კლუბის გენ-დირექტორი გიორგი იმნაიშვილი: "20-მდე ლეგიონერი ჩამოვიყვანეთ, მაგრამ გუნდს ყველა ვერ მოერგო"
გურულებისთვის რევოლუცია უჩვეულო ამბავი არ არის. უცხო ხილი არც სხვა ქართული კლუბებისთვისაა ფეხბურთელთა გუნდურად გაშვება და ახლების ბითუმად მიყვანა. მაგრამ ის, რაც ახლა ლანჩხუთის "გურიაში" ხდება, ნამდვილი საკადრო რევოლუციაა...

ლანჩხუთის "გურიის" თბილისურ შეკრებასა და ახალწვეულებზე "ლელო" უკვე წერდა. სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებსა და მიზნებზე კლუბის გენერალური დირექტორი გიორგი იმნაიშვილი გველაპარაკა:

- გუნდი ბევრმა მოთამაშემ დატოვა. მათ შორის არიან სინჯებზე მოწვეული უცხოელებიც. სულ 20-მდე ლეგიონერი ჩამოვიყვანეთ, მაგრამ გუნდს ყველა ვერ მოერგო.

გული მხოლოდ იმაზე დამწყდა, სომხეთის ნაკრების ნახევარმცველი ალექსანიანი რომ ვერ დავტოვეთ. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, საკმაოდ კარგ დონეზე უთამაშია და მისი დამატება ნამდვილად არ გვაწყენდა... მაგრამ მაისის შემდეგ ვნახოთ...

ამას გარდა, ბახია და წერეთელი იჯარით ოზურგეთის "მერცხალში" გავუშვით.

- თქვენი სატრანსფერო აქტივობა ამით დასრულდა?

- არა, სამ-ოთხ ძლიერ ფეხბურთელს კიდევ დავიმატებთ. ჩვენი მიზანია, ევროთასებზე გავიდეთ. არ ვიცი, წლეულს ეს მოხერხდება თუ არა, მაგრამ საბოლოოდ, სწორედ ამისკენ მივდივართ.

- კლუბის დაფინანსებაზე რას გვეტყვით?

- "გურიას" ამჟამად ლანჩხუთის გამგებელი ზაზა ურუშაძე ეხმარება, თუმცა საქმეში გარკვეული მონაწილეობა ჩვენც გვსურს. ბევრი რამ გვაქვს გეგმაში, მაგრამ ამ ყველაფერზე მერე ვიტყვით...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

goCa777
ვინც ვერაფერს ვერ ხედავს, ნუ დაინახავთ. რაც ლანჩხუთში ფეხბურთის ირგვლივ კეთდება ყველა რაიონმა უნდა მიბაძოს. გასკდით გულზე და იძახეთ ტრიუკი და მიუკი. ვაი შენს პატრონს.
(ურუშაძის) წინასაარჩევნო მორიგი წარუმატებელი(სამწუხაროდ!) ტრიუკი
რა საჭიროა ამდენი სისულელე- უფულოდ(!!!)- ლანჩხუთის ბიუჯეტით(?!) გუნდი არ კეთდება და არც შეიძლება! სამწუხაროდ, არა!!! პ.ს.მომავალ წელზე აღარ ფიქრობთ? არჩევნების მერე, "თუნდაც კისერი გიტეხიათ"? :)))
sabonis
ეს მერე ღუპავს საქმეს, იძახიან მერე ვიტყვი მერე ვიტყვი და მე მეშინია ისევ გაძვალტყავებული ლანჩხუთის ბიუჯეტის ამარა არ დარჩეს გუნდი. გადაწყვეტილია სომეხი ბისნესმენი პატრონობს გუნდსი და ეს იმნაიშვილი მსგავსს არაფერს ამბობს არ მომწონ რაღაც აქ. იმედია ინტუიცია მიღალატებს.
koko
არაუშავს ალექსენიანი მართლაც რომ კარგი ფეხბურთელია და იმედია მომავალი სეზონისთვის დავიმატებთ
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
რატომ გაიპარნენ და რა სასჯელი ელით "გურიის" ლეგიონერებს?
Gurianews: ლანჩხუთის "გურიიდან" სამი ლეგიონერი გაიპარა
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
მოგვეცით დრო! ვისთვისაა სფფ-ის ლიცენზირების მკაცრი მარყუჟი?
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
ლანჩხუთის "გურიაში" ოთხი ბრაზილიელი და ერთიც კოტდივუარელი მოიყვანეს
ლანჩხუთის "გურიამ", არსებობის ისტორიაში პირველად, ეროვნული ლიცენზია მიიღო!
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა