საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II წრე. XVI ტური

პირველი წრის მიწურულს ვივარაუდეთ, რომ ზამთრის შესვენებისას "მერანში" რადიკალური და პოზიტიური ცვლილებები განხორციელდებოდა. ასეც მოხდა, გუნდი საინტერესო სატრანსფერო პოლიტიკით გამოირჩა და გვარიანადაც გაძლიერდა. ბადრი კვარაცხელიამ, ფაქტობრივად, მთლიანად გადაახალისა შემადგენლობა. მარტვილში დაბრუნდნენ ადგილობრივები, რომლებიც განათხოვრების წესით, სხვადასხვა კლუბში ასპარეზობდნენ; დაიმატეს ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელები. ამასთან, "მერანმა" გაიარა უცხოური შეკრება, სადაც საკმაოდ ძლიერ მეტოქეებს დაუპირისპირდა...

აქედან გამომდინარე, თავიდანვე ცხადი იყო, რომ "ტორპედოს" უკრაინელ სპეციალისტ ალექსანდრ შტელინს მარტვილში რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევდა - ქუთაისელთა მიზანი ხომ ბევრად უფრო ამბიციურია, ვიდრე მოკრძალებული "მერანისა". მატჩს ინტრიგას ის ფაქტიც მატებდა, რომ ქუთათურებს უშუალოდ მარტვილში არასოდეს მოეგოთ. ბუნებრივია, ისინი ამ უსიამოვნო ტრადიციის დარღვევასაც ლამობდნენ...

მასპინძლებმა მოედნის ცენტრში უპირატესობა საწყისი წუთებიდანვე მოიპოვეს და კომბინაციური თამაშის წყალობით მალევე დაწინაურდნენ: მელიავას მიერ მარჯვენა ფლანგიდან გაკეთებულ გამჭოლ გადაცემას ხაბელაშვილი გამოეხმაურა და თავისიანები დააწინაურა.

სწრაფმა გოლმა მერანელებს ფრთები შეასხა, ისინი ზომიერად და საკმაოდ სახიფათოდ უტევდნენ. მე-10 წუთზე ბესიკ ჩიმაკაძეს შეეძლო ანგარიშის ორამდე გაზრდა, თუმცა როინ კვასხვაძეს ვერ აჯობა. ცოტა ხანში კი გია ნერგაძემ შეძლო საკუთარ საჯარიმოში დაძაბულობის განმუხტვა.

ტაიმის ბოლომდე გუნდებმა მომენტები გაცვალეს - ჯერ კლიმიაშვილის ჩამოწოდებულ ბურთს ნერგაძემ შეუცვალა მიმართულება (მეკარემ უკუაგდო), მოგვიანებით კი ჯღამაიას "ნასროლი" ასცდა მიზანს.

ტორპედოელთა დამრიგებელმა მდგომარეობის გამოსწორება შეცვლებით სცადა. ინერტული ქიმაძისა და ტუღუშის ნაცვლად, მოედანზე შინდაგორიძე და მამასახლისი შემოიყვანა. მატჩში ორივე აქტიურად ჩაერთო და "ტორპედოს" იერიშებიც უფრო სახიფათო გახდა. ხუთწუთიან მონაკვეთში კაპანაძეს ორჯერ შეეძლო თავის გამოჩენა. პირველ ეპიზოდში სიზუსტემ უმტყუნა, მოგვიანებით კი მასპინძელთა მცველებმა ითამაშეს დამაჯერებლად.

59-ე წუთზე სტუმართა მრავალსვლიანი შეტევა, დიდხანს რომ გაგრძელდა, გოლით დაგვირგვინდა - მასპინძელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით მშვენივრად ისარგებლა მამასახლისმა და ანგარიში საყაიმო გახადა. ამის შემდეგ "ტორპედოს" არაერთხელ შეეძლო დაწინაურება - კაპანაძის მიერ ახლოდან დარტყმული სასწაულებრივად ასცდა კარს, ხოლო შინდაგორიძეს აშკარად ბედმა აქცია ზურგი...

გულხელდაკრეფილები არც მერანელები ყოფილან. აღსანიშნავია ზაურ გოგუაძის დარტყმა, რომელიც არაზუსტი გამოდგა.

გადამწყვეტი 78-ე წუთი იყო - მარჯვენა ფრთიდან დაწყებული იერიში ჩიმაკაძეს უნდა ექცია გოლად, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა, გამოვარდნილზე ყველას ვაკო ხაბელაშვილმა დაასწრო და დუბლი გაიფორმა.

დარჩენილ დროში ანგარიშის კორექტირება ორივე გუნდს შეეძლო, თუმცა - უშედეგოდ. ვთქვათ ისიც, რომ ბოლოსკენ მოედანზე ვითარება დაიძაბა და ფეხბურთელებს შორის მცირე ინციდენტიც მოხდა, თუმცა არბიტრმა აღელვებული კლიმიაშვილი ყვითელი ბარათით "დაამშვიდა", რამაც სიტუაცია განმუხტა.

ერთი სიტყვით, ამ საინტერესო და უშეღავათო ბრძოლაში "მერანმა" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II წრე. XVI ტური

19.02. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა"

მერანი-ტორპედო 2:1

გოლები: 1:0 ხაბელაშვილი (5. მელიავას პასით), 1:1 მამასახლისი (59), 2:1 ხაბელაშვილი (78)

მერანი (4-4-2): მამალაძე, მელიავა, ორბელაძე, გიორგაძე, კიკნაველიძე - ტეიდი, ჯიქია, ჯღამაია (65. გოგუაძე), ხაბელაშვილი (84. აშორტია) - საბანაძე (90. გაზრდელიანი), ჩიმაკაძე.

სათადარიგოები: სევოსტიანენკო, ი. ციცხვაია, გეგია, შენგელია

მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია

ტორპედო (4-4-2): კვასხვაძე, ფანცხავა, ნერგაძე, მირცხულავა, ქიმაძე (46. შინდაგორიძე) - კუხიანიძე, კლიმიაშვილი, ტუღუში (46. მამასახლისი), წილოსანი (82. საღრიშვილი) - ბრეგვაძე, კაპანაძე.

სათადარიგოები: ქვილითაია, ნიკონოვი, კვარაცხელია, ფურცხვანიძე

მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი

გაფრთხილება: ტეიდი (34), ქიმაძე (45), ბრეგვაძე (61), მირცხულავა (77), მამასახლისი (87), ჯიქია (87), კლიმიაშვილი (90)

არბიტრი: გ. ყრუაშვილი

ბომბარდირები:

ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13

გ. ქვილითაია (დინამო (თბ) 13

ო. მარცვალაძე (დილა) 11

გ. ბერიაშვილი (დინამო (ბთ) 10

ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10

XVII ტური

23 თებერვალი, სამშაბათი

გურია-შუქურა

დინამო (თბ)-ლოკომოტივი

ტორპედო-ზუგდიდი

დინამო (ბთ)-დილა

სამტრედია-საპოვნელა

სიონი-კოლხეთი

ცხინვალი-მერანი

ჩიხურა-საბურთალო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დინამოების დაპირისპირება და სადებიუტო გოლები
"დილამ" და "ტორპედომ" გაიმარჯვეს
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა: მოგებები 10 კაცით
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
ჩიხურა-კოლხეთი 2:1 - თავით და კლასით [VIDEO]
"ხვიჩა "ნაპოლის" დატოვებაზე არ ფიქრობს, აქ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც თბილისში; რაც შეეხება გარსიას..." - ბადრი კვარაცხელიას ინტერვიუ
უმაღლესი ლიგის XVII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ცვლილებები ტორპედოში - ერთ-ერთი ლიდერი წავიდა...
"რატომ ავირჩიეთ "ნაპოლი"? - ბადრი კვარაცხელიამ დეტალები გაიხსენა
მერანი-დილა 3:2 - მარტვილი "დილას" ქომაგობს [VIDEO]
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
"ხვიჩასთან ამ თემაზე ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ამას პირველად ვიტყვი..." - რას აცხადებს ბადრი კვარაცხელია შვილის მომავალზე?
პლეი-ოფი. "ტორპედო" - "მერანი" [LIVE]
ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში "ტორპედოს" 4 ფეხბურთელი გამოიძახა
უმაღლესი ლიგის XVI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
კოლხეთი-დინამო (თბ) 1:1 - "დინამო" ისევ კოჭლობს [VIDEO]
"მაჭარაძე, მამაშენთან ერთად უნდა მო..." - მსაჯს ლამის კომენტატორმაც აგინა [VIDEO]
"კვარაცხელიას კონტრაქტი აკავშირებს და მის მომავალს მამები და აგენტები ვერ გადაგვიწყვეტენ" - "ნაპოლი" ჯუღელისა და ხვიჩას მამის კომენტარს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა
"კოლხეთის" დირექტორი: 2018 წელს რა დონის გუნდი გვეყოლება, ფინანსებზე იქნება დამოკიდებული
მერანი-საპოვნელა 2:0 - ნიკა საბანაძემ "მერანი" გააჭენა
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
"ჩიხურა" მზადებას შეუდგა - შეძლებს ფრუიძე წასული ლიდერების გარეშე ბრძოლისუნარიანი გუნდის შექმნას?
უმაღლესი ლიგის XII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
გამოსასყიდის გარეშე? - ცნობილი გახდა, რა პირობებს შესთავაზებს დე ლაურენტისი კვარაცხელიას
იაშვილი ადასტურებს: "ჩერნომორეცმა" დავით ხოჭოლავა ნაკრებში გამოუშვა
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
შოთა არველაძე: მადლობა "მერანს" - ქუთაისს, ბათუმის მსგავსად, ახალი სტადიონი სჭირდება
ქუთაისის "ტორპედომ" ორ ფეხბურთელთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
ცხინვალი-მერანი 1:1 - დამსახურებული ქულა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXVII ტურის წინ: ვამთავრებთ "კლასიკოთი"!
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
ხვიჩას მამა და აგენტი დე ლაურენტისს შეხვდნენ - "კვარამ" გუნდთან ერთად ივარჯიშა