საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტო პეკინის 2008 და ლონდონის 2012 წლების ოლიმპიური თამაშების შედეგებს ხელახლა ამოწმებს
მოგეხსენებათ, საერთაშორისო ანტიდოპინგურმა სააგენტომ პეკინის 2008 და ლონდონის 2012 წლების ოლიმპიური თამაშების შედეგების ხელახლა გადასინჯვა დაიწყო, რადგან თანამედროვე ლაბორატორიული საშუალებები ბევრად ზუსტი შემოწმების საშუალებას იძლევა.

აი, ამ დღეებში ცნობილი გახდა შემოწმების პირველი შედეგები - დოპინგი აღმოუჩინეს პეკინის ოლიმპიადის უზბეკ ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში არტურ ტაიმაზოვს (120) და ლონდონის თამაშების ფინალისტს ამავე სტილის ჭიდაობაში, აწ გარდაცვლილ რუს ბესიკ კუდუხოვს (60). ამათგან ტაიმაზოვის ამბავი ჭორად ადრევე გავრცელდა და გაჩნდა იმედი, რომ დარღვევა ლონდონის თამაშების სინჯებშიც აღმოუჩნდებოდა, რითაც დავით მოძმანაშვილი (ჩვენებურმა მასთან წააგო ფინალი) ისარგებლებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.

შედეგად, ახლა რუსთა დაღესტნელი ფალავანი ბახტიარ ახმედოვი ისარგებლებს - სწორედ ის გამოცხადდება ოლიმპიურ ჩემპიონად. ვერცხლი ქართული ფესვების მქონე დავით მუსულბესს გადაეცემა, ვინც კარიერის უდიდესი ნაწილი რუსეთში გაატარა, მაგრამ ჩინეთში სლოვაკეთის სახელით გამოდიოდა. ბრინჯაოს მედალს მიიღებს კუბელი დისნეი როდრიგესი - ისიც და მუსულბესიც ტაიმაზოვთან დამარცხდნენ.

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი კუდუხოვი ღრმა ბავშვობაში საქართველოდან იყო გადასული რუსეთში, ქართულიც იცოდა, თუმცა არ ლაპარაკობდა. რამდენიმე წლის წინათ ის ავტოავარიაში დაიღუპა, თორემ ვინძლო, კიდევ მოასწრებდა მესამე ოლიმპიადაზე გამოსვლას - წლეულს გახდებოდა 30 წლისა. თამაშებში მან პირველად პეკინში იჭიდავა და მესამეზე გავიდა, ლონდონში კი ერთი საფეხურით წინ წაიწია და ფინალში გავიდა, თუმცა აზერბაიჯანელ ტოგრულ ასგაროვთან ვერაფერს გახდა (აღსანიშნავია, რომ ასგაროვი ახლახან რიო დე ჟანეიროშიც გავიდა ფინალში, მაგრამ ამჯერად დამარცხდა). ახლა კუდუხოვის ნაცვლად ვერცხლს ინდოელი იოგეშვარ დუტი მიიღებს, ბრინჯაოს - ჩრდილოკორეელი ჯონ მიონ რი.

საინტერესოა, რომ ტაიმაზოვიც და კუდუხოვიც ოსები არიან და ორივე ძირითადად ვლადიკავკაზში ემზადებოდა, თუმცა კუდუხოვი ბოლოს მოსკოვში ცხოვრობდა. ტაიმაზოვი ყოველთვის ცნობილი "ქიმიკოსი" იყო, ანუ აქტიურად იყენებდა წამლებსო და ცოტა გასაკვირია, ლონდონის სინჯი სუფთა რომ აღმოჩნდა.

თუმცა, სამწუხაროდ, უცხოური წყაროები არ ამბობენ, ჯერ საერთოდ შეამოწმეს თუ არა მისი ლონდონური სინჯი, მაგრამ, სავარაუდოდ, უკვე გააკეთებდნენ ამას. ოღონდ დავიტოვოთ იმედი, რომ ანტიდოპინგური სააგენტოს ექიმებს ის ჯერ მარაგში აქვთ და ჩვენც გამოვკრავთ სახეიროს ხელს.

ისე, ბედის ირონიაა, რომ პეკინში ეგრევე ვერ აღმოუჩინეს დოპინგი - დიდი ალბათობით, ლონდონში არც იჭიდავებდა. მაშინ საიდუმლო არავისთვის იყო, რომ წონის მუდმივი კლებით გატანჯული, ჯანმრთელობაშერყეული და, ფაქტობრივად, მუდმივად ექიმთა მეთვალყურეობით მცხოვრები 33 წლის ფალავანი მხოლოდ იმიტომ დარჩა სპორტში, რომ მესამედ მოეპოვებინა ოლიმპიური ჩემპიონობა. ამით ის გაუთანაბრდებოდა ალექსანდრ კარელინს, ალექსანდრ მედვედსა და ბუვაისა საიტიევს - ეს ამოცანა წარმატებითაც შეასრულა, თუმცა, რაც არ გერგება, არც შეგერგებაო და ახლა ისევ მოუწევს ჩამოქვეითება.

ერთი სიტყვით, ჯერჯერობით, ძველი სინჯების გადასინჯვით სარგებელი ვერ მივიღეთ, მაგრამ შანსი დაკარგული არაა - მოარული ხმებით, დადებითი პასუხი კიდევ სამ სპორტსმენს, მავან ყაზახ, აზერბაიჯანელ და უკრაინელ ოლიმპიურ მედალოსანზეც მოვიდაო, თუმცა მათ ვინაობას არ ასახელებენ. სამაგიეროდ, არაა გამორიცხული, რომელიმე მათგანის შემთხვევაში ჩვენც ავიწიოთ ოლიმპიურ კვარცხლბეკზე. თანაც, სინჯების გადასინჯვა ჯერ ისევ გრძელდება, თუმცა აქ, თეორიულად, საწინააღმდეგო საშიშროებაც არსებობს, მაგრამ ვიქონიოთ იმედი, რომ ამ ბადეში ჩვენები არ მოხვდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vaskulat
ან აქამდე სადიყვნენ თუ დოპინგზე ჩავარდა რატო მოძმანას არმისცეს რა სტატისტიკები მოყავთ ვერ გავიგე ვისი ვისაშია რაა
ჭიჭა
ვერაფერი გავიგე
ილა
ისე ჩესნი იქნება ოთარსულთანოვს წაართვან ოქრო და ხინჩეგას მისცენ, აშკარად მსაჯებმა დაჩაგრეს იმ მატჩში ლადო. მსაჯები მოსყიდული ეყოლებოდათ რუსებს
aleqsandre
ასეთ გაუგებარ სტატიას რომ წერთ თავად არ კითხულობთ სანამ გამოაქვეყნებთ?!
მოძმანაშვილმა ლონდოვში წააგო, ეს ჯერჯერობით -
- პეკინის ოლიმპიადის გადასინჯვის შედეგია! ამიტომაც, ვერ შეეხებოდა მოძმანაშვილს.
lasha19
მოძმანაშვილმა ცხვარივით იჭიდავა ამასთან, მახსოვს, პირდაპირ წასაგებათ გავიდა რა, ისე ეშინოდა გეგონება გალახავდა ეს, არც-ეღტ შეხვედარზე არ გავბარეზებულვარ ქართველ სპორტსმენზე, როგორც მაშინ.
"კადიროვის სპეცრაზმში..." - ბოლტუკაევია
სტატიის ავტორს, ამ ფრაზის არაერთხელ ხსენებითა და დაუფარავი აღმატებული პათოსით, უდავოდ ზედმეტი გარეკლამება გამოუვიდა "სპეცრაზმელის". ისე, შედეგი - ბევრი ვერაფერი და შეიძლება, სწორედ დოპინგის კონტროლის გამკაცრების გამოც. სულ ეს არის "იმ" "დაუმარცხებელ" სპერაზმელზე! ძალიანაც კარგია დოპინგკონტროლი და ცუდად, რუსეთის და "ექიმბაშ -მჩხიბავობით" ცნობილი მათი სპორტის მესვეურების საქმეა!
გია თუთბერიძე
არა კაცური, მასეთი მედალი-იმედი!ანტიდოპინგური სააგენტოს მუშაობა ძალიან დიდ ეჭვებს ბადებს.ძალიან ცუდად დაამთავრებენ ამ სპექტაკლს!!!
"კადიროვის სპეცრაზმში გამობრძმედილმა ფალავანმა"
- (გვარი დამავიწყდა) რა ჰქნა ოლიმპიადაზე? :) "სმაილით", ოღონდ იუმორნარევი სარკაზმის გარეშე!
j.ch.
ძალიან გაუგებრადაა დაწერილი სტატია.აჯაბსანდალია რა.
თორნიკე
მაინც ვერ მივხდი რატომ არ შეხვდა მოძმანაშვილს ეს ტიტული, ესეც ჩავარდა.ცოტა გასაგებად დაწერეთ.
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ზოიძის ვერცხლი და ლოლუას ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე
სოლომონ მანაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერთან" 0:1 მარცხდება
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
არის! - ბასილაშვილი ბორდოს ტურნირის ფინალში გავიდა
ცნობილი გახდა სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა ლაკაზეტმა
"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს
[VIDEO] 25 წლიანი პაუზის შემდეგ "ნიუ იორკ ნიქსი" კონფერენციის ფინალში გავიდა
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
მორიგი ტრანსფერი ალონსოს თხოვნით - "რეალი" კიდევ ერთ მცველს იფორმებს
"ილია, მე მზად ვარ, ქამარს დაღესტანში დავაბრუნებ" - ჰასბულამ თოფურიას მიმართა
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
რონალდინიო: დიდი სიყვარული ვიგრძენი - მადლობა, საქართველო!
ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
[VIDEO] საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი სტუმართა გუნდის გამარჯვებით დასრულდა
"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი
ძველი ბასილაშვილი ბრუნდება - ნიკოლოზმა ტოპ 30-ის წევრი 2022 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
დოპინგ-სკანდალმა საქართველოს პეკინის ოლიმპიადის მედალი მოუტანა!
დოპინგ-სკანდალმა საქართველოს პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოუტანა!
დოპინგ-სკანდალი: ტაიმაზოვის ოლიმპიურ ოქროს დავით მოძმანაშვილს მისცემენ?
დავით მოძმანაშვილს დოპინგის მოხმარების გამო ოლიმპიურ ვერცხლის მედალს ჩამოართმევენ
დოპინგ-სკანდალი - დავით მოძმანაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონად გამოცხადდება?
გენო პეტრიაშვილს მეტოქე შეუცვალეს - დოპინგი ჩვენი ფორიაქისა
პედოფილიაში ბრალდებული საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კიევში დააკავეს
დოპინგ-სიურპრიზი: გიორგი გოგშელიძე ოლიმპიადის ვერცხლს მიიღებს?
დავით მოძმანაშვილმა უზბეკეთის სახელით აზიური თამაშები მოიგო