ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს ჩემპიონატი ჭიდაობაში. II დღე: ლიდერების დაბრუნება

საქართველოს ჩემპიონატი ჭიდაობაში. II დღე: ლიდერების დაბრუნება

რევაზ ლაშხმა, დავით მარსაგიშვილმა და დავით მოძმანაშვილმა ისევ მოიგეს ქვეყნის პირველობა
ფოტოზე: დავით მოძმანაშვილისა და გენო პეტრიაშვილის ფინალი

მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატის მეორე დღემ შედარებით შფოთიანად ჩაიარა - რამდენიმე შეხვედრაში იყო შეხლა-შემოხლა, გაჭიანურებული გარჩევებიც და ხანგრძლივად შეჩერებული ორთაბრძოლებიც, თუმცა საქმე სიტყვიერ დაპირისპირებას არ გასცდენია და არც სერიოზულ ინციდენტამდე მისულა. ორგანიზაციული დონე კვლავაც მაღალია და ჭიდაობის ფედერაცია აღებულ სიმაღლეს არ თმობს.

გუშინდელი საშეჯიბრებო დღის მთავარი ინტრიგა ორივე სტილით ჭიდაობაში მძიმე წონებს უკავშირდებოდა. "თავისუფლებში" ამ ინტრიგამ გაამართლა, "ბერძენ-რომაელებში" კი მოვლენები ნაცნობი სცენარით წარიმართა. გუშინვე სამი ძველი ლიდერის დაბრუნებაც შედგა - ბერძნულ-რომაულში რევაზ ლაშხმა (59), "თავისუფლებში" კი დავით მარსაგიშვილმა (86) და დავით მოძმანაშვილმა (125) ისევ მოიგეს ქვეყნის პირველობა, რითაც დაიბრუნეს ნაკრებში ადგილი და ევროპის ჩემპიონატზე წასვლის უმთავრეს პრეტენდენტებადაც იქცნენ.

ახლა ყველაფერი მათ ხელშია - ვნახოთ, როგორ გამოიყენებენ ამ შანსს საოლიმპიადოდ.

პეტრიაშვილი-მოძმანაშვილი

11 იანვარს ყველას ყურადღება უფრო მეტად "თავისუფლების" მძიმე წონისკენ იყო მიპყრობილი. ბედმაც ისე ინება, რომ სამივე მთავარი ფავორიტი ერთ მხარეს მოხვდა - ჯერ გენო პეტრიაშვილისა და გიორგი საკანდელიძის გზები იკვეთებოდა, ამათში მოგებულს კი ნახევარფინალში დავით მოძმანაშვილი ელოდა.

პირველ წყვილში ბრძოლა არც ყოფილა - პეტრიაშვილმა ჩოქბჯენში ჩაყვანილი მეტოქე ფეხებით ჯვარედინ მოვლებაზე დაიჭირა და ერთი ამოსუნთქვით, რამდენიმე დატრიალებით სულ რაღაც 3:45 წუთში ანგარიში 11:0 გახადა.

ამასობაში მოძმანაშვილმა 4 წამით ნაკლებ დროში ასევე წმინდად, ოღონდ 12:1 იოლად დაამარცხა გიორგი ასლანიშვილი და ფავორიტები ერთმანეთის პირისპირ დადგნენ. შეხვედრა მოძმანაშვილის ყოველმხრივი უპირატესობით წარიმართა და თითქმის ყველა კომპონენტში აჯობა პეტრიაშვილს, რომელიც რატომღაც მოშვებული ჩანდა.

ეს შეხვედრა მცირე ინციდენტით დაიწყო, როცა მოძმანაშვილს თავის ჩამოქაჩვა ცოტა ზედმეტი მოუვიდა და გვარიანი ჩარტყმა გამოუვიდა და ასევე "ცხელი ფინიშით" დასრულდა. არ გამოვრიცხავთ, პეტრიაშვილზე ფსიქოლოგიურად იმ ჩარტყმის ეპიზოდმა იმოქმედა და კალაპოტიდან ამოაგდო. იქნებ ამიტომ ვერ იპოვა მან თავისი ჭიდაობა, მაგრამ მოძმანაშვილმაც უჩვეულო აღმავლობით ჩაატარა შეხვედრა. ამ პაექრობაში მას ყველაფერი გამოსდიოდა - თავიდანვე შემტევი სტილი აირჩია და უკვე 22-ე წამზე გადააგდო 2-ქულიანზე ფეხში შესვლიდან, რასაც მალე კიდევ ერთი ანალოგიური გდება დაუმატა: 4:0.

პეტრიაშვილს მონდომება არ აკლდა, მაგრამ კარგა ხანს რეალურ ილეთს ვერ ქმნიდა. ის ვერც ფეხში შედიოდა - მხოლოდ ერთხელ მიაღწია მიზანს, სხვა ყველა დანარჩენი მცდელობა კი მოძმანაშვილმა წარმატებით დაუხურა და იქით გადადიოდა კონტრშეტევაზე. პეტრიაშვილს შეხვედრის გადარჩენის შანსი პირველივე პერიოდში მიეცა, როცა მეტოქეს შეტევა დაუხურა და 2-ქულიანზე გადააგდო, თუმცა მანამდე ფეხი გადგა გარეთ.

მოძმანაშვილის მწვრთნელებმა სწორედ ეს ეპიზოდი გააპროტესტეს და ქულას იქით ითხოვდნენ წრიდან გასვლისთვის, მაგრამ ოლიმპიადაზე ლიცენზირებულმა სუპერვაზიერმა მსაჯმა ედიშერ მაჩაიძემ განმარტა წესებში ახლახან შეტანილი ცვლილება - თუ შემტევი გდებით ასრულებს ილეთს, მაშინ წრიდან გასვლისთვის არ ისჯება. ამიტომ მოძმანაშვილის პროტესტი არ დააკმაყოფილეს და ერთი ქულითაც დასაჯეს - 4:3 მის სასარგებლოდ.

მეორე პერიოდში უკვე მოძმანაშვილმა დაუხურა პეტრიაშვილს შესვლის მცდელობა და წრიდან გაიყვანა: 5:3, თუმცა მალევე პასიურობისთვის 30-წამიანი საჯარიმო დრო ჩაურთეს და ქულა ისევ დაკარგა: 5:4. გადამწყვეტი მომენტი ბოლო წუთზე დადგა, როცა პეტრიაშვილი ისევ შევიდა ფეხში და თითქოს გდებასაც არაფერი ედგა წინ, მაგრამ, პირიქით, მოძმანაშვილმა კონტრშეტევით იქით გადააგდო უზადო 4-ქულიანზე და სრულიად დამსახურებულად მოიგო - 9:5.

ფინალში ბადის მეორე ნახევრიდან გიორგი მეშვილდიშვილი ამოვიდა, რომელმაც ჯერ საკმაოდ პერსპექტიულ, თუმცა კი ძალზე ახალგაზრდა ზურაბ ურთაშვილს, ლევან გოგრიჭიანსა და ლაშა ჯელაძეს მოუგო. ფინალი დაძაბული კი გამოდგა, მაგრამ სანახაობრივი ნამდვილად არ ეთქმოდა. თუმცა ინტრიგა თავიდანვე დაებედა - მოძმანაშვილი პასიურობისთვის ქულით დასაჯეს.

საერთოდ, მომავალი ჩემპიონი ამ შეხვედრის დასაწყისში სულ სხვანაირად წარდგა მაყურებელთა წინაშე, აკლდა ის აღმაფრენა, ჟინი და სისწრაფე, რამაც პეტრიაშვილთან მოაგებინა, თუმცა ერთ მომენტში მაინც გამოავლინა ეს თვისებები, რამაც ფეხში შესვლა და 2-ქულიანი მომგებიანი გდება მოუტანა: 2:1. მოძმანაშვილმა გამოცდილების ხარჯზე შეინარჩუნა ეს ანგარიში, მეშვილდიშვილს კი ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია.

დავით მოძმანაშვილი: "მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ ჩემი გამოსვლით, ჩემპიონობა მაინც ჩემპიონობაა. თუმცა, ცხადია, ჭიდაობის ხარისხის მომატება შეიძლება. ამას დრო გვაჩვენებს, მეტი შრომაა საჭირო. მომავლის გეგმებზე ჯერ არ მინდა ლაპარაკი. სანამ საბოლოო შედეგი არ დადგება, მანამ ლაპარაკს რა აზრი აქვს!"

"ბერძენ-რომაელთა" მძიმე წონაში ისევ იაკობ ქაჯაიამ გაიმარჯვა, ვისაც ვერც ბექა კანდელაკი დაუდგა სათანადოდ, ვერც - არაბული ნახევარფინალში და ვერც - სანდრო დიხამინჯია ფინალში. სანახაობრივი ვერც ეს ფინალი გამოდგა - ქაჯაიამ 3:0 მოიგო, ქულები კი მეტოქის გაფრთხილებების და წრიდან გაყვანისთვის მიიღო.

ლიდერთა დაცემა

გუშინ ჩემპიონატში შარშანდელი სეზონის რამდენიმე ტრიუმფატორი დაეცა - "თავისუფლებში" ევროპული თამაშებისა და მსოფლიოს მესამეპრიზიორი სანდრო ამინაშვილი (86) პირველივე წრიდან გამოვარდა და მერე ვერც სანუგეშოში ივარგა, ოთარ გოგავამაც (57) დათმო ჩემპიონის ტიტული, ბერძნულ-რომაულში კი დამარცხდნენ მსოფლიოს პრიზიორი ლაშა გობაძე (80) და გოდერძი დავითაძე (59).

ამინაშვილს ძირითად ბადეში ირაკლი მწითურმა მოუგო (სხვათა შორის, ორივე ემზარ ბედინეიშვილის მოსწავლეა), სანუგეშოში კი, ასევე პირველ წრეში, დრამატული პაექრობა დათმო ლევან მურადხანაშვილთან - დასრულებამდე 4 წამით ადრე 1:0 იგებდა, როცა მეტოქემ საბედისწერო 2-ქულიანი გდება გაუკეთა და 1:2 წააგო.

გობაძეს მომავალმა ჩემპიონმა ნიკა კელასოვმა აჯობა, დავითაძეს ბექა ბალანჩივაძემ მოუგო პირველივე წრეში, გოგავა კი ფინალში დამარცხდა ბექა ბუჯიაშვილთან.

მარსაგიშვილისა და ლაშხის დაბრუნება

ამ ორი ძველი ლიდერიდან დაბრუნება უფრო ეფექტური მარსაგიშვილს გამოუვიდა, ვინც გუშინაც ღრმად დაბინტული მხრით ჭიდაობდა. ამის მიუხედავად, ოთხივე პაექრობა წმინდად მოიგო, დგომშიც კარგად ირჯებოდა და ჩოქბჯენშიც იოლად ატრიალებდა მეტოქეებს.

ფოტოზე: დავით მარსაგიშვილი

მან მარადი ზოიძეს 10:0, გიორგი ჩხარტიშვილსა და ფინალში ირაკლი მწითურს ერთნაირი ანგარიშით, 11:0 აჯობა, გოჩა ლომთაძე კი ბეჭებზე დააწვინა.

ის ჯერ კიდევ არაა ფორმაში, აქვს ჯანმრთელობის პრობლემებიც, თუმცა მაინც თავისუფლად მოიგო ჩემპიონატი, სადაც "ოქროს წერტილი" დასვა, ფინალის მიწურულს მწითური ისეთ 4-ქულიანზე გადააგდო.

დავით მარსაგიშვილი: "დაბრუნება ძალიან გამიგრძელდა და ამ მომენტს მეც დიდხანს ველოდი. ხან ტრავმის, ხან ჩემი უყურადღებობის თუ რიგი სხვა მიზეზების გამო დაბრუნება ძალიან გადამედო. რაღაც ამოვვარდი კალაპოტიდან, ახლა კი მივედი იმ დასკვნამდე, რომ უნდა გაჩერდე და მიხედო იმ საქმეს, რასაც აქამდე აკეთებდი და - წარმატებითაც.

მონდომებული ვარ და ეს გამარჯვებაც ძალიან გამიხარდა. მგონი, ასე ევროპის ჩემპიონობა არ გამხარებია. თან ზაფხულში მხარი ვიტკინე და მას შემდეგ ლეიბზე არ მივარჯიშია. ამ ტრავმის გამო ვერც შეჯიბრებებზე წავედი სადმე, ეს პირველი ტურნირი იყო. მხარში რაღაც ხრტილია გაბზარული, თან ვვარჯიშობ და თან - ვმკურნალობ. რაღაც პერიოდი არც ვაპირებდი ჭიდაობას, მაგრამ მაინც გამოვედი და მოვიგე.

ოლიმპიური წელიწადია და ეს დიდი სტიმული იყო. ძალიან საპასუხისმგებლო სეზონია და ვნახოთ, წინ ევროპის ჩემპიონატია".

ოლიმპიადის ვიცე და ევროპის ჩემპიონი ლაშხი 66-დან მართლაც 59 კილოგრამში მოგვევლინა. როგორც თავად გვითხრა, წონა არ ჰყოფნიდა და ამიტომ ამჯობინა ქვევით ჩამონაცვლება. მას ბევრი ქულა არ მოუპოვებია და ისევ ძალისმიერად, ძირითადად, ხელების დაკავებით და ტაქტიკურად ჭიდაობდა, თუმცა ფინალში ტექნიკურად წარმართა პაექრობა და წმინდად მოიგო.

წინასწარ ბრძოლებში მან გიორგი ჯანელიძეს, ხვიჩა ჭითავას და მურად მიქელაძეს აჯობა, ფინალში კი წმინდად მოუგო ირაკლი შავაძეს.

რევაზ ლაშხი: "სამწლიანი პაუზის მიუხედავად, ნორმალურად გამოვედი. კონკურენციაც იყო - ოლიმპიური სეზონია და ყველა მონდომებულია. საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ამ წონაში დავრჩე და, ვფიქრობ, ოლიმპიური ლიცენზიაც აქ მოვიპოვო. ვნახოთ - ჯერ საგზური და მერე - დანარჩენი".

ფოტოზე: რევაზ ლაშხი

ახალბედები

საბედნიეროდ, ახალი სახეების წარმოჩენის გარეშე არც ამ დღეს ჩაუვლია. უპირველესად, ბათუმელ რამინ მუთიძეს (57) დავასახელებთ, ვინც საერთოდ უცნობია ჭიდაობის ქომაგებისთვის - ის აქამდე ასაკობრივ გუნდებშიც არ ჩანდა, თუმცა ახლა ამას ხელი არ შეუშლია, საკმაოდ დამაჯერებლად ეჭიდავა.

არც ვალერი კვარაცხელიას (80) იცნობდა ფართო საზოგადოება; პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი კელასოვიც; ბუჯიაშვილმაც მიიღო კუთვნილი დივიდენდი, ხოლო მეშვილდიშვილზე უკვე ვთქვით; ურთაშვილმაც კარგად იასპარეზა, კარგად გამოვიდა ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი ირაკლი შავაძეც (59).

თუმცა განსაკუთრებულად მაინც მწითურს გამოვარჩევთ 86 კილოგრამში - სწორედ მან დაამარცხა ამინაშვილი, მერე კი მურადხანაშვილსაც აჯობა, ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ თედორე ებანოიძესაც და ნახევარფინალში - ნოდარ ეგაძესაც. თუმცა ეს ბოლო ძალიან დაძაბული ორთაბრძოლა იყო, რომლის ცალკეული ეპიზოდებიც დიდხანს ირჩეოდა, შეხვედრა კი 5:5 დასრულდა, თუმცა მწითურს უფრო მაღალი სინჯის გდებები ჰქონდა და მოიგო.

ფინალში მას მარსაგიშვილმა კლასითაც აჯობა, მაგრამ უფრო გამოცდილებით დაჩაგრა.

ამავე წონაში უაღრესად დაძაბული გამოდგა ბრინჯაოსთვის პაექრობა მარადი ზოიძესა და ჩხარტიშვილს შორის - ზოიძემ ძალიან ეფექტურად გაუგრძელა შეტევა და 4-ქულიანზე გადააგდო. ერთი ხანობა 6:3 იგებდა, მაგრამ ჩხარტიშვილი არ გატყდა და ანგარიში გააყაიმა. ამ დროს ზოიძე დაღლილი იყო, მაგრამ უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და მომგებიანი 2-ქულიანი გდება მაინც მიითვალა - 8:6.

ჩემპიონატი სპორტის ახალ სასახლეში დღეს, 12 იანვარს დასრულდება.

თავისუფალი ჭიდაობა

57 კგ

1. ბექა ბუჯიაშვილი (გორი)

2. ოთარ გოგავა (ხონი, ომეც)

3. რამინ მუთიძე (აჭარა) ლაშა ტალახაძე (ხაშური).

86 კგ

1. დავით მარსაგიშვილი (ყაზბეგი)

2. ირაკლი მწითური (თბილისი)

3. ნოდარ ეგაძე (გორი) მარადი ზოიძე (აჭარა).

125 კგ

1. დავით მოძმანაშვილი (თბილისი)

2. გიორგი მეშვილდიშვილი (ონი, ომეც)

3. გენო პეტრიაშვილი (გორი), ზურაბ ურთაშვილი (მცხეთა, ომეც)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

59 კგ

1. რევაზ ლაშხი (თბილისი)

2. ირაკლი შავაძე (აჭარა)

3. მურად მიქელაძე, რამაზ სურმანიძე (ორივე - აჭარა).

80 კგ

1. ნიკოლოზ კელასოვი (აჭარა, ომეც)

2. თორნიკე ძამაშვილი (გარდაბანი)

3. ლაშა გობაძე (აჭარა), ვარლამ კვარაცხელია (ხობი).

130 კგ

1. იაკობ ქაჯაია (წყალტუბო)

2. სანდრო დიხამინჯია (თბილისი)

3. ლევან არაბული (მცხეთა, ომეც), შოთა გოგისვანიძე (ქუთაისი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ზოიძის ვერცხლი და ლოლუას ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე

სოლომონ მანაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

კენჭაძემ ოლიმპიადის საგზური საოცარი ბრძოლის შემოტრიალებით მოიპოვა [VIDEO]

იაკობ ქაჯაია: მინდა, საქართველო და ჩემი წყალტუბო ვასახელო

დავით მოძმანაშვილს დოპინგის მოხმარების გამო ოლიმპიურ ვერცხლის მედალს ჩამოართმევენ

[ინტერვიუ ერთი დღით ადრე] რაღაც უნდა მოვიფიქრო, რაღაც უნდა შევცვალო...

ირაკლი მწითურმა ვერცხლის, ნიკა კენჭაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - ბექა ბუჯიაშვილი ფინალში გავიდა

"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს

ჭიდაობა. გერმანული ბუნდესლიგა: ქართველები აქაც იგებენ

ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: ბექა ლომთაძე მსოფლიომდე ამაღლდა [VIDEO]

პეტრიაშვილმა მეშვილდიშვილი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში ზარეს შეხვდება

დათუნაიშვილის ოქრო სერბეთისთვის - ორი მედალი და ოქროსა და ბრინჯაოს შანსი [VIDEO]

იაკობიშვილის ოქრო და ბუჯიაშვილისა და გამყრელიძის ბრინჯაო ევროპირველობაზე [VIDEO]

მფრინავი ჭკუასელიძე - ქართველმა მოჭიდავემ რუსეთის წარმომადგენელი სუპერილეთით დაამარცხა [VIDEO]

ზურაბ იაკობიშვილი და ელიზბარ ოდიკაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ

იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში გავიდნენ, ხუციშვილი და მარსაგიშვილი მედლების გარეშე დარჩნენ

დოპინგ-სკანდალი: ტაიმაზოვის ოლიმპიურ ოქროს დავით მოძმანაშვილს მისცემენ?

დოპინგი: ტაიმაზოვის დასჯამ მასთან დამარცხებული დავით მოძმანაშვილი ვერ ახეირა

ბექა ბუჯიაშვილმა ბულგარეთის ტურნირზე ოქროს მედალი მოიგო [VIDEO]

დათუნაშვილის ოქრო სერბეთისთვის - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა [VIDEO]

დავით მარსაგიშვილი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია

იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ

არის ოქრო - პეტრიაშვილმა ზარე დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!

ბერძნული როქი - რევაზ ლაშხი ბეგი დარჩიას ნაცვლად

რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?

"ველოდებით უკეთესს შედეგს, ვიდრე შარშან" - ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატზე გაეგმზავრნენ

ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]

ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან

დოპინგ-სკანდალი - დავით მოძმანაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონად გამოცხადდება?

დავით მარსაგიშვილის საუკეთესო მომენტები ინდოეთის პრო ლიგაში [VIDEO]

ბ/რ ჭიდაობა. უნგრეთის ტურნირი: ოქრო-ბრინჯაო სომბათჰეიდან

ქართველების სრული ტრიუმფი საფრანგეთში: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო [VIDEO]

დავით მოძმანაშვილმა უზბეკეთის სახელით აზიური თამაშები მოიგო

საპლაჟო ჭიდაობის სალიცენზიო ტურნირში საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა

ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: ოლიმპიადის კომპენსაციად

ახალგაზრდა ქართველმა "ბერძენ-რომაელებმა" ევროპის ჩემპიონატზე გუნდური მეორე და 4 მედალი მოიპოვეს

ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა

დოპინგ-სიურპრიზი: გიორგი გოგშელიძე ოლიმპიადის ვერცხლს მიიღებს?

ქაჯაიამ ყოფილი თანაგუნდელი დაამარცხა და ნახევარფინალშია![VIDEO]

ქაჯაია ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა [VIDEO]