ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

დაწყევლილი - ჯუზეპე როსის გაუთავებელი ბრძოლა ტრავმებთან და ესპანეთში დაბრუნება

დაწყევლილი - ჯუზეპე როსის გაუთავებელი ბრძოლა ტრავმებთან და ესპანეთში დაბრუნება

იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს იტალიელ ფორვარდს
ევროპის ჩემპიონატი კარს მოგვადგა. კონტინენტის მთავარ საფეხბურთო ფორუმზე მოხვედრა ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. ამისათვის ფეხბურთელები, რომელთა კარიერაში ახლა არ დგას იდეალური წუთები, ყველაფერზე არიან წამსვლელები.

ზოგიერთი მზადაა, პირველივე მსურველ კლუბს უთხრას თანხმობა სათამაშო პრაქტიკის ხათრით, ზოგიც კი არ ერიდება იმას, რომ კომფორტული, დიდი ქალაქიდან აიყაროს, დიდი გუნდი დატოვოს და შედარებით მოკრძალებულ, ასეთივე მიზნებისათვის მებრძოლ გუნდს შეაფაროს თავი. იქ ამ ფეხბურთელმა ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყოს.

ჯუზეპე როსიმ ფლორენცია დატოვა. არადა, ეს ქალაქი ტანმორჩილი იტალიელისათვის მეორე სამშობლოდ იქცა. მან ქალაქის ცენტრში იყიდა ძვირად ღირებული სახლი, რომელიც მარმარილოს ქანდაკებებით იწონებს თავს.

როსიმ ბევრი გააცდინა ტრავმების გამო, მაგრამ ახლა იგი ჯანმრთელია. ეგაა, იტალიელ შემტევს სათამაშო პრაქტიკა მოაკლდა. "ფიორენტინას" მთავარი თავდამსხმელი ახლა ხორვატი ნიკოლა კალინიჩია. მას გუნდის მთავარი მწვრთნელი, პაულო სოუზა მეტად ენდობა, ვიდრე როსის.

ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდებოდა. სოუზამ ფეხბურთელს საშუალება მისცა, ნახევარი წლით წასულიყო გუნდიდან. როსიმ თავისი ერთგული აგენტის, ფედერიკო პასტორელოს მეშვეობით იპოვა ახალი კლუბი.

როსიმ უცნაურად გადაწყვიტა. ის სურდა "ბოლონიას", სურდა "ბეტისს", იყო ინტერესი რუსეთიდან, მაგრამ ფეხბურთელს გულმა ესპანური პრიმერადივიზიონის აუტსაიდერ "ლევანტესაკენ" გაუწია.

როსის ვალენსიურ კლუბში ისე შეხვდნენ, როგორც ნამდვილ მხსნელს. "ლევანტე" ესპანეთის ჩემპიონატში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და როსის გოლები ძალიან სჭირდება. ჯუზეპემ ისევ იგრძნო თავი მნიშვნელოვან ფეხბურთელად.

"მიხარია, აქ რომ ვარ. მინდა, გუნდს გადარჩენაში დავეხმარო. გულშემატკივრები ძალიან თბილად დამხვდნენ და ძალიან მინდა, რომ მათ სიხარული ვაჩუქო", - თქვა იტალიელმა, ვის პირველ ვარჯიშსაც, გნებავთ, პრეზენტაციას, ქომაგები საკმაოდ დაესწრნენ, წვრთნის დასრულების შემდეგ კი როსი მათთან მივიდა და გულთბილად ესაუბრა.

უცებ, სად იყო და სად არა, "ლევანტეს" მოხუცი ქომაგი ჩაეხუტა იტალიელს. მას თავისი ცხოვრების განმავლობაში კლუბთან ერთად ბევრი უნახავს - მტანჯველი წლები სეგუნდაში და მადრიდის "რეალის" დამარცხება. "მადლობა, ჩვენს "ლევანტეში" რომ გადმოხვედი", - უთხრა მან როსის.

ჯუზეპეს ისტორია ამერიკაში, ნიუ ჯერსის შტატში დაიწყო. იქ ბევრი ემიგრანტი ცხოვრობდა და ყოველი მეხუთე იტალიიდან იყო. როსების ოჯახი ყოველთვის მშვიდ ცხოვრებას ანიჭებდა უპირატესობას.

ჯუზეპეს მამა, ფერნანდო, ასევე დაკავშირებული იყო ფეხბურთთან. ის კლიფტონის ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ. ჯუზეპემ დიდი ნიჭი გამოავლინა. მამამ მას ფინტები და სწორად თამაში ასწავლა. ფაქტი იყო, როსი დიდხანს ვეღარ გაჩერდებოდა ამერიკაში, სადაც ფეხბურთს ბევრი დღესაც ისე უცქერს, როგორც ჰობის.

12 წლის ასაკში როსიმ უკვე გადაწყვიტა, რომ ამერიკას დატოვებდა. მართლაც, ამ ქვეყანაში დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან საუნივერსიტეტო ფეხბურთი კარგადაა განვითარებული, მაგრამ პროფესიონალური - ნაკლებად.

ჯუზეპესათვის ფეხბურთი უკვე რელიგია იყო. ის კვირაობით იტალიის ჩემპიონატის მატჩებს უყურებდა და დიდ ფეხბურთელობაზე ოცნებობდა. როცა ფერნანდომ შვილს შესთავაზა, რომ ოკეანეს გაღმა მოესინჯათ ძალები, როსის ბევრი აღარ უფიქრია.

ფეხბურთელს კონტრაქტი შესთავაზა "პარმამ". მაშინ ეს გუნდი ევროპაში თავის სიტყვას ამბობდა. როსის და მამამისს დიდხანს არ უფიქრიათ. ჯუზეპემ ის დღეები ასე გაიხსენა: "მე მარტო პირველად დავრჩი. ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ თავს სიტყვა მივეცი, რომ გავძლებდი. მამაჩემი ამბობდა, მალე უკან დაბრუნდებიო, მაგრამ გავძელი", - ამბობს ჯუზეპე.

სულ მალე როსის ტალანტის თაობაზე მთელმა იტალიამ შეიტყო. გამოჩნდა ინტერესი ინგლისიდან. "პარმას" ორი ფეხბურთელი სუპერკლუბებმა აიყვანეს. როსი "მანჩესტერ იუნაიტედმა" დაიბევა, მისი მეგობარი ლუპოლი კი "არსენალმა".

"მანჩესტერში" როსი ვერ გაიხსნა. სერ ალექს ფერგიუსონის კომპლიმენტების მიუხედავად, ახალგაზრდა შემტევმა "იუნაიტედის" თავდასხმის ლიდერებს ბრძოლა ვერ მოუგო. მერე ვერც "ნიუკასლში" განათხოვრების დროს "გაისროლა".

2007 წელს როსიმ ესპანეთის ჩემპიონატში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. იქამდე ფეხბურთელი ნახევარწლიანი იჯარით იყო "პარმაში", სადაც შესანიშნავად ითამაშა. 19 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ახლა კი იტალიელმა "ვილიარეალის" წინადადება მიიღო.

"მანჩესტერმა" გაასხვისა როსი. სერ ალექსმა იტალიელს არგენტინელი კარლოს ტევესი ამჯობინა. ჯუზეპე მაშინ 20 წლის იყო, მაგრამ ის უკვე მზად გახლდათ დიდი მწვერვალების დასაპყრობად.

რობერ პირესი, ნიჰათი, იონ დალ ტომასონი - "ბეპეს" "ყვითელ წყალქვეშა ნავში" ვარსკვლავები საკმაოდ დახვდნენ. ფეხბურთელის თქმით, ის თავისუფლად გრძნობდა თავს. "ელ მადრიგალზე" ყოფნის პირველივე სეზონში ცხადი გახდა - მანუელ პელეგრინის ხელში ნაღდი ბრილიანტი აღმოჩნდა.

არაერთ ტოპ-კლუბს სურდა მისი გადაბირება. მაგალითად, "ბარსელონა" მასში დავიდ ვილიას შემცვლელს ხედავდა. ასევე აქტიურობდნენ "იუვენტუსი", "ინტერი" და "მილანი".

2010 წელის მაისში ფეხბურთელმა შეიტყო, რომ მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატი მის გარეშე ჩაივლიდა. მარჩელო ლიპის მიერ შედგენილ სანაკრებო სიაში როსისათვის ადგილი არ აღმოჩნდა.

იმავე წელს მოკვდა ფერნანდო როსი, ვინც მხოლოდ მამა არ იყო ჯუზეპესათვის. "ის ყოველთვის მეუბნებოდა მე, რომ ერთ დღესაც დამოუკიდებელი გავხდებოდი, მაგრამ მე არ მეგონა, თუ ეს ასე მალე მოხდებოდა", - თქვა როსიმ. მას შემდეგ ფეხბურთელი ყველა გოლს მამას უძღვნის.

როსის ცხოვრებაში "შავი დღეები" 2011 წლის 27 ოქტომბერს დაიწყო. იმ დღეს "ვილიარეალი" უშანსოდ დამარცხდა "რეალთან", მან მუხლი იტკინა. ამის მერე მიჰყვა და მიჰყვა... თამაშის დღეს როსიმ აგენტს უთხრა, რომ ტკივილს არ გრძნობდა. მეორე დღეს კი საქმე უკვე სხვანაირად იყო.

ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა. დაიხურა ევროპის ჩემპიონატზე წასვლისა და ტოპ-კლუბში გადასვლის თემა. ფეხბურთელი არ დანებდა. აგენტმა პასტორელომ თქვა, რომ ფეხბურთელი მალე დაბრუნდებოდა და ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშებდა. "სკუადრა აძურას" დამრიგებელი, ჩეზარე პრანდელი როსის გამოჯანმრთელებას ელოდა, მაგრამ... ისევ ტრავმა!

ექვსთვიანი პაუზა უდროო იყო. როსიმ გამოიცვალა ექიმი. ის შტატებში მკურნალობდა რიჩარდ სტედმენთან. ამ კაცმა სხვადასხვა დროს ფეხზე დააყენა არაერთი ვარსკვლავი - ალან შირერი, რუდ ვან ნისტელროი, ჰოლგერ ბადშტუბერი...

2012 წელს როსი დაბრუნდა. "ვილარეალი" უკვე სეგუნდა დივიზიონში ჩაშვებულიყო. მერე ისევ ტრავმები, ერთი ოპერაცია, მეორე, მესამე... მოკლედ, ბიჭი დაიტანჯა...

"ვილიარალმა" ფეხბურთელის გაყიდვა ჩაიფიქრა. მალე "ფიორენტინამ" 10-მილიონიანი წინადადებით მიმართა ესპანურ კლუბს. ეს დიდი რისკი იყო, მაგრამ გუნდის მთავარ მწვრთნელს, ვინჩენცო მონტელას როსი ძალიან მოსწონდა. მონტელასათვის მაგალითი "ბარსელონას" სათამაშო მოდელი იყო.

როსის ბოლომდე აცადეს გამოჯანმრთელება და ის მაგრად დაბრუნდა. "ფიორენტინას" მთავარი მტრის, "იუვენტუსის" კარში გატანილი სამი გოლი და იტალიის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.

მერე იყო ტრავმა, გამოტოვებული სეზონი, დაბრუნება, ევროპალიგაზე გოლები და თავად როსის თხოვნით ხელფასის დაკლება.

ერთხელ როსის ჟურნალისტმა ჰკითხა: "ამდენი ტრავმა - ხომ არ მიგაჩნიათ, რომ დაწყევლილი ხართ?"

"ეს ყველაზე ცუდია, რაც შეიძლება, საკუთარ თავზე იფიქრო. როცა შენ ასე ფიქრობ, ვერაფრით გამოავლენ შესაძლებლობებს. მე სულ პოზიტიურად ვარ განწყობილი", - იყო პასუხი.

ბევრი როსის ადგილზე გზას გადაუხვევდა, ის კი ისევ იბრძვის. ის ღირსია, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს.

დოსიე

ჯუზეპე როსი

დაიბადა: 1987 წ. ტინეკი, ნიუ ჯერსი (აშშ)

პოზიცია: ფორვარდი

კარიერა: 2000-04 - პარმა; 2004-07 - მანჩესტერი; 2006 - ნიუკასლი (იჯარა); 2007 - პარმა (იჯარა); 2007-13 - ვილიარეალი; 2013-დან - ფიორენტინა; 2016 - ლევანტე (იჯარა).

იტალიის ნაკრები: 30 თამაში, 7 გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• jga

მაგრად მევასები ბეპე,ძალიან მინდა რომ შენი პოტენციალი გამოავლინო,წარმატებები უიღბლო იტალიელო

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

100 მილიონი ევრო ფაბრეგასის შესანარჩუნებლად - "კომოს" დიდი მიზნები აქვს

ოსიმენის "იუვენტუსში" გადასვლა ჩაიშალა - რჩება საუდის არაბეთი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

სპალეტის იტალიამ პარიზში საფრანგეთს მოუგო [VIDEO]

უქმეების ყველაზე საინტერესო ტრანსფერები

"საუკეთესო ფორმაში არ ვართ, მეტოქემ ჩვენი შეცდომებით ისარგებლა" - დეშამი იტალიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ

სესკ ფაბრეგასი ლა ლიგის I ტურის მატჩს გამოტოვებს

"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]

ლა ლიგა. XVIII ტური: "ატლეტიკომ" "ბარსელონას" გადაუსწრო [VIDEO]

"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]

ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები

48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა

ლა ლიგა. III ტური: "ლევანტე" და "სევილია" ქულას დასჯერდნენ

ტრანსფერ ONLINE: 29 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები

"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის

ტერი, ნასრი, ევრა და სხვები - თავისუფალი აგენტების სიმბოლური ნაკრები

საფრანგეთმა ბელგიას, იტალიამ კი ისრაელს მოუგო [VIDEO]

სანაკრებო პარადოქსები: რონალდო ავსტრალიაში, ნაინგოლანი ინდონეზიაში და პიანიჩი ლუქსემბურგში...

შვეიცარიამ იტალია დაჯაბნა და მეოთხედფინალში გავიდა

"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა

"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის

სპალეტის იტალიამ ბელგიას სძლია და 17 ნოემბერს საფრანგეთს უმასპინძლებს

გზაგასაყარი: ყოფილი ვარსკვლავების გასაჭირი

პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს

ძაკანიმ იტალია პლეი-ოფში გაიყვანა - ესპანეთმა დუბლებით ალბანეთს სძლია

სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]

"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდელი ყიდულობს

"MLS-ში 80 წლის ასაკშიც საუკეთესო იქნებოდა" - ჯუზეპე როსი ლიონელ მესიზე

თბილისის" დინამოს" ყოფილი ლეგიონერის, ჩისკოს წინააღმდეგ ესპანეთში საქმე აღძრეს

მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა

დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია

კარლო ანჩელოტი: მორატას ბენზემას გამოცდილება არა აქვს, მაგრამ აქვს ენთუზიაზმი [VIDEO]

ჩავი: "ბარსელონა" ახალი სეზონისთვის მზად არის