დღეს საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრები IHF/EHF-ის თასის გათამაშებაში ჩაებმება
- გოგოებო, დღეს ბოლო თამაში გვაქვს და ამიტომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და დავამტკიცოთ ის, რისთვისაც ამხელა გზაზე ჩამოვედით. ჩვენ შეგვიძლია მოგება და ამას დღეს თამაშით დავამტკიცებთ. ვითამაშებთ, როგორც გუნდი და ერთი ოჯახი!

(ქეთი კუნელაშვილი - ჯულია ჩირგაძესთან და 12 სხვასთან ერთად. 23 იანვარი. 10:30).

ეს მოწოდება ისრაელიდან "ფეისბუკით" გამოაქვეყნა საქართველოს გოგონათა ნაკრების შუამარბმა, ყვარლელმა ქეთი კუნელაშვილმა, ისრაელის ოცწლამდელთა ნაკრებთან მესამე ამხანაგური თამაშის წინ. ქართველებს უკვე მოგებული ჰქონდათ პირველი მატჩი მასპინძლებთან - 32-29, მეორე ფრედ დასრულდა - 30-30, მესამე დღეს კი რომელიმე კლუბთან უნდა გვეთამაშა - ასეთი იყო წინასწარი შეთანხმება.

მაგრამ მასპინძლებს ძალიან უნდოდათ მოგება და მესამედ თამაში გვთხოვეს. უარი არ გამოდიოდა, თუმცა ვითარება დამაფიქრებელი იყო - ისრაელის გუნდი ჩვენებზე ორი წლით უფროსი იყო, ორივე მატჩი საკმაოდ კონტაქტური და მძიმე გამოდგა, დიდი იყო ტრავმების რისკი და ერთი პირობა გადაწყდა, რომ ლიდერები დაესვენებინათ.

მაგრამ გოგონებმა მოითხოვეს, რომ ისევ მოსაგებად ეთამაშათ. მწვრთნელთა შტაბმა საბოლოოდ ასეც გადაწყვიტა, ხოლო დილით გუნდს "ფეისბუკზე" დახვდა მთავარი ბომბარდირის, კუნელაშვილის მოწოდება.

სასტუმროში გუნდმა სამახსოვრო სურათი გადაიღო და ჰოლონში, თამაშზე გაემგზავრა, "ფეისბუკის" სტატუსს კი საქართველოდან მრავლად გამოეხმაურნენ ქომაგები. და მესამე მატჩიც საქართველოს ნაკრებმა მოიგო, 26-24.

იხილეთ ფოტოგალერეა

გუნდი თითქმის 5 წელიწადია, ერთადაა და მართლა ერთი ოჯახია. ფოთელი, ყვარლელი და წყალტუბოელი გოგონები ისედაც ერთად ცხოვრობენ გლდანში, ხელბურთის აკადემიასთან ახლოს, გუნდის ლიდერისა და დედობილის, ლანა მარგიანის მეთვალყურეობის ქვეშ და სკოლაშიც ერთად სწავლობენ.

ისრაელიდან დაბრუნების შემდეგ ნაკრებს მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს - 8-13 მარტს, თბილისში, მსოფლიო თასზე წარმატებით გამოსვლა. თუმცა ეს მხოლოდ უახლოესი მიზანია...

გოგონებო! სულ რაღაც ერთ თვეში ჩვენს ცხოვრებაში ახალი კარი იღება. ვიცი, რომ ძალიან რთული დღეები გველის - მეტი დატვირთვა, მეტი ვარჯიში, ტრავმა, თუმცა ეს არაფერია. ჩვენ შევძელით და ვიცავთ საქართველოს სახელს! ზუსტად ამიტომაც ვეცადოთ, რომ ერთმანეთს გვერდით დავუდგეთ და ვეცადოთ, გავახაროთ ჩვენი ერი :)

გავიხსენოთ, რა გამოვიარეთ, რა გადავიტანეთ იმისთვის, რომ ეს შანსი გვქონოდა. რამდენი იმედგაცრუება, ტკივილი, დაღლა. როგორ გავიზარდეთ ყველა ერთად, როგორ ვისწავლეთ ერთმანეთის გატანა და "გაძლება".

