ვაკო გვილია: "ეს ამბავი უკრაინელმა მეგობარმა მითხრა. უზომოდ გამიხარდა. ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო"
11 იანვარს ციურიხში გამართულ გალა-დაჯილდოებაზე, 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელებთან, მწვრთნელებთან და სხვა ნომინაციებთან ერთად, წლის საუკეთესო გოლის ავტორიც დაასახელეს. ამ ნომინაციაში ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, 27 წლის უენდელ ლირამ გაიმარჯვა და ფერენც პუშკაშის სახელობის პრიზიც მიიღო.

2015 წლის საუკეთესო გოლის ავტორი ბრაზილიელი უენდელ ლირა გახდა [VIDEO]

ნომინანტებს შორის იყვნენ "რომას" შემტევი ალესანდრო ფლორენცი, რომელმაც "ბარსელონას" გაუტანა, და ლიონელ მესი, რომელმაც "ბაიერნის" კარი აიღო - მსოფლიოს აწ უკვე ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა ჯერომ ბოატენგი გზიდან ისე ეფექტურად ჩამოიცილა, მარტო აღფრთოვანება კი არა, გვარიანადაც იხალისებ კაცი...

ჩვენ კი აქამდე უცნობ ამბავს გეტყვით: ფიფას მიერ შერჩეულ წლის 100 საუკეთესო გოლს შორის ერთ-ერთის ავტორი ქართველი ფეხბურთელიცაა - ვალერიან გვილია.

ზაპოროჟიეს "მეტალურგისა" და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების 21 წლის საყრდენ ნახევარმცველს "დნიპროს" კარში გატანილი გოლი დაუფასეს. ეს მატჩი ზაპოროჟიეში 12 სექტემბერს გაიმართა და სტუმრებმა 4:1 მოიგეს. მეტალურგთაგან შედევრი შექმნა გვილიამ, რომელმაც ეფექტური კომბინაცია წამოიწყო, მერე თავადვე განავითარა და ეფექტურადვე დააგვირგვინა - ჯერ მცველი, მერე კი მეკარეც ოსტატურად გააცურა და ბურთი ბადეში გაახვია. გვილიას გოლი 89-ე ადგილზე გავიდა.

"ეს ამბავი უკრაინელმა მეგობარმა მითხრა. უზომოდ გამიხარდა. ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო. მეამაყება, რომ საუკეთესო გოლებში ქართული გოლიც დაფიქსირდა", - ამბობს გვილია.

შეგახსენებთ, რომ გვილია ზაპოროჟიეს "მეტალურგში" აღარ თამაშობს. მან გუნდი დეკემბერში დატოვა, საქართველოს პასპორტი დაიბრუნა და ახლა პორტუგალიაში გადასვლას იმედოვნებს. როგორც გუშინ თავად გვითხრა, მისი ახალი გუნდის ვინაობა ერთ კვირაში გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bujanga
კანკავას გოლს რა დაუწუნეს..ნოიერი დატოვა განცვიჟრებული")))
gakho
უფროსწორედ მე-15 ადგილზეა მჭედლიძის გოლი
gakho
ბიჭებო თქვენ რო დებთ ლინკს იქ 99-ზე კაჭარავას გოლიცაა ხოლო 13-ადგილზე მჭედლიძის გოლი
avtors!!!!
თქვენ ფიფას დაჯილდოებას უყურეთ? თუ მოყოლილს წერთ? მესის გოლი ბავარიასთან გახდა უეფას წლის საუკეთესო ერთი თვის წინ, გუშინ კი წარდგენილი იყო მესის გოლი ატლეტიკთან ესპანეთის თასის ფინალში. პატივისცემით....
jango
https://www.youtube.com/watch?v=1FGjnlJ9INg მონახეთ ოქრიაშვილი 74-ე
jango
....გეყურებინა მაინც ის მიმოხილვა 100 გოლის, იქ 74-ეა ოქრიაშვილის გოლი. სინდისი არ გაწუხებს ?თქვი კაცურად რა!!!
georgiano
ვაკო ძაან მაგარი კაცი ხარ! კარგი ქართველი ხარ და წარმატებები შენ!
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩამ დაბრუნება ლამაზი გოლით აღნიშნა - პსჟ-მ "მარსელი" გაანადგურა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
რუსულად საუბრის გამო დაისაჯა - "კარპატის" უკრაინელ მცველს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
ალესანდრო ფლორენცი: არ ვრისკავდით, "ბარსელონას" ისეთი არაფერი გაუკეთებია
"მესის ტრანსფერზე ვმუშაობთ" - ლეომ შესაძლოა, კარიერა სამშობლოში დაასრულოს
"რომას" კაპიტანი კარიერას "ვალენსიაში" გააგრძელებს
ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა
2020 წლის ევროპის ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია
ფლორენცი: რონალდოს ჰგონია, რომ ყველაფრის უფლება აქვს [VIDEO]
შუა თითი და უხამსი ჟესტები მატჩის შემდეგ - ვინ არის გონსალო ფეიო, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც ავარჯიშებდა
ვაკო გვილიამ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა
"როცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წავაგეთ, არავინ მელაპარაკებოდა. იცით, მესიმ რა გააკეთა?" - გონსალო იგუაინი
უკანონო ფსონების საქმეზე კიდევ ერთი იტალიელი ფეხბურთელია ეჭვმიტანილი
ვაკო გვილია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია
ოფიციალურად: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის დასახელდა
"ოქროს ბურთი"? მე პრემიერლიგის მოგება მირჩევნია" - მოჰამედ სალაჰი
ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]
ტოტისა და დე როსის წასვლით რაღაც დავკარგეთ - ედინ ჯეკო
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"მეგონა სიაში უფრო წინ ვიქნებოდი, ასეთი ჯილდოები ზოგჯერ უსამართლოა" - ლაუტარო მარტინესმა "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"გთხოვთ... "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - დუემ თანაგუნდელი გამოარჩია
2025 Ballon d’Or. გენიალური "კვარადონა" "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა ათეულშია
2015 წლის საუკეთესო გოლის ავტორი ბრაზილიელი უენდელ ლირა გახდა [VIDEO]
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
გვილია "ლეგიაში" ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს
"რეალის" ყოფილი მცველი მესისთან ერთად "ინტერ მაიამიში" ითამაშებს