ვერც ერთმა განთესილმა ერთი მატჩის მოგებაც ვერ შეძლო
დუბაის ქალთა ტურნირი ისტორიაში შევა, რადგან პირველად WTA-ის ტურნირებზე (ასეთი რამ მამაკაცთა ტურშიც არ მომხდარა) ვერც ერთი მატჩის მოგება ვერ შეძლეს განთესილმა ჩოგბურთელებმა.

კუზნეცოვამ მხოლოდ ერთი გეიმი აიღო გორგესთან, კაროლინა პლიშკოვამ ზედიზედ მეორედ წააგო კოკო ვანდევეგესთან, ვინჩი დამარცხდა შვედოვასთან, ბენჩიჩი - იანკოვიჩთან. მიუხედავად ამისა, ვინჩი კარიერაში პირველად შევა TOP10-ში, ბენჩიჩი კი მეშვიდე ადგილამდე აიწევს.

სიმონა ჰალეპმა ანა ივანოვიჩთან მატჩით აიღო სტარტი და მიუხედავად იმისა, რომ პირველ სეტში სეტბოლი ჰქონდა, ორ სეტში დამარცხდა. იგივე ანგარიშით წააგო გარბინ მუგურუსამ ელინა სვიტოლინასთან. სხვათა შორის, უკრაინელს ამ ტურნირზე ლეგენდარული ჟუსტინ ანენი ახლდა, რომელიც სვიტოლინას მწვრთნელად იწყებს მუშაობას.

წააგო კიდევ ერთმა ესპანელმა კარლა სუარეს ნავარომ - ის კაროლინ გარსიამ გამოთიშა ბრძოლას. პეტრა კვიტოვამ პირველი სეტი "მშრალი" ანგარიშით მოუგო ბრენგლს, მეორეს ბრეიკით იგებდა და მაინც მოახერხა წაგება.

განუთესავ მეოთხედფინალისტებს შორის ყველაზე ტიტულოვანი იყო ანა ივანოვიჩი, მაგრამ სერბი კვლავაც არასტაბილურია. ჰალეპთან ბრწყინვალე მოგების შემდეგ, ანამ არათანაბრად ჩაატარა მატჩი ბარბორა სტრიკოვასთან და ჩეხი ნახევარფინალში გაუშვა. ამ ეტაპზე ბარბორამ გადამწყვეტ სეტში სძლია გარსიას და კარიერაში მეორედ გავიდა "პრემიერ" კატეგორიის ფინალში.

ბადის ქვედა მხარეს წინ მიიწევდა სარა ერანი, რომლისთვისაც სეზონი ცუდად დაიწყო - წააგო ავსტრალიის ღიას პირველი წრე და ერთეულების მატჩები ფედერაციის თასზე. დუბაიში კი პირველ წრეში 1:5-ს აგებდა პირველ სეტს ჩინელ სასაი ჟანგთან, მაგრამ სეტიც და მატჩიც გადაარჩინა, მეოთხედფინალში ბრენგლთან ბრეიკით იყო ჩამორჩენილი მესამე სეტში და აქაც გადარჩა. იტალიელის შეჩერება ვერც სვიტოლინამ შეძლო და ერანი ფინალში გავიდა.

სარა მეორედ თამაშობდა დუბაის ფინალში. სამი წლის წინათ, მან გადამწყვეტი მატჩი პეტრა კვიტოვასთან წააგო. მაშინ ჩეხი აშკარა ფავორიტი იყო, ახლა კი სტრიკოვასთან ფინალში მეტოქეთა შანსები თანაბრად ფასდებოდა. მაგრამ, მოსალოდნელი დაძაბული ბრძოლის ნაცვლად, მაყურებელმა სწრაფი განადგურება იხილა.

სტრიკოვას არაფერი გამოსდიოდა და პირველი პარტია "მშრალად" წააგო, მეორეში მცირე წინააღმდეგობა გაუწია მეტოქეს, მაგრამ 43-მა უნებლიე შეცდომამ წარმატების შანსი არ დაუტოვა - 0:6, 2:6. ერანიმ კარიერაში პირველად მოიგო "პრემიერ" კატეგორიის ტურნირი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისტორია დაიწერა - მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო!
"უიმბლდონის" ყოფილ ჩემპიონს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს
ბასილაშვილმა სონეგო დაამარცხა და ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
რამუშის შემცვლელი - პსჟ-მა ფლორიან ბალოგუნის შეძენა მოინდომა
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ტორპედომ" ფრანგ შემტევს კონტრაქტი გაუფორმა
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
ოქსანა კალაშნიკოვას 390 ქულა და 41 ათასი დოლარი ინდიან უელსში
ბორის ბეკერი ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელია
სერენა უილიამსი 2013 წლის საუკეთესო ჩოგბურთელია
ᓠᓝᓚᓐᓜ ᓒᓐᓠᓝᓡᓘ: ᓰᓐᓚᓔᓞᓘᓡ ᓛᓝᓠᓘᓒᓘ ᓜᓐᓑᓘᓯᓘ
ოქსანა კალაშნიკოვა ინდიან უელსის ტურნირში წყვილთა ნახევარფინალში გავიდა
სარა ერანიმ რიოს საერთაშორისო ტურნირი მოიგო