შალვა გოგოლაძე: "ჩვენი სურვილია, ეს ტერიტორია თბილისელებისთვის უსაყვარლეს ადგილად ვაქციოთ"
ოლიმპიური ფესტივალისთვის "ახალი თბილისის" ტერიტორიაზე აშენებული სპორტული ბაზების ირგვლივ მითქმა-მოთქმა ყოველთვის არსებობდა - ყველას აინტერესებდა, ვის ბალანსზე გადავიდოდა ისინი, ანუ ვის დარჩებოდა ქართული სპორტისთვის მართლაც უპრეცედენტოდ კარგი არენები.

ჭორებს თითქოს წერტილი დეკემბრის ბოლოს გამართულმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სესიამ დაუსვა, რომელზეც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ საზეიმოდ განაცხადა, რომ ამ ბაზებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადასცემდა.

მართალია, ეს ინიციატივა იმავე სესიაზე სპორტის მინისტრის ყოფილმა მოადგილე თამაზ თევზაძემ მწვავედ გააკრიტიკა და მას "საბჭოთა კავშირში დაბრუნება" უწოდა (მისი აზრით, ეს ბაზები ადგილობრივ თვითმმართველობით ორგანოს, ანუ თბილისის მერიას უნდა გადასცემოდა), თუმცა ეს სხვა თემაა, ამ ბაზებს კი საშველი არც ამის შემდეგ დაადგა. ყოველ შემთხვევაში, იქამდე განვლილი დროის ამ მოკლე მონაკვეთში მათ მუშაობასთან დაკავშირებით მრავალი პრეტენზია გაისმა, რამდენიმე ცნობილმა სპორტსმენმა საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება, ყველაფერი კი ამ დღეებში ბატუტზე მხტომელმა აწ უკვე სამგზის ოლიმპიელმა ლუბა გოლოვინამ დააგვირგვინა.

ლუბა გოლოვინა: ოლიმპიადისთვის ყინვაში ვემზადები, გათბობა არ გვაქვს...

ვინძლო, ეს შემთხვევა ბოლო წვეთი აღმოჩნდეს და ახლა მართლაც მოგვარდეს ზემოაღნიშნული პრობლემა, თორემ ოლიმპიადამდე მართლაც რაღა დარჩა, ახლა ყოველი წუთის დაკარგვა ბრაზილიაში მარცხის ტოლფასია.

ამ ბოლო საპროტესტო ტალღაზე რეაგირება იყო თუ რა, გუშინ "ახალი თბილისის" ბაზებთან დაკავშირებით სპორტის სამინისტროში მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძესთან სამუშაო შეხვედრაც გაიმართა.

მისი დასრულების შემდეგ გოგოლაძეს გავესაუბრეთ, რომელმაც მომხდარი ფაქტი ბაზების უწყებებს შორის გადაცემის პროცესით ახსნა და დაგვპირდა, რომ 2-3 დღეში "ახალი თბილისიც" გათბება და მუშაობა ჩვეულ რიტმში ჩადგება.

მასთან საუბარი სწორედ მართვის პრობლემით დავიწყეთ, თუ ვის ხელშია დღეს ეს ბაზები. თუმცა მინისტრის მოადგილემ ბევრ სხვა საინტერესო ინიციატივაზეც ისაუბრა.

- წინა კვირას ოფიციალურად, უკვე მთავრობის განკარგულებით გადმოგვეცა თითქმის ყველა ის სპორტული ობიექტი, რომელიც "ახალ თბილისში" ოლიმპიური ფესტივალისთვის აშენდა, - გვითხრა გოგოლაძემ.

ესაა ოთხიდან სამი ბაზა: ტანვარჯიშის, ფრენბურთის და მძლეოსნობის არენები. საცურაო აუზი ჯერ "სპორტმშენსერვისის" ბალანსზეა, თუმცა მისი გადმოცემის პროცედურაც დაწყებულია და მალე ისიც ერთ აიპ-ში გადავა. აქვე გეტყვით, რომ ოლიმპიური მზადების ეროვნული ცენტრის მიერ ახლახან დაფუძნდა აიპ-ი, რომელშიც ეს ქონება უკვე შევიდა, როგორც კეკელიძის სახელობის საკალათბურთო დარბაზი და ჩოგბურთის კორტები "მზიურში".