ჩემო საყვარლებო, მჯერა, რომ ჩვენ ყველაფერს შევძლებთ, რადგან ჩვენ ყველაფერი გამოგვდის ერთად. მოდით, ეს ბოლო თვე გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რადგან ყოველმა ჩვენგანმა ჩვენი სამშობლოსთვის უნდა ვიბრძოლოთ. პირობას ვდებ, რომ ძალიან მალე გამოვალ მოედანზე და სისხლის ბოლო წვეთამდე თქვენთან ერთად ვიბრძოლებ

(თათია გადელია, ანი ყველაშვილთან და 12 სხვასთან ერთად. 4 თებერვალი).

გადელიას ისრაელში ტრავმის გამო არ უთამაშია და დაღლა, ტკივილი, იმედგაცრუება გუნდთან ერთად მართლა ბევრი გამოიარა. 2015 წლის მარტში, ქუთაისში, გუნდი 20-20 ბურთით დამარცხდა ნორვეგიასთან, ჰოლანდიასა და ლიტვასთან. შეიცვალა მწვრთნელი და გუნდში მოვიდა გიორგი გვაზავა. მას ხელბურთელის საკმაოდ სერიოზული კარიერა ჰქონდა ესპანურ კლუბებსა და საქართველოს ნაკრებში.

2015 წლის აგვისტო, თბილისი. ოლიმპიური სახელბურთო არენა. ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი. ჩეხეთთან პირველი თამაშის შემდეგ მთელი გუნდი ტირილით შევიდა გასახდელში - 18-44. საკმაოდ სერიოზულად ისაუბრეს ოლიმპიურ სოფელში - მეორე დღეს კი იყო თამაში რუსეთის ძალიან ძლიერ ნაკრებთან.

შედეგი იყო 16-34, ოღონდ ამ თამაშის შემდეგ უკვე რუსეთის ნაკრების მწვრთნელს ჰქონდა საქმის სერიოზული გარჩევა თავის გოგონებთან. არ ვიცი, შეიძლება იმხელა სხვაობით უნდოდათ ჩვენთან მოგება, როგორითაც ჩვენი რაგბის ნაკრები ამარცხებს ხოლმე მათ გუნდს, მაგრამ რუსების მწვრთნელმა მატჩის შემდეგ თავისიანებს სანქციები დაუწესა, ხოლო როდესაც ნორვეგია დაამარცხა ფესტივალის ფინალში, აღნიშნა, რომ მთელ ტურნირზე ერთადერთი, საქართველოს ნაკრებთან თამაშით დარჩა უკმაყოფილო...

მერე იყო კიდევ სამი მატჩი (რუმინეთთან 24-32, გერმანიასთან 25-30, მონტენეგროსთან 15-26). გოგონებმა იბრძოლეს ყველა ბურთისთვის, ბოლო წამებამდე, იმისათვის, რომ სხვაობა მინიმალური ყოფილიყო და იწამეს, რომ არიან გუნდი, საქართველოს ნაკრები. იმ ქვეყნის, სადაც ქალთა ხელბურთი არასოდეს ყოფილა სერიოზულად განვითარებული და რომელიც ეთამაშებოდა ფესტივალისთვის საგანგებოდ შერჩეულ, ევროპის შვიდ უძლიერეს ნაკრებს.

ზურაბ კაკაბაძე, ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:

- ქალთა ხელბურთს და არამარტო ხელბურთს, მგონი, სერიოზულად არავინ უყურებდა საქართველოში. ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადება დიდი ხნის წინ სერიოზულად დავიწყეთ, გრძელვადიანი სამომავლო გეგმებიც დავისახეთ, მაგრამ ასეთი ეჭვი ყოველთვის გვქონდა: გოგონები უბრალოდ ერთობიან, ჩაივლის ოლიმპიადა, მერე ყველა სწავლას მიხედავს, ზოგი გათხოვდება და ხელბურთი მოგონებად დარჩებათ.

ქუთაისის ტურნირი რომ დასრულდა, დანა პირს არ გვიხსნიდა, მაგრამ გიორგი გვაზავამ, ინა ჭკუასელმა და ლანა მარგიანმა გუნდი შეკრეს, ხოლო ოლიმპიური ფესტივალის შემდეგ მთელმა გუნდმა განაცხადა, რომ ხელბურთში დარჩენას აპირებენ და თამაშის გაგრძელება უნდათ!

მართალი რომ გითხრათ, ჩვენ ფინანსურად არ გვილხინს, ოპონენტებიც გვყავდა სახელბურთო წრეებში, ჩვენივე მეგობრები, მაგრამ გოგონებმა დაიმსახურეს სპორტში დარჩენა და გააგრძელებენ კიდეც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე მოთამაშემ კარიერა უცხოურ კლუბში გააგრძელოს, რაც სერიოზული სტიმული იქნება სხვებისთვის. ჩვენ უკვე გვქონდა წინადადება ქალაქ არდაშენის კლუბიდან, რომელიც თურქეთის ჩემპიონატის პრიზიორია და ევროტურნირებზეც წარმატებით გამოდის, მაგრამ მოცდა ვარჩიეთ. ჯერ სკოლა აქვთ დასამთავრებელი გოგონებს.

რა თქმა უნდა, ის რესურსი, რომელიც დღეს გვაქვს, საკმარისი არაა. საჭიროა მეტი ბავშვის მოზიდვა, რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან. მომდევნო თაობებიც სერიოზულად მისახედია და ამას რომ მოვახერხებთ, გპირდებით, რომ რამდენიმე წელიწადში ანგარიშგასაწევი ქალთა ეროვნული ნაკრები გვეყოლება.

მსოფლიოში ქალთა სპორტს თავისი, განსაკუთრებული ნიშა უჭირავს და საქართველოში გვინდა, ეს ადგილი ხელბურთის ქალთა ნაკრებმა დაიკავოს. უახლოეს მიზანს რაც შეეხება, ეს არის ქალთა მსოფლიო თასის მოგება თბილისში, ამის შემდეგ კი ძალიან ბევრი და უფრო რთული ტურნირი გვექნება წინ. ყველაფერი ახლა იწყება!

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

emigranti
ბრავო!
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
ევრო 2026. საქართველოს ნაკრები კენჭისყრაზე მეოთხე კალათაშია
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
ხელბურთი: თბილისი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზად არის
ხელბურთის საქართველოში დასაბრუნებლად - ინტერვიუ ზურაბ კაკაბაძესთან
ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში. შესარჩევი: უფროსებს ვერ გაუმკლავდნენ
მეორე მოგება, ამჯერად ლატვიასთან
ჩვენც ვარსებობთ - საქართველოს ხელბურთელ ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპას უბრუნდება
საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა IHF/EHF-ის თასზე კვლავ იმარჯვა
საქართველო-ფარერები 14:28 - ქართველი გოგონები ვერცხლს დასჯერდნენ
ხელბურთელ გოგონათა ნაკრები 8-13 მარტს IHF/EHF-ის ქალთა თასზე ითამაშებს
გვჭირდება შედეგი და ტრიბუნების მხარდაჭერა! - 8 ივნისს ქართველი ხელბურთელები მსოფლიოს ერთა ჩემპიონატზე იასპარეზებენ
საქართველო-ალბანეთი 44:6 - ნახევარფინალში ბელგიასთან
ქართველმა ხელბურთელმა თურქეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ზურაბ კაკაბაძე: ქართულ ხელბურთს ცხელი ზაფხული ელის
საქართველო-ლატვია 31:25 - ქართველმა გოგონებმა ნახევარფინალი გაინაღდეს
საქართველოს ნაკრებმა IHF/EHF-ის თასის გათამაშება მოგებით დაიწყო