ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ყველაფრის თავიდათავი არის მინისტრი... კახა ცხადაძის პრესკონფერენცია

ყველაფრის თავიდათავი არის მინისტრი... კახა ცხადაძის პრესკონფერენცია

"მე ფეხბურთში ვარ მთელი ცხოვრება და აქვე ვიქნები, მინისტრი კი შეიძლება დღეს იყოს ამ პოსტზე და ხვალ ისევ ბიზნესში დაბრუნდეს..."

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ 21 იანვარს პრესკონფერენცია გამართა. მასთან ერთად მედიის წინაშე წარდგნენ ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრები - გიორგი ჩიხრაძე და მამუკა აბუსერიძე.

პრესკონფერენციის თემა ცნობილი იყო. როგორც იცით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ცხადაძისთვის კონტრაქტის ახალი პირობები მოამზადა. თავად ცხადაძემ კი ფედერაციის პოზიციას იმით უპასუხა, რომ ხელფასის 25 პროცენტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

ოთხშაბათს ცხადაძე და ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ, თუმცა ამ შეხვედრას მაინცდამაინც დიდი სიცხადე არ შეუტანია იმ არასასიამოვნო სიტუაციაში, რაც ნაკრების გარშემო შეიქმნა.

გუშინდელ პრესკონფერენციაზე ეროვნული გუნდის თავკაცმა ქართულ საფეხბურთო თემს არაერთი საყურადღებო მესიჯი გაუგზავნა...

- ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით მოგიწვიეთ. გადავწყვიტე, მეთქვა ყველაფერი, რადგან ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დღეს ეროვნულ გუნდში არის არნახულად ჯანსაღი ატმოსფერო. გუნდი შეკრულია ისე, როგორც არასდროს...

ყველას კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, რა იყო ერთი წლის წინათ. ბაქოს "ინტერთან" კონტრაქტი 2017 წლის 30 მაისამდე მქონდა. გავაუქმე ეს კონტრაქტი და წამოვედი საქართველოში, რადგან ჩემს ქვეყანას ვჭირდებოდი. პირველი 6 თვის განმავლობაში უხელფასოდ ვიმუშავე ნაკრებში. ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩემს წინამორბედებზე დაახლოებით 60 პროცენტით ნაკლებ ანაზღაურებაზე დავთანხმდი...

თავადაც იცით, რომ ნაკრებში ძალიან ბევრი პრობლემა იყო. ფეხბურთელებს დაკარგული ჰქონდათ ოპტიმიზმი. შევცვალეთ სათამაშო სტილი, დავამკვიდრეთ ახალი ფილოსოფია. იყო ბევრი კარგი და ბევრი მძიმე წუთი, მაგრამ ფაქტია, რომ დღემდე დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება მოვასწარით...

მოვიდა სექტემბერ-ოქტომბერი და დადგა ძლიერ გუნდებთან შესარჩევი თამაშების დრო. ჩვენ მომავლისკენ ოპტიმიზმით გავიხედეთ. ყველას გაგვიჩნდა რწმენა, რომ ახალ საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოს ნაკრებს შეუძლია, წარმატებით ითამაშოს და ხალხი გაახაროს...

გერმანიასთან მატჩის შემდეგ განვაცხადე, რომ კარგი იქნებოდა, ფეხბურთელების ფინანსურად მოტივირება იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში წარმატებით გამოვალთ-მეთქი...

ორ დღეში ტელევიზიით გამოდის სპორტის მინისტრი და ამბობს, რომ მისი შეხედულება ასეთია: უნდა იყოს დაბალი ხელფასი და ანაზღაურების ბონუსური სისტემა. მერე ერთ-ერთ ღონისძიებაზე ჩვენ შევხვდით ერთმანეთს და მინისტრმა პირდაპირ მითხრა, რომ არ აპირებს ჩემთვის ხელფასის გადახდას, რომ სახელმწიფო არ დააფინანსებს მწვრთნელის ანაზღაურებას...

მე ვუთხარი, რომ ის უნდა დაეხმაროს ფეხბურთს, მაგრამ მან ისევ მითხრა, რომ არ აპირებს მაღალი ხელფასის გადახდას.

ყველამ ვიცით, როგორ ფინანსურ მდგომარეობაშია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. თუ სახელმწიფო არ დაეხმარა, ისე ფედერაციას ამ სირთულეებთან გამკლავება გაუჭირდება...

ახლა ზუსტად არ მახსოვს, 18 თუ 19 დეკემბერი იყო. ჩემთან კონკრეტული წინადადებით ჩამოვიდა ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენელი (ჩვენი ინფორმაციით, ლაპარაკია ალმათის "ქაირათზე" - რედ.) და შემომთავაზა ფინანსური თვალსაზრისით მეტად მომგებიანი წინადადება. შემიძლია, ყველაფერი გითხრათ დმიტრი გალიამინის ვიზიტთან დაკავშირებით - სად ვისხედით, სად ვივახშმეთ, როდის გავაცილე...

მე ამ დროს გამოვთქვი მზადყოფნა, შემემცირებინა ხელფასი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე. პასუხისმგებელი ვარ თქვენ წინაშე, ქართველი ხალხის წინაშე. ასე დავკრა ფეხი და 8 თვეში წავიდე, რა გამოვა ამით? ის, რომ დიდ ფულს გავეკიდე? ვიკლებ 25 პროცენტს და დავიბრუნებ იმ შემთხვევაში, თუ მისაღები შედეგი დაიდება...

მე ვუთხარი ამის თაობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, პირადად ლევან კობიაშვილს. ისიც ვთქვი, რომ მზად ვიყავი, შემემცირებინა ხელფასი და თუ ეს პირობაც არ იქნებოდა მისაღები, მაშინ ერთობლივად მიგვეღო გადაწყვეტილება...

მერე ჩვენ შორის კონტაქტი ვეღარ შედგა. თუ არ ვცდები, ლევანი ბათუმში იყო, კლუბებთან შეხვედრაზე. ერთპიროვნულად მივიღე გადაწყვეტილება, უარი მეთქვა ამ შეთავაზებაზე...

ვერ წავიდოდი გუნდიდან, სადაც ამხელა ერთიანობაა. ბიჭები ყოველდღე მირეკავენ, მათგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ... აგერ, ნიკა კვეკვესკირმა საქართველოს ნაკრებში სულ ორი მატჩი ითამაშა და მისი მესიჯი შემიძლია გაჩვენოთ...

მე კონტრაქტი მაქვს. ჩვენ ყველას გვაქვს გარკვეული ვალდებულებები ჩვენივე შემოსავლებიდან გამომდინარე. რაც გავაკეთე ჩემს ხელფასთან დაკავშირებით, ეს იყო ჩემი მაქსიმუმი...

გუშინ ლევან კობიაშვილმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვერ შევთანხმდებით, მზადაა, კომპენსაცია გადაიხადოს. სამწუხაროა, რომ ყველაფრის თავიდათავი არის სპორტის მინისტრის დამოკიდებულება ჩემ მიმართ და იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც მისი სურვილით მე უნდა შემცვალოს...

ჩემი აზრით, დღეს რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დალაგებული აქვს, ესაა ეროვნული ნაკრები. ეს არის შეკრული, ერთი დიდი ოჯახი და ამას ყველა ფეხბურთელი დაადასტურებს...

- რჩებით ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე?

- გულწრფელად ვუთხარი ლევან კობიაშვილს: მე შენ არასდროს გაზარალებ-მეთქი. მე ფეხბურთში ვარ მთელი ცხოვრება და აქვე ვიქნები, მინისტრი კი შეიძლება დღეს იყოს ამ პოსტზე და ხვალ ისევ ბიზნესში დაბრუნდეს...

სხვანაირად ნუ გამიგებთ, მაგრამ თავის დროზე უარი ვთქვი მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატში მონაწილეობაზე, საქართველოს ნაკრებში რომ მეთამაშა. ბურთები, ფორმები, ბუცები შემიძენია ნაკრებისთვის, თბილისის "დინამოსთვის"... ამაზე არასოდეს მილაპარაკია. იმიტომ ვთქვი, რომ მე ვერ დავკრავ ფეხს და ვერ წავალ. მე ეროვნული გუნდის კაპიტანი ვიყავი. მიყვარს ეს გუნდი და მინდა, მას სარგებლობა მოვუტანო...

მინდა, ერთად ვაკეთოთ საქმე. მთელი აქცენტი იყო მომდევნო შესარჩევ ციკლზე და ის ჯერ არ დაწყებულა. მე არ ვამბობ, რომ მაცადონ ორი ციკლი და ასე შემდეგ... მე ვამბობ, რომ ამავე ციკლში უნდა დაიდოს ის შედეგი, რომელიც მომცემს მუშაობის გაგრძელების მორალურ უფლებას. დაიწყება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი და ყველა ერთად ვნახავთ, რა იქნება, პირველ ოთხ თამაშში ბევრი რამ გამოჩნდება...

- რჩება შთაბეჭდილება, რომ ლევან კობიაშვილი ბოლომდე ვერ აკონტროლებს სიტუაციას ფეხბურთის ფედერაციაში...

- ლევანმა ჩაიბარა არასახარბიელო ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთის ფედერაცია. კობიაშვილმა რა ქნას? ფულს სახლიდან ხომ არ მოიტანს? მე უდიდეს პატივისცემას ვაფიქსირებ მის მიმართ. ლევანმა თავად თქვა, რომ დარწმუნებულია ჩემს სამწვრთნელო შესაძლებლობებში.

- და მაინც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ თქვენსა და ფედერაციას შორის არ არის კომუნიკაცია...

- მე თავიდან ლევანს ვუთხარი, რომ ხელფასს შევიმცირებდი 25 პროცენტით და მერე გავაკეთე ეს განცხადება გაზეთ "ლელოში". კი, შეიძლება ცალმხრივად გაწყდეს კონტრაქტი, მაგრამ ვინც გაწყვეტს ამ ხელშეკრულებას, მას გარკვეული ვალდებულებები ეკისრება...

არის კიდევ ერთი მომენტი. მე მითხრეს, რომ თუ საქართველოს ნაკრები გავა მსოფლიო ჩემპიონატზე, ამ მიღწევის სარგო ფინანსური შემოსავლიდან საკმაოდ სოლიდური თანხა ეკუთვნის მწვრთნელს. მე მივედი ბიჭებთან და პირდაპირ ვუთხარი, რომ წარმატების შემთხვევაში, ეს თანხა იქნება მათი და ამას ყველა დაადასტურებს...

- როგორ ფიქრობთ, ნებისმიერ შემთხვევაში ხომ არ არის გადაწყვეტილი თქვენი "მოშორება"?

- ეს მხოლოდ ვარაუდებია.

- ამ ყველაფრის ფონზე ნაკრებში თქვენი მუშაობა როგორ გესახებათ?

- ფაქტია, ძალიან რთული სიტუაციაა და ეს ეროვნულ ნაკრებზე დადებითად არ აისახება. ბიჭები ნერვიულობენ. დროზე უნდა გაირკვეს ყველაფერი.

მე მაქვს ჩემი იმიჯი, ჩემი ავტორიტეტი... მგონი, ის არასდროს ყოფილა ცუდი. სუფთად ვცხოვრობდი და ვცხოვრობ, ვაკეთებ საქმეს... აქვე ვიტყვი, რომ ჩემი სტაფის წევრებს ამოეწურათ კონტრაქტები, მაგრამ სანამ მე ვიქნები ნაკრებში, ისინიც იქნებიან.

აქვე, ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებზე ვიტყვი. მე ვერანაირ ტრაგედიას ვერ ვხედავ იმაში, რომ მათი დანიშვნა ჩემთან შეთანხმების გარეშე მოხდა. ბევრ ქვეყანაში ხდება ასე. მთავარია, ამან ნაკრებს არგოს...

- იქმნება შთაბეჭდილება, რომ შეცდომებიდან ბევრს ვერაფერს ვსწავლობთ. იყო დრო და ძალიან კარგ შესარჩევ ჯგუფში წარმატებით თამაშის პერსპექტივა ნაკრების ხელოვნურ გაახალგაზრდავებას გადავაყოლეთ. ჯგუფი ახლაც მისაღებია და ისევ... ხელოვნური აურზაური...

- მაშინ ნაკრების კაპიტანიც გაუშვეს ეროვნული გუნდიდან... მართალი ბრძანდებით, შეცდომა იმისთვისაა, რომ ადამიანმა შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს, მეორედ აღარ შეცდეს.

ყველაზე მეტად, ქართული საფეხბურთო სამყაროს გახლეჩა მანერვიულებს. ის უნდა გაერთიანდეს!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• კახაბერი-is

მე არ მაქ ილუზია რომ იმ ფულს სახლში არ წაიღებენ! მაგრამ რადგან საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა გაჭირვებულია მაგხელა ხელფასებს არვინ უნდა იღებდეს! ეგ ცხადაძეც, კობიაშვილიც და ხეჩიკაშვილიც რომ ფულის საკეთებლადაა მოსულა ეგ ფაქტია

• goga

ნორმალურ ხალხს არ ვაცადოთ მუშაობა გოიმებისდოგი რო იკო იმაზე ხმას არ ვიგებდით კახას კიდე ვეცით კისერში ვაი ჩვენ პატრონს ახია ჩვენზე სულ უნდა გადაგვჯოგონ გირსები ვართ.სად წავიდა ჩვენი კაცობა და ადამიანობა

• კახაბერი

.....თუ გგონია ვიღაცა ხარ რო მაგ ფულს რასაც დააკლებენ ცხადაძეს იმ მოხუცებს მიუტანენ სახლში და ეტყვიან გაიხარეთ ხალხო ცხადაძეს როგორც იქნა ხელფასი დავაკელითო და აბა ამ დღიდან გეშველათო . ეგ შენი პრობლემაა ..მრსზე ხო არა ცხოვრობ. ღალატი რო წაიკითხე ... იქ სხვა რამეც წერია და თუ შენ დაგეზარა წაკითხვა უნდა ...... სანამ დაწერ რამეს....

• კახაბერი-is

რა არის ბიჭო ქვეყნის ღალატი? 10000 ლარი რო აქ თვეში და კიდე მეტი რო უნდა და მოხუცები რო ნაგავში იქექებიან ეგაა ქვეყნის ღალატი!

• კახაბერი

თქვე დალოცვილებო რაც ამ ქვეყანაში მთავრობებს ფული აქვთ გამოწოვილი ქართველი ხალხისთვის და დედა აქვთ ნატირები ეს რაღაც კაპიკები იქნება იმასთან შედარებით. მითუმეტეს მარტო სწოვდნენ ხალხს და სამაგიეროს არაფერს უბრუნებდნენ ცოცხებისა და დუბინკების გარდა დს აწ მაინც ვიცით რო ეს ცხადაძე ქვეყანას და ნაკრებს ემსახურება და ძალიან კარგადაც. და ცხადაძესაც მინდა ვთხოვო რო უამრავ ოჯახს კახას ვენაცვალე შემოსავალი ყველაზე კარგ ვარიანტში აქვს 600 ლარი და ყველაზე ცუდი კიდე მშიერია ოჯახები და 150 ლარიც კი ყოფნით. გამოუმუშავდათ.და ეს ხალხი არიან დღევანდელი საქართველოს გმირები. ამათ ვენაცვალე. მალე ფეხზე დადგება ერი

• კახაბერი

ცხადაძის გაშვება და ამ გუნდის დაშლა (საფეხბურთო) სამშობლოს ღალატია ჩემი აზრით. ეს აუცილებლად მოლაპარაკების საფუძველზე დადებითად უნდა გადაწყდეს. ხეჩიკაშვილ, კობიაშვილ, ცხადაძემ სამივემ უნდა გაითვალისწინოს ქართველი გულშემატკივარის მდგომარეობა, როცა რაღაცა სინათლე გამოჩნდა გვირაბის ბოლოში ყველამ უნდა რაღაცაზე დაიხიოს უკან და ორი თხის ამბავი, ხიდზე რო შეხვდებიან არ უნდა დაუშვან. თორე ისტორიაში ჩაიწერება თქვენი სახელები როგორც ფეხბურთის და ქართველი გულშემატკივრების წინაშე დიდი მოღალატეები.

• ჩორნა

oe, oeee ALYURAS შენ ხო არ გაგიჟდი რა თვეში ყოველ 4 საათში აქვს 120 000 ლარი ხელფასი..

• llcl

ხო და რაც ხალხის ჯიბიდან მიდის, ყველაფერი გასაჯაროვებული უნდა იყოს, თქვას რამდენია ხელფასი, პრინციპში უკვე კახის კონტრაქტი ხელმოწერილია და ვერაფერს შეცვლი, ვის უნდა მიედავო, ეს ზღვაში წვეთია, რაც ოჩერედამ და ტვლიპიჩამ ჭამეს, მაგრამ ალბათ ვიღაცეებს სახრავიც მიუგდეს და ვითომ არაფერი, მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობენ და ვინ რა უნდა შეცვალოს, ნეტავ ვინმეს თუ აქვს რამის იმედი

• rezi

აცალეთ რა ამ კაცს,,ცხადაძე დარჩიი

• _svani_

oe, oeee ALYURA !!! 120 000 ლარი არ არის მაგის ხელფასი მინისტრს არ აქვს უფლება გაასაჯაროვოს რამდენს უხდიან მიახლოებით თქვა მაგაზე ნაკლებს იღებს ცხადაძე მაგრამ არ თქვა რამდენს))))

აცალეთ ამ კაცს საქმის კეთება.სადაც კი მივიდა ყველგან წარმატებებს მიაღწია,იქნებ გაგვიმართლოს და საქართველოც ვიხილოთ მსოფლიო ჩემპიონატზე.ბატონო ლევან ხელი შეუწყვეთ,იძულებულს ნუ გახდით რომ წავიდეს.

• oe, oeee ALYURA !!!

უნამუსო ყოფილა ეს ,,ტიპი,, რა ,,უბედურებაა,, თვეში 120 000 (ას ოცი ათასი ლარი!!!) ,,ნამუსიც კაი საქონელია,, მინისტრს, რომ არ ,,გაებაზრებინა,, ამის ხელფასი, იტყოდნენ მუშაობას არ ასლისო.

• vova

ვფიქრობ კახი მოტყუვდა და ამ ჭაობში რომ მოხვდა მხოლოდ მისი ბრალია,სანამ არ არის გვიანი გაეცალოს ეს დამპალი საფუძველი რომ ჩაიტანს ფქართულ ფეხბურთს ყველაფერი შენ დაგბრალდება ბიძიკო

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ნიკოლაი ყიფიანი ჩიხრაძის "ეთნიკოსიდან" "ომონიაში" გადავიდა

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან

"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან

კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა

"სამტრედია": გია ცეცაძის ეპოქა დასრულდა, ვინ გაწვრთნის ჩემპიონს?

ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

აბდალაძე და კუჭუაშვილი მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ

"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"

გია ცეცაძე: კახა კალაძე "სამტრედიაში" გადაცმული თამაშობს, სხვისი გვარით...

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

რუმინეთის ჭაბუკთა ტურნირზე ქართველმა ფალავნებმა 7 მედალი მოიპოვეს

გიორგი ჩიხრაძემ ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

ნუკრი რევიშვილი: იმდენი ვიხტუნავე, გვერდები დღემდე მტკივა...

"ლოკომოტივის" მეკარეების მწვრთნელად მამუკა აბუსერიძე დანიშნეს

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...

ცხინვალი-დინამო (ბთ) 0:1 - დამსახურებული ლიდერი! [VIDEO]

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

ცხადაძის "ორდაბასისთან" დამშვიდობება გასახდელში ხელჩართული ჩხუბით დასრულდა

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს

[ექსკლუზივი] გიორგი ლორია: ბერძნებს ჩემი ტრანსფერის ჩაშლა "კრილიაშიც" სურდათ

ილურიძემ და ჩიხრაძემ "ეთნიკოსი" დატოვეს

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...