ავტოსპორტის ქართველი გულშემატკივრები ამაზე უკეთეს დასაწყისს ვერ ვინატრებდით!
TCR-ის საერთაშორისო სერიის პირველობა ჩვენთვის, ჩვენსავე ავტოდრომზე, იდეალურად დაიწყო! დათა ქაჯაიამ პირველი რბოლა მოიგო, მეორე რბოლაში კი მე-6 ადგილი დაიკავა და რუსთავის ეტაპის შემდეგ, სატურნირო ცხრილს 38 ქულით ლიდერობს! ეს არის დიდი გამარჯვება, რომლითაც მთელმა საქართველომ უნდა იამაყოს!

"ბედნიერესი ვარ... სიტყვები არ მყოფნის! უბრალოდ, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ქვეყანას ასეთი მხარდაჭერისთვის! მძიმე რბოლა იყო... სტარტი კარგი გამომივიდა, უპირატესობას ვზრდიდი, მაგრამ მე-6 წრის შემდეგ, წინა საბურავების გამო, იძულებული გავხდი, თავდაცვაზე გადავსულიყავი. რაც მთავარია, პირველი ადგილის შენარჩუნება მოვახერხე. საკუთარ ტრეკზე გამარჯვება განუმეორებელი განცდაა. უღრმესი მადლობა ყველას!" - განაცხადა ქაჯაიამ პირველი რბოლის შემდეგ.

წარმატებული კვალიფიკაციის შემდეგ გაგვიჩნდა იმედი, რომ დათა რბოლასაც მოიგებდა, მაგრამ ისიც ცხადი იყო, რომ პირველი ადგილის შენარჩუნება ადვილი არ იქნებოდა. ქაჯაიამ შესანიშნავი სტარტი აიღო და პირველი 6 წრის განმავლობაში უპირატესობას სტაბილურად ზრდიდა, მაგრამ მე-6 წრიდან, წინა საბურავების პრობლემების გამო, იძულებული გახდა, თავდაცვაზე გადასულიყო...

ავტორბოლაში თავის დაცვასაც ნიჭი და მოხერხება უნდა! თამამად შეიძლება ითქვას, რომ დარჩენილ 9 წრეზე ქაჯაია შესანიშნავად იცავდა თავს უნგრელი ფერენც ფიცასგან. მისი და ქაჯაიას დუელის კულმინაცია მე-14 წრეზე დაფიქსირდა, როცა უნგრელი შეეხო კიდეც დათას "ალფა რომეო ჯულიეტას" უკანალს! მაგრამ ქაჯაიამ რამდენჯერმე შესანიშნავად დაუკეტა გასასწრები ზონები, ფიცას შანსი არ დაუტოვა და ფინიში პირველმა გადაკვეთა!

კვალიფიკაციის წესებიდან გამომდინარე, მეორე რბოლა ქაჯაიამ მე-10 პოზიციიდან დაიწყო, თუმცა მაინც მოახერხა წინ წაწევა და პირველ რბოლაში მოპოვებულ 25 ქულას, კიდევ 8 ქულა შემატა! ამას დაემატა კვალიფიკაციის მოგებისთვის მიღებული 5 ქულა და, დათა ქაჯაია პირველი ეტაპისა და 2 რბოლის შემდეგ, TCR Iნტერნატიონალ-ს 38 ქულით ლიდერობს!

ლიდერები ვართ გუნდებშიც: GE-Fორცე-ს ჯამში 52 ქულა აქვს, რადგან ჩვენი გუნდის მეორე მრბოლელმა, სერბმა დუშან ბორკოვიჩმა პირველ რბოლაში 2, ხოლო მეორე რბოლაში 12 და ჯამში 14 ქულა მოგვიტანა!

მომდევნო ეტაპი ბაჰრეინში, 14-16 აპრილს გაიმართება. როგორც იცით, რუსთავის ეტაპი პირველი იყო - სულ დარჩენილია 9 ეტაპი და 18 რბოლა.

სატურნირო ცხრილი

(დარჩენილია 9 ეტაპი და 18 რბოლა)

ა მრბოლელი კვ. რ1 რ2 ქულა

1. დავით ქაჯაია 5 25 8 38

2. ატილა ტაში 4 10 18 32

3. პეპე ორიოლა 0 6 25 31

4. ჟან-კარლ ვერნეი 2 8 15 25

5. ფერენც ფიცა 3 18 0 21

6. სტეფანო კომინი 0 15 0 15

7. დუშან ბორკოვიჩი 0 2 12 14

8. რობერტო კოლჩაგო 1 12 0 13

9. ჯეიმს ნეში 0 0 10 10

10. ჯანი მორბიდელი 0 1 6 7

11. ჯაკომო ალტოე 0 4 1 5

12. პიერ კორთალსი 0 0 4 4

13. უგო ვალენტე 0 0 2 2

კვ - ქულა კვალიფიკაციაზე; რ1 - ქულა პირველ რბოლაში; რ2 - ქულა მეორე რბოლაში.

შაკო ბუაჩიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქუთაისელი
ვისაც მანქანით სწრაფი სიარული გიყვართ - ა, ბატონო, ტრასა, შესაძლებლობა და აქიარეთ უსაფრთხოდ, რამდენიც გინდათ! ქაჯაიას ბრავო! წარმატებები შემდეგ რბოლებზე!
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
რას ნიშნავს ტექნიკური SEO და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
მარკის რიდის წარმატებული დებიუტი და გამარჯვება ევროთასზე
კლოპის ხელმძღვანელობით გერმანიამ პირველად მოიგო - ნიდერლანდებმა საბერძნეთთან ფრეს მიაღწია
პორტუგალიამ დანიას რონალდოს გარეშე მოუგო და ერთპიროვნული ლიდერია
ოთარ კაკაბაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალ პირველი თამაში მოვიგოთ
რამაზ სვანაძე: ეს ორივე გუნდისთვის ჯგუფის მოსაგებად ბოლო შანსია
U21. ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს - მჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ
საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
“მახსოვს ეს ისტორია…” - უკრაინელმა ჟურნალისტმა ახსნა, რატომ არჩია წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
პორტუგალიას ახალი "7-იანი" ჰყავს - რონალდოს უკან მისაბრუნებლად აეროპორტში მწვრთნელი და პრეზიდენტი მივიდნენ
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
უარი თურქებსა და არაბებს - კონსეისაოს ტოპ 5 ლიგის გუნდში მუშაობა უნდა
რატომ დატოვა კრიშტიანო რონალდომ ეროვნული ნაკრები - მედიაში დეტალები გასაჯაროვდა
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: დათა ქაჯაია რბოლას უბრუნდება
ᓓᓐᓗᓐ ᓥᓐᓯᓐᓘᓐᓛ "ᓞᓘᓙᓐᓞᓔᓑᓨᓘ" ᓞᓘᓠᓕᓔᓚᓘ ᓐᓓᓒᓘᓚᓘ ᓓᓐᓘᓙᓐᓕᓐ
დათა ქაჯაიამ TCR International-ის მეშვიდე რბოლაში მესამე ადგილი დაიკავა
ᓓᓐᓗᓐ ᓥᓐᓯᓐᓘᓐᓡ ᓒᓐᓛᓐᓠᓯᓕᓔᓑᓐ ᓘᓡᓢᓝᓠᓘᓣᓚᓘ ᓠᓔᓙᓝᓠᓓᓘᓗ
დათა ქაჯაია ახალ სერიაში იასპარეზებს