"ალესანდრიას" ელიტაში თამაში უნდა
მიმდინარე სეზონში, იტალიის თასის გათამაშება მეტად უცნაურად მიმდინარეობს. ტურნირის ბადე ისე დალაგდა, რომ "მილანს" ფინალამდე ძალიან იოლი გზა ერგო, იტალიური ფეხბურთის სხვა გრანდებს კი ურთულესი ბარიერების გადალახვა უწევთ.

"მილანმა" მეოთხედფინალში "კარპის" სძლია, ნახევარფინალში კი "ალესანდრიასთან" მოუწევს ურთიერთობის გარკვევა, რომელმაც თავის მხრივ, მეოთხედფინალში "სპეცია" დაამარცხა. ერთი სიტყვით, სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი ისეთ კომპანიაში მოხვდა, რომ გზის გაკვლევა და ფინალამდე მისვლა განსაკუთრებულ პრობლემებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული.

სამაგიეროდ, მეორე ფინალისტის ვინაობა უნდა გაირკვეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებში. გუშინ "ნაპოლიმ" "ინტერს" უმასპინძლა, დღეს კი "ლაციო" "იუვენტუსს" დაუპირისპირდება, ამ წყვილებში გამარჯვებულები კი ნახევარფინალში შეასკდებიან ერთმანეთს. წინ დიდი ბრძოლებია, იქამდე კი "ალესანდრიას" დავუბრუნდეთ, გუნდს, რომელმაც ნახევარფინალში გააღწია და საფეხბურთო იტალია აალაპარაკა.

თუ ევროპის სხვა ტოპ-ქვეყნებში თასის გათამაშებებში ხშირია სენსაციები და დასკვნით ეტაპებზე პატარა გუნდები ბევრჯერ გვინახავს, იტალიაში ეს უჩვეულო მოვლენაა. ძირითად, კოპა იტალიაზე გრანდები დომინირებენ და ნახევარფინალებსა თუ ფინალებში ისევ მათ ბატალიებს ვხედავთ. ამჯერად, ნახევარფინალში ლიგა პრო A-ს გუნდი გაძვრა.

"ალესანდრია" ჩემპიონატშიც კარგად ასპარეზობს, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და თუ ასე გააგრძელა, დიდი შანსია, რომ მომდევნო სეზონიდან სერია B-ში ვიხილოთ. გუნდის მთავარი მწვრთნელი ანჯელო გრეგუჩი თამამ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მისი მიზანი ნახევარფინალში "მილანის" დამარცხება და ფინალში გასვლაა:

"ჩვენს ქალაქში ძალიან უყვართ ფეხბურთი და ბედნიერი ვარ, რომ გულშემატკივართა გახარება შევძელით. ჩვენი მიზანი ფინალში გასვლაა, შემდეგ კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მადლობა ფეხბურთელებს, რომლებმაც თავდადების შესანიშნავი მაგალითი გვიჩვენეს".

ალესანდრია პატარა ქალაქია პიემონტის რეგიონში, რომლის მოსახლეობა 100 ათასს აღწევს. თასის ნახევარფინალში გასვლას ქალაქის მერი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კლუბს გვერდში დაუდგება, მიზანი კი გუნდის სერია A-ში აღზევება უნდა იყოს.

რაც შეეხება "სპეცია"-"ალესანდრიას" მატჩს, სტუმრები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში აგებდნენ, თუმცა ბოლო 10 წუთში ორი გოლი შეაგდეს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. მატჩის გმირი შეცვლაზე შესული რიკარდო ბოკალონია, რომელმაც დუბლი შეასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
[VIDEO] ინტერვიუს დროს კანკალებდა - ლავეცის ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეშფოთება გამოიწვია
ტრავმების ეპიდემიის ფონზე, "იუვენტუსი" ზინჩენკოს დამატების ვარიანტს განიხილავს
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
"ზოგჯერ წასვლა საუკეთესო გამოსავალია", - ამორიმმა ლეაოზე ისაუბრა
"ბოლონიამ" ახალი მწვრთნელი მალევე დანიშნა
53 წლის ასაკში სინიშა მიხაილოვიჩი გარდაიცვალა
ლეაო "მილანიდან" "გალათასარაიში" გადავიდა
სინიშა მიხაილოვიჩის თქმით, ჩემპიონატის უმაყურებლოდ ჩატარებას აზრი არა აქვს
აი, კომპენსაცია - მიხაილოვიჩმა "სპორტინგში" 9 დღე იმუშავა და 3 მილიონს მიიღებს
"მილანმა" სანტიაგო ხიმენესი "პორტოში" გაუშვა
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
"ბოლონიას" მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი ლეიკემიითაა დაავადებული
"მინდა საკუთარ თავს ვუთხრა, სინიშა, რამდენი სიცოცხლით გიცხოვრია" - ფრანგმენტი მიხაილოვიჩის ცხოვრებიდან
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
იტალიის ჩემპიონატზე მწვრთნელმა მწვრთნელი თავურით ნოკაუტში გაგზავნა [VIDEO]
"მილანი" იტალიის თასის ფინალს მიუახლოვდა [VIDEO]