გია გიგატაძის გუნდმა ბოლო საკონტროლო მატჩში უზბეკეთის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსან "შურტანთან" 1:2 წააგო
ქუთაისის "ტორპედომ" თურქული შეკრება მოუგებლად დაასრულა. გია გიგატაძის გუნდმა ბოლო, მეხუთე საკონტროლო მატჩში უზბეკეთის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსან გუზარის "შურტანთან" 1:2 წააგო.

უზბეკებმა პირველ ტაიმში ორჯერ ისარგებლეს მოწინააღმდეგის შეცდომით და 2:0 დაწინაურდნენ.

"ტორპედოს" ვებგვერდის ინფორმაციით, მეორე ნახევარში ქუთაისელებმა ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ მხოლოდ ერთხელ იხეირეს: 72-ე წუთზე თენგიზ ჩიკვილაძემ ზუსტად შეასრულა საჯარიმო.

თუმცა, ვერ გეტყვით, ჩიკვილაძემ გოლი ნათესავს, მიხეილ ალავიძეს გაუტანა თუ უზბეკთა კარში სხვა იდგა. შეგახსენებთ, რომ ალავიძე "შურტანის" კარს უკვე მეორე წელია იცავს.

ინფორმაციის გადასამოწმებლად უზბეკური კლუბის ვებგვერდზე შევედით და იქ წაკითხულმა დაგვაბნია - "შურტანის" პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს გუნდი 2 თებერვალს რუსეთის პრემიერლიგელ მახაჩყალის "ანჟის" შეხვდა და 0:2 წააგო. სხვათა შორის, მიხეილ ალავიძემ პენალტი მოიგერია. უნდა ვივარაუდოთ, რომ უზბეკები ორი შემადგენლობით ორ მეტოქეს ეთამაშნენ, მაგრამ რატომ არაფერი დაწერეს საკუთარ ვებგვერდზე, გაუგებარია.

ჩიკვილაძის გოლის შემდეგ საგოლე მომენტები ნიკა საბანაძეს, გია მეგრელაძეს და ირაკლი დოლიძესაც ჰქონდათ, თუმცა ვერც ერთმა გაიტანა. საბოლოოდ, "ტორპედო" 1:2 დამარცხდა.

"ტორპედო": ქვილითაია, ფოფხაძე (46. დოლიძე), ფარულავა, თოდუა, ჩიკვილაძე, სეთურიძე, დიღმელაშვილი, ქებაძე(46. დათუნაიშვილი), ჩხეტიანი (46. მაისურაძე), მეგრელაძე, გოცირიძე (65. საბანაძე).

გუნდი ქუთაისში ხვალ დაბრუნდება.

vvvvv
მართალი ხარ გიორგ ჯერ შეთამაშდებიან და მერე დავიწყებთ!
giorga
არაუშავს მთავარია შეთამაშდენ და 3 წრისთვის მზად იქნებიან აბა მიდით ლომებო თასი გვინდა წეეეელს:*
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"ბაიერნი" პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს
პსჟ-ს ორი ფეხბურთელისთვის საკლუბო მუნდიალი დასრულდა
"ოქროს ბურთი" მისთვის ჯერ ადრეა" - მაკელელემ იამალზე ისაუბრა
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს
დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება
დაბრუნება 18 წლის შემდეგ - ანხელ დი მარია კვლავ "როსარიო სენტრალში" ითამაშებს
შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
ალეგრიმ დაადასტურა - ლუკა მოდრიჩი კარიერას "მილანში" განაგრძობს
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] ხმა ვეღარ ამოიღო - "ჩელსის" მწვრთნელი პრესკონფერენციაზე შერცხვა
სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...
20 წ. | ცვლილებებით და როტაციით მასპინძელ იტალიასთან
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
"ნაპოლი" ოსიმენს ემუდარება - ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო
"ლიონს" კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს
პსჟ "რეალის" გარემარბის შეძენას ცდილობს - მისი ღირებულება 90 მილიონია
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა