ამ უქმეებზე კიევი "XX საუკუნის სახელოვან უკრაინელ მოჭიდავეთა და მსაჯთა მემორიალს" უმასპინძლებს
ფოტოზე: ვლადიმერ გეგეშიძე

ამ უქმეებზე კიევი "XX საუკუნის სახელოვან უკრაინელ მოჭიდავეთა და მსაჯთა მემორიალს" უმასპინძლებს, რომელიც სამივე საჭიდაო დისციპლინაში ტარდება, თუმცა ჩვენგან იქ მხოლოდ ვაჟები გამოვლენ. ძირითადად - "ბერძენ-რომაელები", რომლებიც 10-კაციანი გუნდით იასპარეზებენ, თავისუფალ ჭიდაობაში კი მხოლოდ ერთი მონაწილე გვეყოლება. ისინი დღეს, 12 თებერვალს გაფრინდებიან კიევში.

"ბერძენ-რომაელთა" ამ 10-კაციანი გუნდიდან საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია მხოლოდ 8-ს აფინანსებს (სრულ სიას ქვემოთ იხილავთ), ორს კი, ბათუმელებს - გოდერძი დავითაძეს (59) და არჩილ თურმანიძეს (66) აჭარა გზავნის.

თავისი ხარჯით მიდის "თავისუფალთა" ერთადერთი წარმომადგენელი, ყვარლელი თორნიკე ალადაშვილი (86). მან თვითონ ისურვა იქ წასვლა, ფედერაციამ კი ხელი არ შეუშალა, თანხმობა მისცა.

"ბერძენ-რომაელთა" ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ბეგი დარჩიას გადაწყვეტილებით, კიევში საქართველოს წლევანდელ ჩემპიონთაგან მხოლოდ ერთი - გიორგი დათუნაშვილი (75) იჭიდავებს, ვინც ქვეყნის პირველობის ფინალში ძმა, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი დაამარცხა.

ამასობაში კი თავად დარჩია და ნაკრების უმთავრესი ლიდერები დუშეთში არიან შეკრებაზე, რომელიც კვირას დაიწყეს. მას 22 თებერვალს დაამთავრებენ, ერთი დღით თბილისში დაბრუნდებიან და 24-ში მინსკში გაფრინდებიან, სადაც "სტაიკების" ოლიმპიურ ბაზაზე ერთობლივ შეკრებას ჩაატარებენ. ისინი მინსკიდანვე გადავლენ რიგაში, სადაც 8-13 მარტს ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება.

მინსკში დარჩიას პირველ-მეორე ნომრები მიჰყავს, დანარჩენები კი იმავე პერიოდში საქართველოს 23-წლიანთა ნაკრებს გაჰყვებიან შეკრებაზე და მათ დაეხმარებიან თანატოლთა ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადებაში, რომელიც 29 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით ბულგარეთში, ქალაქ რუსეში ჩატარდება.

"ბერძენ-რომაელთა" თურქული გაკვეთილი

როგორც ვხედავთ, ევროპირველობამდე ჩვენი "ბერძენ-რომაელები" უკვე მეტ ტურნირში აღარ გამოვლენ. თუმცა ლიდერებს საშეჯიბრებო პრაქტიკა აღარ აკლიათ, რადგან იანვარში გამართული ქვეყნის პირველობის შემდეგ მათ 30-31 იანვარს სტამბოლში ვები ემრესა და ჰამიტ ყაფლანის მემორიალშიც იჭიდავეს, სადაც კონკურენციის თვალსაზრისით, ფრიად საინტერესო შედეგები აჩვენეს. ამიტომ ბეგი დარჩიაც ჯერჯერობით თავს იკავებს ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობის დასახელებისგან.

რამდენიმე წონაში ჯერ კიდევ გასარკვევია კონკურენცია, რაც შეკრებებზე გადაწყდება. თუმცა გარკვეული დასკვნების გამოტანა უკვე შეიძლება, მაგრამ ჯერ ნურც ჩვენ გავუსწრებთ მოვლენებს, მხოლოდ შეგახსენებთ, რომ წლეულს ქვეყნის ჩემპიონები რევაზ ლაშხი (59), შმაგი ბოლქვაძე (66), მინდია წულუკიძე (71), გიორგი დათუნაშვილი (75), ნიკოლოზ კელასოვი (80), რობერტ კობლიაშვილი (85), რევაზ ნადარეიშვილი (98) და იაკობ ქაჯაია (130) გახდნენ, ამათგან კი თურქეთში ჩემპიონი მხოლოდ კობლიაშვილი გახდა.

იქ ჩვენგან კიდევ ერთი ოქრო მსოფლიოს მესამეპრიზიორმა ლაშა გობაძემ (80) მოიპოვა. ლაშხი, ბოლქვაძე, წულუკიძე, თორნიკე ძამაშვილი (80) და ბექა კანდელაკი (130) ვერცხლს დასჯერდნენ, ხოლო მათე სოფაძე, გიორგი ცირეკიძე (ორივე - 85) და ნიკოლოზ კახელაშვილი (98) მესამეზე გავიდნენ.

სტამბოლში ჩვენთვის საინტერესო ამბები რამდენიმე წონაში მოხდა. მაგალითად, გობაძემ საფინალო გზაზე ჯერ კელასოვი დაამარცხა, რითაც საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალში მარცხისთვის რევანში აუღო, ფინალში კი ძამაშვილსაც აჯობა. ამდენად, აქ კონკურენცია ფრიად ჩაიხლართა - შეიძლება ითქვას, გობაძემ ძამაშვილი კონკურენციაში საბოლოოდ ჩამოიშორა, მაგრამ სხვა საქმეა კელასოვი, ვინც სტამბოლში ბრძოლა ხელის ტრავმის გამო ვერ გააგრძელა.

სავარაუდოდ, დარჩია ამ ფაქტს ვერ წაუყრუებს (მით უფრო, იგებდა კელასოვი) და მათი კონკურენცია შეკრებებზე, საკონტროლო შეხვედრებით გადაწყდება.

სტამბოლში მთავარ კონკურენტს მოუგო კობლიაშვილმაც - ევროპის პრიზიორ გიორგი ცირეკიძეს. მას საქართველოზეც აჯობა, ანუ ამ წონაში ევროპის პირველობაზე წამსვლელი თითქმის გარკვეულია. იგივე ითქმის ლაშხზე, ბოლქვაძესა და წულუკიძეზე, თუმცა ასე გადაჭრით ვერ ვისაუბრებთ 75, 80, 98 და 130 კილოგრამებზე. აქ ყველაფერი შეკრებებზე გაირკვევა.

ბერძნულ-რომაული ნაკრები

59 კგ. გოდერძი დავითაძე

66 კგ. გიორგი დავითაია, არჩილ თურმანიძე

71 კგ. გოგა აფრიამაშვილი, გიორგი ჯავახია

80 კგ. თორნიკე ძამაშვილი

85 კგ. ვლადიმერ გეგეშიძე

98 კგ. ვასილ იმერლიშვილი

130 კგ. ლევან არაბული

თავისუფალთა ნაკრები

86 კგ. თორნიკე ალადაშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
გენო პეტრიაშვილი სტუდენტებში იჭიდავებს?
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სომხეთში იასპარეზებს
ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: ბექა ლომთაძე მსოფლიომდე ამაღლდა [VIDEO]
ქართველი "ბერძენ-რომაელები" იაშარ დოგუს მემორიალზე გამოვლენ
მფრინავი ჭკუასელიძე - ქართველმა მოჭიდავემ რუსეთის წარმომადგენელი სუპერილეთით დაამარცხა [VIDEO]
საქართველოს ჩემპიონატი ჭიდაობაში. I დღე: ახალი სასახლის ახალი ლიდერები [PHOTO]
კიევის საერთაშორისო ტურნირი: 7 მედალი უჩემპიონოდ
ბერძნული როქი - რევაზ ლაშხი ბეგი დარჩიას ნაცვლად
ღამის კლუბში დაჭრილი ზურაბ დათუნაშვილი პალატაში გადაიყვანეს
"ველოდებით უკეთესს შედეგს, ვიდრე შარშან" - ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატზე გაეგმზავრნენ
ბაქოს თამაშებისთვის საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებების შემადგენლობები ცნობილია
ᓑᓔᓠᓫᓜᓣᓚ-ᓠᓝᓛᓐᓣᓚᓘ ᓭᓘᓓᓐᓝᓑᓐ. "ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓗᓐ ᓗᓐᓡᓘ": ᓯᓐᓕᓐᓮᓘᓐᓡ ᓡᓘᓣᓠᓞᓠᓘᓖᓘ
საქართველოს "ბერძენ-რომაელთა" ნაკრებმა ყაზახეთის ტურნირში 4 მედალი მოიპოვა
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: პირველი დღე იაკობ ქაჯაიამ დახურა [PHOTO]
საქართველოს ჩემპიონატი. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ახალი ლიდერები [PHOTO]
გიორგი დათუნაიშვილი: "ჩიხურას" პლუსები უნდა გავანეიტრალოთ
აღორძინება რეგიონებიდან უნდა დავიწყოთ - ინტერვიუ გეგა გეგეშიძესთან
ბ/რ ჭიდაობა: საქართველოს ნაკრები "ევროპის ერთა თასზე" ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
კიევის ტურნირი: ქართველების 2-2 ვერცხლი და ბრინჯაო
ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: ოლიმპიადის კომპენსაციად
ბ/რ ჭიდაობა. რუმინეთის ტურნირის წინ: დიდი ციკლის დასაწყისი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ნაკრები: რეინკარნირებული გუნდი
ბ/რ ჭიდაობა: ბეგი დარჩიამ რუმინეთში "ევროპის ერთა თასისთვის" შემადგენლობა დაასახელა
ანტონ მამაგეიშვილმა სტამბულში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ახალგაზრდა ქართველმა "ბერძენ-რომაელებმა" ევროპის ჩემპიონატზე გუნდური მეორე და 4 მედალი მოიპოვეს
"სამტრედია" საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონია [VIDEO]