საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თურქულ კლუბში გადასვლის მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს
თორნიკე ოქრიაშვილი "ესქიშეჰირსფორის" ფეხბურთელი გახდა. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური "გენკის" შემტევი ნახევარმცველი მენეჯერ მამუკა ამიროვთან ერთად სტამბოლში 10 იანვარს ჩაფრინდა. მაშინ ამიროვი "ლელოსთან" ინტერვიუში ამბობდა, რომ ტრანსფერის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ იყო...

თუმცა ის ფრთხილობდა. თავად ოქრიაშვილის თურქეთში ჩასვლა უკვე მიანიშნებდა იმაზე, რომ საქმე სერიოზულად იყო. 11 იანვარს თორნიკემ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, გუშინ კი თურქეთის სუპერლიგის კლუბთან საიჯარო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი - "გენკის" 23 წლის ლეგიონერი "ესქიშეჰირში" (ჩვენებურად - "ძველი ქალაქი") სეზონის ბოლომდე ითამაშებს. გავრცელებული ინფორმაციით, თურქულ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

ცნობისთვის: ოქრიაშვილის ახალმა გუნდმა პირველ წრეში გამართულ 17 ტურში მხოლოდ 10 ქულა დააგროვა და 18-გუნდიან სუპერლიგაში ბოლო ადგილზეა. ლიგიდან 3 გუნდი ვარდება, "ესქიშეჰირი" კი მე-15 ადგილზე მყოფ "სივასფორს" მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება და კლუბის ხელმძღვანელობას ელიტაში ადგილის შენარჩუნების რეალური იმედი აქვს. თანაც, "ესქიშეჰირს" არც ისე ცუდი შემადგენლობა ჰყავს - "პსვ ეინდჰოვენსა" და "ვესტ ჰემში" ნათამაშები ბელგიელი მეკარე რუდ ბოფინი, არგენტინის ეროვნული გუნდის ნახევარმცველი მატიას ადრიან ფედერიკო, განის ნაკრების წევრი ჯერი აკამინკო, "მონაკოში" ნათამაშები კონგოელი მცველი სედრიკ მონგონგუ, შვეიცარიისა და ჩილეს ნაკრებების თავდამსხმელები - ნასიმ ბენ ჰალიფა და სებასტიან ანდრეს პინტუ. ოქრიაშვილის გარდა, "ესქიშეჰირში" კიდევ 5 გამოცდილი მოთამაშის აყვანას აპირებენ.

გუშინვე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი "ესქიშეჰირის" ხელმძღვანელობამ მედიას წარუდგინა. ოქრიაშვილს თურქეთში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ...

ბარემ აქვე ვიტყვით: ინტერნეტგამოცემა "ტრანსფერმარკტმა" ოქრიაშვილის გამოსყიდვის პირობით ღირებულებად 2 მილიონი ევრო დაასახელა, მაგრამ გუშინ ამ ვებგვერდზე დაფიქსირებული თანხა ბევრმა გულშემატკივარმა არასწორად გაიგო: ახლანდელი შეთანხმება საიჯაროა და ცხადია, "ესქიშეჰირი" ქართველ ლეგიონერში ამხელა თანხას ვერ გადაიხდიდა. ოქრიაშვილს ამ თემაზეც ველაპარაკეთ...

- პირველ რიგში, ახალ კლუბში გადასვლას გილოცავთ!

- დიდი მადლობა.

- ახალი გუნდით კმაყოფილი ხართ?

- რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. ჩემთვის ეს ტრანსფერი დიდი სტიმულია. აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ ვითამაშო და საუკეთესო ფორმაში ჩავდგე.

- "ესქიშეჰირს" სუპერლიგაში მომავალი მატჩი 18 იანვარს, "ფენერბაჰჩესთან" საკუთარ მოედანზე უწევს. განაცხადში თუ იქნებით?

- ეს ჯერ არ ვიცი, მაგრამ ამის დიდი იმედი მაქვს.

- კლუბში კი ჩაირიცხეთ, მაგრამ არაფერი იყო ნათქვამი, რომელი ნომრის მაისურით ითამაშებთ?

- ჯერ არც ამიღია. მინდოდა, 10 ნომერი მქონოდა, მაგრამ "ესქიშეჰირში" 25 ფეხბურთელია და ყველა კარგი ნომერი დაკავებული დამხვდა. ამიტომ მინდა 70 ან 80-ნომრიანი მაისურა. თუმცა, ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. ნებისმიერს დავჯერდები, მთავარია, ვითამაშო.

- გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, იჯარის დასრულების შემდეგ თურქულ კლუბს "გენკისგან" თქვენი გამოსყიდვის უფლება ექნება. კონკრეტული თანხაც დასახელდა - 2,5 მილიონი ევრო...

- არა, რა გამოსყიდვის უფლება?! მგონი, "ესქიშეჰირის" მთელი ბიუჯეტიც არ არის 2,5 მილიონი ევრო და ამ თანხად ნამდვილად ვერ გამომისყიდიან, ეს გამორიცხულია. ამ გუნდში 5-თვიანი იჯარით ვითამაშებ და მერე არ ვიცი, რა მოხდება...

ისე, თურქეთში სხვაგვარი იმედით ჩამოვედი - კარგად რომ ვითამაშო და სეზონის დასრულების შემდეგ... მაგალითად, "გალათასარაიში" გადავიდე.

- ძალიან კარგი იქნება, ასე რომ მოხდეს... ახლა ეს გვითხარით, რამდენად მართალია ინფორმაცია, თითქოს "გენკის" მთავარი მწვრთნელი პეტერ მაესი, მიუხედავად იმისა, რომ არ გათამაშებდათ, ბოლოს მაინც ეწინააღმდეგებოდა თურქეთში თქვენ გაშვებას?

- ასე იყო, მას მართლა არ სურდა, რომ "გენკიდან" წავსულიყავი, მაგრამ ბელგიაში გაჩერება თავად აღარ შემეძლო. იქ დარჩენას აზრი არც ჰქონდა.

- და რატომ ვერ შეეწყვეთ ბელგიას?

- ასეც ვერ ვიტყვი, რომ ვერ შევეწყვე. აი, მწვრთნელს კი ნამდვილად ვერ შევეწყვე. თუმცა ახლა "გენკსა" და მაესზე ლაპარაკი აღარ მსურს. დასამალი არაა, რაც ცუდი იყო, ყველაფერი წარსულში დავტოვე, ფეხბურთის გამო ყველაფერი გვერდით გადავდე. მოკლედ რომ ვთქვა - დავჭკვიანდი!

- სხვათა შორის, ეს გვესმოდა კიდეც - ბოლო ნახევარ წელიწადში ძალიან შეიცვალეთ და მონდომებით ვარჯიშობდით...

- შევიცვალე, რადგან ესეც დრომ მოიტანა. პროფესიონალიზმისა და საქმისადმი დიდი სიყვარულის გარეშე წარმატებას ვერც ფეხბურთში მიაღწევ და ვერც სხვა სფეროში. ცხადია, ვერც დიდ ფეხბურთს ითამაშებ. მე კი დღევანდელ დონეზე დარჩენა არ მინდა.

- თურქულ და ბელგიურ ლიგებს შორის ბევრი განსხვავებაა. თქვენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია?

- აქაური ფეხბურთის სტილი. მე თურქული ჩემპიონატი ბელგიისას ბევრად მირჩევნია და მიმაჩნია, რომ აქაური სუპერლიგა უფრო მაღალი დონისაა. იმედი მაქვს, თურქეთში მეტ გამოცდილებასაც მივიღებ და უფრო თავდაჯერებულიც გავხდები. ბელგიასა და "გენკს" კი არ ვიწუნებ, მათი ლიგაც მშვენიერი დონისაა და გუნდიც ძლიერია, მაგრამ თურქეთში უფრო თამაშობენ იმ ტექნიკურ ფეხბურთს, რაც მე მომწონს, სულ ბურთით არიან და თამაშებიც უკეთესი სანახავია. ბელგიაში კი უფრო მეტი სირბილია, ვიდრე ლამაზი თამაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gerchi
ვისაც ფეხბურთი ესმის , ამის ჟონგლიორობა ვის უკვირს და დღევანდელ ფეხბურთში ვის ჭირდება ?
kaxa
უნდა მოინდომო თოკო თორემ გალათასარაი კი არა კვიპროსი და აზერბაიჯანი გაიხდება სანატრელი. მე წარმატებას გისურვებ და აბა შენი საქმისა შენ იცი.
123
წარმატებებს გისურვებ, ცოტა ადრეც შეგეძლო და უფრო მეტსაც მიაღწევდი. ქართული ფეხბურთი კიდევ ერთ ტალანტს კარგავდა და შენ მილიონებს.
kaxeli papa
სიტყვის კაცია ოქრია! აი, ნახავენ ბოგმიანები, რომ გაიბრწყინებს მისი ვარსკვლავი! ყველაფერი გამოგივა!
2015
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ახალგაზრდაა, მისი კარიერის პიკმა უკვე ჩაიარა. ახლა თურქეთის, შემდეგ ალბათ კვიპროსის, ბოლოს ისევ საქართველოს ჩემპიონატებში ითამაშებს.
ფილკა
ეს კაცი ნიჭითა და შესაძლებლობით დიდ გუნდებში იმსახურებს თამაშს.კარგი სპეციალისტი მაქსიმალურად გამოიყენებს მის საფეხბურთო პოტენციალს.
bebeto
თუ დაჭკვიანდა ძალიან კარგი,ნაკრებისთვის საჭირო ფეხბურთელია, შრომა უნდა გააგრძელოს და უკეთეს გუნდში აუცილებლათ მოხვდება.
თაზო
გასწორებული ლურსმნის და გამოსწორებული კაცის მე არ მჯერა:)):)):))ღმერთმა ქნას და წარმატებებს გისურვებ.
კოჭლი ჯონი
რა გეჩქარებოდა, ჯერ წნორის მილანში გადმოსულიყავი და მერე დაჭკვიანებულიყავი.
გულშემატკივარი
ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამას ჰგონია ყველას სძულდა, ვერ იტანდნენ და ა.შ. კრიტიკა ვერ გაიგო ტიპმა. ღმერთო გვიშველე, შენს წარმატებაზე რომ ვნერვიულობდით ამიტომაც ვბრაზდებოდით შენს უმსგავსო, ბავშვურ საქციელებზე. საქართველოს ნაკრები რომ გვადარდებს იმიტომაც გვინდოდა, რომ ხშირად გეთამაშა და ფორმაში ყოფილიყავი. კი იძახი რომ დავჭკვიანდიო, მაგრამ ვერ მოგიწონებ იმ საქციელს რაც უკვე შენს ამჟამინდელ კლუბზე თქვი, 2,5 მლნ მთლიანი კლუბის ბიუჯეტიც კი არ არისო. ნუ, "ბლატნოი" ნომერი გინდა, ნუ. გინდა და ვერაფერს ვიზამთ. კარგია, რომ ამბიცია ჯერ კიდევ გაქვს, მაგრამ "კარგად თუ ვითამაშე და გალათასარაიში გადავიდე" ეს ფორმულა არ არის, არავინ იცის რომელ კლუბში აღმოჩნდება, ამით გალათასარაისაც აყენებ უხერხულ მდგომარეობაში. საერთოდ გალათასარაი "აზიურ ბარსელონად" მოიხსენიება რომ იცოდე და თუ დაიჯერებ ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელებზე ნადირობენ და იქ თუ გინდა მოხვდე ძალიან უნდა მოინდომო ამ 5 თვეში. მოკლედ შენ თუ კარგ ფორმაში ჩადგები ეს მხოლოდ წაადგება ჩვენს ნაკრებს და გაგვიხარდება შენი წარმატება, დაგვიჯერე, ყველას გვინდა, რომ დიდ წარმატებას მიაღწიო. ასევე გვინდა ყველა ქართველმა მიაღწიოს დიდ წარმატებას, შენც, ვაკომაც, ჯანომაც, ჯაბამაც და საერთოდ ყველამ
dato
ნაკრებში კაი ხარ და ბელგია რა გახდა ნუ გამაგიჟე!!!
ინასა
პატარა მამლუქია, მიდი ოქრიი, ისე ჰგავს ჰაკან შუქურს
Nukri
ოღონდა საქმით გვანახე რომ დაჭკვიანდი და გეფიცები დავიჯერებ თორემ ცარიელი დაპირებებით ხალხი გაბერილია .გინდა პოლიტიკა იყოს გინდა სპორტი
mm
ნუ დაგღვალეთ. თურმე დაჭკვიანდა.
nikolozi
ნაღდად დაჭკვიანებულა. რა მოხდა თუ ბლატნოი ნომერი უნდა
ხონი
საქართველოს ნაკრებში მონდობებით,საუკეთესოა გისურვეთ წარმატებებს
status quo
ამ ბიჭისგან არაფერი არ გამოვა...ეს ისევ გააგრძელებს სიზარმაცეს და ხვიშტირიკებს...
tngh
"ოქრი",გულშემატკივრებს შენი დიდი იმედი გვაქვს. წარმატებებს გისურვებთ!!!
midi-ს
და შენ გგონია ვინმეს ეწყინება წარმატებებს თუ მიაღწევს? ზუსტად ამ ადამიანის დამოკიდებულება აღიზიანებს გულშემატკივარს, ამხელა კაცია და უპასუხისმგებლოდ იქცევა და ვერ გაიზარდა ყველანაირი შანსი ქონდა წარმატების მისაღწევად, მაგრამ სად ამოყო თავი თავისი ბავშური ქცევებით, თურქეთის ბოლოდ გუნდიდან თუ გაქაჩავს რაღაც არ მგონია, ღმერთმა ხელი მოუმართოს.
Raul
ღმერთმა ქნას, რომ სიტყვა საქმედ აქციოს და მართლა დაჭკვიანდეს...
gio
ჰო ჰო ჰო...ჭყპყ ლიგებში ითამაშეთ და მიაღწევთ....
1
ვისაც ამის წამრატება არ გაუხარდება ფაქტია საქართველოს მტერია, მაგრამ ამის დაჭკვიანება სალამურის თემაა რააა
midis
საღოლ
rokf
რაის 2 მილიონი არ აქ ესქიშეჰირს 28 მილიონი აქ ბიუჯეტი და თურქეთის ჩემპიონატი აშკარად ჯიბია ბელგიისას
123
კა დროს დაჭკვიანებაა, ჩაიარა ამის მატარებელმა. მართალია ika ხუთ თვეში გორის დილაში იქნება
gakho
თურქული ფეხბურთი რომ ბევრად სჯობს ბელგიურს ეს რა გასაკვირია მაინტერესებს გალათასარაი, ფენერბახჩე, ბეშიქთაში აქედან რომელს სჯობს თუნდაც ანდერლეხტი ან ბრიუგე? თურქეთში უფრო აფასებენ ტექნიკურ ფეხბურთელებს ზუსტად ოქრის სტილის ფეხბურთელებს.... ეხლა ვნახე და ოქრის 10 ნომერი მიცეს
midi
მე მჯერა ამ ბიჭის, მიაღწევს ბევრს, როგორ მინდა გააჩუმოს ყველა და ჩააგდებინოს ენა ვინც დღეს ირონიულად მოიხსენიებს, მიდი თორნიკე არდანებდე, შენი ნიჭის პატრონს ყველაფერი წინ ააქვს! წარმატებები და მომავალ სეზონში გალა ან ფენერი!
dadu
ეჰ ცოტა ხო არ დაგაგვიანდა :( მაგრამ ნათქვამია სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო. მიდი ძმაო მიდი იქნებ ისევ გახდე ფეხბურთელი და იმის მეათედი მაინც ითამაშო რაც უნდა გეთამაშა.
zura
კაი დროსია, გუნდში გადახვედი რომელიც თურქეთშიც კი გასავარდნ პოზიციაზეა, როცა იყავი ბელგიაში მაშინ გეფიქრა დაჭკვიანებაზე მაგრამ მაშინ ეტყობა "ბეენვეს" ფული გქონდა და კმაყოფილი იყავი.
ika
5 თვის მერე გორის დილაში ხარ :D:D:D:D
ალეკსანდრე
მეეჩვება თურქული ფეხბურთი ბელგიურს ჯობდეს,მაგრამ მტავარია რომ ტორნიკემ სცორი დასკვნები გამოიტანა,ეს ტვიტონაც ცაადგება და ნაკრებისტვისაც სასარგებლო იკნება
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
თორნიკე ოქრიაშვილი: "ესქიშეჰირის" სუპერლიგაში დარჩენა - სხვაზე არც ვფიქრობ
"ატალანტა" მზადაა "გენკის" მცველი 10 მილიონად შეიძინოს
ჩემპიონთა ლიგა. VI ტურის წინ: დღე, როცა ყველა თამაში უმნიშვნელოვანესია
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
თორნიკე ოქრიაშვილი თურქეთშია, "ესქიშეჰირთან" მოლაპარაკება მთავრდება
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "ლივერპული" გადარჩა, "ზალცბურგი" ჩარჩა, "ნაპოლი" მეორეზე დარჩა [VIDEO]
თორნიკე ოქრიაშვილის ევროპული ვარიანტები - განსაკუთრებით ესპანელები აქტიურობენ
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
კარლო ანჩელოტი: არ გადავდგები, თუმცა...
"საჩუქარი" კარლო ანჩელოტის პლეი-ოფში გასვლისთვის - გადააყენეს!
ჩემპიონთა ლიგა. V ტური: "ბარსელონა" და "ლაიპციგი" გავიდნენ, "ლივერპული" - კატასტროფის წინაშე, "ინტერმა" "სლავია" მსაჯიანად დაამარცხა [VIDEO]
ოქრიაშვილის მენეჯერი: ჰოლანდიის, ბელგიისა და გერმანიის გუნდებთან ვლაპარაკობთ
ntvspor.net: თორნიკე ოქრიაშვილი "ბეშიქთაშთან" სასტარტოში იქნება
"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
თორნიკე ოქრიაშვილი "ესქიშეჰირსფორთან" კონტრაქტს დღეს გააფორმებს
თორნიკე ოქრიაშვილი "ესქიშეჰირსფორში" წარადგინეს [PHOTO]
ლეგიონი გუშინ: ოქრიაშვილის 90 წუთი და გამარჯვება "ესქიშეჰირში"
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
[ექსკლუზივი] ოქრიაშვილის აგენტი: თორნიკემ თურქულ კლუბში წასვლა არჩია!
სულ სხვა ოქრიაშვილს ნახავთ... მენეჯერის თქმით, თორნიკეს "ვერდერის" ვარიანტი აქვს
ლუკა ზარანდია გაოცებულია, თორნიკე ოქრიაშვილის აგენტი "ვიტესს" გამორიცხავს
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
ლეგიონი გუშინ: თორნიკე ოქრიაშვილს ენდობიან, მაგრამ...