცვლება. ეს მწვრთნელებმა კარგად იცოდნენ, მე კი მხოლოდ პირველნომრობა მსურდა და თბილისიდან ავიბარგე.

ათწლეულების გადასახედიდან ამ ნაბიჯს მცდარად მივიჩნევ. ახალგაზრდა ვიყავი, ძარღვებში სისხლი მიდუღდა და ნაჩქარევი გადაწყვეტილება მივიღე".

თუმცა ბათუმელებთან კავშირს დღემდე არ წყვეტს. კავაზაშვილის განუყრელი მეგობარი იყო ბათუმის "დინამოში" მისი ყოფილი თანაგუნდელი ბუჭა ნადარეიშვილი, რომელიც ანზორის მოსკოვურ სახლში გარდაიცვალა.

მეც ქართული სკოლიდან ვარო!..

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთელი ჰყავს - გელა კეტაშვილი. მაგრამ 1956 წელს, მელბურნის ოლიმპიადაზე საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ოქრო რომ მოიგო, იმ გუნდის წევრი აფხაზეთში გაზრდილი და სოხუმის "დინამოში" ფეხადგმული ნიკიტა სიმონიანი გახლდათ.

სომხურ ცნობარებში მითითებულია, რომ ნიკიტა სიმონიანია მათი ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი. არადა, ისტორიულ სამშობლოსთან მას მხოლოდ ის შეხება ჰქონდა, რომ "არარატის" წინააღმდეგ თამაშობდა, მერე კი სომხეთში მართლაც იმუშავა და ორგზის სწორედ "არარატის" მთავარი მწვრთნელიც გახლდათ. ანუ სომხებს მის ფეხბურთელად აღზრდასა და ჩამოყალიბებაში არანაირი წვლილი არ შეუტანიათ.

სხვათა შორის, სომხურ "ვიკიპედიაში" მითითებულია, რომ სიმონიანი არმავირში დაიბადა, მაგრამ ნიკიტას სოხუმურ ცხოვრებაზე გაკვრითაც არაფერია ნათქვამი.

არადა, თავად ყოველთვის აღიარებდა, რომ ქართული ფეხბურთის აღზრდილია. სიომა ბარქაია იხსენებდა:

"90-იან წლებში ბრაზილიელები მოსკოვში ჩავიდნენ და რუსებმა 1965 წლის მატჩის მონაწილე ქართველებიც დაგვპატიჟეს. ვალენტინ ივანოვმა სადღეგრძელო ითხოვა და აი, რა თქვა - ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემს ძმებს, უკრაინელებს, რუსებს, ბელორუსებს, სომხებს და საბჭოთა ფეხბურთის მარგალიტის, ქართული ფეხბურთის სადღეგრძელო წარმოვთქვაო...

ამ სუფრაზე იყო ნიკიტა სიმონიანი, რომელიც სულ ამბობდა, რომ მოსკოვის "სპარტაკის" აღზრდილი იყო. არადა, სოხუმელი იყო და თამაშიც იქ დაიწყო... და უცებ, სადღეგრძელოს დროს წამოხტა და დაიძახა - მეც ქართული ფეხბურთის აღზრდილი ვარო".

ნიკიტა სიმონიანის პირველი მწვრთნელი სოხუმელი შოთა ლომინაძე იყო. სოხუმში 16-წლიანი ცხოვრების შემდეგ მოსკოვში გადავიდა და მოსკოვის "კრილია სოვეტოვში" ჩაირიცხა, მერე - მოსკოვის "სპარტაკში".

1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი 1958 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეც გახლდათ. საკავშირო ნაკრებში ჩატარებულ 20 მატჩში 10 გოლი გაიტანა. საბჭოთა კავშირის 4-გზის ჩემპიონი და 2-გზის თასის მფლობელია. საკავშირო ჩემპიონატების 285 მატჩში 142 გოლი მიითვალა და გრიგორი ფედოტოვის სახელობის "ასიანთა" კლუბშიც მოხვდა. 3-ჯერ იყო საბჭოთა კავშირის პირველობების საუკეთესო ბომბარდირი (1949, 1950, 1953), ხოლო "სპარტაკის" ისტორიაში ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელია.

სიმონიანი წვრთნიდა საბჭოთა კავშირის ნაკრებს, მოსკოვის "სპარტაკს", ერევნის "არარატს", ოდესის "ჩერნომორეცს". 1973 წელს "არარატს" საკავშირო ჩემპიონობა და თასი მოაპოვებინა. 2009-10 და 2015 წლებში იყო რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ამჟამად კი - პირველი ვიცე-პრეზიდენტია.

რუსული წყაროები მის შესახებ წერენ, რომ არის საბჭოთა ფეხბურთელი, საქართველოს კი მხოლოდ ნეგატიური კუთხით ახსენებენ.

მოსკოვის "კრილია სოვეტოვში" პირველი თამაში მინსკის "დინამოს" წინააღმდეგ ჰქონდა. უამინდობის გამო რუსული გუნდები აფხაზეთში ხშირად თამაშობდნენ. იქ ჩასულმა ნიკიტამ შეიტყო, რომ მის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობდა, მამამისი კი - დააპატიმრეს. ნიკიტას ვერსიის მიხედვით, ეს საქართველოს ხელისუფლებამ მოაწყო, ნიჭიერი თავდამსხმელი თბილისის "დინამოში" რომ გადაებირებინათ.

"მაგრამ პროვოკაციამ არ იმოქმედა და სიმონიანი "კრილია სოვეტოვში" დარჩა, სადაც სამი წელი ითამაშა", - ვკითხულობთ რუსულ წყაროებში.

სინამდვილეში, ქართული წყაროებიდან და ვეტერანი ფეხბურთელებისგან ცნობილია, რომ სიმონიანს თბილისის "დინამოში" არავინ იწვევდა. ხოლო 1946 წელს საქართველოს როგორი "დამოუკიდებელი" ხელისუფლებაც ჰყავდა და იყო თუ არა მოქმედებებში ხელ-ფეხგახსნილი (მათ შორის, ვინმეს დაკავებისას), ამაზე ლაპარაკიც სასაცილოა.

დაუჯერებლად ჟღერს, რომ ფეხბურთელს მაშინდელ A კლასში (უმაღლესი ლიგა) მყოფი თბილისის "დინამოში" იწვევდნენ და მან პირველი ლიგის უსახელო გუნდში დარჩენა ამჯობინა, სადაც ბევრად უარესი პირობები ჰქონდა.

მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელობისას (1977-79), სიმონიანი ქართველებისადმი კეთილგანწყობილი იყო და როგორც დინამოელები იხსენებენ, მის დროს წითელი ფორმა ყველაზე მეტმა ქართველმა მოირგო...

პირველი ქართველი, რომელმაც...

მამლუქების ისტორიიდან ერთ-ერთი ყველაზე უცნობი მოსკოვის "სპარტაკის" კიდევ ერთი ქართველი გახლდათ - ჯემალ სილაგაძე, პირველი ქართველი, რომელმაც ევროთასებზე გოლი გაიტანა.

1948 წლის 23 აპრილს, სოჭში დაბადებულმა სილაგაძემ მოსკოველთა ფორმა 1968-71 და 1973 წლებში მოირგო. მას "სპარტაკში" მარცხენა ფლანგის თავდამსხმელად ათამაშებდნენ.

1971 წელს, უეფას თასზე გუნდმა მოსკოვში ჩეხოსლოვაკიის "კოშიცე" 2:0 დაამარცხა. კარში ანზორ კავაზაშვილი იდგა, სილაგაძე თავდასხმაში თამაშობდა და 24-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა. მოსკოველებმა გასვლაზე 1:2 წააგეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, თუმცა 1/16-ფინალში მოსკოველებმა პორტუგალიური "სეტუბალის" ბარიერი ვერ დაძლიეს (0:0, 0:4) - კავაზაშვილი და სილაგაძე ამჯერადაც ძირითადში იყვნენ.

მოსკოვის "სპარტაკში" ჯემალ სილაგაძე გახდა სსრკ ჩემპიონი (1969), თასის მფლობელი (1971), ვერცხლისპრიზიორი (1968), ბრინჯაოსპრიზიორი (1970).

ჯემალ სილაგაძემ საქართველოში მხოლოდ 1972 წელს, ერთხელ ითამაშა. ქუთაისის "ტორპედოში" ის კავაზაშვილთან ერთად ჩამოვიდა და 30 მატჩში 11 გოლი გაიტანა, მაგრამ კვლავ "სპარტაკში" დაბრუნდა. გულშემატკივართა დიდი სიმპათია დაიმსახურა ტექნიკური, აზრიანი თამაშით, მოედნის ხედვითა და ზუსტი გადაცემებით.

კარიერის დასრულების შემდეგ, ერთი ხანობა, მსაჯობდა. მერე მოსკოვის მწვრთნელთა უმაღლესი სკოლა დაასრულა და მწვრთნელის რანგში ბედი სმოლენსკის "ისკრას" დაუკავშირა.

ქართველებიდან მხოლოდ სლავა მეტრეველთან მეგობრობდა. რეზო ძოძუაშვილის თქმით, სოჭში გაზრდილი სილაგაძე არ ქართველობდა, ერთმანეთის წინააღმდეგ ბევრჯერ გვითამაშია, მაგრამ არასოდეს დაგვლაპარაკებიაო...

იტალიელებს მისი გაშვება არ სურდათ...

"მამლუქებში" გამორჩეული ადგილი მაინც რევაზ ჭოხონელიძეს უკავია. ის არის მაგალითი, თუ როგორ შექმნა ადამიანმა საკუთარი კარიერა. ჭოხონელიძე ყოფილი საბჭოეთიდან პირველი გახლდათ, რომელიც ევროპულ ფეხბურთში დამკვიდრდა.

საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების მცველი, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და ზედიზედ ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი 18-წლამდელებს შორის, "დინამოს" საკუთარი სურვილით შეელია. ის საქართველოში გატარებულ პერიოდს ტკივილით იხსენებდა - თბილისის "დინამოში" სულ დაჯგუფებები იყო და ამას გავერიდეო.

მან სანკტ-პეტერბურგში დიდხანს იცხოვრა და იქ სახლი დღემდე აქვს. წერს იტალიურად, კითხულობს რუსულად და ფრანგულად, თავს კი იტალიელად მიიჩნევს.

1976 წლის სეზონი ქუთაისის "ტორპედოში" ითამაშა. კარიერის დასრულებას აპირებდა, როდესაც პეტერბურგის "დინამოში" მიიწვიეს, სადაც შემდეგ კაპიტანი გახდა. მერე ცნობილმა სპეციალისტმა იური მოროზოვმა "ზენიტში" გადასვლა შესთავაზა, მაგრამ "დინამოს" დატოვება არ ისურვა.

კარიერის დასრულების შემდეგ მოსკოვის მწვრთნელთა უმაღლეს სკოლაში წელიწად-ნახევარი სწავლობდა. მან სტაჟირება იტალიაში მოითხოვა და საკუთარი სახსრებით წავიდა, საოცნებო კოვერჩანოში მოხვდა და იქ დარჩა.

როგორც თავად ამბობს, მისი ცხოვრება ისე შეიცვალა, როგორც "მისაბმელი მანქანიდან იაგუარამდე". ცხოვრება თავიდან დაიწყო, მაგრამ აიწყო: მეგობრებმა "ინტერის" ხელმძღვანელობა გააცნეს, რომლებმაც სამწლიანი კონტრაქტი და პოსტსაბჭოეთში სელექციონერობა შესთავაზეს, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმებას აგვიანებდნენ. მალე გაისმა ზარი და "მილანის" გენერალურმა დირექტორმა არიედო ბრაიდამ მიიწვია, კლუბის მეპატრონე სილვიო ბერლუსკონი აღმოსავლეთევროპელებით დაინტერესდა და ამ მიმართულების სელექციონერი სჭირდებაო.

დღემდე მის დიდ წარმატებად "მილანში" ანდრეი შევჩენკოსა და კახა კალაძის გადაყვანა ითვლება. ქართველს ბერლუსკონი თვალდახუჭული ენდობოდა და "როსონერის" შეუცვლელ ფიგურად იქცა. მაგრამ "მილანში" 13-წლიანი მუშაობის შემდეგ კიევის "დინამოში" გადავიდა და გენერალური დირექტორი გახდა. არადა, იტალიელებს მისი გაშვება არ სურდათ...

კომკავშირიდან გარიცხეს...

ცხადია, კიდევ ბევრის გახსენება შეიძლება. მაგალითად, რუსეთის ნაკრებისა და ცსკა-ს შემტევი ნახევარმცველი ალან ძაგოევის. ეს ოსი ბიჭუნა გურჯაანში ცხოვრობდა, მაგრამ პატარა გახლდათ, მისი ოჯახი რუსეთში რომ გადასახლდა. ისტორიამ შემოინახა ფოტო, რომელზეც წერია - ალან ზურაბის ძე ძაგოშვილი.

გურამ აჯოევი საქართველოშია დაბადებული და "ნორჩ დინამოელში" ბორის სიჭინავასთან იზრდებოდა. გამოდიოდა რუსთავის "მეტალურგში", ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოში".

სახელი მოსკოვის "დინამოში", "სპარტაკსა" და ხარკოვის "მეტალისტში" გამოსვლით გაითქვა. უთამაშია იერუსალიმის "ბეითარის", უნგრული "დიოშდიორისა" და რამენსკოეს "სატურნის" ფორმითაც. 1988 წელს "მეტალისტთან" ერთად საბჭოთა კავშირის თასი მოიგო და ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

მუშაობდა რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს საფეხბურთო სკოლის მწვრთნელად, 2013-15 წლებში - მოსკოვის "დინამოს" სპორტულ დირექტორად.

რევაზ გაგუას აღზრდილმა ანდრო ნინიადისმა (კიურჯიევი) კარიერა ბათუმის "დინამოში" დაიწყო, 1992 წელს საბერძნეთში გააგრძელა და პირეოსის "ოლიმპიაკოსის" ფეხბურთელი გახდა. საბერძნეთის ნაკრებში 17 მატჩი ჩაატარა, მათ შორის, 1999 წელს თბილისში საქართველოს წინააღმდეგ და გადამწყვეტი საგოლე გადაცემაც გააკეთა - ბერძნებმა ბოლო წუთებზე 2:1 მოიგეს. კარიერის დასრულების შემდეგ "ოლიმპიაკოსის" მენეჯერი გახდა, შემდეგ - გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.

საბჭოთა კავშირის ნაკრების ნახევარმცველის, სერგეი შვეცოვის მშობლები ქუთაისში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასახლდნენ. 1976-77 წლებში მშობლიური ქალაქის გუნდში თამაშობდა. რუსეთში 1978 წელს წავიდა და სანკტ-პეტერბურგის "ზენიტსა" (1978-80) და მოსკოვის "სპარტაკში" (1981-84) ითამაშა. დროებით საქართველოში დაბრუნებულმა სამი გუნდის ფორმა მოირგო: "ტორპედოს" (1985), ლანჩხუთის "გურიისა" (1986) და სამტრედიის "ლოკომოტივის" (1987).

საინტერესოა, რომ "ზენიტიდან" "სპარტაკში" გადასვლისთვის შვეცოვი კომკავშირიდან გარიცხეს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი არ გადასცეს და საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატის წოდება ჩამოართვეს.

საბჭოეთის ნაკრებში მხოლოდ ერთხელ ითამაშა - 1980 წელს არგენტინის წინააღმდეგ. იყო 1982 წლის მუნდიალზე გასამგზავრებელი მოთამაშეების გაფართოებულ სიაში.

ყველაზე "ქართული" 90-იანი წლების შეპეტოვკის "ტემპი" გახლდათ, მისი პრეზიდენტი კი - ჯუმბერ ნიშნიანიძე. მან მთავარ მწვრთნელად რევაზ ძოძუაშვილი მიიწვია, რომლის ხელმძღვანელობითაც თამაშობდნენ: გიორგი ჩიხრაძე, მერაბ თევზაძე, ალეკო რეხვიაშვილი, კახა ალადაშვილი (რუსთაველი), იური გაბისკირია, დავით ჩალაძე, თამაზ პერტია, მამუკა ჯუღელი, ძმები ტარიელ და ავთანდილ კაპანაძეები.

ყაზახეთში მოღვაწეობს გრიგოლ ლორია, რომელიც ერთი ხანობა ყარაგანდის "შახტიორის" პრეზიდენტი გახლდათ.

უკრაინაში წარმატებით საქმიანობენ ქართველი მენეჯერები, მიშა მეტრეველი და ლევან გულორდავა...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

• mamuka

ამათთან რა შუაშია ასათიანი

• გიორგი

რიგის დაუგავაში ხელაძე და კაპიტანი იყო ქართველი, ვერ ვიხსენებ.

• ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი, 1953 წლიდან.

ჩქარეული თამაშობდა, ორჯონიკიძის სპარტაკში და საკმაოდ კარგად.

• ushangi

მალხაზ ასატიანს რატომ არ ახსენებტ

• ushangi

მალხაზ ასატიანს რატომ არ ახსენებტ

• Valeri

Bevri iyo, zogma kargi pexburti utamasha, magalitad, guram ajoevma ,sergei shvecovma, anzor kavazashvilma.. Shvecovma travma miigo, torem saqartvelodan casul pexburtelebs shoris albat sauketeso iqneboda..

• ქ.ბათუმი. ქუთაისის ქუჩა.

მე მგონი ქუთაისელების სახელით აქ ჩაჩავა წერს.უბრალოდ შანსი არაა,რომ ერთი ქუთაისელი არ გამოჩნდა რომელიც ჩაჩავას ადანაშაულებს ტორპედოს დაშლას.აქედან დასკვნა ასეთია:თვითონ ჩაჩავა სწერს რომ შექმნას აზრი,ვითომ მთეეეეელი დედამიწაა დამნაშავე,განსაკუთრებით თბილისელები,ფედერაცია,დინამო თბილისი და რავიცი ვინ აღარ ჩაჩავას გარდა!

• juna

მაშინ ორჯონიკიძის სპარტაკში თამაშობდნენ ნოდარ პაპელიშვილი -კაპიტანი და კაიშაური

• mdaaa!

გადავიკითხე კომენტარები და სამწუხაროდ მიშა მესხი (შვილი) არავის გახსენებია.. ერთი პერიოდი მოსკოვის სპარტაკში თამაშობდა.

• samtredski

დიდი მოკითხვა სამტრედიიდან სერგეი შვეცოვს ბევრი ლამაზი წუთი გვაჩუქა ნეტავ იმ დროს სამტრედია რომ მეორე ლიგაში იყო საბჭოთა კი ერქვა მარა უფრო კავკასიის ჩემპიონატი იყო კიროვობადის ქიაფაზი სპარტაკი ოქტომბერიანი დრუჟბა მაიკოპი ფოთის კოლხეთი რომელი ერთი დავასახელო კაი სტატიაა.

• Sprayt

ზემოდჩამონათვალ თითქმის ყველას ტორპედოში აქ ნათამაშები და რამდენ ძლიერ საბჭოთა ნაკრების წევრს მოურგია ტორპედო ქუთაისის მაისური სხვადასხვა წლებში და ეხლა ეს ტრადიციულ ისტორიული გუნდი გამზადებული ყავთ მეოთხე ლიგაში გასაგზავნად და ამით მთლად დაგემხობათ ისედაც გაფარჩაკებული ქართული ფეხბურთი თავზე ბევრი გყავთ ასეთი სახელის მქონე გუნდები ხომ თოხ ლიგაში

• dato

ბოლოს მაგარი იყო

• Lagashi

სტატიის მიხედვით ისე გამოდის თითქოს საქართველო ცალკე დამოუკიდებელი ქვეყანა ყოფილიყო და ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელები კი უცხო ქვეყანაში წასულიყვნენ სათამაშოდ, მგონი არ გაქვთ სწორად ჩამოყალიბებული, საბჭოთა კავშირი სხვა ქვეყანა კი არ იყო არამედ ჩვენ თვითონ ვიყავით მისი ერთი შემადგენელი ნაწილი.

• 123321

ხაპოვი და შუაშია? ყაბარდოელია, როდესაც "დინამო"-ში ჩანოიყვანეს 25 წლის იყო...

• ფერნანდო

1995 წელი იყო და ქართული ფეხბურთის აღზრდილი 7 კაცი თამაშობდა

• tngh

ეერთ წელს მაშინდელი ორჯონიკიძის "სპარტაკი" აღზევდა უმაღლეს ლიგაში. იქაც 2 ქართველი თამაშობდა. თუარ ვცდები პაპაშვილი და წიკლაური ან აფციაური. ბაქოს "ნეფტიანიკში" იყო ჭანჭალეიშვილი...

• გივი

ომარ თეთრაძის ნამდვილი გვარი ოსიპოვი იყო,მალაკანი რუსების შთამომავალი, თავიდან ასეც აიყვანეს დინამოს დუბლებში. მერე ბებიის გვარზე გადავიდა მგონი - თეთრაძე - ძირითადში რომ დაეყენებინათ.

• kog1952

ბაჩიაშვილი ძლიერი ფეხბურთელი იყო, და კიდევ იკვნენ ასიტაშვილები

• ბესიკ დუღაშვილი

ზურა წერეთელი? დინამოდან სპარტაკში წავიდა დე მერე ფახთაქორის ტრაგედიის გამო ტაშკენტში გადავიდა სათამაშოდ.. ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი იყო!...

• zura1504

მე კიდევ ერთ ქართველს გავიხსენებდი - ნოდარ ბაჩიაშვილს, რომელიც ხარკოვის "მეტალისტში" თამაშობდა, საკმაოდ კარგი ცენტრფორვარდი იყო და დინამოში თამაშის დიდი სურვილიც ჰქონდა, მაგრამ....

• metevze

მე მახსოვს ნიკიტა სიმონიანთან შეხვედრა ვქონდა სოხუმში თევზკომმინატში .სიხარულისგან თვალები ცრემლით ქონდა სავსე ყველას გვეფერებოდა და ეამაყებოდა რომ სოხუმელმა ქართველებმა შეხვდრა მოვუწყვეთ 1987-88 წელი იყო დირექტორი კომბინატის გურამ გაბისკირია იყო შემდეგ სოხუმის მერი.შარტავასთან ერთად დახოცეს.

• მწარე

თეთრაძე ? რუსეთზე რომ გაცვალა საქაღთველოს ნაკრები....

• noe

ჯონი ჯანელიძე გამოგრჩათ, ცნობილი მწვრთნელი, ელისტაში თამაშობდა და ხალხი მაგის სანახავად დადიოდა სტადიონზე! ძალიან მაგარი იყო!

• jiji

თემურ ძაგნიძე დიდი ხნის განმავლობაში (70-80წლებში) ყაზანის "რუბინის" ღერძი და ძრავა იყო! დიდებული ფეხბურთელი! ბოლოს ამბროლაურის პროკურორი იყო!

