ვისაც ახლა კლუბის აღდგენა თუ დაფუძნება სურს, ორი მოტივი ამოძრავებს - ზოგს სპორტული ჟინი, ზოგს კი - ფული
ფეხბურთის განვითარების პროექტის წარდგენისას, ცხადია, მისი ყველა დეტალის დაკონკრეტება ვერ მოხერხდა. ამიტომ, ბოლო დღეებში რამდენიმე კლუბის წარმომადგენელი დაგვიკავშირდა და კონკრეტულ საკითხებში გარკვევა გვთხოვა.

მაგალითად, ზესტაფონის "მარგვეთის" ადმინისტრატორ დიმიტრი მაღრაძეს აინტერესებს:

"საერთოდ, პროგრამა ქართულ ფეხბურთს რომ წაადგება, ამაზე ორი აზრი არ არის. დიდი ხანია, რაც ფეხბურთში ვარ და არ მეგონა, თუ პროგრამა ასე კარგად იქნებოდა დაწერილი. უბრალოდ, ცალკეული დეტალები გარკვევას მოითხოვს და გვინდა, ვიცოდეთ - რა გველის და რა გზას უნდა დავადგეთ, რა ფინანსების იმედი უნდა გვქონდეს..." - სვამს კითხვას "მარგვეთის" მაღალჩინოსანი.

მას ასევე აინტერესებდა, მეორე ლიგაშიც ჩატარდება თუ არა გარდამავალი ჩემპიონატი და რა ფორმატით:

"ვიცით, რომ გარდამავალი ჩემპიონატის შემდეგ, პირველი ლიგიდან ეროვნულ ლიგა 1-ში 12 გუნდი გადავა. სულ კი ეროვნულ ლიგა 1-ში 20 გუნდი იქნება, რომლებიც 10-10-გუნდიან ჯგუფებად დაიყოფა. მაგრამ ახლა სამი რეგიონული ზონაა და არა მხოლოდ "მარგვეთს", სხვებსაც აინტერესებთ, დანარჩენი 8 გუნდი მეორე ლიგიდან როგორ შეირჩევა".

განმარტებისთვის სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტ ნიკა ჯღარკავას მივმართეთ:

"რა თქმა უნდა, გარდამავალი ჩემპიონატი მეორე ლიგაშიც ჩატარდება. მიმდინარე სეზონის შემდეგ, გუნდები მეორე ლიგის ოთხ დივიზიონში გადანაწილდებიან. ეროვნულ ლიგა 1-ში კი ამ ოთხ ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებზე გასული 8 საუკეთესო გუნდი დაემატება პირველი ლიგის 12 გუნდს და ორ 10-10-გუნდიან ჯგუფს დააკომპლექტებს".

მაგრამ, ჯღარკავას თქმით, ჯერ უცნობია, გარდამავალ ჩემპიონატში ამა თუ იმ ზონაში რამდენი გუნდი ითამაშებს. ისევ ჯღარკავა გვპასუხობს:

"ოთხ ზონაში რამდენი გუნდი გამოხატავს თამაშის სურვილს, ამის წინასწარ თქმა ახლა წარმოუდგენელია. სხვათა შორის, რამდენიმე დაშლილი კლუბის მესვეურმა გამოხატა კლუბის აღდგენისა და გარდამავალ ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი".

კლუბების აღდგენის მცდელობა საყურადღებო ფაქტია - თუ ბოლოდროინდელ ინფორმაციებს დავუჯერებთ, ეს ტენდენციადაც შეიძლება გადაიქცეს. გარდა იმისა, რომ გუნდები გარდამავალი ჩემპიონატისთვის მზადებას აქედანვე იწყებენ და ფეხბურთელებით გაძლიერება სურთ, ქართულ ფეხბურთს კლუბების რაოდენობის გაზრდაც უდავოდ წაადგება.

ცნობისთვის, უკრაინაში, რომელიც სულაც არ არის მსოფლიო ფეხბურთის ლიდერებში, 6500 პროფესიული და სამოყვარულო კლუბია, საქართველოში კი ეს ციფრი სამარცხვინოდ ცოტაა - სულ რაღაც 71. მართალია, ქვეყნების მასშტაბებიც გასათვალისწინებელია, მაგრამ... 71?

ვისაც ახლა კლუბის აღდგენა თუ დაფუძნება სურს, ორი მოტივი ამოძრავებს - ზოგს სპორტული ჟინი, ზოგს კი - ფული. იქიდან გამომდინარე, რომ გარდამავალი ეტაპი ხანმოკლე იქნება, ზონები რეგიონს მაქსიმალურად მიებმება. მაგალითად, შიდა ქართლის გუნდს შორს წასვლა არ მოუწევს. 50 ათასი ლარი გუნდისთვის ბევრი არაფერია, მაგრამ ასეთ პირობებში მაინც მისაღებია.

შესაძლოა, ამით ვერავინ აშენდეს, მაგრამ როცა ამ ფულსაც ათასი გზით შოულობენ (უფრო კი ვერ შოულოდბენ), ფეხბურთში დაბრუნება და კლუბის აღდგენა მიმზიდველი საქმე ხდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტროლებს ზაზასგან
ჩამოწერეთ დადებითი და უარყოფითი მიშასი)))თუ მარტო უარყოფითს წერთ?))საქმე არ გაქვთ? –სწორედ რომ ბანდუსტანს დაამსგავსეთ ქვეყანა(წინასაც თავის დამსახურება აქვს,მაგრამ დღეს..უფ!სუფთად ბუნდუსტანია–ჯამახირია)))) –მალაგას და პსჟ–ს ისტორიას გაეცანი რეალურობისთვის –რუსეთუმეებს რუსული კლუბების...
ზაზა-s
მაგარი..ხარ რაა, მიშა არ გამოიყვანე არსენა DDD, ბიჭო დაგავიწყდა ხალხი ბინებს რო ყიდიდა ავად როცა ხდებოდა? მარა შენნაირებს თან რო გადაყვე ვერაფერს ვერ დაინახავთ მაინც.
ზაზა-ს
ჯერ თავისი ოლიგარქებისთვის წაერთმიათ და მერე დავიჯერებდით არსენა ოძელაშვილობას. კეზერას არაფერს არ ართმევდნენ, თავიანთ მილიარდებს ხომ არ დახარჯავდნენ.
direqtori
ვაფუძნებ ახალ კლუბს "აბაშის რაცხას" ვეძებ ფეხბურთელებს გარდამავალი ჩემპიონატისთვის!მსურველებმა თქვენი სვ მოიტანეთ მერიაში! იკითხეთ მურთაზი!
ზაზას
შენი ადგილი ოდესაშია, ასე მგონია. ისე კი, ზოგადი განათლების ნაწილში, სანამ ხელისუფლებას აქვს საშუალება ბიზნესს რამე ატენოს, გქვია ბანდუსტანი. თქვენი მოწონებული ამერიკა ეგრე არ აშენებულა.
ჯღარკავას რევოლვიური პროექტი:
საღონ ჯღარკა! შენ ნამდვილი გენიოსიხარ და შენი და რომან ფიფიას მიერ შემუშავებული რევოლუციური პროექტი აუცილებლად გადაარჩენს ქართულ ფეხბურთს. ნიკოლოზ ჯღარკავა არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწე. ფიფია და ჯღარკავა ღირსები არიან, რომ საქართველოს სახელმწიფოს პრეზიდენტებათ ავირჩიოთ, დოეტში. რომან ფიფია და ნიკოლოზ ჯღარკავა ასეთი რევოლუციური გენიალური რეფორმის შემუშავების გამი არიან საქართველოს ისტორიაში ყველაზე განსაკუთრებული პირები.
imereli
265 მილიონად რამდენ ადამიან გადარჩენ სიკვდილისგან,რამენს აუფინანსებ მკურნალობას,რამენ ამხმარე საშუალებებს,პროტეზებს ეტლებს შშმ პირებს, ა ეს ფული უნა მოიხმაროს ზარმცმა ფეხბურთელმა გაქცევა რო ეზარება და 1000 ლარი არაფრად მიაჩნია, მაგათი ერთი თვის ხელფასით პროტეზ გავიკეთებდი სამსახურში რო შევძლო სიარული.სახელმწიფო ინვალიებს პროტეზ არ გვიფინანსებს და ამათ მილიონებს ახარჯავს
giga
ჰო ჰო აბა რა, ახლა მოუნდათ თურმე კლუბების აღდგენა.
ზაზა
წინა ხელისუფლება ცდილობდა კლუბების ,,შენახვა,, ოლიგარქებზე შეეტენა.ათეულ მილიონებს აკეთებ და 1–2 მილონი ფეხბურთელებსაც დაახარჯე...არ მოგეწონათ?ეხლა იხადეთ თითოეულმა საკუთარი ჯიბიდან,მოიკელით პენსიები,სოც.დახმარება და შეინახეთ ზარმაცი ფეხბურთელები,რომლებიც შედეგსაც ვერ დებენ(((,,მდიდარს ართმევს,ღარიბს აძლევს,, არ მოგეწონათ?ეხლა ღარიბებს ართმევს..
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
ს.კ. "მარგვეთი": რას გვერჩის ილია კოკაია?!
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ნიკა ჯღარკავა: ეს არ არის მხოლოდ ჩემი ჯილდო...
ლევან კობიაშვილი: ნუ გგონიათ, თუ არ ვყვირით, არაფერს ვაკეთებთ
ზაზა დოლიძე: თავის ნებაზე და ხუშტურებზე ფონდის სახსრებს ვერავინ განკარგავს
სატელევიზიო სპორტული არხი "სეტანტა" გაქართულდა
ლევან კობიაშვილი: მარტო რაპორტი არ არის, თვალები მაქვს და ვერავინ მომატყუებს [VIDEO]
კობიაშვილი, მუჯირი და ჯღარკავა უეფას კომიტეტის წევრები გახდნენ
ფეხბურთის განვითარების ფონდმა კლუბების დაფინანსების პირველი ეტაპი დაასრულა
მათ რომ ასე ვუწოდო, მართებული იქნება? - სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პოლიტიკოსების კრიტიკას უპასუხა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ლევან კობიაშვილი: ფეხბურთის განვითრების პროგრამას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება