ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. III ჯგუფი. II ტური
დღეს, 14 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მეორე შეხვედრას გამართავს რუს თანატოლებთან. თამაშზე დასწრება უფასოა, მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

ამ მატჩით ვასილ მაისურაძის გუნდი ევროფორუმზე გასვლის უკანასკნელ შანსს მოეჭიდება. ბევრს ამის აღარც კი სჯერა, მაგრამ შანსი არის და მისი გამოყენება უნდა ვცადოთ. სხვათა შორის, ეს მეტოქისთვისაც ბოლო შანსია და თამაშს ესეც სძენს დამატებით ინტრიგას.

თუმცა, რუსებთან ნებისმიერი ქართული კლუბისა თუ ნაკრების შებმას რაღა დამატებითი ინტრიგა სჭირდება? ასე იყო და ასე იქნება. და რაც უნდა ვიძახოთ, რომ ფეხბურთი პოლიტიკისგან გამიჯნული უნდა იყოს, ვერ გამოვა ეს და ამას სხვა ქვეყნების მაგალითებიც მოწმობს.

ოღონდ აქ ერთი აუცილებელი მომენტია გასათვალისწინებელი - ნებისმიერ შემთხვევაში, მოედანზეც და ტრიბუნებზეც, ფეხბურთელებსაც და გულშემატკივრებსაც ღირსეული საქციელი მოეთხოვებათ...

საქართველოს ნაკრების სტარტი ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში წარმატებული ვერ გამოდგა. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი ბოსნიელებთან დამარცხდა. მძიმე სიტუაციაშია რუსეთის ნაკრებიც.

U17. რუსეთი-იტალია 0:4 - ვარსკვლავის დაბადება [VIDEO]

სერგეი მატვეევის კრებული ჯგუფის პირველივე მატჩში ულაპარაკოდ დამარცხდა (0:4) იტალიასთან და ანგარიში გაცილებით გამანადგურებელიც შეიძლებოდა ყოფილიყო.

U17. რუსეთი-იტალია 0:4 - ვარსკვლავის დაბადება [VIDEO]

რუსეთს ვერაფრით დაეხმარება გუნდის კაპიტანი, მეკარე მატვეი საფონოვი. ის პატარა "სკუადრა აძურასთან" მატჩის მე-2 წუთზევე გააძევეს მოედნიდან.

ცხადია, პირველ მატჩებთან შედარებით, ორივე გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები მოხდება. საქართველოს ნაკრების ძირითადში უნდა ველოდოთ ზურა დავითაშვილისა და ლუკა ასათიანის დაწინაურებას. დავითაშვილი ბოსნიასთან მატჩში კარგად შევიდა შეცვლაზე. რაც შეეხება ასათიანს, არ ვიცით, რატომ გაატარა ბოსნიასთან მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე ჩვენი გუნდის ოდინდელმა კაპიტანმა.

გასარკვევია მეკარის საკითხი. მაისურაძე საბოლოო არჩევანს, ალბათ, ლუკა გუგეშაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით გააკეთებს. პოლონური "იაგელონიას" კარის დარაჯი ძალიან არადამაჯერებელი იყო ბოსნიასთან მატჩში...

რა თქმა უნდა, ბოსნიელებთან პირველ შეხვედრაში მაისურაძის გუნდმა ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ მათი გამოსწორება ფანტასტიკის სფეროდან არ უნდა იყოს. ის კი ფაქტია, რომ თუ რუსეთთანაც ისე ვითამაშეთ, როგორც ბოსნიასთან, წარმატების შანსი ძალიან მცირე გვექნება. სათვალავშია ჩასაგდები ისიც, რომ იტალიასთან განადგურების შემდეგ რუსეთის ნაკრებიც განსაკუთრებული მონდომებით ითამაშებს.

შეცდომებზე რომ ვწერთ, უპირველეს ყოვლისა, მარტივი, სადა თამაშის აუცილებლობას ვგულისხმობთ. სწორედ ამით მოგვიგო ბოსნიის ნაკრებმა. ბალკანელები ერთ შეხებაში აკეთებდნენ იმას, რასაც ჩვენები ბურთთან ორ-სამ შეხებას ანდომებდნენ.

იტალიასთან პირველი მატჩიდან გამომდინარე, რუსეთის ნაკრებში არ ჩანან განსაკუთრებულად გამორჩეული ფეხბურთელები, მაგრამ აქვე შევნიშნოთ ისიც, რომ ჩრდილოელები მთელი შეხვედრის განმავლობაში კაცნაკლულნი თამაშობდნენ და ეგებ, თავიანთი ნამდვილი სახე არ უჩვენებიათ.

რუსთაგან ერთადერთი, ვისი გამორჩევაც ასე თუ ისე შესაძლებელია, ნახევარმცველი ოსმან ისაევი გახლავთ. რუსები ცდილობენ კოლექტიური ფეხბურთის თამაშს. იტალიელებთან შეხვედრამ გამოაჩინა, რომ რუსები სათამაშო დისციპლინის დაცვასაც ეშურებიან, თუმცა ეს ხშირად არ გამოსდით.

გვინდა, ვისურვოთ, რომ საქართველო-რუსეთის მატჩს გაცილებით მეტი გულშემატკივარი დაესწროს, ვიდრე ბოსნიასთან იყო. არ დაგავიწყდეთ, რომ თბილისურ ელიტრაუნდზე დასწრება თავისუფალია. ეგაა, თამაში სამუშაო დღესაა, თანაც 14 საათზე, რაც დასწრების მხრივ პრობლემას ქმნის. უეჭველი კია, რომ უპრინციპულეს მეტოქესთან მატჩში საქართველოს ნაკრებს მხურვალე ქომაგობა დასჭირდება...

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. III ჯგუფი. II ტური

17.03. თბილისი. "მიხეილ მესხი". 14:00

საქართველო - რუსეთი

საქართველო:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), დავით კერესელიძე (ცხინვალი);

მცველები: დავით კიკალიშვილი (დინამო თბ), ჯაბა კასრელიშვილი (35-ე სკოლა), ლუკა ასათიანი (იაგელონია, პოლონეთი), ლუკა ქაფიანიძე, ლევან ხარაბაძე (ორივე - დინამო თბ);

ნახევარმცველები: ზურაბ გულბანი (ზვოლე, ჰოლანდია), გიორგი კუცია, ზურა დავითაშვილი, ნიკა ნინუა, გიორგი ჩაკვეტაძე (ყველა - დინამო თბ), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (35-ე სკოლა), სანდრო შეწირული (ლოკომოტივი);

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი, ბექა ქავთარაძე (ორივე - 35-ე სკოლა), გიორგი ივანიაძე (საბურთალო), ლაშა ოზბეთელაშვილი (ლოკომოტივი).

მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

რუსეთი:

მეკარეები: პიოტრ კოსარევსკი (დინამო), მატვეი საფონოვი (კრასნოდარი);

მცველები: სერგეი ბოროდინი, არტიომ გოლუბევი (ორივე - კრასნოდარი), ალექსანდრ ვოლკოვი (ცსკა), არტიომ გორბულინი, ალექსანდრ ზახაროვი (ორივე - დინამო), კირილ ლუკიანჩიკოვი (რუბინი);

ნახევარმცველები: პიოტრ ვოლოდკინი, დენის პაცევი, ალექსანდრ რუდენკო (ყველა - სპარტაკი), ვიაჩესლავ გრულევი, ოსმან ისაევი (ორივე - დინამო), მაგომედ სულეიმანოვი, დანილ უტკინი (ორივე - კრასნოდარი), მიხაილ იაკოვლევი (რუბინი);

თავდამსხმელები: ივან იგნატიევი (კრასნოდარი), სტანისლავ ლაცევიჩი (დინამო).

მწვრთნელი: სერგეი მატვეევი

17.03. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ). 16:00

იტალია - ბოსნია

ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. იტალია 1 1 0 0 4-0 3

2. ბოსნია 1 1 0 0 2-1 3

3. საქართველო 1 0 0 1 1-2 0

4. რუსეთი 1 0 0 1 0-4 0

III ტური. 20 მარტი

14:00 ბოსნია-რუსეთი

("მიხეილ მესხი", სათ)

14:00 საქართველო-იტალია

("მიხეილ მესხი")

