გადამდგარ მწვრთნელს თერჯოლის კლუბის უფროსობაც მიჰყვა, ახალი მწვრთნელის ვინაობა კი მალე გაირკვევა
ზვიად ჯელაძემ თერჯოლის "საპოვნელას" მთავარი მწვრთნელის პოსტი მაინც დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ მის გადარწმუნებას ცდილობდნენ და გადადგომის განცხადებას არ უკმაყოფილებდნენ, 41 წლის სპეციალისტმა იმერულ კლუბში დარჩენა აღარ ისურვა.

ჯელაძემ ეს ნაბიჯი ლანჩხუთის "გურიასთან" საშინაო მარცხის შემდეგ გადადგა.

"საპოვნელა" მეორე წრეს გადახალისებული შემადგენლობითა და დიდი იმედებით შეხვდა. ამის მიუხედავად, სამივე შეხვედრა წააგო: თბილისის "დინამოსთან" (1:2), "სამტრედიასთან" (0:3) და ლანჩხუთის "გურიასთან" (0:2). გუნდი ისევ პირველ წრეში დაგროვილი 8 ქულის ამარაა და 18 ტურის შემდეგ ცხრილის ფსკერზე იმყოფება.

"წამოვედი, რადგან ასე ჯობდა. სამი თამაში წავაგეთ და ლოგიკური გადაწყვეტილება იყო.

თბილისის "დინამოს" ვეომეთ და რეალურად, წაგებას არ ვიმსახურებდით. იმ შეხვედრის არბიტრი ფეხბურთის ფედერაციამ არასწორად დანიშნული პენალტის გამო 4 მატჩით დასაჯა. მაგრამ ამით ჩვენთვის არაფერი შეცვლილა და ახლა იმ ამბების გახსენება აღარ მინდა...

მერე კი, "სამტრედიასა" და ლანჩხუთის "გურიასთან" ისე წავაგეთ, დარჩენას აზრი არ ჰქონდა. პასუხისმგებლობა მე ასე მესმის და მას არ გავურბივარ", - თქვა ჯელაძემ.

გარდა ამისა, შევიტყვეთ, რომ "საპოვნელა" დატოვეს კლუბის დირექტორმა გიორგი ლოლაძემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ალიმბარაშვილმა. დირექტორის პოსტზე მირიან გეწაძე დაინიშნა, რომელიც პირველ წრეში გუნდის მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. მან არ დაადასტურა ინფორმაცია, თითქოს, ჩემპიონატის მორიგ ტურში, "სიონთან" გასვლით მატჩში, გუნდს თავად უხელმძღვანელებს:

"დიახ, "საპოვნელას" დირექტორად სეზონის ბოლომდე დამნიშნეს, მაგრამ გუნდს მე არ ჩავიბარებ. მალე გადაწყდება, ვინ იმუშავებს მთავარ მწვრთნელად. A ლიცენზიის მქონე სპეციალისტები "საპოვნელაშიც" გვყავს - მამუკა ხუნდაძე და აკაკი კვერნაძე. ალბათ, მთავარ მწვრთნელად ერთ-ერთი მათგანი დაინიშნება, მეორე კი დუბლებს ჩაიბარებს".

გეწაძე ამბობს, რომ უმძიმესი სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად, ვითარების გამოსწორების იმედი მაინც აქვთ:

"გუშინ ბიჭებს გამგებელთან ერთად შევხვდით და ვილაპარაკეთ, რომ მდგომარეობა სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ. ვისაც მონდომებით თამაში არ სურს და ვარჯიში ეზარება, თავად მიხვდება და დაგვტოვებს.

ყველა აღიარებს, რომ მდგომარეობა შესაცვლელია და ამის სურვილიც არის. ვინც დარჩება, მოვთხოვთ, მაქსიმალურად დაიხარჯოს გუნდისთვის. ფაქტია, რომ სამივე მატჩი წავაგეთ და შემადგენლობა გადასახალისებელია.

ახლა გუნდი სასტუმროში ცხოვრობს, ფეხბურთელებს მშვენიერი კვება აქვთ. ასეთი პირობები პირველ წრეში რომ გვქონოდა, საქმე აქამდე არ მივიდოდა, მაგრამ... სხვა გზა არაა, ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ 12 ტურია დარჩენილი და იმედია, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას მაინც მოვახერხებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

John
Ara ra mainteresebs erti, gagis rom daetaket, igove azrze var mec da ratom gikvirt ver gavige, aba ra und a terjolis martvilis sachxeris da bolnisis gundebs, asi kaci ar midis fexburtis sayureblad,erti katis ukan vigac yanas toxnis meore karis ukan mejoge schan liveshi da ra fexburti gindat gukis amrevia, cnobistvis mec periferiidan var magram faqti jiutia
gagi
რა "მაგარი" რაღაც დავწერე. სხვა შემთხვევაში, 1-2 კომენტარიც არ დაიდებოდა ამ სტატიის გამო. მიყვარს პოლემიკა, განსაკუთრებით ჩემსავით პროვინციელებთან. მაინც რა უცებ ვარდებიან ეს პროვინციელები.
gagi
boba kvinikhadze-ს. საჯიჯაოდად ვარ ჩქიმ ჯიმა. რამე პრობლემაა მაგალითად?
gagi
jeneri xorava?-ს irakli Apkhaidze-ს და ა.შ. მე ისევ იმ აზრზე ვარ, რაც დავაფიქსირე. გუნდი, რომლის სტადიონზეც ძროხები ძოვენ და ფუნითაა სასვე, ფეხბურთი რა მოსატანია. მე თერჯოლა მაგალითად მოვიყვანე, ისე კი ანალოგიური მგდომარეობაა იმ ქალაქებშიც, რომელიც irakli Apkhaidze-მ ჩამოთვალა, თუ არ ჩავთვლით ლანჩხუთს და მეტნაკლებათ ბოლნისს. ხეებზე და სახლის სახურავებზე შემომჯდარი "ბალელშიკები" როგორ მოგწონთ? უმაღლესი ლიგიდან მალე დავემშვიდობებით იმ გუნდებს, რომლებიც ელემენტარულ პირობებს ვერ აკმაყოფილებენ. ამას სფეხბურთის ახალი კონცეფციაც ითვალისწინებს. უმაღლესში დარჩება 10 გუნდი, შესაბამისი პირობებით და შესაბამისი კლასით. ესაა სულ.
boba kvinikhadze
რა შუაშია პროვინციული ქალაქი, პროვინციებიდან მარაგდება ქართული ფეხბურთი, ქართული რაგბი და ქართული ძიუდო-ჭიდაობა, თბილისი მათი ტავშეყრის ადგილია უბრალოდ. გაგი რა უბნელი ხარ ,,ბრატ"?...
jeneri xorava?
გაგი შენ ჯენერი ხორავა ხო არ ხარ დინამოსთან რომ 97 წუტზე 2 პენალტი რომ დადე?
shalva liluashvili
მოდი მაშინ 4 ქალაქის გუნდი ვათამაშოთ უმაღლესში მხოლოდ და დანარჩენის... ეგრე რათ გვინდა ისეთ პატარა ერს როგორიც საქართველოა მუნდიალებზე ტამაში დავშალოთ ნაკრებიც, აბა როგორ შეიძლება 150 მილიონიან რუსეთს 80 მილიონიან, გერმანიას, 200 მილიონიან ბრაზილიას და ა.შ. რამე შევბედოთ 3 მილიონიანმა ერმა?
gagi-s
სადაური ხარ შენ ძამიკო? პროვინციელი გარეწრები, რომ გვიწოდეს ,,ცხინვალტან" თამაშზე მაგას მოჰყვა ცოტა არეულობა და ჩოჩქოლი და არ გინდა თუ კაცი ხცარ აქაც იგივე. და იმ თამაშზე ჩვენ დაგვაჯარიმეს 5000 ლარად და მასპინძლები 1500-ად. შენნაირად ფიქრობდნენ სადისციპლინო კომიტეტში ალბათ პატარა ქალაქია და დავძიროთ ფინანსურადაცო რო აქეთ ამოხედვის სურვილიც არარ გაუჩნდეთო, მსაჯმა მანამდეეს მინდორზე გააკეთა, მაყურებელმა ტრიბუნაზე და სადისციპლინომ ხო საერთოდ... აღარაფერს ვამბობ დინამოსტან მსაჯის უნამუსობაზე... მომკალი და შენც იმ ხალხის ნაწილი მგონიხარ ვისაც მხოლოდ თბილისი ჰგონია საქართველო...
irakli Apkhaidze
ხო კიდე დამავიწყდა, შენი ბრძნული ლოგიკის მიხედვით ალბათ ლანჩხუთის ,,გურიას" საკავშირო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოხვედრა ანომალიაა :))) ვაი ჩვენს პატრონს...
irakli Apkhaidze
გაგი რაღა მაინცდამაინც თერჯოლა მოგხვდა თვალში? ლანჩხუთი, საჩხერე, ქობულეთი, მარტვილი, ბოლნისი მეგაპოლისები გგონია? რაიონში 45 ათასი კაცი ცხოვრობს და დღეს კიდე ტბილისის, ქუტაისის, ბათუმის, რუსთავის და გორის გარდა ქალაქი ყველა დანარჩენს სიმბოლურად ჰქვია თუმაინც და მაინც ქალაქის სრულყოფილი განსაზღვრებიდან ხელმძღვანელობ. სამწუხაროა რო მარტო შენ არ ფიქრობ ეგრე, მსაჯებიც ეგრე აზროვნებენ და ჩვენი მთავრობაც...
gagi
ნუ მიწყენენ თერჯოლელები, მაგრამ ჩემის აზრით, ისეთი პატარა და პროვინციული ქალაქი (ქალაქი სიმბოლურად ვახსენე, ისე მხოლოდ ერთი ქუჩაა ამ "ქალაქში"), როგორიც თერჯოლაა, უმაღლეს ლიგაში გუნდი ალბათ არ უნდა ყავდეს.
irakli Apkhaidze
მიდით ბიჭებო, ვისაც ტკივა ტერჯოლა ის თავს არ დაზოგავს!!!
დინამოების დაპირისპირება და სადებიუტო გოლები
"დილამ" და "ტორპედომ" გაიმარჯვეს
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა: მოგებები 10 კაცით
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
ვინ როგორ დაისჯება? - თერჯოლის "საპოვნელა" სამართალს ეძებს
ფანების ჩხუბის გამო "საპოვნელა", "სიონი", "დინამო" (თბ) და "ცხინვალი" დაისაჯნენ
ბანიკოვის თასზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა
ოთარ კუსიანმა და გიორგი ჭანკოტაძემ თერჯოლის "საპოვნელა" დატოვეს
"გურიიდან" გათავისუფლებული თემურ მახარაძე "საპოვნელაში" იმუშავებს
"შევარდენის" კაპიტანმა ლაშა ჭელიძემ კარიერა დაასრულა
ნუ დავღუპავთ თაობას - საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში ცვლილებების დროა!
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბანიკოვის ტურნირი მარცხით დაასრულა
U17. ბანიკოვის ტურნირი: საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა
ლადო ბურდული: ქართული გუნდებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპარინგები გვქონდა
U17. საქართველოს ნაკრები რუსეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
სიონი-საპოვნელა 4:1 - როცა ძალა აღმართს ხნავს [VIDEO]
"საბურთალოს" ესპანელმა ახალწვეულმა ამხანაგურში ჰეთ თრიქი გაიფორმა [VIDEO]
"გაჭირვებულ ქვეყანაში ძნელი მოსასმენია, მოთამაშე 4-5 ათას ლარს რომ იღებს, მაგრამ სხვაგვარად არაფერი გამოვა"
ზესტაფონი-სიონი 0:1 - ახალი მწვრთნელით მეოთხედფინალში [VIDEO]
U17. ბანიკოვის ტურნირი: საქართველომ სლოვაკეთთან ფრედ ითამაშა
ზესტაფონი-სიონი 0:0 - ბრძოლა და მშვიდობა [VIDEO]
თერჯოლის "საპოვნელა": გიორგი რეხვიაშვილი, დავით ოდიკაძე, ალეკო კოშკაძე...
საპოვნელა-ზუგდიდი 2:2 - "თქვენც იცით, ვის აწყობს, რომ "საპოვნელა" გავარდეს!" [VIDEO]
"საპოვნელა" ზესტაფონს შეეხიზნება - ჯელაძე, ოდიკაძეები და ბევრი ახალწვეული თერჯოლაში
გიორგი ჩიტაური: "საპოვნელა" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძოლებს!
თერჯოლის "საპოვნელა" ჩემპიონატიდან მოიხსნა
სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა ორი კლუბი დასაჯა