ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დამიბრუნე 300$! - აფრიკელთა დავა საქართველოში და საჩივარი ფიფაში

დამიბრუნე 300$! - აფრიკელთა დავა საქართველოში და საჩივარი ფიფაში

ირაკლი ხვედელიანი: "მსგავსი შემთხვევის ფიფას დონეზე განხილვა საქართველოს იმიჯს კიდევ ერთ მტკივნეულ დარტყმას მიაყენებს"

ფოტოზე: ირაკლი ხვედელიანი და კელვინ ოტუს ბლექი

კელვინ ოტუს ბლექი ნიგერიის მოქალაქე გახლავთ, პატრიკ საინტ ელი - კოტდივუარელია. პირველი - კლუბის პრეზიდენტია, მეორე - მოთამაშე. მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა და ახლა ფეხბურთელი ფიფაში ჩივილით იმუქრება.

აბა, ჩვენ აფრიკელების დავასთან რა შეხება ან ინტერესი უნდა გვქონდეს, მაგრამ... საქმე ისაა, რომ ბლექი საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგის ეგზოტიკური კლუბის, "მარკ სტარსის" პრეზიდენტი გახლავთ.

კოტდივუარელი ფეხბურთელი კი უჩივის მას, როგორც ქართული კლუბის პრეზიდენტს.

პატრიკ საინტ ელი პოსტში წერს, რომ ბლექმა 400 დოლარის გამოგზავნა სთხოვა, ჩემს გუნდში სინჯებს გაგიკეთებ, მოწვევას და ვიზასაც ჩემს თავზე ვიღებო, მაგრამ ფეხბურთელმა 400 დოლარი ვერ იშოვა - საბოლოოდ, 300-ზე შევთანხმდით და ეს ფული 2015 წლის 17 დეკემბერს გამოვუგზავნე, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც ხელთ მაქვსო.

თუმცა ბლექი მის ზარებს, მესიჯებსა და ინტერნეტფოსტით გაგზავნილ წერილებს აღარ პასუხობს - მატყუარაა და ფიფაში ვუჩივლებო, იმუქრება კოტდივუარელი.

ამ შარში კინაღამ ახალგაზრდა ქართველი მენეჯერი ირაკლი ხვედელიანიც გარიეს. ის "ლელოს" დაუკავშირდა და მომხდარზე განმარტების გამოქვეყნება გვთხოვა:

"პატრიკ საინტ ელი "ფეისბუქში" "მარკ სტარსის" ხელმძღვანელობას, კერძოდ კი, კელვინ ოტუს ბლექს თაღლითობაში ამხელდა. ერთ-ერთ ადრესატად და ბრალდებულად კი მეც ვყავდი მონიშნული. ადრე ამ კლუბის სპორტული დირექტორი გახლდით და ეტყობა, ჩათვალა, რომ ამჟამადაც "მარკ სტარსს" წარმოვადგენდი.

პატრიკ საინტ ელის განვუმარტე, რომ 2014 წლის 6 ოქტომბერს კლუბი ოფიციალურად დავტოვე და მას შემდეგ კელვინ ოტუს ბლექთანაც არანაირი კავშირი აღარ მქონდა. ის ამტკიცებდა, რომ მოტყუებულია და ფიფაში ჩივილს აპირებს.

პირადად მე, ამ ფაქტის მიმართ გულგრილი ვერ დავრჩები, ვინაიდან ჩემთვის ჯერ ქართული ფეხბურთია და შემდგომ - პიროვნებები. სამწუხაროდ, საერთაშორისო არენაზე ქართული ფეხბურთის იმიჯი ნამდვილად არ არის ისეთი, როგორიც გვინდა, რომ იყოს. მსგავსი შემთხვევის ფიფას დონეზე განხილვა კი ამ იმიჯს კიდევ ერთ მტკივნეულ დარტყმას მიაყენებს.

ფეხბურთელს ვურჩიე, ამ საკითხზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის მიემართა. იმედია, ფედერაციაში გაეცნობიან დეტალებს და ამას შემდგომი ნაბიჯებიც მოჰყვება.

მჯერა, რომ ქართული ფეხბურთის იმიჯის ნებსით თუ უნებლიეთ შელახვა არავის შერჩება", - ამბობს ხვედელიანი.

რამდენიმე წელია, კელვინ ოტუს ბლექი ქართულ საფეხბურთო სამყაროშია და საკუთარ კლუბში როგორც ქართველ, ისე უცხოელ მოთამაშეებს აძლევს თამაშის საშუალებას. შესაძლოა, ახლა ფეხბურთელი იმიტომ ვერ ჩამოიყვანა, რომ მიმდინარე სეზონამდე რეგიონალლიგაში ლეგიონერების თამაში აკრძალეს (რაც სრულიად ლოგიკურია) და მის აფრიკულ-ქართულ ბიზნესს წყალი შეუდგა, მაგრამ ფულის უკან დაბრუნებას წინ რა დაუდგა, ეს ჩვენთვის უცნობია.

"მარკ სტარსის" შესახებ ადრეც დაწერილა. კელვინ ოტუს ბლექი აცხადებდა, რომ კლუბში 100 ათასი ლარი დააბანდა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა სურდა.

100 ათასი ლარით ჩემპიონთა ლიგაში?! - ნიგერიელი ბიზნესმენის გეგმები საქართველოში

სისულელის თქმის უფლებას კონსტიტუცია არავის უკრძალავს, მაგრამ... 100-ათასიანი ინვესტიციით ჩემპიონთა ლიგაში გუნდის გაყვანას დევიდ კოპერფილდიც ვერ მოახერხებდა. აქ საინტერესო უფრო სხვა რამაა: ქართული ფეხბურთი მომგებიანი არ არის, მით უფრო - მეორე ლიგაში და ამ კაცს ასეთი რა ინტერესი აქვს, ამ სამყაროში თავის დამკვიდრება რომ გადაწყვიტა?

ერთ-ერთი ფეხბურთელი წერდა:

"ალბათ, სოციალურ ქსელებში თქვენც ბევრ აფრიკელს შეუწუხებიხართ, საქართველოში თამაშზე ვოცნებობო. ამ დროს, შესაძლოა, ფეხბურთი ტელევიზორშიც არ ჰქონდეს ნანახი. მაგრამ ევროპული ქვეყნის ვიზაზე მეოცნებე აფრიკელი ჭაბუკებით ჩვენთან ეტყობა ვიღაცები ფულს აკეთებენ".

შევეცდებით, ამ საკითხზე უახლოეს დღეებში მეორე მხარის კომენტარიც შემოგთავაზოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ალეკსანდრე

რა ესაქმებატ ამატ ქარტულ ფეხბურტსი?გასაკრელები არიან

• kaxa

მოაშორეთ ეგ საერთოდ თბილისიდან ან სანქციიები დააკისრებინეთ რამე ქენით ნუ ხართ ხალხნო ჩუმად იმოქმედეთ,,, ეგ თუ თავის ნიგერიელს ატყუილებს თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენ რას გვიზამს

• beqa

მიხედეთ ამ ნიგერრიელს ისე როგორც არის საჭირო ,,,, რა არის ბატონო რამხელა სტატია წერია თქვენზე და როგორც ეხლა ვნახე თქვენზე ძალიან ბევრი ესეთი სტატია წერია. რა არის 400$ გამო იმცირებთ ასე თავს.

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა

"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა

ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში

"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს

"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით

ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა

ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან

არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი

თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს

შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს

"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს

დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს

ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს

Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს

[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო

მიქაუტაძის "ლიონი" აღარ ხუმრობს - "ლივერპულის" ნახევარმცველიც შეიძინა

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

"გაგრაში" უკრაინის მოქალაქეობის მქონე ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს

უცნობი ისტორია: ჯეიმი ვარდის თბილისის "დინამოში" უნდა ეთამაშა!

ახლო ხედით: ვინ არის ოქრიაშვილის თანაგუნდელი ლეო გოგლიჩიძე?

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

გიორგი ყიფიანმა 19-წლამდელებში კრასნოდარელი ლეო გოგლიჩიძე გამოიძახა

საქართველო ჩემთვის ტრამპლინია! - 19 წლის უკრაინელი ლეგიონერის მიზანი

"მარკ სტარსის" არგუმენტი: სრულად არ გადაიხადა და რას გვერჩისო?

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება