ქართველი მრბოლელი გაცილებით მაღალ დონეზე - TCR-ის საერთაშორისო სერიაში იასპარეზებს
ქართველმა მრბოლელმა დათა ქაჯაიამ შარშან კონტრაქტი გერმანულ გუნდ "ენგსტლერთან" გააფორმა, რომელთან ერთადაც ETCC-ს TC2T კლასის ჩემპიონი გახდა.

წინა სეზონში ჩვენებურმა 12-დან 9 რბოლა მოიგო. იგი ყველა შეჯიბრებაში ტოლ-სწორად ეპაექრებოდა "სეატის" მონო-სერიის მონაწილეებს, რომლებიც უფრო მძლავრი და მსუბუქი ავტომობილებით ასპარეზობდნენ. სწორედ ამიტომაც გუნდის მფლობელმა და წარსულში თავადაც სახელოვანმა მრბოლელმა ფრანც ენგსტლერმა დათას უყოყმანოდ შესთავაზა კონტრაქტი.

ახალი სეზონიდან ქაჯაია გაცილებით მაღალ დონეზე - TCR-ის ("ტურინგ ქარ რეისინგ") საერთაშორისო სერიაში იასპარეზებს, რომელიც ამავე კლასის მსოფლიოს ჩემპიონატის WTCC განაყოფია და ყველა კონტინენტს მოიცავს.

დიდი ალბათობით, მისი თანაგუნდელი იქნება რუსი მიხაილ გრაჩოვი, რომელმაც შარშან TCR-ის სერიაში მერვე ადგილი დაიკავა, რაც კარგი შედეგია. გრაჩოვი გამოცდილი მრბოლელია და მისი პარტნიორობა ქაჯაიას ძალიან დაეხმარება.

TCR-ის საერთაშორისო სერიაში რამდენიმე საავტომობილო კომპანია მონაწილეობს, მათ შორის - "ფოლკსვაგენი", "სეატი", "ჰონდა", "ვოლვო", "ალფა რომეო", "ოპელი". ყველა მათგანს ტურინგის კლასში ასპარეზობის უზარმაზარი გამოცდილება აქვს და, რაც მთავარია, ისინი ახალი სეზონისთვის დიდი მონდომებით ემზადებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ
შედგება თუ არა თოფურიასა და გეიჯის რემატჩი - ამერიკელი მებრძოლის აგენტმა ყველაფერი განმარტა
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
"მესი მოკვდავს ჰგავს - დავაძინებთ" - ინგლისელები წინასწარ ზეიმობენ გამარჯვებას
პსჟ სასწრაფოდ იაპონელ მეკარეს და საფრანგეთის ნაკრების მცველს შეიძენს
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20-წლამდელთა ნაკრებმა EHF-ის ჩემპიონატი მონტენეგროსთან მარცხით დაიწყო
"შიში მესისთან დაკავშირებით სასაცილოა, არგენტინა როგორ აპირებს მუნდიალის ნამდვილი სუპერვარსკვლავი შეაჩეროს?" - პირს მორგანი
ხორვატიის ნაკრებს კვლავ ბილიჩი ჩაიბარებს
გრინვუდი "ფენერბაჰჩეს" 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება
ურუგვაის ნაკრები დიეგო ფორლანმა ჩაიბარა
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: დათა ქაჯაია რბოლას უბრუნდება
ᓓᓐᓗᓐ ᓥᓐᓯᓐᓘᓐᓛ "ᓞᓘᓙᓐᓞᓔᓑᓨᓘ" ᓞᓘᓠᓕᓔᓚᓘ ᓐᓓᓒᓘᓚᓘ ᓓᓐᓘᓙᓐᓕᓐ
დათა ქაჯაიამ TCR International-ის მეშვიდე რბოლაში მესამე ადგილი დაიკავა
ᓓᓐᓗᓐ ᓥᓐᓯᓐᓘᓐᓡ ᓒᓐᓛᓐᓠᓯᓕᓔᓑᓐ ᓘᓡᓢᓝᓠᓘᓣᓚᓘ ᓠᓔᓙᓝᓠᓓᓘᓗ
დათა ქაჯაია პირველია - ქართველ მრბოლელს ამ კლასში აქამდე არ გაუმარჯვია