"ლოტუს რენოს" პილოტი Ronde di Andora-ს რბოლის დროს ბარიერს შეეჯახა და მრავლობითი მოტეხილობით საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს

უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა "ლოტუს რენო" და მისი პირველი პილოტი რობერტ კუბიცა. პოლონელი პილოტი ყოველთვის ამბობდა, რომ რალი მისი ჰობია, მაგრამ ამავდროულად, ეს ჰობი სპორტის მეტად სახიფათო სახეობა გახლავთ და ამაში პოლონელი პილოტის გულშემატკივრები გუშინ დარწმუნდნენ.

Ronde di Andora-ს რბოლის პირველივე ჩქაროსნულ მონაკვეთზე კუბიცა სერიოზულ ავარიაში მოხვდა. მისი Skoda Fabia S2000 მანქანის მხრიდან გზის ბარიერს შეეჯახა.

პირველადი ინფორმაციის თანახმად, "რენოს" ლიდერს რამდენიმე მოტეხილობა აქვს. ის ვერტმფრენით სასწრაფოდ გადაიყვანეს იტალიის პროვინცია სავონის საავადმყოფოში. სხვა დეტალების შესახებ ჯერ არ იტყობინებიან. ეკიპაჟის შტურმანი იაკუბ გერბერი არ დაზარალებულა.

ახლა დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ რობერტ კუბიცა ფორმულა 1-ის ახალი სეზონის სტარტს გამოტოვებს. პოლონელის შეცვლა შეუძლიათ "ლოტუს რენოს" ტესტპილოტებს - რომენ გროსჟანს ან ბრუნო სენას, რომელიც შარშან HRT-ის ღირსებას იცავდა.

avtuko
ეგუნდოდა საცოდავ რენოს კიდე, დარჩნენ ეხლა ვიტალიკას იმედზე
ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
"ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
იეგოიანის სრული მატჩი და "ექსელსიორის" მორიგი წარუმატებლობა
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-2 დინამო (ბთ). ასკურავას გოლი-შედევრი - ლიდერი შეუჩერებელი აღარ არის
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონეს" წაუგებელი სერია შეწყდა
გულიაშვილი შეცვლაზე შევიდა - "რასინგმა" "მალაგას" სძლია
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-3 ტორპედო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავსვათ...
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს