"ემპოლის" დუბლების ქართველი ბომბარდირი უკვე მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს
რომან ჭანტურია პატარა ბიჭი იყო, როცა საფეხბურთო სკოლა "ოლიმპიდან" თბილისის "ლოკომოტივში" გადაიყვანეს და "ბარსელონასთან" თანამშრომლობის პროექტში ჩართეს. იმ გუნდის რამდენიმე წევრი დღეს ქართულ ფეხბურთში იკვალავს გზას და ნელ-ნელა მოწინავე პოზიციებს იკავებს - ნიკა ჭანტურია, მათე ცინცაძე, გიორგი გაბაძე, დავით დარციმელია, დავით ჯიქია...

ჭანტურია "ემპოლიში" 2011 წელს მიიწვიეს. მას რეკომენდაცია "ვიტ ჯორჯიისა" და ბათუმის "დინამოს" ყოფილმა იტალიელმა მწვრთნელმა, აწ გარდაცვლილმა ჯანი კარნევალემ გაუწია. ის 17 წლის იყო, როცა "ემპოლის" დუბლშემადგენლობაში დააწინაურეს და ძირითად გუნდშიც ვარჯიშობდა, ადაპტაციაში კი ლევან მჭედლიძე ეხმარებოდა.

ჭანტურიას ევროკავშირის ქვეყნებში ქართველებისთვის არსებული მუდმივი პრობლემა 2 წლის წინ მოუგვარეს და ოფიციალურად, 2013 წლის ზაფხულში "ემპოლიში" ჩაირიცხა (იმ სეზონში გუნდი სერია A-ში აღზევდა). მჭედლიძისა და ირაკლი შეყილაძის შემდეგ რომან ჭანტურია ტოსკანელთა მესამე ქართველი ლეგიონერი გახდა...

მას შემდეგ ის კარიერის აწყობას სწორედ ამ კლუბის მაისურით ცდილობს. ჭანტურიას ხშირად უწევდა ვარჯიში ძირითად გუნდთან ერთად. მალე კი, შესაძლოა, საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ყოფილი ფორვარდი მხოლოდ ვარჯიშს აღარ დააჯერონ და მთავარ გუნდში ათამაშონ კიდეც. საქმე ისაა, რომ მიმდინარე სეზონის პირველ წრეში, "ემპოლის" დუბლშემადგენლობაში თასსა და ჩემპიონატში ჩატარებულ 13 მატჩში, ჭანტურიას 16 გოლი დაუგროვდა. მათ შორის, რომანს გამორჩეული მატჩი ჰქონდა "ლაციოს" დუბლების წინააღმდეგ, რომელშიც ჰეთ-თრიკი შეასრულა.

როგორც ის "ლელოსთან" ინტერვიუში ამბობს, ძირითად შემადგენლობაში მისი გადასვლა სერიოზულად სწორედ ამ მატჩის შემდეგ განიხილება.

ჭანტურიას იტალიაში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ...

- სეზონი კარგად დაიწყეთ, მაგრამ ბოლო დროს აღარ თამაშობთ...

- წლის დასაწყისში დავშავდი და მხოლოდ 10 დღეა, რაც გუნდთან ერთად ვარჯიში სრული დატვირთვით განვაახლე. ნელ-ნელა ფორმაში შევდივარ და თავს უკვე კარგად ვგრძნობ. რაც მთავარია, "ემპოლის" პირველ გუნდთან ერთად ვარ, ოღონდ დროებით ისევ დუბლებში ვითამაშებ.

- უკვე 20 წლის ხართ და, ალბათ, უკვე დროა, უფრო მაღალ დონეზე ახვიდეთ, ვიდრე "ემპოლის" დუბლებია...

- მეც ამის იმედი მაქვს და ეტყობა - კლუბსაც. "ემპოლის" ხელმძღვანელობამ კონტრაქტის 2020 წლამდე გახანგრძლივება შემომთავაზა. დასაფიქრებელი არაფერია - კლუბიც მომწონს, აქაური ატმოსფეროც და, ცხადია, პერსპექტივაც. უბრალოდ, რაღაც დეტალებია შესათანხმებელი. საკითხს მენეჯერთან ერთად ვსწავლობ და, სავარაუდოდ, ხელშეკრულებას გავახანგრძლივებ.

- მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 16 გოლი გაიტანეთ. აქამდე ასეთი შედეგიანი არ იყავით...

- საქმე ისაა, რომ წინა წელს ტრავმებმა გამაწვალა - 8 თვე გამიცდა და ბუნებრივია, გატანას კი არა, თამაშსაც ვერ ვახერხებდი... რაც შეეხება თავის გამოჩენის მიზეზს, აქ ბევრი ფაქტორია - მონდომება, მიზანი, სტიმული...

კარგა ხანია, რაც იტალიასა და აქაურ ფეხბურთს შევეგუე. მადლობა ღმერთს, სეზონი ახლაც კარგად დაიწყო, თუ ამ ტრავმას არ ჩავთვლით. სისტემატური ვარჯიში და თამაში შედეგებზეც აისახება.

დიდი სტიმულია, რომ ჩემი წარმატებით ქართველ გულშემატკივარს ვახარებ და იმედია, შემდეგი წლიდან კიდევ უფრო მეტს მოვახერხებ. ვგულისხმობ იმას, რომ მომავალი წლიდან დუბლებში აღარ ვიქნები!

- ანუ "ემპოლის" ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა რეალურია?

- რა თქმა უნდა!

- ...და ეს გადაწყვეტილი ამბავია?

- დიახ, ასეა. ახალი სეზონიდან მთავარ გუნდთან ერთად ვიქნები და სათამაშო დროც მომეცემა. ან მეორე ვარიანტია - იჯარით გამიშვებენ სერია B-ს ერთ-ერთ გუნდში, სადაც ერთი წლის განმავლობაში სრული სათამაშო პრაქტიკა მექნება - ასეთია ჩემსა და "ემპოლის" შორის მიღწეული სიტყვიერი შეთანხმება.

- გამოდის, რომ არ არის გამორიცხული, "ემპოლიში" ჭანტურია-მჭედლიძის დუეტი ვიხილოთ...

- დაველოდოთ ახალ სეზონს და ვნახოთ, რა და როგორ იქნება. ვამჩნევ, დუბლების დონე აღარ მაკმაყოფილებს. ჩემი ასაკიც მოქმედებს და ვგრძნობ, აქ ვეღარ ვიზრდები. დიდი გუნდის კონკურენციის შეგრძნება ამიტომაც მინდა. მთავარ "ემპოლიში" გამოჩნდება, თუ როგორი ვარ ფიზიკურად, გამძლეობით თუ ჯანით.

არც ის მინდა, ახლავე გადავიდე და სათამაშო პრაქტიკა არ მქონდეს. ამიტომ სეზონის ბოლომდე დუბლებში ვითამაშებ. შემდეგი წლიდან კი პირველ გუნდში მიხილავთ.

- თქვით, რომ შესაძლოა, იჯარით სერია B-ს გუნდში წახვიდეთ. ეტყობა, კონკრეტული წინადადებაც გაქვთ...

- ჯერჯერობით, არავისთან მილაპარაკია. ყველაფერი ახალი სეზონის დაწყებამდე, მოსამზადებელ პერიოდში გადაწყდება.

- უკვე მეოთხე წელიწადი დაიწყო, რაც იტალიაში ხართ. რა შეგძინათ ამ პერიოდმა?

- ყველაფერი, რაც შეიძლება ფეხბურთელმა შეიძინოს. პროგრესს აშკარად ვგრძნობ - ფიზიკურად, ტაქტიკურად, გამძლეობით... თუმცა, ფიზიკურად სხვებზე სუსტი არც იტალიაში ჩამოსვლის დროს ვყოფილვარ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Opta: პსჟ მუნდიალის ფავორიტი აღარაა - გამარჯვების მეტი შანსი სხვა გუნდს აქვს
ქართველი თავდამსხმელი ესპანეთში დაბრუნებასთან ახლოსაა
კალანდაძე პლოცკის "ვისლას" ფეხბურთელი გახდა
ძმების დაპირისპირება არ შედგება - ჯობი VS ჯუდს საკლუბო მუნდიალზე ვერ ვნახავთ
მოლაპარაკება შედგა - დევიდი კარიერას "იუვენტუსში" განაგრძობს
როდის გამართავს თოფურია მორიგ ორთაბრძოლას - ქართველი ჩემპიონის წარმომადგენელი განმარტავს
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] "რეალმა" "იუვენტუსს" მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა
სუპერთასი 2025 | "ტორპედომ" მესამე ადგილისთვის მატჩში "იბერია 1999" დაამარცხა
კვლავ NBA-ში, თუმცა არა "სან ანტონიოში" - მამუკელაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
უდიდესი სენსაცია - ბასილაშვილმა მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი დაამარცხა!
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
პირველი ვარჯიში ახალ კლუბში - ქოჩორაშვილის პორტუგალიური კარიერა ოფიციალურად დაიწყო
აბრაჰამი წავიდა - ახლა "რომაში" მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი მიქაუტაძეა
"მოსკოვის "დინამოში" თამაში ყველას სურს" - გაგნიძეს დარჩენის ამბავს კარპინი გადაწყვეტს
ეს გუნდი პსჟ არაა - ლუის ენრიკემ მის მიერ გაწვრთნილი საუკეთესო კლუბი დაასახელა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
მახაჩევს გადაუსწრო - ილია თოფურია მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლია!
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
იტალიურ ლეგა პროში ორი ქართველი ლეგიონერი ითამაშებს
PES 2018 - 17 ქართველი თამაშის ახალ ვერსიაში
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ირაკლი შეყილაძე კარიერას იტალიის სერია ც-ს კლუბში გააგრძელებს
ᓚᓔᓒᓘᓝᓜᓔᓠᓘ ᓛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚᓔᓑᓘ: ᓐᓥ ᓩᓐᓛᓝᓡᓣᓚᓘ ᓑᓔᓕᓠᓘ ᓒᓕᓘᓜᓐᓮᓐᓕᓡ...
რომან ჭანტურია "ემპოლიში" დაბრუნდა
გოგლიჩიძის თანაგუნდელი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
ჭანტურია კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს
იტალიური პრესა: ირაკლი შეყილაძის გადაბირება სერია ც-ს კლუბს სურს
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
ჯილარდინო "სპეციაში", შეყილაძეს იჯარით "ლუკეზეში" უშვებენ?
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
"პაატა უწესიერესი ბიჭია... სანამ მას განსჯით..." - რომან ჭანტურია ღუდუშაურის შესახებ "პირატების" განცხადებას ეხმაურება
"რუსთავი" "ემპოლის" ყოფილი თავდამსხმელით გაძლიერდა და "არაგვი" დაამარცხა
მესამე ქართველი "ემპოლიში" - 18 წლის რომან ჭანტურია ძირითად გუნდთან ვარჯიშობს
მოუთმენლად ველოდი ამ წუთს... რომან ჭანტურიამ არ იცის, დარჩება თუ არა "ემპოლიში"
"ემპოლიმ" რომან ჭანტურია იჯარით ბათუმის "დინამოში" გაუშვა
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
გოგლიჩიძის 70 წუთი და "ემპოლის" ფრე "კომოსთან"
გოგლიჩიძე სათადარიგო იყო - "ემპოლიმ" "ტორინოსთან" წააგო
[VIDEO] გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "ემპოლი" "ნაპოლის" ვერ გაუმკლავდა
გოგლიჩიძის მოულოდნელი ვარიანტი - ინტერესი საუდის არაბეთიდან და სერია A-ს ორი კლუბი
რომან ჭანტურიამ ბათუმის "დინამო" დატოვა
გოგლიჩიძის კარგი თამაშის მიუხედავად, "ემპოლიმ" "რომასთან" მარცხი განიცადა
რომან ჭანტურია "დილას" ფეხბურთელია
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