ჩივაძის ხასიათი, ყიფიანის ქარიზმა, ძოძუაშვილის თვალი, ქეცბაიას ჟინი და ცხადაძის თანმიმდევრულობა...
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მალე ეყოლება ახალი მწვრთნელი. სადღეისოდ ვითარება ასეთია - ფეხბურთის ფედერაცია პოტენციურ კანდიდატზე (ან კანდიდატებზე) არ ლაპარაკობს. როგორც ჩანს, სამუშაო პროცესი გრძელდება, ანდაც უკვე ყველაფერი მოგვარებულია და, უბრალოდ, გადაწყვეტილებას ჯერ არ ახმაურებენ. ამგვარი პრაქტიკა არსებობს და ამაში გასაკვირი არაფერია.

ჩვენ ახლა სხვა კუთხით შევეხებით თემას. ეროვნულმა ნაკრებმა, დასაბამიდან დღემდე, არაერთი სახელოვანი მწვრთნელი მოინელა. მათგან ზოგს ვერანაირი სარგებლობა ვერ მოუტანია ქვეყნის უპირველესი გუნდისათვის, ზოგს შედარებით მეტი ურგია, უფრო მეტს კი - ნაკლებად.

წარსულს ყურადღებით დავაკვირდეთ და ეროვნული გუნდის ყოფილ დამრიგებელთაგან საუკეთესო თვისებები ავიღოთ, რითიც შევეცადოთ და ეროვნული გუნდისთვის იდეალური ვარიანტი შევარჩიოთ.

ჩვენ შეგნებულად გამოვტოვებთ ზოგიერთ მწვრთნელს. როცა საქმე იდეალური მწვრთნელის ტიპაჟის არჩევას ეხება, მაშინ კადრებიც შესაბამისი უნდა იყოს...

გივი ნოდიას ადამიანობა - ქართულ საფეხბურთო სამყაროში კაცს ვერ იპოვით, საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველ მწვრთნელზე გადაკვრითაც კი ეთქვას აუგი. უსუფთავესი პიროვნება, დიდი ადამიანი - ასე ვიცნობდით ბატონ გივის და ძალიან საწყენია, რომ ის ჩვენ შორის აღარ არის...

გიგა ნორაკიძის საფეხბურთო ინტელექტი - არაერთი ქართული გუნდი დაუყენებია აღმავლობის გზაზე. ყველა ახასიათებდა და დღესაც ახასიათებს, როგორც განსაკუთრებული საფეხბურთო ინტელექტის მქონე სპეციალისტს.

ალექსანდრე ჩივაძის ხასიათი - საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, რომლის ხელმძღვანელობითაც ეროვნულმა გუნდმა პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ჩვენი ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ შეძლო და ეროვნულ გუნდში დიდებული კლიმატი შექმნა. ფეხბურთელებს ის ძალიან უყვარდათ. ჩივაძე ზედმეტად არ ერეოდა გუნდის თამაშში. იმ დროის საქართველოს ნაკრები კი, ალბათ, ყველაზე თვალსასეირო ფეხბურთს თამაშობდა თავისი არსებობის ისტორიაში. შედეგიც, როგორიც ჩივაძის დროს ჰქონია ნაკრებს, მერე ვერავინ გაიმეორა.

ის ფეხბურთელებს ისევე უყვარდათ, როგორც ვისენტე დელ ბოსკე უყვართ თავის მოთამაშეებს. ეგაა, მაშინ დიდ მადაზე ვიყავით და საქართველოს ნაკრებისგან ინგლის-იტალიის დამარცხებას ვითხოვდით... ისე, ჩივაძის დროს ნაკრებში გამორჩეულად ნიჭიერი თაობა თამაშობდა.

დავით ყიფიანის ქარიზმა - საქართველოს ნაკრების ყველა მაშინდელი ვარსკვლავისთვის დავით ყიფიანი უპირველესი ავტორიტეტი იყო. მისი ქარიზმა ძალიან დიდი, განუსაზღვრელი გახლდათ. ისიც ფაქტია, საქართველოს ნაკრების მწვრთნელობისას ჩვენი ფეხბურთის ლეგენდას არაერთხელ ვატკინეთ გული. თუმცა იყო შეცდომებიც, ჩავარდნებიც... პრინციპში, ისევე, როგორც ყოველთვის.

მე იმისიც მჯერა, რომ არც საქართველოს ნაკრები და არც ზოგადად, ქართული ფეხბურთი ამ დღეში არ იქნებოდა, ყიფიანი ცოცხალი რომ ყოფილიყო...

იოჰან ბოსკამპის პირდაპირობა - საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი უცხოელი მწვრთნელი. მის დროს თაობათა ცვლის პროცესი დაიწყო და შედეგებიც ვერ იყო თვალისმომჭრელი, თუმცა ბოსკამპმა ხელი მაინც დაატყო ნაკრებს და სარკეშიც ჩაგვახედა.

სწორედ საქართველოში მისი მოღვაწეობისას დაიბადა ლეგენდარული ფრაზა - "ჯორჯიან მენტალიტეტ დებილ". ეს მას შემდეგ ითქვა, რაც ერთი ჩვენი ფეხბურთელი შორეული ქვეყნიდან სანაკრებო შეკრებაზე... მანქანით ჩამოვიდა და გზაში სალაღობოდაც მოიცალა.

რევაზ ძოძუაშვილის თვალი - არაერთისგან გამიგონია, რომ ის დაბადებულია ფეხბურთისთვის. დღეს მწვრთნელის დადებით თვისებებზე გვიწევს საუბარი და თავად მინახავს, დილიდან საღამომდე როგორ ვერ შელევია "მიხიჩა" მინდორს...

მან არაერთ ქართველ ვარსკვლავს შეაღებინა დიდი ფეხბურთის კარი. ჩემი აზრით, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში მისი გაქანების მწვრთნელ-სელექციონერი არ გვყოლია.

ივო შუშაკის ვაჟკაცობა - კარგი მწვრთნელი, დიდებული ადამიანი. მისი ეს დიდი ადამიანობა ჰარმონიულად ერწყმის შინაგან სიმტკიცეს, ვაჟკაცობას... შუშაკი არ მოერიდა მკვეთრ და სამართლიან ნაბიჯებს თუნდაც იმ ფეხბურთელების მიმართ, ჩვენში აღიარებული ვარსკვლავები რომ იყვნენ.

შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ მის დროს გამოიჭედა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყო გამარჯვება რუსეთის ნაკრებთან.

ალენ ჟირესის დიპლომატია - ფრანგებს დიპლომატიაში ბევრი ვერ შეედრება. ჟირესის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს მთები არ გადაუდგამს, მაგრამ ქართულ საფეხბურთო თემსა და მასმედიაში ფრანგი ყველას უყვარდა. მიზეზი - მუსიე ალენის მართლაც განსაკუთრებული დიპლომატიური ნიჭი იყო.

კლაუს ტოპმიოლერის ტაქტიკური მრავალფეროვნება - ყველას გვაქვს ჩვენი სუბიექტური აზრი. ჩემი აზრით, ტაქტიკური თვალსაზრისით, საქართველოს ნაკრები ყველაზე გამართულად სწორედ ტოპმიოლერის დროს თამაშობდა. გერმანელის მოღვაწეობა ჩვენში არ იყო ერთგვაროვანი. მას ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავდა თუნდაც ზღაპრული ხელფასის გამო, მაგრამ ფაქტია - ტოპმიოლერი მართლაც რომ ტოპ-მწვრთნელი იყო.

ექტორ კუპერის დამოუკიდებლობა - დიდებული არგენტინელი მწვრთნელის ბიოგრაფიაში საქართველოს ნაკრები ერთი დიდი შავი ლაქაა. მე ასე მგონია: კუპერმა ხეირიანად ვერც კი გაიგო, სად იყო და რას აკეთებდა. შესაბამისად, ჩვენთან მას ბევრი დადებითი თვისება არ გამოუვლენია, მაგრამ ერთ მათგანზე ყურადღების გამახვილება მაინც შეიძლება - ის იყო ყველასგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი.

თემურ ქეცბაიას ჟინი - ქეცბაია-მწვრთნელზე ბევრი ითქვა და დაიწერა. ალბათ, ყველა დაგვეთანხმება იმაში, რომ მისი ხელმძღვანელობით გამართული მატჩების უმრავლესობაში საქართველოს ნაკრები შმაგად იბრძოდა, ისევე, როგორიც თავად იყო ფეხბურთელობის ჟამს.

პირველად, სწორედ ქეცბაიას დროს დაიმსხვრა სტერეოტიპი, რომ "ჩვენი მილიონერი ფეხბურთელები საქართველოს არად აგდებენ და სანაკრებო მატჩებში ფეხებს უფრთხილდებიან".

კახა ცხადაძის თანმიმდევრულობა - საქართველოს ნაკრების ჯერაც მოქმედ მწვრთნელს (ვიდრე კონტრაქტი ოფიციალურად არ გაწყვეტილა) ჩვენთვის არ დაუდგამს "ოქროს კოშკები". ცხადაძე თანმიმდევრულად, გეგმაზომიერად მიჰყვებოდა საქმეს. მან ფეხბურთელებს შეაგნებინა, რომ ისინი წაგებისთვის არ არიან დაბადებულნი.

მერე ოდნავ გაუმჯობესდა თამაშის ხარისხიც. გავიხსენეთ შეტევა, კარში დარტყმა... თბილისში პრინციპული მატჩი მოვუგეთ შოტლანდიას, ლაიპციგში დიდი პრობლემები შევუქმენით მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას... მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა...

ერთი სიტყვით, ასეთად გვესახება იდეალური მწვრთნელის პორტრეტი, თუმცა ნამდვილად არ გვაქვს იმისი ილუზია და წარმოუდგენელიცაა, ნაკრების მომავალი თავკაცი ყველა ამ თვისებით იყოს აღჭურვილი.

ჯერ ერთი, ასეთი მწვრთნელი რომ ეძებო, დრო გჭირდება, დრო კი ფეხბურთის ფედერაციას თავზე საყრელად ნამდვილად არ აქვს - სადაცაა, ყაზახეთთან ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა უნდა დასახელდეს და თავად ეს მატჩიც აღარ არის შორს.

ესეც არ იყოს, ფეხბურთის ფედერაცია ისეთ მწვრთნელს ეძებს, რასაც მისი ჯიბე გასწვდება და ასეთ დროს ვინ შეგრჩება ხელში, კაცმა არ იცის. იმედია, ახალი მწვრთნელის კომპეტენცია (თუნდაც მინიმალური დონე) იგნორირებული არ იქნება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი
ჩვენი მთავარი პრობლემა ფეხბურთელების უთამაშებლობაა და ვინც არ უნდა მოვიდეს მწვრთნელად აზრი არ ექნება თუ ფეხბურთელებმა ძირითადში არ დაიმკვიდრეს თავი
მანუჩარ
მასეთი მე ვიცი პეპ გუარდიოლა :D
Baxt
Mgoni, ertaderti gucaevi gamotova avtorma, albat piradi antipatiis gamo, tore kvelaze magla fifas reitingshi, chveni nakrebi gucaevis mcvrtnelobisas iko, 42-e adgilamde vikavit asuli, rac mere arasodes gagvimeorebia.
Ver gavige?
"იმ დროის საქართველოს ნაკრები კი, ალბათ, ყველაზე თვალსასეირო ფეხბურთს თამაშობდა თავისი არსებობის ისტორიაში. შედეგიც, როგორიც ჩივაძის დროს ჰქონია ნაკრებს, მერე ვერავინ გაიმეორა." იბადება კითხვა - აბა რა გინდათ ამ კაცისგან? ჩივაძე ასე ისეო, ვერ გავიგე??
vato
დრო ყველაზე კარგი მწვრთნელია. დაველოდოთ ახალ თაობას:)
ara
ამათ არც ტრენერი უშველის და არც სნაიპერები. საერთოდ არ გვინდა არავინ. აზრი არ აქვს. ნოლიდან უნდა დავიწყოთ და არ ნაკრებდან.
mkiTxveli
აქ საუბარია საქართველოს ნაკრების მწვრთნელებზე. ახალკაცი არ ყოფილა მწვრთნელი. ნუ ფორმალურად მაიინც
ზაზა
გენიალური იყო ნოდარ ახალკაცი!მან ლამის ყველა ფეხბურთელს ამპლუა გამოუცვალა.გუნდი შექმნა!გუნდი!შეიძლება იყო მაგარი სელექციონერი,მაგრამ შექმნა გუნდი(თან ქართველებისგან)გაცილებით რთულია
ნოდარი
ასეთ რამეს წერთ, ამხელა მასალას ეჭიდებით და ახალკაცი არც გახსენდებათ... რა უნდა გელაპარაკოთ აბა?????
mourinio
შალიკია კაკბაძე , მაგარი კაცი
ქუთაისელი
ფეოლა გეთანხმები, მაგარია, ოღონდ თოფი მარილით გავუტენოთ სნაიპერებს. :) მანჩოს, მიუხედავად ნოდარ ახალკაცისა და მისი დინამოს პატივისცემისა ის მაინც უფრო მაგარი მენეჯერი იყო ვიდრე იდეალური მწვრთნელი და თუ რატომ ვთვლი ასე დინამო სტანდარტის დაპირისპირებამ კარგად აჩვენა. გუნდმა ორი თამაში ვერაფერი მოახერხა ხელოვნური თამაშგარეს წინააღმდეგ. თუმცა ამავე დროს ვიტყოდი რომ 1-2 კაცის გამოკლებით თანამედროვე მწვრთნელებმა ჯერ ახალკაცის მუხლებამდე მაინც გაიზარდონ.
მანჩო
ნოდარ ახალკაცი დაგავიწყდათ! იდიალური მწვრთვნელი, რომელმაც დაუვიწყარი ეპოქა შექმნა ქართულ ფეხბურთში. აი, ასეთ მწვრთვნელს ვინატრებდი პირადად მე!
ფეოლა
11 სნაიპერი,დინამოს სახურავზე წამოწოლილი!ყველა სნაიპერს მიეცემა მაისურის ნომერი,რომელიც მიზანში უნდა ჰყავს აყვანილი!ფეხბურთის თამაშს თუ არა სირბილს მაინც ისწავლიან!
გუჯა კახაძე
მსგავსი ექსპერიმენტი იქნებ ქართველი ფეხბურთელებისთვის სირბილის სწავლების კუთხითაც გაბედოს ვინმემ!
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა
"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან
"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან
[ფრაგმენტი ისტორიიდან] დაუბრუნეთ ჯემალ ხერხაძეს ტიტული!
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
წარმატებული უცხოელი მწვრთნელები, რომლებმაც ქართულ ხასიათს გაუგეს
შეხვედრა წარსულთან: ბომბარდირული ისტორიები
ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?
"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
16 წელი ისტორიული გამარჯვებიდან - 2003 წლის 30 აპრილი. საქართველო-რუსეთი 1:0 [VIDEO+PHOTO]
ვიტალი დარასელიას თასი: ეს მარცხი არ არის კატასტროფა, მაგრამ... [VIDEO]
"თვეში 10 000 მანეთს და მოსკოვის ცენტრში ბინას გვპირდებოდნენ, მაგრამ..."
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
რუსეთის დამარცხება ასათიანის გოლით, "ბარსელონასთან" მოგება... - ინტერვიუ ფოთის "კოლხეთის" მწვრთნელთან...
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
რევაზ ძოძუაშვილი ტყიბულის "მეშახტეში" იმუშავებს
თამაზ კოსტავა: ვინც სპონსორებთან ვერ იმუშავებს, უმაღლეს ლიგაში ადგილი აღარ ექნება
[ლელოს სტუმარი] ვერ მოვისვენებ, სანამ "რუსთავი" უმაღლეს ლიგაში არ დაბრუნდება
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?
[დღის ინტერვიუ] სამ რამეზე მწყდება გული...
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
რევაზ ძოძუაშვილი: სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ მსაჯები ვინმეს ეხმარებიან
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] მყვირალა კაცის ფრთიანი ფრაზა
რევაზ ძოძუაშვილი: ხელმძღვანელობას და ახალ სპონსორებს უნდოდათ, რომ მთავარ მწვრთნელად დავნიშნულიყავი, მაგრამ...
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
[კოტე გოგიშვილის აზრები] ზონის კანონები თუ კაცის კაცობა?
გვყავდა ფეხბურთის არწივები, დღეს კი უმეტესობა ინდაურია - ძოძუაშვილი თბილისის "დინამოს" განადგურებაზე
"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე
ზოგი მსოფლიოზე, ზოგიც შინ - უცხოელი მწვრთნელები საქართველოს ნაკრების შემდეგ
ქართველები ევროპის ჩემპიონატებზე - იყო დრო, ჩემპიონებიც გვყავდა და ვიცეჩემპიონებიც!
[ლელოს სტუმარი] "შესაძლოა, იმიტომაც, რომ თავმდაბალი ვარ...."
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
იუბილე: გიორგი ჩიხრაძე - 50!
ძოძუაშვილი: კარგი იქნება ნაკრებში ანჩელოტი, ისე კი ქართველს ვემხრობი
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
[კოტე გოგიშვილის აზრები] პატარა ქალაქის ჩირაღდნები
იოჰან ბოსკამპი: "ფეიენოორდს" "დინამოსთან" არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ "ტრენჩინზეც" ეგრე ვამბობდი
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
ᕚᓔᕕᓐᓜ ᓜᓝᓓᓘᓐ: "ᕓᕘᓜᕐᕛᓝᕓᓐᓜ" ᓮᓣᓠᕪᓘᓚᓐᓕᓐᓡ ᓒᕐᕛᓝ ᓬᓐᓛᓝᓕᓔᓓᕘᕗ