იმ ფედერაციებთან, რომელთა გუნდებიც ამ დარბაზებში ივარჯიშებენ, გაფორმდება მემორანდუმი და ნაკრების წევრები უფასოდ მოემზადებიან.

ამ კვირაში ახალი აიპ-ის დირექტორსაც დავნიშნავთ და ვვარაუდობთ, რომ ერთ კვირაში, 10 დღეში მთელი ძალით ამუშავდება, თუმცა სპორტსმენთა პრობლემები - გათბობა იქნება თუ სხვა რამ, მანამდე ბევრად ადრე, ხვალ-ზეგ უკვე მოგვარდება. ვიდრე ეს ბაზები სხვის ბალანსზე იყო, მანამდე უფლება არ გვქონდა გადარიცხვების თუ სხვა სახის ოპერაციების წარმოებისა, ახლა კი ამის სრული უფლება გვაქვს.

ამ ახალშექმნილ აიპ-ს ერთი ფუნქციაც ექნება - ტექნიკურად მოემსახუროს საქართველოში ჩატარებულ ყველა დიდ ტურნირს, რომელშიც სპორტის სამინისტროც იქნება ჩართული. ნებისმიერ შეჯიბრებას ჰყავდა საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც ორგანიზებას აკეთებდა: ყიდულობდა კომპიუტერებს, ინვენტარს, ტექნიკურ მოწყობილობებს, რაც მერე ფედერაციას რჩებოდა, მომდევნო ტურნირზე კი თავიდან გვიწევდა მისი ყიდვა.

ამ შემთხვევაში ეს ინვენტარი საწყობში დაიდება და ვისაც დასჭირდება, ის გამოიყენებს. თუ არ იქნება საკმარისი, მაშინ იმას ვიყიდით და შევავსებთ, რაც გვაკლია. ეს შეზღუდავს სახელმწიფო ხარჯების არამიზნობრივად ხარჯვას.

იქნება მუდმივმოქმედი სამკაციანი ჯგუფი, რომელიც მუდმივად იმუშავებს ამაზე. მათვე მიეცემათ ფედერაციებთან მუშაობის უფლება, რათა ერთობლივად მოიზიდონ საქართველოსთვის მომგებიანი ტურნირები - ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატები, სხვა რანგის შეჯიბრებები, მათი ჩატარებისას კი მოიწვიონ იმ ფედერაციიდან ორი ექსპერტი, რომელიც მისცემს კონსულტაციებს საორგანიზაციო დეტალებზე, არენის მომზადებაზე და სხვა. ცხადია, ისინი შესაბამისი ანაზღაურებით იმუშავებენ.

- თქვენი პასუხი გასაგებია, მაგრამ კონკრეტულად გოლოვინას შემთხვევაზე თუ ვისაუბრებთ, ვისი ბრალი იყო მომხდარი?

- კონკრეტულად არავის ბრალი არ ყოფილა. უბრალოდ, რაკი ქონება საკმაოდ დიდი და მოცულობითი იყო, ხოლო ოლიმპიური ფესტივალი - ახალი დამთავრებული, შესაბამისად, მერიას დრო დასჭირდა ამის თავმოსაყრელად და ეკონომიკის სამინისტროსთვის გადასაცემად.

თავის მხრივ, იმათაც ძალიან მოკლე ვადებში, რისთვისაც მადლობას ვუხდი ამ სამინისტროს, გაიტანეს საკითხი მთავრობაზე განსახილველად, მთავრობამ კი ჩვენს სამინისტროს გადმოსცა. ამ გადაცემა-გადმოცემას დიდი დრო სჭირდება და სწორედ ამ შუალედში გაითიშა გაზი, რადგან ვერ ხერხდებოდა საკმაოდ დიდი დავალიანების გადახდა.

თუმცა, როგორც გითხარით, ხვალ-ზეგ ეს პრობლემა მოგვარდება და მუშაობა ჩვეულ კალაპოტში ჩადგება.

- "ახალი თბილისი" ტერიტორიულად ცოტა მიუდგომელია, თან ჯერ არც ინფრასტრუქტურაა კეთილმოწყობილი. ხომ არ მიმდინარეობს განხილვა, როგორ დაიტვირთოს ეს ბაზები?

- ჩვენი სურვილია, იქაურობა თბილისელებისთვის უსაყვარლეს ადგილად ვაქციოთ.

დღეს რაცაა იქ გაკეთებული, თავისუფლად შეიძლება ველობილიკების მოწყობა და ველოსიპედების გასაქირავებელი პუნქტების მოწყობა; შეიძლება კაფე-ბარების გაკეთებაც, სავარჯიშოდ მისული ბავშვების მშობლებმა დრო რომ გაატარონ და სხვა.

გვინდა, იქაურობა კულტურული თავშეყრის ადგილად ვაქციოთ და მხოლოდ სპორტული კუთხე არ იყოს. "ახალი თბილისი" არ დარჩება დღევანდელი იერსახით და სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა უკვე დააანონსა, რომ 2016-20 წლებში საქართველოში დამატებით 200-მილიონიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდება როგორც რეგიონებში, ასევე - დედაქალაქში, მანდ კი განზრახულია "ჭიდაობის სახლის" აშენება, რადგან ჩვენს მოჭიდავეებს ძალიან დიდი დამსახურება აქვთ ქვეყნის სპორტულ მიღწევებში, "ფალავანთა კლუბი" კი ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. ამიტომ გვინდა, მათ თანამედროვე ბაზა ავუშენოთ.

ამასთან, ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმაშია იმავე ტერიტორიაზე ყინულის თანამედროვე სასახლის აშენება. ვვარაუდობთ ასევე სარაგბო სტადიონების მშენებლობასაც 2017 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის.

ერთი სიტყვით, იმ ადგილს დიდი პერსპექტივა აქვს. საბოლოო ჯამში, დიღმის ჭალა უნდა ვაქციოთ დიდ სპორტულ ქალაქად, თუმცა, არა მხოლოდ სპორტულად, არამედ საზოგადოების თავშეყრის უსაყვარლეს ადგილად, სადაც ერთი შესვლით მსურველი ყველა მომსახურებას მიიღებს - სპორტულსაც და კულტურულსაც.

- "ახალი თბილისის" ტერიტორიაზე ღია ბაზების მშენებლობის იმედი მშვილდოსნებსა და ტყვიის მსროლელებსაც ჰქონდათ. ანუ მათთვის იქ არაფერი იგეგმება?

- მშვილდოსნებისთვისაც მანდვე ვვარაუდობთ სასროლეთის მოწყობას. რაც შეეხება ღია ტირს ტყვიის მსროლელებისთვის, ისიც მანდვე ივარაუდება, მაგრამ ფედერაციას სხვა გეგმაც აქვს, სადაც ერთიან კომპლექსში გაკეთდება სროლის ყველა სახეობის ბაზა. მათ მულტიფუნქციური სასროლეთი სურთ, სადაც ერთად იქნება პისტოლეტის, თოფის, შაშხანის, ტყვიის სროლის თუ სტენდის ბაზები.

თუმცა ტირს დაცვის, იარაღის შესანახი საწყობების საგანგებო ზომები სჭირდება, ტერიტორიაც მეტია საჭირო და ვფიქრობ, სხვა ადგილასაც შეიძლება ფართის გამონახვა.

- ვარკეთილში მშენებარე სასროლეთს თუ გულისხმობთ, ჩემი ინფორმაციით, იქ ინვესტორი ვეღარ ასრულებს დანაპირებს. კერძო ინვესტორის საქმეებში ჩარევა იოლი არაა, მაგრამ სამინისტრო ხომ არ აპირებს ამ გაჭიანურებულ მშენებლობაში ჩარევას, სადაც საკმაოდ დიდი სამუშაო მართლაც შესრულებულია?

- ამაზე ინფორმაცია არ მაქვს და ვერც ზუსტ პასუხს გაგცემთ. სამაგიეროდ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენი მიზანია, მულტიფუნქციური ბაზის გაკეთება სროლის ყველა სახეობისთვის. კონკრეტულად, სად იქნება ტერიტორიულად, ამაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით.

- რამდენადაც ვიცით, "ახალ თბილისში" საცურაო აუზზე გარკვეული რეორგანიზაცია იგეგმება. კერძოდ, ლაპარაკია გადახურვაზე...

- სამომავლოდ მართლაც იგეგმება გადახურვა, მაგრამ ჩვენ კარგად გვახსოვს, თბილისელთათვის რამდენად საყვარელი ადგილი იყო "ლაგუნა-ვერე" - ასევე ღია აუზი, რომელიც ზამთარ-ზაფხულ მუშაობდა. ამიტომ არც გადაუხურაობაა დიდი პრობლემა, რადგან ბევრს გარკვეული პრობლემები აქვს ქლორზე და მათ სუფთა ჰაერზე ურჩევნიათ ცურვა. თუმცა ვფიქრობთ, მულტიფუნქციური, მოძრავი სახურავი გავუკეთოთ, რომელიც წლის გარკვეულ პერიოდში ღია იქნება, დანარჩენ დროს კი დაიხურება.

- ზოგიერთი ფედერაციისთვის გაჭიანურდა გადაჭრით გარანტიების მიცემა, რათა მათ დაეწყოთ მზადება ახალი სეზონისთვის, თუმცა საბოლოოდ ყველა შეუდგა იანვარში დაგეგმილი ღონისძიებების რეალიზებას - შეკრება იქნება ეს თუ ტურნირი. ამის მიუხედავად, ოლიმპიურ წელს საკითხის ასე გაჭიანურებამ მაინც გააჩინა შიში, ხომ არ ემუქრება ფინანსური საფრთხე ამ უმნიშვნელოვანეს სეზონს?

- ვერც ერთი ფედერაცია ვერ იტყვის, რომ რომელიმე შეჯიბრებაზე მათ ერთი წამით შეფერხება ჰქონდათ. უბრალოდ, ჩვენ მივიღეთ დაფინანსების ახალი წესი, რომელიც ითვალისწინებს კრიტერიუმებით, შეფასებებით დაფინანსებას.

ამ კომისიაში არიან ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, პარალიმპური კომიტეტის, სპორტის საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლები და ამ კვირაში ყველა ფედერაციის დაფინანსება დამტკიცდება. ჩვენ უკვე 8 იანვრიდან ვაფინანსებთ ფედერაციებს. არადა, მოგეხსენებათ, ადრე ხაზინა 15-16 იანვრამდე არ იხსნებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sano
ნაღდ სპორტის სასახლეს მიხედეთ და პაჭა-პუჭა სპორტის დარბაზები კი სავარჯიშოდ გამოიყენეთ,მგონი ასე უფრო ეფექტური იქნება
ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია
დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
რუსეთში ყველაფერი მოსულა, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონი ისევ დააორსულა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ხელბურთის საქართველოში დასაბრუნებლად - ინტერვიუ ზურაბ კაკაბაძესთან
საქართველო ევროპულ თამაშებზე მოპოვებული მედლებით მესამეა!
ცნობილი გახდა, როდის დაიწყება ევრობასკეტისთვის ახალი დარბაზის მშენებლობა
ლუბა გოლოვინამ ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა [VIDEO]
რუსუდან ხოფერია: ლუბა გოლოვინა ტოკიოს ოლიმპიადისთვის აშკარა ფავორიტი იქნება
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
"ამ სტადიონზე მისნაირი ანგელოზივით ბავშვები გაფრთიანდებიან" - "საბურთალოს" პრეზიდენტი შაქარაშვილის სახელობის სტადიონს აანონსებს [VIDEO]
ბატუტზე ხტომა: ლუბა გოლოვინას VII ადგილი მსოფლიოს თასზე
თამაზ თევზაძე: ამ გადაწყვეტილებით დავუბრუნდით საბჭოთა კავშირს!
საქართველოს ბატუტზე მხტომელთა ნაკრები სამშობლოში ბრუნდება
"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს
სეოკ-ის აღმასკომის სხდომა: საპრეზიდენტო კამპანია გაიხსნა
ტარიელ ხეჩიკაშვილი: ორი კვირის წინ "საბურთალო" პატარა კრიზისის ზღვარზე იყო
პაატა გურასპაული: ევრობასკეტის მასპინძლობა ქვეყანას აღიარებას მოუტანს
"ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი - ინტერვიუ
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
ლევან ყიფიანის მოადგილე თამაზ თევზაძე სამინისტროს ტოვებს
გადაცემა "სპორტალის" სტუმარია საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე [VIDEO]
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი
ლუბა გოლოვინა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შალვა გოგოლაძე: ახალი მულტიფუნქციური სპორტული არენის მშენებლობა დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე დაუჯდებოდა ქვეყნის ბიუჯეტს
ორი წელი რეფორმა არ გატარებულა! - რატომ მოხსნეს სპორტის მინისტრის მოადგილე
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან