რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზია ნინო სალუქვაძის შემდეგ მისმა ვაჟმაც მოიპოვა
ნინო სალუქვაძის შემდეგ ტყვიის სროლაში რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზია მისმა შვილმა ცოტნე მაჭავარიანმაც მოიპოვა. 18 წლის ჩუბინმა ეს უნგრულ დიორში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე გააკეთა, რომელიც პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ჩატარდა.

ლიცენზია, პირადი რეკორდი და ერთ-ერთ სერიაში მაქსიმალური, 100-ქულიანი შედეგი - ასეთია მაჭავარიანის გამოსვლა, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარი მაჩვენებელი ერთი ქულით გააუმჯობესა, 579 ქულა დააგროვა და ფინალში მეექვსე შედეგით შევიდა, საბოლოოდ კი ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლაც მეექვსე ადგილით დაასრულა.

საქართველო ულიცენზიოდ არც ერთ ოლიმპიადაზე არ დარჩენილა და თითოეულში სამ ათეულზე მეტ საგზურსაც იღებდა, მაგრამ ახლანდელი ლიცენზია მაინც გამორჩეულია. აქამდე არასოდეს მომხდარა, ოლიმპიადაზე დედა-შვილს ან ოჯახის წევრებს ერთად ეასპარეზათ. მართალია, გვახსოვს ერთ გუნდში მოთამაშე მამა-შვილი, ბიძაშვილები თუ ნათესავები, მაგრამ არა ასეთ მაღალ ფორუმზე. ნაკრების მწვრთნელი მამისა და შეგირდი შვილის მაგალითი სულაც ნინო და მისი მწვრთნელი მამა ვახტანგ სალუქვაძეები არიან, მაგრამ ოლიმპიადაზე ოჯახური დუეტი პირველად გვეყოლება.

თუმცა, ოჯახურ დუეტზე ლაპარაკისას, ნუ დაგვავიწყდება, რომ ბრაზილიაში ამ ოჯახის ერთბაშად სამი თაობა იქნება წარმოდგენილი: მამა, შვილი და შვილიშვილი.

მაჭავარიანმა საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა კარგად დაიწყო და 10-იანს მხოლოდ ორჯერ ააცილა - 98 ქულა დააგროვა. არც მომდევნო ორს უშავდა რამე, რომლებიც ერთნაირი შედეგით - 96-ით დაასრულა; აი, მეოთხეში კი, უბრალოდ, ჩინებულად ისროლა და ყველა გასროლა 10-იანში გაარტყა - 100 ქულა. ვერ გეტყვით, ამან ემოციურად იმოქმედა ან გადაიღალა თუ რა მიზეზი იყო, მაგრამ მომდევნოებში ცოტა მოუკლო - 95 და 94 აჩვენა. თუმცა საბოლოოდ პირადი რეკორდიც გააუმჯობესა და საკმაოდ კარგი მაჩვენებელიც გამოუვიდა - 579 ქულა. ამდენივე ქულა ხუთმა მონაწილემ დააგროვა, რომლებიც მეოთხე-მერვე ადგილებს ინაწილებდნენ, ანუ ყველა შევიდა ფინალში, მათ შორის ადგილები კი დამატებითმა მაჩვენებელმა გადაწყვიტა.

საბოლოოდ მაჭავარიანს მეექვსე ადგილი ერგო, რადგან ცენტრთან ახლოს 19 გასროლა ჰქონდა. თუმცა ეს არ იყო მთავარი, მთავარი ის გახლდათ, ფინალისტებიდან ხუთს ადრევე ჰქონდა მოპოვებული ლიცენზია, რაც იმას ნიშნავდა, რომ დარჩენილი სამი ავტომატურად იღებდა საგზურს, რადგან დიორში ზუსტად სამი იღბლიანი უნდა გამოვლენილიყო.

ქართველმა ჩუბინმა ასპარეზობა ფინალშიც კარგად დაიწყო და თავიდან ლიდერთა შორის იყო, თუმცა მერე ჩავარდნა აქაც დაეწყო და საბოლოოდ 118.3 ქულით მეექვსე ადგილზე დარჩა.

ჩემპიონი თურქი იუსუფ დიკეცი გახდა 198.5 ქულით, ვინც ფინალში მერვე ადგილით შევიდა. მეორეზე ესპანელი პაბლო კარერა გავიდა 197.6-ით, ვინც საკვალიფიკაციო ეტაპი მშვენიერი შედეგით - 587 ქულით მოიგო და მთელი 4-ით გაუსწრო უკრაინელ პავლო ხოროშილოვს, რომელმაც საბოლოოდ ბრინჯაო დაისაკუთრა 178.4-ით.

ვაჟთა ტურნირში ჩვენგან ლევან ქადაგიძეც გამოდიოდა, რომელიც 566 ქულით 61-ე ადგილზე გავიდა.

სამწუხაროდ, ქალებმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეს - სალუქვაძე უმედლოდ დარჩა, ლიზი კილაძე - ულიცენზიოდ, თუმცა იქამდე ბევრიც არ დააკლდა. გეგონება, კილაძე და სალუქვაძე ერთმანეთს ეჯიბრებიან - უკვე მერამდენედ, ერთნაირი შედეგით და ერთმანეთის მეზობლად ასრულებენ შეჯიბრებას. დიორში ორივემ 378 ქულა დააგროვა, თუმცა კილაძეს უფრო მეტი "ცენტრალური" გასროლა ჰქონდა და მე-15 ადგილი ერგო, სალუქვაძე კი მე-17-ზე გავიდა.

კილაძეს 2 ქულით მეტი რომ დაეგროვებინა, ფინალში შევიდოდა სერბთა ევროპის ორგზის ჩემპიონ ბობანა ველიკოვიჩის ნაცვლად. მართალია, მაჭავარიანისგან განსხვავებით, ეს ავტომატურად ვერ მოუტანდა ლიცენზიას, რადგან ფინალში მეოთხე უსაგზურო იქნებოდა, მაგრამ იქ რა მოხდებოდა, კაცმა არ იცის. მაგალითად, ერთ-ერთი ულიცენზიო, მასპინძელი ვიქტორია ეგრი, პირველივე წრეში გამოვარდა. კილაძე ულიცენზიოდ კი დარჩა, მაგრამ 16 წლის სპორტსმენისთვის (ისიც რამდენიმე დღის წინ გახდა) ეს არაა ტრაგედია - მას ყველაფერი წინ აქვს.

ევროპის ჩემპიონი უკრაინელი ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ოლენა კოსტევიჩი გახდა, რომელმაც შესარჩევშიც მშვენივრად ისროლა (388) და ფინალშიც 200.9 ქულით გაიმარჯვა. მეორეზე ბულგარელი ანტოანეტა ბონევა გავიდა 199.0-ით. საინტერესოა, რომ შესარჩევშიც მეორე იყო 385 ქულით. ბრინჯაოს სერბი მსოფლიოს ჩემპიონი ზორანა არუნოვიჩი დაეუფლა, რომელმაც მედალთან ერთად ლიცენზიაც მიიღო, ანუ ეს ამხელა ტიტულის მფლობელი ოლიმპიური მატარებლის ბოლო ვაგონს შეახტა.

მის გარდა, საგზურები ეგრიმ და ხორვატმა მარია მაროვიჩმა მიიღეს. ულიცენზიოდ დარჩნენ ბულგარელთა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მარია გროზდევა და გერმანელთა მონღოლური წარმოშობის ორ-ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური ბრინჯაოსმედალოსანი მუნკბაიარ დორჯსურენი. შეგახსენებთ, რომ ისინი შემოდგომაზე თბილისშიც ჩამოვიდნენ სალუქვაძესთან მოსამზადებლად.

ამდენად, ევროპის წლევანდელი ჩემპიონატი წარმატებული გამოდგა ქართველი მსროლელებისთვის - ერთი მედალი და ერთი ლიცენზია მოიპოვეს. შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველივე დღეს გოგონებში ვერცხლის მედალი ქუთაისელმა ნინო ხუციბერიძემ მოიპოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მორიგი ლიცენზია ნინო ხუციბერიძემ მოიპოვა
ევროპის ჩემპიონატი ტყვიის სროლაში: ბაქოს ორმაგი დატვირთვა
ევროპის ჩემპიონატი. ტყვიის სროლა: ბაქოში გამრუდებული სამიზნე
ლიზი კილაძემ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ტყვიის სროლა. ევროპის ჩემპიონატი: უფინალოდ და ულიცენზიოდ
"ჯერაც ვერ წარმომიდგენია, რომ ოლიმპიადაზე მე და ჩემი შვილი ერთად გამოვალთ"
"იარაღს გვჩუქნიან, მაგრამ ჩვენი არალოგიკური კანონების გამო ვერ შემოგვაქვს"
ტყვიის სროლა. ევროპის ჩემპიონატი: დიორში ბრაზილიისთვის
ტყვიის სროლა. მიუნხენის ტურნირი: შვიდეულით გერმანიაში
ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს
ტყვიის სროლა. ევროპის ჩემპიონატი: ამჯერად უმედლოდ
ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები: ქართველი სპორტსმენების გამოსვლის კალენდარი
ახალგაზრდული ოლიმპიადა: ვერცხლი - სულამანიძეს, ბრინჯაო - ხუციბერიძეს
სალუქვაძემ წარუმატებლად ისროლა და ფინალში ვერ მოხვდა
53 წლის ნინო სალუქვაძის ვერცხლი
ევროპის ჩემპიონატი: ლიზი კილაძეს ფინალამდე ერთი ქულა დააკლდა
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
დედა-შვილი ოლიმპიადაზე - ცოტნე მაჭავარიანმა რიოს ლიცენზია მოიპოვა!
ნინო სალუქვაძე: მე ვაგრძელებ კარიერას, რადგან ახლა ვჭირდები ცოტნეს გვერდით
ნინო სალუქვაძეს სპეციალური ჯილდო გადასცეს
მიუნხენის ტურნირი: ცოტნე მაჭავარიანის მორიგი რეკორდი
თბილისის ღია თასი: როდის დააფინანსებენ ფედერაციებს?
ლიზი კილაძემ ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა
გუნდური ბრინჯაოს მედალი ტყვიის მსროლელთა დიდ პრიზზე
ნინო სალუქვაძემ ვაჟთან ერთად ევროპულ თამაშებზე საქართველოს მე-17 მედალი მოუტანა!
ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი რიოს დაზვერავენ