ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ექვსი ერი. II ტური: ინგლისს ჯოზეფის ჰეთ თრიკმა უშველა

ექვსი ერი. II ტური: ინგლისს ჯოზეფის ჰეთ თრიკმა უშველა

ექვსი ერის გათამაშების მეორე ტურის მატჩები, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლოგიკური შედეგებით დასრულდა
ექვსი ერის გათამაშების მეორე ტურის მატჩები, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლოგიკური შედეგებით დასრულდა. ინგლისის ნაკრებმა სტუმრად, დიდი სხვაობით სძლია იტალიის ნაკრებს - 40:9 და ლიდერობას ინარჩუნებს.

ტურის ცენტრალური მატჩი პარიზში, "სტად დე ფრანსზე" გაიმართა, სადაც საფრანგეთის ნაკრებმა უმძიმეს ბრძოლაში მინიმალური სხვაობით დაამარცხა ირლანდიის ეროვნული გუნდი - 10:9.

ირლანდიელები 69-ე წუთამდე მასპინძლებს 9:3 უგებდნენ, თუმცა მაქსიმ მედარის ლელომ "ლე ბლოს" ზედიზედ მეორე გამარჯვება მოუტანა.

ფრანგთა ახალი თავკაცი გი ნოვესი ნამატჩევს ძალზე აღელვებული ჩანდა:

"ძალიან მიხარია, რომ ჩემი გუნდის წევრებს სჯერათ ერთმანეთის. მათი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა და ამისკენ წამიერი შეფერხებაც არ აშინებთ. გამარჯვების ლელო მათი გონების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის ნაყოფია. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას: ფედერაციას, რომელიც ძალიან გვეხმარება, რათა სათანადო საწვრთნელი პირობები შეგვიქმნას; ასევე, ჩემს ასისტენტებს, თითოეულ მორაგბეს. ეს გამარჯვება უდიდესი შრომის ფასად მოვიპოვეთ", - თქვა მან.

მწვრთნელის განწყობა, ცხადია, გუნდის მესამეხაზელმა იაკუბუს კამარამაც გაიზიარა:

"ძალიან ძლიერ მეტოქეებთან მოგვიწია თამაში. ამიტომაც იყო, დიდი გაჭირვებით რომ მოვიგეთ. ირლანდიის ნაკრები ბოლო სამი-ოთხი წელიწადია ევროპაში დომინირებდა. მით უფრო სასიხარულოა ჩვენი წარმატება. დაცვაში შესანიშნავად გავისარჯეთ. ახლა კიდევ მეტი უნდა ვიშრომოთ, წინ წავიდეთ და საკუთარი თამაში ვიპოვოთ" - დასძინა მან.

კიდევ უფრო საინტერესო და უხვლელოიანი გამოდგა უელსის ნაკრების დაპირისპირება კარდიფში, შოტლანდიის ნაკრებთან. მასპინძლებმა "სკოტებს" მხოლოდ ოთხი ქულის სხვაობით მოუგეს - 27:23.

არადა, მატჩის პირველი ტაიმი შოტლანდიელებმა 13:10 მოიგეს. შესვენების შემდეგ მასპინძლებმა შეძლეს საკუთარი თამაშის მეტოქეზე თავსმოხვევა, რამაც საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა.

"ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. შოტლანდიის ნაკრები ქებას იმსახურებს. რამდენიმე შეცდომა დავუშვით, რის გამოც მეტოქემ საკმაოდ მძლავრ წნეხში მოგვაქცია. ვიცოდით, რომ რაკთან ახლოს თამაშისას უნდა გვეყოჩაღა. მეორე ტაიმში ეს უკეთ გამოგვივიდა და შედეგმაც არ დააყოვნა.

გამარჯვების მიღწევა გაგვიჭირდა, მაგრამ ყველანაირი მოგება სასიამოვნოა. მით უფრო, საკუთარ მოედანზე, ქომაგების უდიდესი მხარდაჭერის თანხლებით", - თქვა უელსის ნაკრების შუამარბმა ჯიმი რობერტსმა.

თამაშის ხარისხით უკმაყოფილო იყო "წითელი ურჩხულების" კაპიტანი სემ ვერბარტონი:

"შოტლანდია კარგი გუნდია. ჩვენ ვნახეთ, როგორ შესანიშნავად ითამაშა მან განვლილ მსოფლიოს თასზე და ექვსი ერის წინა ტურში. ისინი აშკარად მეტს იმსახურებენ. ნამდვილად არ არიან იმის ღირსნი, რომ მოგებათა გრაფაში ნული ეწეროთ.

გამოჩნდა, რომ ბევრი გვაქვს სამუშაო. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ წინა უქმეებთან შედარებით, უკეთ გამოვიყურებოდით. ნელ-ნელა უნდა მოვუმატოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა, უფრო ძლიერ მეტოქეებთან გამკლავება გაგვიჭირდება".

ინგლისის ნაკრებზე უკვე ვთქვით. "პომებმა" რომში იტალიელებთან მეორე ტაიმში ბევრად უკეთ ითამაშეს. მეტოქეს, ჯამში, ხუთი ლელო გაუტანეს. აქედან სამი შუამარბ ჯონათან ჯოზეფის ანგარიშზეა.

ექვსი ერი. II ტური

საფრანგეთი-ირლანდია 10:9

საფრანგეთი (15-9) მედარი, ტომასი (ბონევალი 45), მერმოსი, დანტი (დუსანი 74), ვაკატავა, პლისონი, ბეზი (მაშენო 57). (1-8) პუარო (სლიმანი 45), გირადო (შატი 72), ატონიო (ბენ არუსი 45), ფლანკარი, მაესტრი (ჟედრასიკი 59), ლორე, კამარა (გუჟონი 68), შული.

ლ: მედარი. გ,ს: პლისონი.

ირლანდია (15-9) ა. კირნი, ტრიმბლი, პეინი, ჰენშო, დ. კირნი (მაკფედენი 30), სექსტონი (მადიგანი 70), მურეი. (1-8) მაკგრატი, ბესტი (სტრაუსი 72), ვაითი (ფურლონგი 63), მაკკარტი (რაიანი 63), ტონერი, სტენდერი, ობრაიანი (ოდონელი 20), ჰისლიპი.

3ს: სექსტონი

მსაჯი: ჟაკ პეიპერი (სამხრეთი აფრიკა)

უელსი-შოტლანდია 27:23

უელსი (15-9) ლ.ვილიამსი, ნორსი, ჯ.დევისი, რობერტსი, ჯეიმზი (ასკომბი 66), ბიგარი (პრისტლენდი 72), გ.დევისი. (1-8) ევანსი (ჯენკინსი 48), ბოლდვინი (ოუენსი 48), ლი (ფრენსისი 68), ჩარტერისი (დევისი 48), ჯოუნზი, ვერბარტონი, ტიპურიკი (ლიდიატი 62), ფალეტაუ.

3ლ: გ.დევისი, რობერტსი, ნორსი. 3გ,2ს: ბიგარი.

შოტლანდია (15-9) ჰოგი, მეთლენდი, ბენეტი, ტეილორი, სეიმური, რასელი (ვეირი 68), ლაიდლოუ (იდალგო 78). (1-8) დიკინსონი (რიდი 66), ფორდი (მაკლინი 66), ნელი, რ. გრეი, ჯ.გრეი (სვინსონი 69), ბარკლი (ქოუანი 66), ჰარდი, დენტონი.

2ლ: სეიმური, ტეილორი. 3ს: ლაიდლოუ. 2გ: ლაიდლოუ, ვეირი.

მსაჯი: ჯორჯ კლენსი (ირლანდია)

იტალია-ინგლისი 9:40

იტალია (15-9) მაკლინი, სარტო, კამპანარო, გარსია (პადოვანი 71), ბელინი, კანა (პრატიკეტი 70), გორი (პალაზინი 68). (1-8) ლოვოტი (ზანუსო 70), გეგა (გიაზონი 56), ჩიტადინი (კასტროჯოვანი 56), ბიაჯი, ფუსერი (ბერნაბო 67), მინტო, ძანი (სტეინი 58), პარისე.

3ს: კანა

ინგლისი (15-9) ბრაუნი (კლიფორდი 53), ვოტსონი, ჯოზეფი, ფარელი (გუდი 75), ნოიელი, ფორდი, იანგზი (კერი 65). (1-8) მ. ვუნიპოლა (მარლერი 64), ჰარტლი (ჯორჯი 65), კოლი (ჰილი 70), ლოუ (ლანჩბერი 65), კრუსი, რობშო, ჰესკელი, ბ. ვუნიპოლა.

5ლ: ფორდი, ჯოზეფი (3), ფარელი. 3გ: ფარელი. 3ს: ფარელი (2), ფორდი.

მსაჯი: გლენ ჯექსონი (ახ. ზელანდია)

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ინგლისი 2 2 0 0 +37 4

2. საფრანგეთი 2 2 0 0 +3 4

3. უელსი 2 1 1 0 +4 3

4. ირლანდია 2 0 1 1 -1 1

5. შოტლანდია 2 0 0 2 -10 0

6. იტალია 2 0 0 2 -33 0

III ტური

27 თებერვალი

იტალია-შოტლანდია

ინგლისი-ირლანდია

უელსი-საფრანგეთი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]

ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება

ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება

"ბრიტანელ ლომებს" სემ ვერბარტონი დააკლდათ

ექვსი ერი. V ტური: ინგლისელთა სამიზნე "ოლ ბლექსია"

ექვსი ერი. II ტურის წინ: გაამართლებენ ახალი თავკაცები?

საფრანგეთის სარაგბო ელიტაში ახალი ვარსკვლავები იქნებიან