• ქობულეტსკი

ძაგოევი ზურაბივიჩი კი არა ელიზბაროვიჩია. რაც ფეხბურთია იმაზე უარესი სპორტული ჟურნალისტიკაა!

• ლუიჯი რივა

ამ სიას კიდევ ბევრი აკლია, მაგალითად რუსეთში სხვადასხვა დროს თამაშობდნენ აგრეთვე ზადიკაშვილი, ძაგნიძე, ასიტაშვილი და სხვები, მაგრამ დასანანია, რომ "ლელო" პოლიტიკურ-პროპაგანდისტულ გაზეთად იქცა

• sololakeli

მაგ მერაბამ ბევრჯერ წაკბინა სომხებს და ჯობია გონს მოეგოს სანამ კბილებში არ მოხვდა !!! ბევრი მეგობარი მყავს სომეხი და ჩვენ მოძმე ერი ვართ,...

• kutaisski

გუშინ დავწერე ჩემი კომენტარი, სამწუხაროდ, არ გამოქვეყნებულა. ამ სიას დავამატებდი: მალხაზ შერგელაშვილი(სკა როსტოვი), გოგი კაიშაური, ნუგზარ პაპელიშვილი, ანდრო ზაზროევი, გივი ქერაშვილი(სპარტაკი ორჯონიკიძე) რობერტ ჭანჭალეიშვილი(ნეფთჩი ბაქო), ანზორ ჩიხლაძე(მოსკოვის სპარტაკი), ბადრი სპანდერაშვილ(როსტოვის სკა და სტავროპოლის დინამო), ზურაბ სანაია(სტავროპოლის დინამო), იური ოყროშიძე(ლენინგრადის ზენიტი, მსოფლიო ჩემპიონი 17-წლამდელთა შორის 1987წ., დავით ხმელიძე(სოჭის ჟემჩუჟინა), თემურ კაპაძე(ფახთაქორი და უზბეკეთის ნაკრები), დავით ლორია(ყაზახეთის ნაკრების #1 მეკარე), ვიაჩესლავ მერეჩკო(ქუთაისში გაზრდილი)

• guri

ბაქოს ნეპტჩი ხომ იყო ჭანჭალეიშვილი, სკა როსტოვში ჩიხლაძე

• Tbiliseli

.... წაიკითხე რა წერია ვიკიპედიაში სიმონიანზე - დაბადებულია არმავირში და სოხუმის ფეხბურთის გაზრდილია და 16 წელი ცხოვრობდა სოხუმში!!! .....

• gurji

მერაბ, კარგია რომ წერ, მარა ფაქტებიც რომ დადაამოწმო ხოლმე არ იქნება ცუდი

• ნუგზარი

მალხაზ შერგელაშვილის არ მოხსენიება ამ კატეგორიის ფეხბურთელებს შორის მსუბუქად რომ ითქვას - სირცხვილია. ის ერთ-ერთი ნიჭიერი და დაფასებული ფეხბურთელი იყო. ამაზე მიუთითებს მისი კპიტნობა "როსტოვის სკა"-ში

• დათო

რა მერაბ მოსკოვი მაშინ უცხო ქვეყანა იყო, ეს ხომ სისულელეა, ისე ,,დინამოში"ც თხოვდნენ მოწვეულ ფეხბურთელებს გვარების გადაკეთებას. წერეთ სიმართლე ახალგაზრდებს ტვინს ნუ ურევთ.

• givi lazi

petre koxi ანუ IUDA!!!!!!!!!!!!!!!

• giorgi giorgi

მალხაზ შერგელაშვილი უდიდესი ფეღბურთელი.როსტოვის სკის უცვლელი კაპიტანი. ამაზე რატომ არ წერტ?

• bacho

ბევრი აკლია ამ სიას.მაგალითად ზაურ ხაპოვი,ახრიკ ცვეიბა,ომარ თეთრაძე.

• zezva

Dzagoevi gurjaanshi kiara axmetis raioni sopeli axashenidana

• jojo

ომარი თეთრაძე გამოგრჩათ

• zviadi

კარგი დრო იყო და თუ ქართული ფეხბურთი მაღალ დონეზე იყო ეს საბჭოთა ფეხბურთის დამსახურებაა. სამწუხაროთ დღევანდელმა ქართულმა ფეხბურთმა შემაზიზღა ბურთი და სტადიონი. ხანდახან ააქვთ რაღაც ერთი-ორი თამაში, მაგრამ ეს საქმეს ვერ შველის. სამწუხაროა მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი დიდებული ფეხბურთელების შემდეგ ჩვენთან ფეხბურთი მკვდარია.იქნებ კობიაშვილმა შეცვალოს რამე.

• დავით

ანზორ კავაზაშვილისთვის გვარის გადაკეთება არავის მოუთხოვია და ტყუილია ეს, მამამისი ამბერკი კონსტანტინეს ძე კავაზაშვილი იყო. ის დედაჩემის ბიძაშვილია და ეს დარწმუნებით ვიცი. კონსტანტინე სოფელ სურებიდან იყო და მის მეუღლეს მინადორა ბურჭულაძე ერქვა. თუ ძველ გვარს ეძებთ იყვნენ კავაზიტები და არა კავაზიდები. და არა ბერძნები არამედ ლაზები ძირძველი კოლხები. ამ გვარის განშტოებები არის კავაზაშვილი, კავაზიტი და კავაზოვი. ცხოვრობენ ბათუმში, თბილისში, ნატანებში, კასპში და სხვა ქალაქებში.

• petre koxi

ნეტავ ეს დზმები არველადზეებიც ცასულიკვნენნ

• პეტრე კუპრი

სიმონიანს ქართველებში ნუ გაატარებ, ის სომეხი ფეხბურთელია!

ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა

იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი

"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

აღთქმულ მიწაზე მომავლის ვარსკვლავები აციმციმდებიან

"კალაძე მილანში რომ დაინახა, შევჩენკოს გაუკვირდა - მოდის ჩვენებაზე ჩამოხვედიო?"

"არც პენალტი, არ გაძევება დავითაშვილის წაქცევისთვის, რომელიც ყავარჯნებით გადაადგილდება" - "არსენალის" პრეზიდენტი აღშფოთებულია [VIDEO]

ᓠᓣᕡᕔᓑᓘ ᕡᕐᓑᓐ ᓙᕕᕘ

"ქართველი ფეხბურთელების ნაწილი აქ ფულს ქალებსა და დროს ტარებაში ხარჯავს"

ანზორი ვერ ისვენებს - თბილისში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩის ჩატარება უნდა

"ფეხბურთელების უმეტესობა ძალიან ჭკვიანია... სსრკ-ის დროს..." - კავაზაშვილი ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე

"ჩვენი სკოლის მიმდევარია, საბჭოთა მეკარის მსგავსად თამაშობს" - კავაზაშვილმა მამარდაშვილზე ისაუბრა

"კოლოსკოვმა ელცინს უთხრა, რომ ბანდიტი და ქართული მაფიის წევრი ვიყავი" - როგორ გადააგდეს კავაზაშვილი

ნიკიტა სიმონიანი ჯანო ანანიძეზე: სწორედ ამას ელიან ქომაგები ქართველისგან

არშავინს საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების მატჩის გამართვა უნდა და შეხვედრის ჩატარების ვარიანტად თბილისს განიხილავს - "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის ამ ინიციატივას დემეტრაძემ და კავაზაშვილმა უპასუხეს

კავაზაშვილის სკანდალური განცხადება - ყოფილი მეკარის თქმით, ჩვენს ქვეყანაში შესაძლოა, საქართველოს, რუსეთის, ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებების მონაწილეობით, ამხანაგური ტურნირი ჩატარდეს

ელ შაარავი ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ერევანში ლეგენდარული ნიკიტა სიმონიანის ქანდაკება მოიპარეს