1 200 სკაუტი, 250 მახასიათებელი ფეხბურთელზე
როდესაც ალექს მაკლიში "გლაზგო რეინჯერსის" თავკაცი იყო (2002 წელს), მას შვილმა ჯონმა უთხრა, რომ "ბარსელონას" C გუნდში ჰყავდა ტალანტი სახელად ლიონელ მესი, რომელიც სულ მალე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა. ჯონმა ეს იცოდა იმიტომ, რომ კომპიუტერულ თამაშ Football Manager-ს თამაშობდა და ამ თამაშმა უკარნახა მას, რომ "ბარსას" 15 წლის ტალანტი უბრალოდ საოცრება იყო.

შვილის თხოვნის მიუხედავად, მაკლიშს ნაბიჯიც არ გადაუდგია მესის შესაძენად, მაგრამ ისტორიამ გვანახა, რომ ჯონი მართალი იყო... ჯონი კი არა Football Manager-ი. ჯონ მაკლიშმა მამას ანდრეს ინიესტას პოტენციალის შესახებაც უთხრა, მამა შეპირდა შვილს, რომ ინიესტას იჯარით აიყვანდა, მაგრამ მაშინ ინიესტა უკვე "ბარსელონას" პირველ გუნდში სურდათ და მას "აიბროქსზე" მოხვედრა არ ეწერა.

მაშინ ყოველდღიურობაში ჩართული მაკლიში იხსენებს, რომ არც ერთ კლუბს, არც ერთ ასოციაციას, არც ფიფას არ ჰქონდა ისე გამართული მექანიზმი, როგორც ერთ კომპიუტერულ თამაშს, რომელიც 20 წელიწადია, ერთგულად ემსახურება ფანებს მთელი მსოფლიოდან.

ახლა ფირმა, რომელიც ამ თამაშს განაგებს, თავის ლონდონურ ოფისში ასაქმებს 1 200-მდე სკაუტს მთელი მსოფლიოდან. თამაშის ბაზას აქვს მონაცემი 650 952 ადამიანზე! აქედან 325 ათასზე მეტი ამჟამად მოქმედი ფეხბურთელი, მწვრთნელი ან კლუბის სტაფის წევრია. დანარჩენების უმრავლესობა ყოფილი ფეხბურთელია.

თამაშის პროზონა იყენებს პროგრამას, რომლითაც სარგებლობენ რეალური კლუბების ბოსები სავარაუდო სატრანსფერო აქტივობებისთვის. საბავშვო თამაში? დიდი ხანია, ასე აღარ არის.

ყველაფერი კი უელსურ შროპშირში დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში, იქ ძმებმა პოლ და ოლივერ კოლიეებმა ერთ საძინებელ ოთახში შექმნეს ეს თამაში. 14 წლის წინათ მან აიყვანეს მაილს ჯეიკობსენი, რომელიც ახლა თამაშის mflobeli Sports Interactive Games-ის (SIG) ბოსია.

ახლა ამ თამაშით ათიათასობით ვარკსვლავი ერთობა მთელ მსოფლიოში. ბაფეტიმბი გომისი ჯერ კიდევ "ლიონის" წევრი იყო, როცა "ფუტბოლ მენეჯერში" "სუონსით" თამაშობდა, სადაც 2014 წელს გადავიდა კიდევაც. როდესაც გაირკვა, რომ "მენეჯერში" პოლ პოგბას კლუბი "ჩელსი" იყო, მისი "სტემფორდ ბრიჯზე" შესაძლო გადასვლაზე აგორდა ჭორი.

ახლახან "ტოტენჰემის" ანდროს თაუნსენდი უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა - "ტვიტერზე" დაიპოსტა, რომ კლუბმა მას დისკვალიფიკაცია მისცა ვარჯიშზე დაგვიანების გამო. ანდროსს მოუხდა იმის ახსნა გელფრენდისთვის, თუ სად იყო იგი. არადა, სინამდვილეში ვიღაცამ "ფუტბოლ მენეჯერის" ისტორია გაასახა ნაღდ ამბად.

ოლე გუნარ სოლსკიაერს, რომელიც ახლა 42 წლისაა და "მიოლდეს" წვრთნის, "ფუტბოლ მენეჯერის" თამაშის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. "ვუყურებ რეალურ ცხოვრებაში რამდენი დადგა ნამდვილ ვარსკვლავად, ვინც თამაშისას მიყიდია და გამიყიდია", - ამბობს ნორვეგიელი.

ჯეიკობსენი, რომლის ოფისი სავსეა დიდებული ნიმუშებით, როგორიცაა როი კინის უკანასკნელი მაისურა "იუანაიტედში", კრიშტიანო რონალდოსა და ლეო მესის ხელმოწერილი მაისურები და სხვა, იხსენებს, რომ თამაშის პირველ ბაზას მხოლოდ 4 ათასი ფეხბურთელის მონაცემები ჰქონდა. იმ ბაზიდან ახლა მხოლოდ ერთი ფეხბურთელი თამაშობს - 39 წლის ფრანჩესკო ტოტი.

ადრე თითოეულ ფეხბურთელს მხოლოდ 20 მახასიათებელი ჰქონდა, ახლა კი ასეთი მახასიათებელი თამაშში თითოეულ ფეხბურთელზე 250-ია. ანუ ეს არის დაახლოებით 100 მილიონი ბიტი ფასდაუდებელი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია კი 1 200 სკაუტის დამსახურებაა.

სკაუტებს ისეთი ინსაიდერული ინფორმაციები აქვთ, რომ გაოცდებით. სამწუხაროდ, ლეგალური წინაღობების გამო მრავალი პრობლემაც წარმოიშვა. მაგალითი გერმანიაა, სადაც ოლივერ კანმა მოუგო თამაშს პროცესი და ახლა "მენეჯერს" გერმანიაში მოთამაშე ფეხბურთელების სახელების გამოყენების უფლება არა აქვს. ამიტომაც ეს თამაში გერმანიაში აღარ იყიდება.

აგრეთვე, აიკრაძალა 16-წლამდე ფეხბურთელების მონაცემების გასაჯაროება. "ფუტბოლ მენეჯერი" მთელ მსოფლიოში წელიწადში დაახლოებით მილიონ დისკს ყიდის, ნახევარს ბრიტანეთში.

ეს თამაში ძალიან პოპულარულია საფრანგეთში, სკანდინავიის ქვეყნებში, ამერიკაში, ბრაზილიაში, იტალიაში... ონლაინ ვერსიებს და პირატულ კოპიებს ხო თვლა არ აქვს. ტიპური მოთამაშე "ფუტბოლ მენეჯერს" 200 საათს თამაშობს თითეულ ვერსიაზე. დიდი ხანია, ცნობილია, რომ ეს უკვე მეტია, ვიდრე კომპიუტერული თამაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ცრუ ცხრიანით თამაშობდა, მაშინ როცა სხვებმა არც კი იცოდნენ ეს რა იყო" - "ლიდსის" მწვრთნელმა გვარდიოლასადმი კომპლიმენტები არ დაიშურა
"იუვენტუსის" კარში გატანილი გოლი მის გამო არ აღვნიშნე" - ოსიმენის დასაფასებელი ჟესტი
[VIDEO] ნეიმარის დუბლი და ცეკვა ვინისიუსის სტილში - "სანტოსმა" "ვასკო და გამა" დაამარცხა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
სრულფასოვანი კონტრაქტი რაშფორდს - "ბარსელონა" ინგლისელ შემტევს გამოისყიდის
"ეს ზუსტად ასეთი მატჩები იქნება" - როსენიორმა პსჟ-ისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა
მადრიდული დუეტი "მილანში" აღდგება? - კაზემირომ შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
"იმ მომენტში სიმეონეს მოკვლა მინდოდა" - კოშტამ "ატლეტიკოს" დატოვების მიზეზი გაიხსენა
"მალიორკას" გადარჩენა მარტინ დემიკელისს დაავალეს
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის მიუხედავად, "ინტერი" კივუს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
ქოჩორაშვილის და ლომინაძის გარეშე - "სპორტინგმა" "ეშტორილს" მოუგო
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
"ჩელსის" დირექტორი: პსჟ ჩვენთვის საშიში არ არის
გაზაფხულამდე - ჯერ მიქაუტაძე "ბარსელონასთან", შემდეგ ხვიჩა ნორმანდიაში
"მესის ტრანსფერზე ვმუშაობთ" - ლეომ შესაძლოა, კარიერა სამშობლოში დაასრულოს
"თუ მომდევნო კვირას "სიტი" "ლივერპულთან" დამარცხდება, გვარდიოლას გუნდისთვის ყველაფერი დასრულდება" - როი კინი
კაპელო: კრიშტიანოს არ აქვს მესის, მარადონას და რონალდოს გენია
"თუ ასე გააგრძელებს, "რეალში" კი არა, "ტრენმერ როვერსში" აღმოჩნდება" - კინმა არნოლდი გააკრიტიკა
ბექჰემს უნდა მესიმ და რონალდომ "ინტერ მაიამიში" ერთად ითამაშონ - სიტუაცია პორტუგალიელმა აგენტმა განმარტა
"მას გაუმართლა" - როი კინმა მაიკლ კერიკზე ისაუბრა
სოლსკიაერი სამწვრთნელო საქმიანობის დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა
სოლსკიაერი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად დასაბრუნებლად მზადაა
ფრანჩესკო ტოტის ვაჟმა 19 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
"ამ ვარჯიშს ყოველდღიურად 1 საათი მაინც უნდა დავუთმოთ" - მესის მეუღლის შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა
"პოლიტიკოსი არ ვარ... თუ ეს მოხდება, მოსკოვში აღარ ჩავალ..." - ტოტიმ 8 აპრილს რუსეთში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა
"ლივერპულთან" მატჩის შემდეგ ტენ ჰაგი გახარებული იყო, "იუნაიტედი" პატარა კლუბივით თამაშობს - როი კინი
"მესიმ ხელი არ ჩამომართვა" - ლაპორტამ არგენტინელთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა
კანი: ნოიერი მთიდან მაშველებმა ჩამოიყვანეს - არასოდეს არავის უჯერებს
სოლსკიაერმა ყოფილ კლუბში დაბრუნებაზე უარი თქვა
იტალია-ინგლისი 1:1 - პელემ იტალიას გაუღიმა [VIDEO]
ბოლო ათწლეულის საუკეთესო მეკარემ ოლივერ კანის რეკორდი გააუმჯობესა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"დიბალა თუ ლაუტარო?" - ტოტის არჩევანი გაგაოცებთ
"რეალს" სწორედ ასეთი მწვრთნელი სჭირდება" - კანმა ალონსო გააკრიტიკა
ოლივერ კანი: ქვედა საცვლების რეკლამა რონალდოს დავუტოვე
ტრანსფერ ONLINE: პატო უკვე ლონდონშია
ლიგის თასი: "დეზებმა" მძიმედ მოიგეს
"ამან ძალიან გამაკვირვა" - დონარუმამ მესისთან თანაგუნდელობის პერიოდზე ისაუბრა
"მისი ხასიათიდან გამომდინარე, საუკეთესო კანდიდატი მგონია" - როი კინმა "იუნაიტედს" მწვრთნელი ურჩია
იტალია-ინგლისი. გამოხმაურება: შეხვედრა წარსულთან და ოვაციები
სოლსკიაერმა ნორვეგიის ქალთა ნაკრების ჩაბარება იუარა
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
მოურინიოს შემდეგ თურქეთის ჩემპიონატში შესაძლოა, სოლსკიაერიც გადაბარგდეს
"რონალდოს "მანჩესტერში" დაბრუნება შეცდომა იყო" - სოლსკიაერმა პორტუგალიელ ვარსკვლავზე ისაუბრა
ლონდონის "ტოტენჰემმა" 6 ფეხბურთელის გასხვისება გადაწყვიტა
კარლ-ჰაინც რუმენიგემ "ბაიერნი" დატოვა
[VIDEO] რონალდო არ ჩერდება - პორტუგალიელმა კარიერაში 960-ე გოლი გაიტანა
"რეალში" რომ მეთამაშა, "ოქროს ბურთს" მოვიგებდი" - ფრანჩესკო ტოტი
"მათ ეს დაგვიმტკიცეს" - ტოტიმ პსჟ-ზე ისაუბრა
გაჩემპიონებისთანავე "ბაიერნმა" კანი და სალიჰამიჯიჩი გადააყენა
"პირლოსთან, ნესტასთან და მალდინისთან მითამაშია, მაგრამ მას ვერავინ შეედრება" - დევიდ ბექჰემმა საუკეთესო კაპიტანი დაასახელა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"ერთხელ იცით, რონალდო რის გამო ატირა?" - მოდრიჩმა მოურინიოზე ისტორია გაიხსენა