NBA-ს ხელმძღვანელობამ იმ მწვრთნელთა ვინაობა დაასახელა, რომლებიც "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მონაწილე გუნდებს უთავკაცებენ

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაასახელა იმ მწვრთნელთა ვინაობა, რომლებიც 20 თებერვალს "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მონაწილე გუნდებს ჩაუდგებიან სათავეში. აღმოსავლეთის თავკაცი "ბოსტონის" დამრიგებელი დოკ რივერსი იქნება, დასავლეთ კონფერენციის მწვრთნელი კი ჯერ კიდევ გასულ კვირას გახდა "სპურსის" თავკაცი გრეგ პოპოვიჩი.

როგორც ცნობილია, "ოლ სტარში" მონაწილე გუნდების მწვრთნელებად იმ სპეციალისტებს ნიშნავენ, რომელთა გაწვრთნილი გუნდები იმ მომენტისთვის ლიდერები არიან აღმოსავლეთისა და დასავლეთის კონფერენციებში. "ბოსტონი" 37 მოგებითა და 11 წაგებით უდგას სათავეში აღმოსავლეთის ცხრილს, "სან ანტონიოს" კი 40 მოგება და 8 წაგება აქვს და პირველ ადგილს იკავებს დასავლეთში.

გარდა ამისა, გუშინ დასახელდა დებიუტანტთა და ე. წ. "მეორეწლიანთა" მატჩის შემადგენლობები. ტრადიციულად, სწორედ ამ შეხვედრით იხსნება "ყველა ვარსკვლავის უქმეები". ეს მატჩი 18 თებერვლისთვის არის დანიშნული.

დებიუტანტები: ერიკ ბლედსოუ ("კლიპერსი"), დემარკუს კაზინსი ("საკრამენტო"), დერიკ ფეივორსი ("ნიუ ჯერსი"), ლენდრი ფილდსი ("ნიუ იორკი"), ბლეიკ გრიფინი ("კლიპერსი"), უესლი ჯონსონი ("მინესოტა"), გრეგ მონრო ("დეტროიტი"), გარი ნილი ("სან ანტონიო"), ჯონ უოლი ("ვაშინგტონი").

მეორეწლიანები: დეჟუან ბლეირი ("სან ანტონიო"), დემარ დეროზანი ("ტორონტო"), სტივენ კარი ("გოლდენ სტეიტი"), ტაირიკ ევანსი ("საკრამენტო"), ტაჯ გიბსონი ("ჩიკაგო"), ჯრუ ჰოლიდეი ("ფილადელფია"), სერჟ იბაკა ("ოკლაჰომა"), ბრენდონ ჯენინგსი ("მილუოკი"), უესლი მეტიუზი ("პორტლენდი").

ეს მატჩი 2000 წლიდან ტარდება და 11 შეხვედრაში დებიუტანტებმა მხოლოდ სამჯერ გაიმარჯვეს, მათ შორის, შარშანდელ "ოლ სტარზე".

"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
[VIDEO] ფრენჩაიზის ისტორიაში პირველად - "ოკლაჰომა" NBA-ის ჩემპიონი გახდა
"იუვენტუსს" ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"ბაიერნი" პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს
პსჟ-ს ორი ფეხბურთელისთვის საკლუბო მუნდიალი დასრულდა
"ოქროს ბურთი" მისთვის ჯერ ადრეა" - მაკელელემ იამალზე ისაუბრა
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს
დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება
დაბრუნება 18 წლის შემდეგ - ანხელ დი მარია კვლავ "როსარიო სენტრალში" ითამაშებს
შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
ალეგრიმ დაადასტურა - ლუკა მოდრიჩი კარიერას "მილანში" განაგრძობს
"უხეში სიტყვები გაცვალეს... "ბაიერნის" ფეხბურთელები მატჩის მერე პსჟ-ის გასახდელთან მივიდნენ და ეს მოხდა" - რაფინიამ უცნობი ისტორია მოჰყვა
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] ხმა ვეღარ ამოიღო - "ჩელსის" მწვრთნელი პრესკონფერენციაზე შერცხვა
სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...
20 წ. | ცვლილებებით და როტაციით მასპინძელ იტალიასთან
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
"ნაპოლი" ოსიმენს ემუდარება - ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო
"ლიონს" კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს