ქალთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მზია ბებოშვილმა მუხლის ოპერაცია გაიკეთა
ამ შაბათ-კვირას ანტალიაში ჭაბუკ ძიუდოისტთა დიდი საერთაშორისო ტურნირი იწყება, რომელშიც საქართველოდან ბიჭების გუნდიც იასპარეზებს და გოგოებისაც.

ეს შეჯიბრება ჩვენებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან ახლო მანძილზეა, სადაც ბევრი კანდიდატის გამოცდას ახერხებენ და არ არიან მონაწილეთა ოდენობით შეზღუდულები. თან მწვრთნელებს მეზობელ კოლეგებთან ტრადიციულად კარგი ურთიერთობა აქვთ და იქ ხშირად მართავენ ერთობლივ შეკრებებს. განსაკუთრებით - გოგოები, რადგან აქ სპარინგები ძალიან აკლიათ, თურქეთში კი ქალთა ძიუდო მაღალ დონეზეა და ეს პრობლემა გამორიცხულია.

ჩვენი ნაკრებების ხელმძღვანელებმა ახლაც გამოიყენეს შანსი და ორივე გუნდი იქ გაფართოებული შემადგენლობით წავიდა. ბიჭების ნაკრები მთავარ მწვრთნელთა დუეტიდან ერთმა - ირაკლი ცირეკიძემ წაიყვანა და საქართველოს ჩემპიონატის ყველა, 32-ვე მედალოსანი იახლა.

გოგოებს ამჯერად კახა მოცრაძე გაჰყვა, მის განკარგულებაში კი 14 სპორტსმენია.

ეს მოზარდები თურქეთში მორიგ დათვალიერებას გაივლიან და იქ უკვე საბოლოოდ გამოიკვეთება ის ბირთვი, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის გააგრძელებს მზადებას. შესაბამისად, მზადების მომდევნო ეტაპებზე გუნდები უფრო დაიხვეწებიან და მომზადებაც უფრო მიზანმიმართული გახდება.

დასასრულ, კიდევ ერთი ცნობა, რომელიც არც ამ ტურნირს ეხება და არც - ჭაბუკთა ასაკს, მაგრამ მაინც საინტერესო უნდა იყოს ძიუდოს ქომაგებისთვის: მუხლის ოპერაცია გაიკეთა ქალთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ჭაბუკებში ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა და ევროპული თამაშების გამარჯვებულმა მზია ბებოშვილმა (52). ის უკვე გადავიდა ახალგაზრდებში, თუმცა ტრავმამაც შეაწუხა.

ოპერაციამ კარგად ჩაიარა და სარეაბილიტაციო პერიოდიც გეგმის მიხედვით მიდის. სპორტსმენმა უკვე დაიწყო სიარული, თუმცა ჯერ მხოლოდ ყავარჯნებით და თან ფეხსაც ვერ ატანს ძალას, მაგრამ პრობლემებიც აღარაა. ახლა საბოლოო აღდგენას დრო სჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
ზურაბ ზვიადაური: დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს
ირაკლი ცირეკიძის ინტერვიუ და ევროპის ჩემპიონატის შეფასება, სანამ ნაკრებიდან გაათავისუფლებდნენ
ეთერ ლიპარტელიანი: ჩემპიონობით კმაყოფილი ვარ, თუმცა მეტიც მომეთხოვება
ბექა ღვინიაშვილი: ჩემი აზრით, ამისგან ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება
გოგონები ევროპისთვის მზად არიან, სტამი გვემშვიდობება, ძაპა - იკლებს
ოქროს ბავშვები - "ქართული დინამიტი" თბილისი 2015-ზეც აფეთქდა [VIDEO]
ძიუდო. ქალთა ნაკრები: ნაყოფიერი ავსტრიული კემპი გოგონებისთვის
ქალთა ძიუდო. ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში: გოგონების კვარტეტი
ძიუდო. ქალთა ნაკრები: ვარჯიში და სამახსოვრო ფოტო კაილა ჰარისონთან
ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე იაპონიაში დააკავეს?
ქართველმა ქალმა ძიუდოისტებმა საფრანგეთის ტურნირზე 4 მედალი მოიპოვეს
429 ძიუდოისტი 55 ქვეყნიდან - 29 მარტს თბილისის გრან პრი იწყება
მარიამ ჯანაშვილი ჯანზეა და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება
გია თენაძე: საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან შეთანხმებით, 6 გოგოზე ავიღეთ აქცენტი
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი დაასახელა
სოფიო სომხიშვილმა უცხოელებიც აალაპარაკა - ინტერვიუ გია თენაძესთან
ძიუდო. ქალთა ნაკრები: ჭაბუკებით გაძლიერებული ახალგაზრდები