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gizog
ქარს რა ვუყოთ, ქარს?. თუ მოგება გვინდა ვინმემ უნდა გააჩეროს.
tato
ჩაკვეტაძე კარგად თამაობს ოგონდ დასაყრდენი არ ყავს გვერდზე ვის მიცეს ბურთი არ აცის არავინ ეიმედება მარტო რა ქნას ისე ყველაზე მაგარია აე ბავშვი რომელიც არანაირ ეჭვებს არ ბადებს ნაკრებში დამსახურებულად მოხვდა აი ასეთები უნდა აარჩიოთ ძნელი მოსაძებნია მაგრამ თქვენ ახლობლებს არ შეუძლიათ ასეთი თამაში სამწუხაროდ
ზაზა
შანსები?ჩვენი შანსები რუსების კუნთების მასასთან არის მხოლოდ სისწრაფეში,სისხარტეში.გაგვაჩნია ეს უპირატესობა და შევძლებთ მის რეალიზებას? ხომ არ თამაშობს ჩაკვეტაძე ზედმეტად ფლანგზე,პრაქტიკულად აუტის ხაზთან?მეტოქე ახერხებს ხშირად ყველაზე სახიფათო ,ცენტრალური ზონებიდან მის განდევნას. ხომ არ აჯობებდა უფრო ხშირად ცენტრისკენ,ცენტრიდან ეთამაშა,რომ მეტი მონაწილეობა მიეღო შეტევის კონსტრუირებაში?ცენტრიდან მეტად დაემუქრებოდა მეტოქის კარებს,ბოლო პასის მეტი შესაძლებლობაც მიეცემოდა(იგივე სურათს ვხედავდით არაბიძის თამაშისას 19წ ასაკობრივში,არაბიძეც პრაქტიკულად აუტის ხაზის გასწვრივ თამაშობდა და მეტოქის კარებს ნაკლებად ემუქრებოდა)არ მაქვს მხედველობაში,რომ ერთ წერტილს მიებას.ფლანგზე მარტივად პოზიციურად იდევნება ცენტრიდან,სახიფათო ზონებიდან და ნაკლებად ეშინიათ ,რომ მოატყუებს ....უნდა ეძებოს თავისუფალი ზონები ,გადაადგილდეს ხშირად ცენტრიკენ,რომ კარებს დაემუქროს,ბოლო პასი შეაცუროს საჯარიმოში,მოკლედ ხშირად ითამაშოს პლეიმეიკერი.ტექნიკით ,ელეგანტურობით დათო ყიფიანს მაგონებს და...
kote
დიდი სურვილის მიუხედავად, მე ამ თამაშს ვერ დავესწრები, დროის უხეირო შერჩევის გამო. არ შეიძლებოდა მასპინძელ გუნდს უფრო მოგვიანებით თამაშის უფლება მისცემოდა? 14.00 საათი რა უბედურებაა, ხაშია!!!
ცუდი ამბავი - საბა გოგლიჩიძე ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს
[VIDEO] U21. ევროპირველობის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
ევრო 2025 | ჩვენი ახალგაზრდულის შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
U17. საქართველოს ნაკრები დანიასთან უშანსოდ დამარცხდა
U17. ბოსნია-საქართველო 2:1 - ისწავლეთ, ფეხბურთი მარტივი თამაშია! [VIDEO]
სანდრო კობახიძემ ლუკა ასათიანის "იაგელონიას" გოლი გაუტანა
U17. საქართველოს ნაკრებმა მესამე მატჩიც წააგო
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
ელიტრაუნდი 17-წლამდელებმაც მარცხით დაიწყეს [VIDEO]
"იაგელონიამ" ლუკა გუგეშაშვილი და ლუკა ასათიანი მთავარ გუნდში დააწინაურა
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ლუკა გუგეშაშვილმა და ლუკა ასათიანმა "იაგელონიას" პირველ გუნდში ითამაშეს
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები: ...მაგრამ თაობა უდავოდ ნიჭიერია
U17 | კვიპროსი 1:1 საქართველო
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა "განვითარების თასზე" სომხეთი გაანადგურა
ჩვენი ნაცნობი "იაგა" - რა გუნდია ბათუმის "დინამოს" მეტოქე "იაგელონია"
U17. საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. ირლანდია დაამარცხა
19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა - თურქეთი [VIDEO]
თბილისის "დინამო" უკვე მე-9 ფეხბურთელმა დატოვა
ოთხთა ტურნირისთვის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17 | კვიპროსი 1:2 საქართველო
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
ქართული დელეგაცია პოლონეთში - ბრძოლა მედლებისთვის და ექსტრაკლასაში დასარჩენად [PHOTO]
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს