ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

მოჩვენებითი მშვიდობა ომის შემდეგ

მოჩვენებითი მშვიდობა ომის შემდეგ

ბუნდესლიგა. XXI ტურის წინ: რურის დიდი დერბის შემდეგ ნუ მოიწყენთ - დღესაც და ხვალაც საკმაოდ საინტერესო მატჩები გველის

გუშინ რურის დიდი დერბი იყო, რომლის შემდეგ „ჩვეულებრივი“ მატჩების ყურება ძალიან ძნელია, მაგრამ არ მოიწყინოთ - დღესაც საკმაოდ საინტერესო მატჩებია, ხოლო ხვალ ბუნდესლიგის მოყვარულებს კიდევ ერთი მძაფრი დერბი გველის (ჰამბურგი-ზანკტ პაული).

სხვათა შორის, დერბია „ჰანოვერისა“ და „ვოლფსბურგის“ დაპირისპირებაც (ქვემოსაქსონიური) და დღეს მძაფრი დუელია მიონხენგლადბახშიც, სადაც ერთმანეთს გავარდნის ორი კანდიდატი ხვდება. კვირას საღამოს კი „ფრაიბურგისა“ და „აინტრახტის“ თამაშია, რაც ბუნდესლიგის ორი ტოპ-გოლეადორის დუელიც გახლავთ.

ჰელმესის დებიუტი ჰანოვერთან

„ვოლფსბურგს“ ჰანოვერში ერთბაშად სამი ახალწვეულის წარდგენა შეუძლია. დიდი შანსია, რომ „მგლების“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ მაკლარენმა სამივე მათგანი ძირითად შემადგენლობაში გაამწესოს. საუბარია „ლევერკუზენიდან“ ნაყიდ პატრიკ ჰელმესზე, თურქ თუნჯაი სანლიზე და ჩეხ იან პოლაკზე. განსაკუთრებით საინტერესო მაინც ჰელმესის დებიუტი იქნება, რომელიც „ვოლფსბურგში“ „მანჩესტერ სიტიში“ გადახვეწილ ედინ ჯეკოს შემცვლელად განიხილება. „ჰანოვერს“ კი იანვარში ახალი ფეხბურთელები არ შეუძენია, რაც არცაა გასკავირი - მირკო სლომკას გუნდმა სეზონის პირველი ნახევარი ხომ ძალიან კარგად ჩაატარა.

ჩვენი გერმანელი კოლეგები სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე მეტ აქტიურობას ბრემენის „ვერდერისგან“ ელოდებოდნენ, მაგრამ „მუსიკოსები“ მოკრძალებულები აღმოჩნდნენ. გუნდის შეფ კლაუს ალოფსს იმედი აქვს, რომ ბრაზილიელი სამუელის ყიდვით დაცვა მნიშვნელოვნად გააძლიერა. ეს „ვერდერისთვის“ აუცილებელიც იყო, რადგან ნალდო ტრავმირებულია, პირველ წრეში კი გუნდმა ყველაზე მეტი გოლი გაუშვა, რაც პირველ რიგში სწორედ ბრემენელთა მცველების ბრალია. ორი აზრი არ არსებობს, თომას შააფი სამუელს „მაინცთან“ ძირითად შემადგენლობაში დააყენებს. სამაგიეროდ, „მუსიკოსებს“ ძირითადი მეკარე ტიმ ვიზე (დისკვალიფიკაციის გამო) არ ეყოლებათ. პირველი წრის სენსაციურად ჩამტარებელმა „მაინცმა“ წინა ტურში „კაიზერსლაუტერნს“ 1:0 მოუგო და ეს იყო მაინცელთა პირველი გამარჯვება 2011 წელს. დღეს კი თომას ტუხელის გუნდს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, ადამ შალაი (ტრავმა) არ ეყოლება.

„მაინცის“ დარად, წინა ტურში წელს პირველი გამარჯვება იზეიმა „ჰოფენჰაიმმაც“ (1:0 გელზენკირხენში), რის შემდეგაც „ჰოფეს“ ბოსებმა ახალ მწვრთნელ მარკო პეცაიუოლის ხანგრძლივი კონტრაქტი გაუფორმეს. „სოფლელები“ „კაიზერსლაუტერნთანაც“ სამი ქულის მოპოვებას გეგმავენ. „წითელმა ეშმაკებმა“ ზედიზედ სამი თამაში წააგო და მიუხედავად იმისა, რომ ცუდად მოიქცა (დეტალებზე ამასწინათ ვწერდით) ზინსჰაიმში გოლეადორ სრდიან ლაკიჩთან ერთად მიემგზავრებიან, რომელიც ზაფხულში „ვოლფსბურგში“ გადადის. სამაგიეროდ, „ლაუტერნს“ კაპიტანი მარტინ ამედიკი აკლია.

რიბერი ბრუნდება

კვირის დასაწყისში „კიოლნმა“ უაღრესად მნიშვნელოვანი ახალწვეული წარადგინა, მაგრამ არა ფეხბურთელი, არამედ ახალი სპორტული დირექტორი ფოლკერ ფინკე. ამ უკანასკნელის დებიუტი კი ამ თანამდებობაზე პირდაპირ მიუნხენის „ბაიერნთან“ მატჩში შედგება. რეკორდმაისტერმა ზედიზედ ორი თამაში მოიგო და მესამე ადგილამდე აღზევდა. სხვათა შორის, ეს არის პირველი შემთხვევა ამ სეზონში, როცა „ბაიერნი“ საუკეთესო სამეულში, ანუ, ჩემპიონთა ლიგის ზონაშია. ბავარიელებს ლაზარეთიდან ფრანკ რიბერი უბრუნდებათ, სამაგიეროდ, არიენ რობენის თამაშია საეჭვო. ჩვენი გერმანელი კოლეგების ვარაუდით, თომას მიულერი ისევ ფლანგზე ითამაშებს, რის გამოც ბასტიან შვაინშტაიგერს კვლავ გამთამაშებლის მოვალეობების შესრულება მოუწევს, რაც შვაინის ძალიან არ უყვარს.

ნიურნბერგი გიუნდოგანის გარეშე

„ნიურნბერგი“ მეორეადგილოსან „ლევერკუზენს“ მასპინძლობს. გაგიკვირდებათ და „ლევერკუზენი“ ერთადერთი გუნდია, რომელიც ამ სეზონში სტუმრად არ დამარცხებულა და „ფარმაცევტებს“ ამ სერიის გაგრძელება, ცხადია, ფრანკენლანდშიც სურთ. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ლევერკუზენელებს ნიურნბერგთან შედარებით ძველი ანგარიში აქვთ გასასწორებელი. კერძოდ, წინა სეზონში იუპ ჰაინკესის გუნდმა პირველი მარცხი სწორედ „ნიურნბერგთან“ განიცადა (25-ე ტურში) და მას მერე აერდაერია ყველაფერი - ჩემპიონობას ვინ ჩივის, გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზურიც კი ვეღარ მოიპოვა. ფრანკების მთავარი მწვრთნელი დიტერ ჰეკინგი დღეს გუნდის მთავარ შემოქმედს, ილქაი გიუნდოგანს ვერ გამოიყენებს. ვერ ითამაშებს კაპიტანი ვოლფიც (დისკვალიფიკაცია).

ბოლო ბოლოსწინას წინააღმდეგ

დღეს საღამოს კი, დღის წესრიგში ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგება, რადგან აუტსაიდერი „გლადბახი“ ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „შტუტგარტს“ მასპინძლობს. ორივე გუნდის ფეხბურთელები და მწვრთნელები კარგად ხვდებიან ამ მატჩის მნიშვნელობას. შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში შვაბებმა მიონხენგლადბახელები 7:0 გაანადგურეს და მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იმ მატჩიდან 17 ტურის შემდეგ, „შტუტგარტიც“ გასავარდნ ზონაში იქნებოდა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ შვაბებს ამ სეზონში სტუმრად ჯერ არც ერთი მოგება არ აქვთ. ბრუნო ლაბადიას გუნდში დებიუტი ექნება დორტმუნდის „ბორუსიადან“ არენდით აყვანილ უნგრელ ნახევარმცველ ტამაშ ჰაინალს. „გლადბახს“ კი თავის მხრივ, საკუთარ მოედანზე არ აქვს მოგება.

ბომბარდირების დუელი

კვირის პირველი მატჩუ ჰამბურგული დერბია: მასპინძლის რანგში ამჯერად HSV მოგვევლინება და აქვე შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში, „ზანკტ პაულის“ „მილერნტორშტადიონზე“ ჩატარებული დერბი ფრედ 1:1 დასრულდა. „ჰამბურგმა“ წინა ტურში „ნიურნბერგთან“ 0:2 წააგო და ჩრდილოელთა მთავარი მწვრთნელი არმინ ფეე შეგირდებს „პაულისთან“ მატჩისთვის მაქსიმალური კონცენტრაციისკენ მოუწოდებს.

ნოემბრის შემდეგ პირველად ითამაშებს „ჰამბურგის“ დაცვის ჰოლანდიელი ბურჯი იორის მატიისენი, რომელიც გამოჯანმრთელდა და უკანა ხაზში დისკვალიფიცირებულ გოიკო კაჩარს შეცვლის, რომელიც ზოგადად საყრდენი ნახევარმცველია და დაცვაში მხოლოდ იმიტომ ათამაშებდნენ, რომ გუნდს სხვა ცენრალური მცველები აღარ ჰყავდა.

„ჰამბურგისგან“ განსხვავებით, ძალიან კარგი განწყობაა „ზანკტ პაულიში“, რადგან კიცელები 2011 წელს ჯერჯერობით წაუგებლად ასპარეზობენ (სამ თამაშში 5 ქულა). მიუხედავად იმისა, რომ „პაული“ აუტსაიდერად მიიჩნევა, გუნდის მთავარი მწვრთნელი ჰოლგერ სტანისლავსკი მინიმუმ ქულის აღებას გეგმავს და ამბობს, „ჰამბურგთან“ წაგება დაუშვებელიაო.

ტურს „ფრაიბურგისა“ და ფრანკფურტის „აინტრახტის“ დაპირისპირება დახურავს. ეს მატჩი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო გოლეადორების დუელია: ერთ მხარეს „ფრაიბურგი“ და მისი თავდამსხმელი პაპის დემბა სისე, რომელიც 15 გოლით ბომბარდირთა დავას (მარიო გომესთან ერთად) სათავეში უდგას და მეორე მხარეს „აინტრახტი“ და მისი ბერძენი ფორვარდი თეოფანის გეკასი 14 გოლით. აღსანიშნავია, რომ გეკასს წელს ჯერ გოლი არ გაუტანია და ცდილობს, დაიბრუნოს ის ფორმა, როგორშიც სეზონის პირველ ნახევარში იყო.

გუშინ

ბორუსია (დ)-შალკე 0:0

დღეს

მაინცი-ვერდერი 18:30

დისკვალიფიკაცია: ვიზე (ვერდერი)

ტრავმა: სვენსონი, შალაი - ფანდერი, ბიონიში, ნალდო, ბოროვსკი, დ. იენსენი, ვესლი

ჰოფენჰაიმი-კაიზერსლაუტ. 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: გულდე, ობასი - ამედიკი, შიმუნეკი, მიჩანსკი

კიოლნი-ბაიერნი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: იანულისი, მაკენა, შორხი, ფრაისი - კონტენტო, კროოსი, ოლიჩი

ჰანოვერი-ვოლფსბურგი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ანდრეასენი, კარლიტოსი, შლაუდრაფი - ჩიგერჩი

ნიურნბერგი-ლევერკუზენი 18:30

დისკვალიფიკაცია: ვოლფი (ნიურნბერგი)

ტრავმა: ნილსონი, ფრანტცი, გიუნდოგანი, ბუნიაკუ - ფერნანდესი, ბარნეტა

ბორუსია (მ)-შტუტგარტი 21:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბრუვერსი, ჟორე - დელპიერი, აუდელი, ოკაზაკი

ხვალ

ჰამბურგი-ზტ. პაული 18:30

დისკვალიფიკაცია: კაჩარი (ჰამბურგი)

ტრავმა: დიკმაიერი - კალა, ლეხნერი, მორენა, როთენბახი, ებერსი

ფრაიბურგი-აინტრახტი 20:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: პუპლინი, კრმასი, იეგერი, შუსტერი, ვილიამსი, ბეხმანი - კრისი, ვასოსკი, ბაირამოვიჩი, კლერკი

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბორუსია (დ) 20 16 2 2 46-12 50

2. ლევერკუზენი 20 11 6 3 41-29 39

3. ბაიერნი 20 10 6 4 40-23 36

4. მაინცი 20 12 0 8 31-21 36

5. ჰანოვერი 20 11 1 8 28-30 34

6. ფრაიბურგი 20 10 3 7 29-28 33

7. ჰამბურგი 20 9 3 8 29-30 30

8. ჰოფენჰაიმი 20 7 8 5 36-26 29

9. აინტრახტი 20 8 2 10 24-26 26

10. ნიურნბერგი 20 7 5 8 25-30 26

11. შალკე 20 7 4 9 26-26 25

12. ვოლფსბურგი 20 5 8 7 26-29 23

13. კაიზერსლაუტერნი 20 6 4 10 29-34 22

14. ზტ. პაული 20 6 4 10 23-34 22

15. ვერდერი 20 6 4 10 26-42 22

16. კიოლნი 20 5 4 11 22-37 19

17. შტუტგარტი 20 4 4 11 22-37 16

18. ბორუსია (მ) 20 4 4 12 29-50 16

ბომბარდირები: 15 - სისე (ფრაიბურგი), გომესი (ბაიერნი); 14 - გეკასი (აინტრახტი); 11 - ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი).

ესპანელს ესპანელი შეცვლის? - "ლევერკუზენში" ფაბრეგასის ვარიანტს განიხილავენ

კეინის პირველი ტიტული - "ბაიერნი" ბუნდესლიგის გამარჯვებულია

ტენ ჰაგმა შესაძლოა, ბუნდესლიგის კლუბი ჩაიბაროს

[VIDEO] ხვიჩა კვარაცხელიას ულამაზესი გოლი "ოსერთან"

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერთან" 0:1 მარცხდება

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

არის! - ბასილაშვილი ბორდოს ტურნირის ფინალში გავიდა

ცნობილი გახდა სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა ლაკაზეტმა

"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს

[VIDEO] 25 წლიანი პაუზის შემდეგ "ნიუ იორკ ნიქსი" კონფერენციის ფინალში გავიდა

"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს

მორიგი ტრანსფერი ალონსოს თხოვნით - "რეალი" კიდევ ერთ მცველს იფორმებს

"ილია, მე მზად ვარ, ქამარს დაღესტანში დავაბრუნებ" - ჰასბულამ თოფურიას მიმართა

სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში

რონალდინიო: დიდი სიყვარული ვიგრძენი - მადლობა, საქართველო!

ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა

იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

[VIDEO] საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი სტუმართა გუნდის გამარჯვებით დასრულდა

"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი

ძველი ბასილაშვილი ბრუნდება - ნიკოლოზმა ტოპ 30-ის წევრი 2022 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...