ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

საქართველოში კონკურენცია მაკლია - ინტერვიუ ნინო სალუქვაძესთან

საქართველოში კონკურენცია მაკლია - ინტერვიუ ნინო სალუქვაძესთან

"...ინფლაცია უკან გვწევს, ბიუჯეტიც ნაკლები დაგვიმტკიცეს"
ქართველ ტყვიის მსროლელთა გუნდი ბულგარეთში გაფრინდა, სადაც ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას გაივლის.

მის შემადგენლობაში შედიან ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, ლევან ქადაგიძე, გუნდურში ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსნები: ცოტნე მაჭავარიანი, ვლადიმერ მაიოროვი, აკაკი მოსულიშვილი (ყველა - თბილისი), აგრეთვე ქუთაისელები - ლიზი კილაძე და ნინო ხუციბერიძე, მწვრთნელად კი ვახტანგ სალუქვაძე გაჰყვათ.

ჩვენები ბულგარეთში 10-ოდე დღე ივარჯიშებენ, მერე კი უნგრულ გიორში გადაინაცვლებენ, სადაც 22-28 თებერვალს პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ევროპის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

ევროპელებისთვის ესაა ბოლო სალიცენზიო შეჯიბრება, სადაც რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის სამ-სამი საგზური გაიცემა, თუმცა მათ მისაღებად იქნებ სამეულში მოხვედრა არც გახდეს საჭირო - ადგილმონაცვლეობის პრინციპი იმოქმედებს ანუ სამეულში უკვე ლიცენზირებული თუ მოხვდება, მაშინ საგზური მომდევნოს გადაეცემა და ასე შემდეგ.

ჩვენგან ლიცენზია ჯერჯერობით მხოლოდ სალუქვაძეს აქვს, ვინც თავის მერვე თამაშებზე იასპარეზებს ბრაზილიაში, გიორში კი ლიცენზიისთვის მისი ვაჟი მაჭავარიანი, ქადაგიძე და კილაძე იბრძოლებენ. მაჭავარიანი და კილაძე ჯერ ახალგაზრდები არიან, თუმცა ლიცენზიის ხათრით მაინც გამოჰყავთ უფროსებში. მაიოროვი, მოსულიშვილი და დებიუტანტი ხუციბერიძე კი 20-წლამდელებში გამოვლენ.

ხუციბერიძის გარდა, დანარჩენებმა ცოტა ხნის წინ მიუნხენშიც იასპარეზეს იქაურ დიდ საერთაშორისო ტურნირში, თუმცა ფინალში გასვლა მხოლოდ მაჭავარიანმა შეძლო. თანაც - ორივე სტარტზე.

ნინო სალუქვაძესთან დაგეგმილ შეკრებასა თუ ჩასატარებელ ტურნირზე ინტერვიუ მიუნხენში გამოსვლაზე საუბრით დავიწყეთ.

- როგორ აფასებთ მიუნხენის ტურნირზე ჩვენების გამოსვლას, რა გაჩვენათ მან?

- ამ ტურნირზე ტრადიციულად მივდივართ ხოლმე, რადგან შემჭიდროებულ ვადებში ერთდროულად ტარდება ორი სტარტი და კარგი რეპეტიციაა ევროპის ჩემპიონატის წინ. თუმცა ევროპამდე ერთი თვეა და ერთ შეკრებას ვასწრებთ.

ძალიან კარგი იქნებოდა, ნოემბერში ან დეკემბერში რომ გვქონოდა შეკრება, მაგრამ ჩვენი დაფინანსებიდან გამომდინარე, ამის საშუალება არაა და ამიტომ ერთი შეკრებით მივდივართ. თუმცა შარშანაც ასე იყო, მაგრამ ჩვენი ბიჭები ახალგაზრდებში გუნდურში მესამეზე გავიდნენ და ფინალშიც შევიდნენ.

მიუნხენში, უპირველესად, ცოტნე მაჭავარიანის გამოსვლას აღვნიშნავ, რომელიც ორივე სტარტზე მოხვდა ფინალურ ოქტეტში.

იცით, რომ ფინალში საკვალიფიკაციოს ქულები ნულდება, რითაც ლატარიას თუ ცირკს დაემსგავსა ჩვენი სპორტი. შეიძლება, ფინალში მსოფლიოს რეკორდით შეხვიდე, იქ კი მერვე ადგილით დაამთავრო გამოსვლა და ვერავის აუხსნა, მსოფლიოს რეკორდსმენი როგორ დარჩა უმედლოდ. ასეთ პირობებში კლასი იკარგება და ამდენი ხანი სწორედ ამის ახსნას ვცდილობთ საერთაშორისო ფედერაციისთვის. მგონი, უკვე კი გაიგეს, მაგრამ ოლიმპიადამდე არაფერი შეიცვლება და მერე ვნახოთ, გვპირდებიან, რომ რეალურს დაემსგავსება.

რატომ უნდა ვიწვალოთ საკვალიფიკაციოში მთელი დღე, თუ ეს შედეგები განულდება? თან ვაჟები და ქალები ფინალში ერთნაირად ისვრიან. მაშინ რატომაა განსხვავება საკვალიფიკაციოში?

თუმცა მიუნხენს დავუბრუნდეთ, სადაც მაჭავარიანს კარგი რეპეტიცია გამოუვიდა - პირველად ფინალში მეოთხე იყო, მეორე სტარტზე კი - მეხუთე. ზედიზედ მოუწია ასპარეზობამ, რაც დიდი ემოციური და ფიზიკური დატვირთვაა. ორ დღეში ორი შეჯიბრება თავის ფინალით, დამერწმუნეთ, ძნელია. თუმცა ამან დადებითიც მოიტანა - მან გადალახა ნერვული სტრესი, რადგან ევროპაზე მისი და ლიზი კილაძის უფროსებში გამოყვანა გვინდა.

ვფიქრობთ, რომ მათ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვების მცირე თეორიული შანსი არსებობს და მისი გამოყენება გვინდა. ისინი ჯერ ახალგაზრდები არიან - მაჭავარიანი 18 წლისაა, კილაძე - 15-ის და გაისადაც გამოვლენ ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე, თუმცა ამჯერად ვკარგავთ შესაძლო მედალს. თუმცა ლიცენზია უფრო მნიშვნელოვანია და ამიტომ გამოგვყავს აქ, ოღონდ იმასაც ვეუბნები, რომ თუ მოიპოვებენ, ამით დამთავრდება ყველაფერი, თორემ ოლიმპიადაზე ფინალში გასვლის ან მედლის აღების რამე პრეტენზია არ უნდა გვქონდეს. ამიტომ, თუ იქნება ლიცენზია, ძალიან კარგი, არ იქნება და არც ეგაა ტრაგედია.

სამაგიეროდ, აი, შემდგომი ციკლის - 2020 წლის თამაშებისთვის უკვე მექნება პრეტენზია არა მარტო ლიცენზიაზე და მასაც მოვთხოვ ფინალში მოხვედრას, საპრიზო ადგილზე გასვლას.

- რა რჩევებს აძლევთ მას დაოსტატებისთვის, რაში ხედავთ მისი გაძლიერების გზას?

- აქ ის ძირითადად უჩემოდ ვარჯიშობს. კი, მამაჩემი - ვახტანგიც ეხმარება და ლევან ქადაგიძეც, მაგრამ მე მთლიან ვარჯიშს ვერ ვესწრები. დავალებებს ვაძლევ, ვამოწმებ კიდეც, თუმცა როცა იქ ხარ და თვითონ უყურებ მთელ პროცესს, მისთვისაც სხვანაირი სტიმული, სხვანაირი დაძაბულობა, მონდომება და კონცენტრაციაა. ამიტომ მინდა უცხოეთში შეკრებაზე წაყვანა, რომ ერთად ვიყოთ.

მართალია, ჩემი მწვრთნელი - მამაჩემი სულ მეჩხუბება, შენ შენს თავს მიხედე, ნუ ერევი ამათ ვარჯიშშიო, მაგრამ გული არ მითმენს, არ მივუთითო და არ ვასწავლო. თან მინდა, ჩემი მიცემული დავალებები ჩემივე მეთვალყურეობით შეასრულონ, რათა მეტი დაძაბულობა იგრძნონ და სავარჯიშო ატმოსფერო საშეჯიბროს მივუახლოვოთ.

ამიტომაა საჭირო ხშირი შეკრებები, მაგრამ არ გამოდის - წელიწადში ორჯერ თუ გაკეთდა მაქსიმუმ, ეგაა. თან ახლა ეს ინფლაცია სასწაულად გვწევს უკან. ბიუჯეტიც იმაზე ნაკლები დაგვიმტკიცეს, რაც მოვითხოვეთ, და არ ვიცი, რა იქნება.

- ჩვენი სხვა ბიჭების - ვლადიმერ მაიოროვის და აკაკი მოსულიშვილის გამოსვლაზე რას იტყვით?

- მათ ვერ აჩვენეს ის შედეგი, რაც სჩვევიათ, მაგრამ იმავეს გავიმეორებ - მათ აკლიათ შეკრება. რამდენჯერაც შეკრებაზე წავედით, ყოველთვის კარგად ისროლეს, მაგრამ სახლში რომ ვბრუნდებით, არ ვიცი, როგორ მიდის საწვრთნელი პროცესი, რადგან ყველა არაა ჩემი კლუბის წევრი. შიდა შეჯიბრებებზე ვეღარ აჩვენებენ ისეთ შედეგებს, რაც შეუძლიათ და რაც გვინდა.

- ჩვეულ შედეგებს ვერც ლიზი კილაძე აჩვენებს. მის გამოსვლას როგორ აფასებთ?

- მან მართლაც ვერ აჩვენა ჩვეული შედეგი, თუმცა მაინც მიგვყავს შეკრებაზეც და მერე - ევროპის ჩემპიონატზეც, რადგან ვიცი, არის მასში ისეთი პოტენციალი, რაც შეიძლება, გამოვძერწოთ. თან სკოლაშიც დადის... თბილისში რომ გადმოვიყვანო სასწავლებლად, ამის საშუალება ფედერაციას არ აქვს.

მიუნხენში კილაძემ პირველ სტარტში 366 ქულა დააგროვა, მეორეში - 375, თუმცა ბევრად მეტი შეუძლია. 370-ზე ნაკლებს არ ველოდი მისგან. მეორე გამოსვლისას ძველი სენი დაემართა - დროში ვერ ჩაეტია და ბოლო სამი გასროლა 8-იანში მოარტყა. შეკრებებზე ამ ხარვეზზეც ვმუშაობთ, მაგრამ მაინც ხშირად მოსდის ასე.

- ბოლოს, თქვენი და ლევან ქადაგიძის გამოსვლაც შეაფასეთ.

- ქადაგიძემ მოუმატა შედეგს, თუმცა ორივე ძალიან დატვირთული ვართ ფედერაციის საქმეებით. თუმცა მე ვარჯიშს მაინც ვასწრებ, არ ვაცდენ, შაბათ-კვირასაც კი ვვარჯიშობ. ოღონდ სხვა პრობლემა მაქვს - თვალის. ახლა ლინზას ვარჩევ და, მგონი, ვიპოვე კიდეც. თან სპეციალურ ხელსაწყოსაც ვეძებ, რომელიც ახალია ჩემთვის, მაგრამ შედარებით უკეთესად ვხედავ. ის გერმანიაში მცხოვრებმა ჩვენმა თბილისელმა მეგობარმა არტურ გევორქიანმა მირჩია, რომელიც თავად იყენებს მას. რამდენიმე ვარიანტიდან ვარჩევ ოპტიმალურს, რათა მხედველობამ არ შემიშალოს ხელი, თორემ ტექნიკური თვალსაზრისით პრობლემები არაა.

- ამ შეკრებაზეც გვითხარით, სად და ვისთან ერთად გაივლით მას?

- მივდივართ ბულგარეთში, სადაც თავიდან სამთო კურორტზე ვივარჯიშებთ, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, სადაც სპორტული ბაზა აქვთ თავის აუზით, ტრენაჟორებით და ყველა აუცილებელი პირობით. ბოლო სამი დღე სოფიაში ჩამოვალთ და იქ ვივარჯიშებთ. მერე ბულგარეთიდან ვენაში გადავფრინდებით, იქიდან კი ავტობუსით წავალთ უნგრეთში, ქალაქ გიორში, სადაც ევროპის ჩემპიონატი ტარდება.

ბულგარეთში შეკრებაზე ჩვენთან ერთად ადგილობრივი ნაკრებიც იქნება. ქალებში მათ ერთი ლიცენზიანტი ჰყავთ - ანტოანეტა სტეფანოვა, იქნება ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მარია გროზდევაც, ასევე - მათი ვაჟთა გუნდებიც სროლის სხვა სახეობებშიც, სადაც კიდევ ერთი ლიცენზიანტი ჰყავთ. იქნება იაპონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ემილ დუშანოვი, რომელიც თბილისშიც იყო სემინარზე. იაპონიის ნაკრებიდან მას თან ჩამოჰყვება მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ტომოუკი მაცუდა. ჩამოსვლა უნდოდა მუნკბაიარ დორჯსურენსაც გერმანიიდან, მაგრამ ბუნდესლიგის ჩემპიონატი აქვს და არ გამოუშვეს. ასევე საკლუბო შეჯიბრების გამო ვერ მოდიან სერბებიც, თორემ მათაც სურდათ ამ შეკრებაში მონაწილეობა.

ამის მიუხედავად, მაინც ძლიერი მსროლელები ივარჯიშებენ ანუ იქნება ის კონკურენტული ატმოსფერო, რაც მაკლია საქართველოში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• jondo

თუ სწორედ მახსოვს ქ-ნ ნინო სროლის ფედერაციისა სა ოლემპიური კომიტეტის მაღალ ჩინოსანია და ვის ეწუწუნება ფულზე და პირობებზე?

პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს

"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს

იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მორიგი ლიცენზია ნინო ხუციბერიძემ მოიპოვა

ევროპის ჩემპიონატი ტყვიის სროლაში: ბაქოს ორმაგი დატვირთვა

ევროპის ჩემპიონატი. ტყვიის სროლა: ბაქოში გამრუდებული სამიზნე

ლიზი კილაძემ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

გაბალამ სანგარიც გაგვახსენა - აზერბაიჯანში რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიებიც გაიცემა

ტყვიის სროლა. ევროპის ჩემპიონატი: უფინალოდ და ულიცენზიოდ

პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა

ტყვიის სროლა. ევროპის ჩემპიონატი: ცოტნე მაჭავარიანი დედის კვალზე

"ჯერაც ვერ წარმომიდგენია, რომ ოლიმპიადაზე მე და ჩემი შვილი ერთად გამოვალთ"

"იარაღს გვჩუქნიან, მაგრამ ჩვენი არალოგიკური კანონების გამო ვერ შემოგვაქვს"

ტყვიის სროლა. ევროპის ჩემპიონატი: დიორში ბრაზილიისთვის

ტყვიის სროლა. მიუნხენის ტურნირი: შვიდეულით გერმანიაში

ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს

ტყვიის სროლა. ევროპის ჩემპიონატი: ამჯერად უმედლოდ

ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები: ქართველი სპორტსმენების გამოსვლის კალენდარი

ნინო ხუციბერიძე ტყვიის სროლაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია!

ახალგაზრდული ოლიმპიადა: ვერცხლი - სულამანიძეს, ბრინჯაო - ხუციბერიძეს

სალუქვაძემ წარუმატებლად ისროლა და ფინალში ვერ მოხვდა

53 წლის ნინო სალუქვაძის ვერცხლი

ამან დამანგრია და მომშალა - ნინო სალუქვაძეს პრობლემები არ ელევა

ევროპის ჩემპიონატი: ლიზი კილაძეს ფინალამდე ერთი ქულა დააკლდა

ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...

დედა-შვილი ოლიმპიადაზე - ცოტნე მაჭავარიანმა რიოს ლიცენზია მოიპოვა!

ნინო სალუქვაძე: მე ვაგრძელებ კარიერას, რადგან ახლა ვჭირდები ცოტნეს გვერდით

ნინო სალუქვაძეს სპეციალური ჯილდო გადასცეს

მიუნხენის ტურნირი: ცოტნე მაჭავარიანის მორიგი რეკორდი

თბილისის ღია თასი: როდის დააფინანსებენ ფედერაციებს?

ლეგენდების მემკვიდრე - ცოტნე მაჭავარიანს დედის რეკორდები არ აშინებს

ლიზი კილაძემ ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა

გუნდური ბრინჯაოს მედალი ტყვიის მსროლელთა დიდ პრიზზე

ნინო სალუქვაძემ ვაჟთან ერთად ევროპულ თამაშებზე საქართველოს მე-17 მედალი მოუტანა!

ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი რიოს დაზვერავენ