ბოლნისის "სიონის" მთავარმა მწვრთნელმა თურქული შეკრება შეაფასა
ბოლნისის "სიონმა" თურქული შეკრება მოითავა. ვარლამ კილასონიას გაწვრთნილი გუნდი საქართველოს ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა და ევროსაგზურის მოპოვების მშვენიერი შანსი აქვს.

ბოლნისელთა თურქულ თავგადასავალზე "სიონის" მთავარი მწვრთნელი გვესაუბრება...

- თურქულ შეკრებაზე ჩვენი მიზანი იყო სათამაშო ნიუანსების დახვეწა, - გვითხრა ვარლამ კილასონიამ, - საერთოდ, ბოლო შეკრებაზე გუნდმა სწორედ ეს მიზანი უნდა დაისახოს. ჩვენი სურვილი იყო, რაც შეიძლება ძლიერ გუნდებთან გვეთამაშა საკონტროლო შეხვედრები და ეს მოვახერხეთ კიდეც. შეკრების ორგანიზატორებთან ჩვენ კიდევ ერთი პირობა გვქონდა - მოწინააღმდეგეებს ძირითადი შემადგენლობებით უნდა ეთამაშათ. ესეც შესრულდა. ჩვენ კი ყველა ფეხბურთელს მივეცით თავის გამოჩენის შანსი, მათ შორის - ახალწვეულებს და იმ მოთამაშეებს, პირველ წრეში იშვიათად რომ ხვდებოდნენ ძირითად შემადგენლობაში.

- მოკლედ ვისაუბროთ "სიონის" მიერ ჩატარებულ საკონტროლო მატჩებზე...

- ყველა შეხვედრაში შერეული შემადგენლობა ვათამაშეთ. მხოლოდ "ოლბორგთან" მატჩში დავაყენეთ ის 11 ფეხბურთელი, რომელიც მეტწილად ძირითად შემადგენლობაში მოიაზრება. პირველ შეხვედრაში, ყაზახურ "ოკტეპეჟთან", გამარჯვებას ვიმსახურებდით, მაგრამ ბევრი მომენტი გავანიავეთ...

მერე იყო მატჩი დანიურ "ჰობროსთან". ამ შეხვედრაში ცოტა იყო ფეხბურთი და ბევრი - ძალისმიერი ბრძოლა. თან ძლიერი ქარიც ქროდა და ეს თამაშში ხელს გვიშლიდა. სწორედ ძალისმიერ ორთაბრძოლებში გვაჯობეს დანიელებმა მეორე ტაიმში...

ოდესის "ჩერნომორეცთან" მატჩში გვქონდა უამრავი მომენტი, მაგრამ ისევ იჩინა თავი რეალიზაციის პრობლემამ - შანსები ვერ გამოვიყენეთ. მერე ჩვენი მცველი შეცდა და უკრაინელებმა გაგვიტანეს...

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მატჩი დანიურ "ოლბორგთან". საქართველოს ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე რეალურად გვინდოდა გვენახა, თუ რა დონეზე ვიყავით მომზადებულები. წავაგეთ მინიმალური ანგარიშით - 3:4. "ოლბორგი" ჩვენზე მაღალი კლასის გუნდია, სხვა სისწრაფეებზე თამაშობს, მაგრამ ბევრ კომპონენტში ტოლი არ დავუდეთ...

ამას მოჰყვა 0:4 მარცხი ყაზახურ "აქტობესთან". ამ მატჩში ძირითადი შემადგენლობის 10 ფეხბურთელი დავასვენეთ. ისე, თამაში ცუდად არ დაგვიწყია, ეგ იყო, პირველი გოლი რომ გავუშვით, მერე კონცენტრაცია დავკარგეთ. ფეხბურთელი ვიყავი და თავადაც ვიცი, რომ შეკრების ბოლო თამაშს გუნდი ხშირად ბოლომდე კონცენტრირებული ვერ ხვდება. როგორც ასეთ დროს იტყვიან ხოლმე, ფეხბურთელები "ჩემოდნებზე სხედან".

ასე მოხდა ამჯერადაც. არადა, "აქტობესთან" ძირითადი შემადგენლობით რომ გვეთამაშა, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოვიგებდით. ეს ის ძველი "აქტობე" აღარ არის. რამდენადაც ვიცი, ფინანსური კრიზისის გამო გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი გაუშვეს.

- რას იტყვით "სიონის" ახალწვეულებზე?

- სამწუხაროდ, ზოგიერთმა მათგანმა ტრავმა მიიღო, მაგალითად - უმცროსმა კილასონიამ. ვარჯიშზე ფეხი გადაიბრუნა აკაკი შულაიამ... ამათ გარდა, ჩვენ დავიმატეთ ირაკლი გოგინაშვილი და ლაშა გვალია. სხვათა შორის, ყველა ახალწვეული მალევე იქცა გუნდის ორგანულ ნაწილად. "სიონი" ერთი დიდი ოჯახია.

- გუნდიდან რომელიმე ფეხბურთელის წასვლა ხომ არ არის მოსალოდნელი?

- კი, არ არის გამორიცხული, ორ-სამ მოთამაშეს შეველიოთ. ეს გარკვეულ გარემოებებზეა დამოკიდებული.

- ბათუმის "დინამომ" ექსსიონელი ფორვარდი, პორტუგალიელი ლუის ალბერტო გაუშვა. მის დაბრუნებას ხომ არ აპირებთ?

- ჩვენ დღეს ისე არ ვართ, რომ ბევრი ფეხბურთელი დავიმატოთ. არ დავმალავ, იყო ლუის ალბერტოზე ლაპარაკიც, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ვილი ისიანი და ჯაბა უგულავა წავიდოდნენ "სიონიდან". მე ამ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ შეუძლიათ, არჩევანი თავად გააკეთონ. ისიანის თაობაზე "საბურთალო" დაგველაპარაკა, უგულავას შესახებ კი - "ცხინვალი". სადღეისოდ, ორივე ფეხბურთელი ჩვენთან არის. ვნახოთ, რა იქნება ახლო მომავალში და ჩვენც ამის მიხედვით ვიმოქმედებთ.

- არაერთხელ გითქვამთ, რომ ევროტურნირებზე გასვლა თქვენთვის იდეა-ფიქსი არ არის. ცხრილს რომ ჩახედავთ, ძნელია, ამაზე არ დაფიქრდეთ...

- გეთანხმებით. ჩვენც ვუყურებთ ცხრილს და ჩვენც ვფიქრობთ ამის თაობაზე. ისე არ დგას საკითხი, რომ თუ ევროსაგზურს ვერ მოვიპოვებთ, სამსახურიდან დაგვითხოვენ, მაგრამ ამაზე სერიოზულად ვფიქრობთ. ძალიან ბევრ რამეს გამოაჩენს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ორი მატჩი "გურიასა" და "კოლხეთთან". შევიტყვე, რომ "გურია" მნიშვნელოვნად გაძლიერებულა. მოკლედ, ვნახოთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა
კონფერენს ლიგა: მორჩილაძის "რიეკა" მერვედფინალში გავიდა, სიგუას "ლოზანა" - ვერა
"გალათასარაის" 1/8-ფინალში გასვლა ერდოღანმა მიულოცა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიამ "მონაკოს" გაუტანა და პსჟ დააწინაურა
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
პრანდელი: მზად ვარ, "იუვეს" მერვედფინალში გასვლაზე სანაძლეო პიცაზე დავდო
აღიარება ესპანეთში - მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
ბასტონის "ბარსელონა" ეპატიჟება - კატალონიელებისთვის საწადელის მიღწევა რთული იქნება
ყველაზე ძვირადღირებული მცველი ისტორიაში? - "ლივერპული" ფეხბურთელს უკვე შეუთანხმდა
ცუდი შედეგების მიუხედავად, სპალეტის "იუვენტუსში" ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ
[VIDEO] "ეს ბომბი ხომ არ არის?!" - ენრიკე პრესკონფერენციის დაწყებამდე უცნაურ სიტუაციაში გაეხვა
ბექაური, ლიპარტელიანი - ოქროს მედლების მოლოდინში ტაშკენტში
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
სანდროს დაბალშედეგიანი მატჩი - "ტორონტო" მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] "ეს ყოველივე ორგაზმს ჰგავს... სხეულში ჟრუანტელი გივლის და თითქოს მწვერვალს მიაღწიე" - ფერან ტორესის შედარებამ ინტერნეტში დიდი გამოხმაურება ჰპოვა
ვის ელოდებიან ბოლნისში? "სიონმა" ახალწვეულები წარადგინა
ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ვარლამ კილასონიას პირველი
ბოლნისის "სიონი: ახალგაზრდებიც და გამოცდილებიც
ირაკლი გოგინაშვილი სერბულ "ნოვი პაზართან" თათბირობს
გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება
ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
"ტორპედომ" 6 ფეხბურთელი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
"რუსთავს" ისევ ახალი მწვრთნელი ჰყავს - ამჯერად უჩა სოსიაშვილი
ეროვნული ლიგის მე-3 წრის საუკეთესოები დასახელდა
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
თბილისის "ლოკომოტივმა" 3 ფეხბურთელი დაიმატა და 1 გაუშვა
საჩხერის "ჩიხურა": ზაზა ჭელიძე, ბაქარ მირცხულავა და ორი შეკრება თურქეთში
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
"ლოკომოტივი": გოროზია დაბრუნდა, გვალია ვარჯიშობს, თომაშვილი წავიდა
შულაია თბილისის "დინამოდან" "საბურთალოში" გადავიდა
გია ცეცაძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
"რუსთავს" ვარლამ კილასონია გაწვრთნის
ბოლნისის "სიონი" ვარლამ კილასონიამ ჩაიბარა
თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა
ლოკომოტივი-დილა 3:1 - ოთხი გასროლა საგურამოში
სიონი-კოლხეთი 3:1 - ერთი მსახიობის თეატრი [VIDEO]
ირაკლი გოგინაშვილი სერბეთის ჩემპიონატის მეხუთე გუნდში ჩაირიცხა
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
ლადო ბურდული: ლუკა რაზმაძეს ვერ შევინარჩუნებთ
csakfoci.hu: შულაია ტრანსფერზე უნგრულ კლუბს შეუთანხმდა
ერთ კვირაში "ტორპედოდან" მესამე ფეხბურთელი წავიდა