გიორგი ტუღუში ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დადებით მხარეებზე საუბრობს
ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე კლუბს პრეტენზია ჰქონდა. ერთ-ერთი ასეთი კლუბი გორის "დილა" იყო... თუმცა კლუბის დირექტორი გიორგი ტუღუში "ლელოსთან" ინტერვიუში აბსოლუტურად განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს და ამბობს, რომ პროგრამა "დილას" ძალიან წაადგება...

- ცნობილია, რომ სახელმწიფო პროგრამის განხილვისას, კლუბების წარმომადგენლებს კითხვები გაგიჩნდათ, მათ შორის - გორის "დილასაც". იქნებ, დააკონკრეტოთ, რით იყავით უკმაყოფილო?

- მე ასე არ ვიტყოდი. კითხვები გვქონდა, მაგრამ, რომ გავეცანით პროგრამას, ყველაფერი გასაგები გახდა - ძალიან პროდუქტიული და სასარგებლო დოკუმენტია. მიმაჩნია, რომ ის ჩვენის კლუბის მომავალზე დადებითად აისახება. ამიერიდან, ჩვენ სტაბილურობის განცდა გვექნება და შევძლებთ, 5-წლიანი კონტრაქტები გავუფორმოთ ჩვენთვის საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს და ხანგრძლივი სამოქმედო გეგმა შევადგინოთ.

კარგია, რომ ამიერიდან ფული აკუმულირებული იქნება საფეხბურთო ოჯახში, ყველა გუნდზე თანაბრად გადანაწილდება და ყოველ წელს არ ვიქნებით იმის ფიქრში, ფული საიდან და როგორ მოვიტანოთ.

- რამდენად მართალია, თითქოს "დილასთვის" უკვე სპონსორს ეძებთ?

- ზუსტად ამ პროგრამამ გვიბიძგა, რომ სპონსორი მოვძებნოთ. თანხის გამომუშავება შესაძლებელია სტიმულირებისა და პრემიალური ფონდებიდანაც. ერთიანი ფონდიდან დამატებითი თანხა გადაეცემა იმ გუნდს, რომელიც ტრანსფერიდან ან სპონსორებისგან შემოსავლებს მოიზიდავს.

თუ სპონსორი მოვიზიდეთ, პირველი ფონდიდან კლუბი, მაქსიმუმ, 400 ათას ლარს მიიღებს, პრემიალურ ფონდში კი 750 ათასი ლარია. "დილა" ლიდერებშია და ბუნებრივია, აქედანაც გარკვეული თანხის მიღებას ვიმედოვნებთ. ეს დიდი სტიმულია და რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებას უკვე ვაწარმოებთ კიდეც.

- სპონსორებთან მოლაპარაკება ბოლომდეა მიყვანილი?

- დიახ, მოლაპარაკებები მთავრდება და ამაზე განცხადებას მალე გავაკეთებთ.

- სოლიდურ თანხაზეა ლაპარაკი?

- დიახ, საკმაოდ სოლიდურ თანხებზე. რომ იცოდეთ, მოლაპარაკება სხვა კლუბებსაც აქვთ. იმიტომ, რომ კლუბებში სტაბილურობის განცდა შეიქმნა, მომავლის აღარ გვეშინია - დააფინანსებენ თუ არა გორის "დილას". ბიზნესსაც სწორედ ეს იზიდავს.

- ცნობილია, რომ "დილას" ფეხბურთელების დავალიანება აქვს. მის გასტუმრებას თუ ახერხებთ?

- დიახ, ვცდილობთ, რომ გარდამავალი ჩემპიონატის დაწყებამდე დავალიანებები დავფაროთ და გუნდი ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდეს. გორის "დილასთვის" გამოყოფილი თანხა ხომ მთლიანად გუნდს არ ხმარდება?! მას გარდა, ფული იხარჯება ჭაბუკთა, დუბლებისა და ამპუტანტთა გუნდებზე, საფეხბურთო სკოლაზე, პლუს, სტადიონის მოვლა-პატრონობასა და მისი თანამშრომლების ხელფასებზე.

- ანუ, კონკრეტულად გუნდზე რა თანხა იხარჯებოდა?

- 2015 წელს ამაზე გათვალისწინებული იყო 1,28 მილიონი ლარი. მაგრამ სახელმწიფო პროგრამა ისეთი სტიმულია, უკვე მსგავსი პრობლემების ნაკლებად გვეშინია, სპონსორების მოზიდვაც დიდი სტიმულია და იმედია, ამას მოვახერხებთ.

- ცნობილია, რომ "დილას" 2 მილიონით აფინანსებენ. პროგრამით კი უმაღლესი ლიგის კლუბს საბაზისო თანხად მილიონს გამოუყოფენ. ამით იყო გამოწვეული, რომ ახალი დაფინანსების სისტემაზე კითხვები გიჩნდებოდათ?

- ჩვენ ის პერიოდიც გვახსოვს, როცა "დილას" 9 მილიონი ლარი დაურიცხეს... მაგრამ იყო დრო, კლუბს ფულს საერთოდ არ აძლევდნენ. ახლა კი სტაბილური დაფინანსებაა გარანტირებული. გარდა ამისა, პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ლიგიდან გავარდნილი კლუბიც კი 2 მილიონს მაინც მიიღებს. სტიმულირებისა და პრემიალური ფონდებიდან შესაძლო შემოსავლებზე უკვე გითხარით. ამიტომ, ეს ძველზე ბევრად უკეთესი და მისაღები სისტემაა. მჯერა, პროგრამას ფეხს ავუწყობთ. ახლა ყველაფერი კლუბის მენეჯმენტზეა დამოკიდებული.

- თქვენი აზრით, ამ პროგრამით შესაძლებელია, რომ "დილათი" არა მხოლოდ სპონსორი, არამედ, კერძო სექტორი დაინტერესდეს?

- ჩემი აზრით, შესაძლებელია, რადგან "დილა" ბრენდად ჩამოყალიბდა - გავხდით ჩემპიონები, თასის მფლობელები და ორჯერ ევროპის ლიგის პლეი ოფში გავედით. ახლა ერთიანი ფონდის ხელმძღვანელს უნდა შევხვდეთ და გვაინტერესებს, რა მექანიზმებით არის შესაძლებელი, კლუბი კერძო მეპატრონის ხელში რომ გადავიდეს.

გარდა ამისა, გორის მუნიციპალიტეტისაა საფეხბურთო სკოლა და ამიერიდან როგორი იქნება მასთან ჩვენი ურთიერთობა? პასუხის მიღება ამაზეც გვსურს - რას დააფინანსებს მერია და რას - ფონდი. ამ ყველაფერს შევათანხმებთ, გავაანალიზებთ და შემდეგ უფრო კონკრეტულად გვეცოდინება, რა გზას დავადგებით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გორელი
სიამოვნებით გავხდებოდი დილას მეპატრონე. ნეტა მინიმუმ რა თანხა უნდა ჩადოს ინვესტორმა კლუბში რო კლუბი მიაბარონ? თუ იცით ვინმემ არსებობს რამე ლიმიტი?
გუჯა კახაძე
Pablisito-ს! მე მხოლოდ დაუღლელად სირბილს და სისწრაფის მაქსიმუმამდე გაზრდას ვასწავლი. ფიზმომზადების მწვრთნელი გუნდს აუცილებლად სჭირდება და მე მასთან კორდინირებულად ვმუშაობ!
Pablisito
ბატონო გუჯა მე რო გორის დილას მეპატრონე ვიყო გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელად დაგნიშნავდით:)
l
rom kitxo fexburtshi mogvace xalxia da ratomgac axla undat rom iscavlon tu rogor modzebnon sponsori, da vinmes sjera rom eseni fuls ar gaflangaven
gio
ქართველი მოზარდები, ფეხბურთელები იმას უნდა მიხვდნენ, რომ ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს... ვინც თავს ბოლომდე არ დებს ვარჯიშზე, მისგან ფეხბურთელი არ გამოვა, ტუ გამოვიდა, წყალწაღებული იქნება, რეგიონლიგაზეც არ ივარგებს ისეთი!
chicharito
ძალიან კარგი იქნება სპონსორის გამოძებნა
გუჯა კახაძე
ქართველ ფეხბურთელებს "დაუღლელად სირბილი" ასწავლეთ და ტრანსფერებიდან იმდენი თანხა შემოვა, რომ კლუბები მომგებიანი გახდება და კერძო ინვესტორებიც მაშინვე დაინტერესდებიან!!!!
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
GFF Awards 2025 - საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია დაასახელეს
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
ვნებები ბოლო ტურის წინ - გუნდები სამართლიანი თამაშის პრინციპს დაიცავენ
გორის "დილას" და "პარტიზანის" მეტოქეობა თანამშრომლობაში გადაიზარდა
სიურპრიზი გორელ ქომაგს: თუ "დილა" "პარტიზანის" ბარიერს დაძლევს...
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
უჩა სოსიაშვილი: რეფორმებს მეც შევეწირე
რაში ხარჯავთ ამ ფულს? - გორის მერია "დილას" ხელმძღვანელებს
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
"მე, როგორც "დილას" მწვრთნელი, ამ მატჩის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებ!"