"როცა ფიქრობ, ბანკის კრედიტი რით გადაიხადო, ოჯახში რა მიიტანო, რთულია მხოლოდ ფეხბურთზე კონცენტრირება"
დღეს საქართველოს ჩემპიონატში ძალიან ცოტანი არიან გამოკვეთილი ინდივიდუალისტები. ამ მხრივ, ერთ-ერთი მათგანია გორის "დილას" 31 წლის ფორვარდი ოთარ მარცვალაძე.

მარცვალაძეს არაერთ ქართულ თუ უცხოურ გუნდში უთამაშია. მიმდინარე სეზონში ის "დილას" ნამდვილი ლიდერია. "დილამ" ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაძლიერებულ ბათუმის "დინამოსთან" ფრედ (2:2) ითამაშა ქობულეთში და რომ არა მარცვალაძის დუბლი, უჩა სოსიაშვილის გუნდს აჭარიდან ქულის წაღება ძალიან გაუჭირდებოდა.

დინამო (ბთ)-დილა 2:2 - სერბი, მარცვალაძე და "მაკრატელა" [VIDEO]

სხვა თემაა ესთეტიკა - მარცვალაძემ ისეთი გოლები შეაგდო, ავ თვალს არ დაენახვებოდა...

იყო დრო, ის საქართველოს ნაკრებშიც ჩაუქობდა. ჩემი პირადი აზრია - კარგ ფორმაში მყოფი მარცვალაძე აუცილებლად გამოადგება ეროვნულ გუნდს. "ლელომ" მასთან ინტერვიუ ჩაწერა...

- რა ხდება "დილაში"? როგორ მოემზადეთ მეორე წრისთვის?

- ვფიქრობ, კარგად მოვემზადეთ. ეგაა, ცოტა რთული იყო ფინანსური მდგომარეობა და ასეა დღესაც, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობისა და სამწვრთნელო შტაბის ერთად დგომით, ყველაფერს გავუძელით და ვუძლებთ. ჩვენ ცდას არ დავაკლებთ, რომ სეზონი ღირსეულად ჩავამთავროთ.

- როგორ შეაფასებთ თურქეთში გავლილ შეკრებას?

- დადებითად. მოგეხსენებათ, ზაფხულის შეკრებაზე ვერ ჩავატარეთ საკონტროლო მატჩები. ახლა ეს პრობლემა აღარ იყო. ვითამაშეთ არაერთი შეხვედრა, გუნდი შეიკრა, შეთამაშდა...

- "დილა" ორმა ლიდერმა, გიორგი ნავალოვსკიმ და გოგიტა გოგუამ, დატოვა. მოვიდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები. როგორ ფიქრობთ, გუნდი უფრო გაძლიერდა თუ დასუსტდა?

- რომ გითხრათ, გავძლიერდით-მეთქი, ალბათ, თქვენც არ დამიჯერებთ. აქვე ვთქვათ, რომ ძალიან საინტერესო, ახალგაზრდა და ამბიციური ფეხბურთელები მოვიდნენ "დილაში", თუნდაც - გიორგი ჩელებაძე და ლევან საბაძე.

- გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდით. ეს გვიჩვენა როგორც თურქულ შეკრებაზე გამართულმა შეხვედრებმა, ისე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის პირველმა ორმა მატჩმა. ლიდერობა მძიმე ტვირთია...

- მადლობა ასეთი შეფასებისთვის! ალბათ, ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ შეკრებაზე ბევრი შეხვედრა ჩავატარეთ. შევთამაშდით და უკეთ გვესმის ერთმანეთის. გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ადაპტაციის პროცესი დასრულებულია. "დილაში" ისე ვგრძნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში.

- მინდა, ბათუმის "დინამოსთან" მატჩი გაიხსენოთ. ორი ულამაზესი გოლი გაიტანეთ...

- რთული თამაში გვქონდა ბათუმში. პირველი შეხვედრა ფოთში ჩავატარეთ, მერე შინ დავბრუნდით და ისევ ქობულეთში წავედით. დაძაბული, საინტერესო თამაში გამოვიდა. ჩემი გოლები კი მთლიანად გუნდის დამსახურებაა. დამეთანხმებით, დღეს თამაშს ერთი კაცი ვერც იგებს და ვერც აგებს.

- სიტყვამ მოიტანა და, ცოტა არ იყოს, გაგვიჭირდა იმის დაჯერება, ოთარ მარცვალაძე "დილაში" რომ დარჩა. არ გქონდათ სხვა შეთავაზება?

- არ იყო ისეთი რეალური არაფერი, "დილადან" რომ წავსულიყავი. გადავწყვიტე, აქ ჩავამთავრო სეზონი.

- საქმე თუ კარგად წავიდა და ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამამ იმუშავა, არ არის გამორიცხული, ქართველმა ფეხბურთელებმა საქართველოდან წასვლაზე აღარც იფიქრონ...

- პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ ეს ჩემი ოცნებაა. ნეტავ, ისეთი პირობები იყოს, რომ საერთოდ არავინ ფიქრობდეს წასვლაზე. ჩემი აზრით, ჩვენი ყველა პრობლემის წამალი ფინანსებშია. თუ ფული იქნება და ის სწორად დაიხარჯება, კარგი გუნდებიც გვეყოლება, სტადიონებიც გვექნება და კარგ თამაშებსაც ვნახავთ.

- როგორ ფიქრობთ, საქართველოს შეუძლია საშუალო ევროპული დონის ჩემპიონატის ორგანიზება? ვთქვათ, ისეთი პირველობის ჩატარება, როგორსაც ჩეხეთი და რუმინეთი ატარებენ?

- შეუძლია და, ჩემი აზრით, კარგადაც შეუძლია. მთავარია, ელემენტარული პირობები იყოს. რა თქმა უნდა, ჩვენ სხვა სამყაროში არ ვცხოვრობთ, ჩვენ არ გვაქვს არანაირი უფლება და არც მილიონებს ვითხოვთ... მეორე საკითხია, რომ თუ ფეხბურთელს ელემენტარული პირობები არ შეუქმენი, ისე ფეხბურთი ვერ განვითარდება და მასაც ვერ მოსთხოვ ვერაფერს. ოთხი თვე ხელფასს რომ ვერ აიღებ და ვარჯიშზე წასასვლელად საჭირო ბენზინის ფული საძებარი გაქვს, ასეთ სიტუაციაში პროგრესზე ვერ ილაპარაკებ.

კიდევ ერთხელ ვამბობ - არ მინდა ისე გაიგოს ვინმემ, თითქოს ჩვენ მილიონებს ვითხოვთ. უბრალოდ, თვე რომ დასრულდება, ხელფასი უნდა აიღო. მგონი, ეს ნორმალურია. ეს ის ფულია, რომელიც შენი გარჯით, შრომით, წვალებითაა მოპოვებული. როცა ფიქრობ, ბანკის კრედიტი რით გადაიხადო, ოჯახში რა მიიტანო, რთულია მხოლოდ ფეხბურთზე კონცენტრირება.

დიდი იმედი მაქვს, რომ სიტუაცია გამოსწორდება და ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა ამას ხელს შეუწყობს.

- ალბათ, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პროგრამის მიხედვით ყველა ჩვენმა კლუბმა მაღალი ხარისხის მინდორზე უნდა ითამაშოს...

- ეს უმთავრესი საკითხია. საერთოდ, ფეხბურთი დღეს ბევრი ნიუანსისგან შედგება. რომ შეხედავ, სტადიონი მოწესრიგებულია, კარგი მინდორია... ელემენტარულად, შუქი და ცხელი წყალი არის, ტუალეტი მოწესრიგებულია, სხვანაირი განწყობით გადიხარ სათამაშოდ. ხელოვნურ მინდვრებზე თამაშს ბევრი ერიდება. ნახეთ, რამდენ ფეხბურთელს აქვს გაკეთებული ოპერაცია კოჭზე. ერიდება, მაგრამ ხშირად არ არის სხვა გზა და ეს ფეხბურთელი ტრავმას იღიზიანებს, ისევ სამკურნალო ხდება. თან საქართველოში ისეთი კლიმატი გვაქვს, რომ არანაირი აუცილებლობა არ არის ხელოვნურ მოედანზე თამაშის.

- რა აზრის ხართ გაზაფხული-შემოდგომის მოდელზე?

- დადებითი აზრის ვარ, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი გუნდები ევროთასებს უფრო კარგად მომზადებულები შეხვდებიან. საერთოდ, ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა ძალიან ბევრი რამის შეცვლას ცდილობს და ეს კარგია, რადგან ძველებურად ვეღარ გაგრძელდებოდა. მთავარია, ერთხელ დავძრათ საქმე, თორემ მერე ყველაფერი კარგად წავა. ქართულ ფეხბურთში არასოდეს იქნება ნიჭის პრობლემა. მთავარია, სწორი მიმართულება მიეცეს ამ ნიჭს, სწორად გამოვიყენოთ ის.

- ალბათ, ამ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ისაა, რომ "ექვსთვიანი გუნდების" სენი საბოლოოდ დავამარცხოთ...

- ეს პრობლემაც მძაფრად დგას. ექვსი თვე ძალიან ცოტაა. როგორ გინდა, ამ დროის განმავლობაში ბოლომდე შეეგუო სხვა ქალაქს, სხვა სტადიონს, სხვა გულშემატკივარს?.. ყველამ იცის, რომ დღევანდელ ფეხბურთში წარმატება სტაბილურობას მოაქვს. როგორ უნდა გაიხსნას ფეხბურთელი, რომელიც ექვს თვეში ერთხელ იცვლის ადგილს? დიდი იმედი მაქვს, მდგომარეობა ამ მხრივაც შეიცვლება.

- როცა თამაშს იწყებდით, მაშინ უფრო მაღალი დონის იყო საქართველოს ჩემპიონატი?

- ჩემი აზრით, შედარებაც კი უხერხულია. რა თქმა უნდა, მაშინ უფრო ძლიერი ჩემპიონატი გვქონდა.

- საჩემპიონო დუელზეც უნდა გკითხოთ. ბევრი მიიჩნევს, რომ თბილისის "დინამო" უკვე ჩემპიონია. შეძლებს "დილა", ბრძოლა გაუმართოს ფავორიტს?

- კი, მე მჯერა, რომ ბრძოლა იქნება. რა თქმა უნდა, პირობებით "დინამო" ჩვენზე წინ არის - დიდებული სტადიონი, შესანიშნავი ბაზა... ასეთ ბაზას უკრაინისა და რუსეთის ბევრი გუნდი ინატრებს... ფაქტია, საქართველოში "დინამო" ყველაზე მაღლა დგას. მაგრამ ჩვენ ყველა შეხვედრაში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტიტული შევინარჩუნოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

diego-s
ოთარ მამასახლისის ლექსია ეგ ხო ? სტილი მაგრად გავს მის შემოქმედებას :)))
Diego
მარცვალა ძალიან მაგარი მოთამაშე და ადამიანია საერთოდ, კლასი ბიძია კლასი და პიროვნება. ამაზე მაგარი ჩამოყალიბებული თავდამსხმელი და ფეხბურთელი არა გვყავს, ნაკრები მის გარეშე ვერასოდეს წარმომედგინა და ტრაგედიაა რომ მხოლოდ 3-ჯერ თუ ითამაშა, მაგრამ ხორვატიასთან რაც ქნა ეგ მთელ შესარჩევ ციკლში თამაშის ტოლფასი ითამაშა იმ 2-3 მოძრაობაში.. მაშინ მარცვალაზე ლექსი დავწერე, აი - ჩამოვიდა, დაგვიმტკიცა - რომ არ არის "გამყიდველი", მოატყუა, პასი მისცა - ერი დარჩა მადლიერი )) მაგარი ხარ მარცვალ!
გიორგი
ოთარ, რომ ამბობთ გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადასვლა კარგიაო, იმას ითვალისწინებთ, რომ ჩემპიონი და პრიზიორები ევროპაზე ჩაერთვებიან მხოლოდ 9-10 თვის შემდეგ??? იქნებიან კი იმ დროისათვის ისინი თავისი სტატუსი შესაფერის ფორმაში??? დიდი ალბათობით, როგორც ჩვენს ჩემპიონატს სჩვევია, შეიძლებ სულ სხვა გუნდები იქნენ გამოსული მოწინავე პოზიციებზე!!! ამისათვის იბრძოდა ლობანოვსკი, რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი გადასულიყო შემოდგომა-გაზაფხულის ფორმატში, თუმცა იმ ბიუროკრატიულ აპარატთან ჭიდილში ვერაფერს მიაღწია. ახლა კი რუსები თავად მიხვდნენ ამას და შარშან გადავიდნენ კიდეც შემოდგომა-გაზაფხულზე. ჩვენ კი რა გვემართება ძველს ვუბრუნდებით???
დინამოების დაპირისპირება და სადებიუტო გოლები
"დილამ" და "ტორპედომ" გაიმარჯვეს
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა: მოგებები 10 კაცით
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
თემურ შალამბერიძე: ვინც ინვესტორს ვერ მოიზიდავს, უმაღლესი ლიგიდან გავარდება
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
ეროვნული ლიგის ანტირეკლამა - დაშავებული ფეხბურთელი მოედნიდან "გაათრიეს" [VIDEO]
გორის "დილა": სპონსორთან დაკავშირებით ვითარება უახლოეს დღეებში გაირკვევა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
რევაზ ჩელებაძე: დიდი ალბათობით, "შუქურა" ლიგა 2-ში დაქვეითდება და...
ეროვნული ლიგა. I ტური: ჩემპიონმა "სამტრედიამ" გახსნის მატჩში ქულები დაკარგა [VIDEO]
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ
გოგიტა გოგუა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
ქობულეთის "შუქურაში" აფრიკელ და ბრაზილიელ ლეგიონერებს ელოდებიან
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
გოგიტა გოგუა: ნაკრებიდან 1 ხელის მოსმით, 1 არაზუსტი პასის გამო მომიშორეს, ვაისი კი...
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
გორის "დილა" თურქულ შეკრებაზე გამარჯვებული გაემგზავრა
გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს
სამტრედია-შუქურა 1:1 - დროული და საჭირო ცივი შხაპი [VIDEO]
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?
თემურ შალამბერიძე: შეიძლება, თავიდან გაგვიჭირდეს...
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
გორის "დილას" ტრავმირებული მოთამაშეები დაუბრუნდნენ
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გორის "დილას" ოთარ მარცვალაძე და გუგა ფალავანდიშვილი დატოვებენ?
იქნებ ივარგოს... ახალი მწვრთნელი და უკრაინელი მოთამაშე ქობულეთის "შუქურაში"
გოგიტა გოგუა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა