ვასილ მაისურაძე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს აღარ გაწვრთნის
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი უქულოდ დაასრულა. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი ჯერ ბოსნიასთან დამარცხდა (1:2), მერე რუსეთთან (0:1), ბოლოს კი იტალიელ თანატოლებთანაც დაყარა ფარ-ხმალი (0:1).

საკუთარ კედლებში მოთამაშე ჩვენი ბიჭებისგან გაცილებით მეტს ველოდით. მიგვაჩნდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა შეგვეძლო. შედეგი კი საპირისპიროა.

ფაქტია, როცა საქმე 17 წლის ჭაბუკს ეხება, მას ხაზს ვერ გადაუსვამ. ისეთი ფეხბურთელებიც ბევრი ვიცით, ამ ასაკში რომ ვერაფერი უჩვენებიათ და მერე მსოფლიო დაუპყრიათ, მაგრამ ამ წარუმატებლობაზე თვალის დახუჭვაც არ ივარგებს.

17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძე "ლელოსთან" ინტერვიუში ელიტრაუნდს აფასებს...

- პირველ რიგში, ზოგადად შევაფასოთ ევროპის ჩემპიონატის თბილისური ელიტრაუნდი...

- როგორი შეფასება უნდა გავაკეთო? რა თქმა უნდა, შეფასება უარყოფითია. საკუთარ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას. ერთი კია - ტურნირის დაწყების წინ მე შევპირდი ქართველ გულშემატკივარს, რომ ვითამაშებდით "პირველ ნომრად" და ეს შევასრულეთ კიდეც.

ჩემი აზრით, პირველ ორ თამაშში მარცხს არანაირად არ ვიმსახურებდით. ეს განსაკუთრებით ეხება რუსეთთან შეხვედრას. ვნახე პირველი ორი თამაშის სტატისტიკური მაჩვენებლები და უნდა გითხრათ, რომ ბევრ რამეში თვალსაჩინოა ჩვენი უპირატესობა. მაგალითად - ჩვენ ხშირად ვურტყამდით კარში... ოღონდ ესაა, ხარისხიანად ვერ ვურტყამდით...

რაც შეეხება იტალიის ნაკრებს, ეს არის ამ ასაკში ევროპული ფეხბურთის ნამდვილი გრანდი. პირველ ტაიმში ჩვენ კარგად გამოვიყურებოდით; მეორე ტაიმში რაც მოხდა, ეს არ ჯდება არანაირ ლოგიკაში... ასე თამაში არ შეიძლება! ჩვენი ფეხბურთელი ასე არ უნდა მოქცეულიყო. იტალიასთან 11 კაცით არის თამაში რთული და, მით უმეტეს, 10 კაცით რა იქნებოდა?!

მე არასოდეს ვიშვერ ხელს ფეხბურთელისკენ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ - ასე მოქცევა არ შეიძლება!

მთლიანობაში, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მიმაჩნია, რომ დრო არ მეყო. ორი თვე გვქონდა ელიტრაუნდამდე, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ სწორად ვერ განვსაზღვრე საწყისი წერტილი, ის წერტილი, საიდანაც უნდა დამეწყო მუშაობა. ახლა ვხვდები, რომ ეს საწყისი წერტილი უფრო დაბალი საფეხური უნდა ყოფილიყო, მაგრამ პირდაპირ გეტყვით - წავაწყდი ისეთ პრობლემებს, რომლებიც არ მეგონა, თუ შემექმნებოდა.

ამ ნაკრებში არიან ინდივიდუალისტები, თუმცა გუნდური თამაში ვერ იყო სათანადო დონეზე. ეს ფაქტია და ამას ჩვენ ვერსად გავექცევით. ამ თაობას ყველაფერი წინ აქვს და მინდა, მას წარმატებები ვუსურვო.

- ბევრის აზრით, და მას მეც ვიზიარებ, არ არის მართებული, რომ ნაკრები მხოლოდ თბილისელი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული...

- გიპასუხებთ. ივანიაძე ბათუმელია და თბილისში ცხოვრობს; ქავთარაძე ჟინვალელია, ხარაბაძე - ქუთაისელი... ჩვენ ალალბედზე არ შეგვირჩევია ფეხბურთელები. ყველა მწვრთნელთან გვქონდა კავშირი. მათგან ვიღებდით ინფორმაციას... გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, რომ არავინ გამოგვრჩენია საქართველოში. ვინც იყო ღირსი, ყველამ ითამაშა. ჩემი ინიციატივით სამი ფეხბურთელი მივიდა ნაკრებში და მიმაჩნია, რომ მათ გაამართლეს.

ზურაბ დავითაშვილს მე მივიჩნევ ქართული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად. მან ორი წლით დიდებში ითამაშა და თავი ნამდვილად არ შეურცხვენია. გაამართლეს გიორგი ივანიაძემ და სანდრო შეწირულმაც.

ფეხბურთელზე რომ ვამბობთ, ნაკრებში თამაშის ღირსიაო, სადმე ხომ უნდა თამაშობდეს? ან დუბლებში უნდა იყოს, ან უმაღლესი ლიგის გუნდის სამატჩო განაცხადში მაინც ხვდებოდეს...

- რატომ ვერ მოხვდნენ ნაკრებში ვირუბოვი, ბარაბაძე და ქიმერიძე, რომლებმაც გოჩა ავსაჯანიშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღეს ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ბარიერის დაძლევაში?

- კი ბატონო, გიპასუხებთ. დავიწყოთ ვირუბოვით. მან მძიმე ავადმყოფობა გადაიტანა და სწორედ ამის გამო ვერ წავიყვანეთ მინსკის საერთაშორისო ტურნირზე. მერე გამოვიძახეთ სომხეთთან ამხანაგურ მატჩებში და გამოჩნდა, რომ ჯერაც ეტყობოდა ავადმყოფობის კვალი, ვერ იყო ოპტიმალურ ფორმაში. სხვათა შორის, ამაზე თავადაც დაგვეთანხმა...

რაც შეეხება ბარაბაძეს, 4-3-3 ტაქტიკურ სქემაში შეიძლებოდა მისი გამოყენება, თუმცა იმ სქემაში, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ვერ დავინახე მისი ადგილი, რადგან ის გამოკვეთილად ფლანგის ფეხბურთელია. ქიმერიძის მომზადების დონე კი, ამ ეტაპზე, ჩემთვის არ იყო დამაკმაყოფილებელი. სულ ესაა, რისი თქმაც ამ თემაზე შემიძლია.

- ცალკე უნდა გკითხოთ გუნდის კაპიტან ლუკა ასათიანზე. რატომ იჯდა ის სათადარიგოთა სკამზე პირველ ორ შეხვედრაში? მიკროტრავმა აწუხებდა თუ თქვენ გადაწყვიტეთ ასე?

- არა, ეს მოხდა ჩემი გადაწყვეტილებით. საქმე ისაა, რომ სომხეთთან ამხანაგურ მატჩებში ასათიანი კარგად ვერ გამოიყურებოდა. იტალიასთან კი მაღალ დონეზე ითამაშა. ვეუბნებოდი, შეენარჩუნებინა მხნეობა. ლუკამ ძალიან კარგად მიიღო ჩემი გადაწყვეტილება. ასათიანს კარგი ფეხბურთის თამაში შეუძლია. მან გამოიყენა შანსი, რომელიც მივეცი.

- პირველ შეხვედრაში დაშვებული უხეში შეცდომების შემდეგ ლუკა გუგეშაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ქართველთა შორის. როგორ მოხერხდა, რომ გუგეშაშვილმა ამ შეცდომების შემდეგაც შეინარჩუნა ფსიქოლოგიური მდგრადობა?

- რა თქმა უნდა, დასანანი იყო, რაც მოხდა. გოლზე არ არის აქ ლაპარაკი. მას ბოსნიასთან მატჩის დაწყებისთანავე ემჩნეოდა ნერვიულობა. გახსოვთ, ერთ ეპიზოდში შეცდა, მერე ისევ შეცდა... გოლი გოლია, ყველამ შეიძლება გაუშვას... ჩვენ შეგვეძლო კარში მეორე მეკარე - კერესელიძე დაგვეყენებინა, მაგრამ მაინც არ გავწიეთ გვერდზე გუგეშაშვილი. ვუთხარით და ისიც მიხვდა, რომ ბევრი რამ უნდა დაიწყოს თავიდან, უნდა გადააფასოს ბევრი რამ.

- მოგვეჩვენა, რომ საქართველოს ნაკრებს ორი მთავარი პრობლემა ჰქონდა: "ბოლო პასისა" და გამოკვეთილი ინდივიდუალისტების არყოლის. ეთანხმებით ამ შეფასებას?

- გეთანხმებით, წინა ხაზში არ იყო იმდენი სიმწვავე, რამდენიც უნდა ყოფილიყო. მეტოქეებს ჩვენზე აქტიური და აგრესიული ფეხბურთელები ჰყავდათ წინა ხაზში. თუნდაც იტალია ავიღოთ - ყველამ ვნახეთ, რა დონეზე ითამაშა მათმა შავკანიანმა ფორვარდმა მოისეს კინმა. ჩვენ ვცდილობდით სიტუაციის გამწვავებას. კარში ცოტა არ დაგვირტყამს, მაგრამ წეღანაც ვთქვი - ხარისხიანად ვერ ვურტყამდით. რაც შეეხებათ შემსრულებლებს, ინდივიდუალისტებს, ფეხბურთელი ასეთად უნდა დაიბადოს.

- იტალიას თავი დავანებოთ, მაინც რით გვაჯობეს ბოსნიამ და რუსეთმა?

- თუნდაც არჩევანით, ფეხბურთელების რაოდენობით... მათ საშუალება აქვთ, არაერთი გუნდიდან აირჩიონ ფეხბურთელი, ჩვენთან კი მაქსიმუმ ორი მოთამაშეა ერთ პოზიციაზე. გინდა თუ არა, საქართველოში ფეხბურთელმა იცის, რომ 20 კაცში გარანტირებული აქვს ადგილი და სრულყოფაზე ნაკლებად მუშაობს.

- ხომ არ გამოგვეპარა რომელიმე ფეხბურთელი უცხოეთში?

- ჩვენ გვყავდა ნაკრებში გულბანი ჰოლანდიური "ზვოლედან". საქმე ისაა, რომ კლუბიდან დარეკეს და გვითხრეს, გვენახა ჩვენთვის საინტერესო ფეხბურთელი... შეიძლება ამ მოკლე დროში მართლაც გამოგვრჩა ვინმე. ამას ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ.

- რჩებით 17-წლამდელთა ნაკრებში?

- არა, ამიერიდან ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ვიქნები გია გეგუჩაძესთან...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ana
mozeბნერ პეხბურტელები რაიონსი რომ გეზარებატ სიარულიდა ნახავტ სედეგს რას გავს ეს დავიჯეროტ მტელ ქუტაისსი ერტი პეხბუტტელი ვერნახეტ რომ წაგეყვანატ ნაკრებსი ზუგდიდსი სამტრედიასი არაგყავტ სელექციონერები მისცერებიხარტ ტბილისს ოტახსი გაზრდილი ბიწები მეტს ვერ სვებიან რაიონებსი გადიტ
ბარსა
რას ერჩით მაისურაძეს,ნეტავ ასეთი კარგი მწვრთნელი ბევრი ყავდეს საქართველოს.უბრალოდ სირცხვილია ბავშვების და მცვრთნელის შეურაცხყოფა.გამხნევების ნაცვლად ,აღარ იცით რა დაწეროთ.ნიჭიერი თაობაც არის და მცვრთნელიც გადასარევი.აააააამას დაამტკიცებენ ბიჭები მალე.მართლა არ იყო საკმარისი 2 თვე მოსამზადებლად.ფიზიკურად მოუმზადებელი გუნდი 2 თვეში კიდევ კარგად წამოწია წინ.ბაავშვებიც ნიჭით შეარჩია.ზოგიერთი ბოღმით რომ წერს ვითომ ნაცნობობითო,გამორიცხულია.მაისურაძე სამართლიანი მცვრთნელია.წარმატებები ბატონო ვასილ.
არსენა
ეჰ ჩემო ვასილ შენ გარტყმაში არ ხარ რაებს ლაპარაკობ მაგარმ მოვა დრო და დაფიქრდები სენ საქციელზე თბილისის გუნდებზე რომ აკეთებტ აქცენტს ამას რა ახსნა უნდა და რეგიონები ფეხებზე გკიდიათ ასე იყო მუდამ და ასე დარჩება მაგ ასაკში აი გეგუჩაძეზე მაგას ვერ ვიტყვი ის სხვა დონის პიროვნება და არავის დაკრულზე არ იცეკვებს თავის პრინციპები რაც სულ მალე დაეტყობა 21 წლამდელებს და მალე 19 წლამდელემსაც აი ნაკრებში რომ ვაისი დინამოს ინტერესების დასაცავადაა ცამოყვანილი თქმა არ უნდა აღიარა ამ კაცმა კიდევაც ძირითადი ბირთვი დინამოდან იქნებაო და ერთი კარგად რომ წააგებს მერე მოვა აზრზე მაგრამ გვიანღა იქნება ასე ჩვენ ვერ გავფრინდებით ხალხო ვეარააააააააააა
ubralod duru
Ubralod shecdoma iyo am kacis danishvna am nakrebshi,jobda 19 ebshi darcheniliyo,19 ebidan 17 ebshi gadasvla dawinaurebaa tu daqveiteba esec sainteresoa..faqtia 19 ebshi uferulma tamashma sakvalifukacioze vigaca chaafiqra da gadawyvetileba miigo mistvis 17 ebi chaebarebina,agmochnda rom cudad dafiqrda..
Gim
იძახის დრო არ მეყოო, სადაც ჰქონდა იქ ხომ ააყვავა ყველაფერი. დინამოში და ლოკომოტივში რა უშლიდა ხელს გუნდი რომ დაეყენებინა? რატომ ვერ აჩვენა შედეგი? ჯობია მიწაზე დაეშვას და კვალიფიკაცია აიმაღლოს.
gio
ბატონო ვასილ მარტო სამი კაცი თუ აიყვანე დანარჩენი 15 კაცი სხვისი აზრით და თხოვნით აიყვანე ნაკრებში? აი კიდევ დიდი დანაშაული მარტო სამი კაცი იყო შენი მოსაწონი და დანარჩენები სხვამ გირჩია და გიბძანა ამას ვამბობთ ამდენმა ხალხმა რო შეგაწუხა და შენი საქმე გააფუჭ ა ცოტახანში ისიც წამოქცდება ვახომ ვინ გირჩია საბურთალომ ვინ გირჩია ფედერაციამ ვინ გირჩია და ასე შემდეგ ასე შეირჩა 18 კაცი
maxo
ვასილ მაისურაძეს მარტო რატო ბრალდება ეს ყველაფერი არ მესმის იაგორაშვილი იმისთვის დატოვეს იცნობდა ამ ნაკრებს იაგორაშვილმა ურჩია ყველაფერი მაისურაძე ენდო და აი შედეგი 35 ბავშვები ვახოს არ ევასებოდა განსაკუთრებით აი შედეგი მაისურაძეს ორ ტვეში რა უნა ენახა ვახო ხო სამი წელი უყურებდა რატო შეიყვანა შეცდომაში
ვაი
"თუმცა იმ სქემაში, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ვერ დავინახე მისი ადგილი", .."ჩვენ შეგვეძლო კარში მეორე მეკარე - კერესელიძე დაგვეყენებინა, მაგრამ მაინც არ გავწიეთ გვერდზე გუგეშაშვილი."...და ასე შემდეგ უსასრულოდ-ნუთუ მწვრთნელის ლიცენზიაც ნამუსივით იყიდება?!
bujanga
რა პირველ ნომრად თამაშობდა...არცერთ ნომერს არ შეედარება ის თამაში რაც ამ ნაკრებმა აჩვენა..ლებედ რაკ და შუკასავით დარბოდნენ პო რაზნიმ კონცამ...ეგაა საქმის უცოდინარობა..არაპროფესიონალიზმი...და კიდევ ახალი ნაკრების შტაბში უნდა იყოს ეს კაცი?...
pako
იაგორამ საერტოდ არ იცის ფეხბყრტი იცის მარტო ტავისი მოყვანილების დაწინაურება აკადემია ტავისი გონია დალიან მაგარი ფეხბურტელები გაყარა იმიტომ რომ ასეტი ხრედვა აქ მას გააკეტოს კომენტარი და ახსნასრა მოხდა რატო არ ატამასეს კარგი ბავსვები
პაატა
ეხლა რომ ამბობ 2 თვე არ აღმოჩნდა საკმარისიო,მაგაზე თავიდან უნდა გეფიქრა,როცა ავსანჯანიშვილის "გაშლილ სუფრას" მიუჯექი ! მთავარი:81 წლის დინამოში რამდენი თბილისელი(არაფერს ვერჩი თბილისს და თბილისელებს) თამაშობდა ? ანუ რეგიონიდან უნდა იყოს ბაშვები,დავიჯეროთ რომ 3 ბავშვის მეტი არავინ არის ღირსი ნაკრებში თამაშისა ?! დასკვნა:მანამდე არაფერი ეშველება ქართულ ფეხბურთს,სანამ კლანური და კორუფციული(მწვრთნელების გამაზვა) მართველობაა ! 21 წლამდელებში გადაყვანა საერთოდ პარადოქსია !!!
Bijo
ამ მალიარების და შოფრების ტვინამდე ვერ დავიდა ვერ არის ვასილ მაისურაძე და ევროპაზე მე-3 ადგილი, როცა გყავს ასეთი ბრწყინვალე მწვრთნელი და პიროვნება და შენ დაცინვით ეძახი "ვასკას", (დანარჩენის შეგნებაზე ლაპარაკი ზედმეტია), შენი გასარჩევი თემა უნდა იყოს მართლა "ვასკა", კრასკა, შპალერი და ასე შემდეგ "პოლიტრა" და "ზაკუსკა" რა, რაის ვასილ მაისურაძე დავაი იმუშავე რა. ეს არის ჩამყაყებული ღორმუცელა გრუზინული მენტალიტეტი და ჩამყაყებული გადმონაშთი, მოსესვით 40 წელი უნდა გვათრიოს ვინმემ უდაბნოში რომ ეს დეგრადირებული გადმონაშთი გადაშენდეს და აღქმულ მიწას არ მოესწროს. ვინაა თქვენი ვასკა..
Sindis Namus
ვერ გაიგეს ამათმა ვინ არის ვასილ მაისურაძე, საქართველოს საუკეთესო ბრწყინვალე ასაკობრივი მწვრთნელი - რა აქ მას თქვენი სასწავლი და ჭკუის დასარიგებელი??? ევროპის ჩემპიონატზე მე 3 ადგილი რომ დაიკავა დამოუკიდებლობის ისტორიაში საუკეთესო ქართული ასაკობრივი ნაკრებით რომელიც თვითონ გამოაწრთო და მაგის მერე მაგ ბიჭებს რომ ჩამოაშორეს მაშინ სად იყავით ეხლა რომ ხართ ერთ ამბავში??? ასეთი ვაი უშველების არა მწამს!!!
gocha
ეხ ვასკა, ვასკა. თამაზას მოკითხვა.
gulshematkivari
ეხლა რა მნიშვნელობა აქვს მაგის გადადგომას ჩააფლავა ელიტრაუნდი რა იმედებს ვამყარებდით უნგრეთსჰიც კი ვიყავი ვინერვიულეთ მაგრამ გავედით კობიაშვილი თუ ადარებს ამ ნაკრებს და იმნაკრებს რას ერჩოდით ავსაჯანას იქნებ ექნა რამე კარგად იცნობდა ამ თაობას
goga
რა პრობლემას წააწყდა მაინცარ თქვა ეს ის პრობლემაა რომ ძალიან ბევრმა შეაწუხა ბევრმა დაურეკა იაგოაშვილმა ყურები გამოუჭედა და დააშლევია გუნდი ნამდვილად ვიცი ქიმქერძე ვახოს არ ევასებოდა არანაირი ფორმაში არ იყო იაგორაშვილის კომენტარიც საინტერესოა რა ფორმით დატოვეთ იაგორაშვილი საინტერესოა მაგას ეკისრება ელიტრაუნდის ჩაფლავება ეგ იცნობდა ამ ნაკრებს დიდიხანია გააკეთოს კომენტარი რა მოხდა მარტო ვასკას ნუ ბრალდება

კაი ერთი. მე რასაც ვუყურებდი გუგეშაშვილია თუ ვიღაცა, ერთი სიტყვით მეკარე მასხრობდა და მეტი არაფერი. ისეთი შეგრძნება მქონდა რომ 10 გოლიც რომ გაეტანა თავის კარში მაინც თვითონ იდგებოდა და ეს მესამე და სხვა პირების გარეშე არ ხდება. დავიჯერო მე მომეჩვენა და მაისურაძე ვერ ხედავდა? მეკარე რომელიც ერთ თამაშს წაგაგებინებს თავისი უაზრო შეცდომით და მეორე თამაშშიც პამპულაობს თავის საჯარიმოში, ნაკრები კი არა საერთოდ ფეხბურთს არ უნდა გააკარო. გამომიჩნდა ესეც ნოიერ, რომელსაც არ პატიობენ ამდენს.
გიო
პარადოქსების ქვეყანაა რა, შედეგს დებენ კატასტროფას და მერე ამ მწვრთნელებს აწინაურებენ უფრო დი ნაკრებში.
Nukri
ეს უბრალოდ თავის მართლებაა..............თქვი ,რომ უნიჭოები მოდიან რაა
gio
როდესაც 3 დან 3 ტამაშს წააგებ ბოდისჰი უნდა მოიხადო და წახვიდე, ქეცბაიასავით სხვებს კი არ უნდა აბრალო
gio
ამ ნაკრებში ვინ იყო ფორმაში? ბავშვებს თავგზა აუბნიეთ ვინ სად თამაშობდა ვერ გავიგეთ ესენი ძალიან კარგი ბავშვები არიან მწვრთნელი არ უნდაშეგეცალათ ეს იყო დიდი შეცდომა ამან ჩააფლავა ელიტ რაუნდი
gio
ვირუბოვი მინსკის ტურნირზე იყო დაგავიწყდ? კარგ ფორმაში იყო მაგრამ ზამენაზე გეჯინათ ასე უცებ ყველაფერი დაგავიწყდათ ამ გუნდის დაშლა იაგორაშვილის ბრალია
goga
არ მჯერა ანდრონიკაშვილი ქიმერიძეზე კარგ ფორმაში იყო მართლა მოგეწონათ ანდრონიკაშვილის ფორმა?ავსაჯანიშვილმაც გითხრა ქიმერიძე ფორმაში არ არის და ანდრონიკაშვილი წაიყვანეთო?ეს ძალიან დიდი ტყუილია ქიმერა ვახოს არ ევასებოდა
ცუდი ამბავი - საბა გოგლიჩიძე ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს
[VIDEO] U21. ევროპირველობის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
ევრო 2025 | ჩვენი ახალგაზრდულის შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
U17. საქართველოს ნაკრები დანიასთან უშანსოდ დამარცხდა
[ლელოს სტუმარი] "მთავარია, რომ ტრანსფერის დროს ფულზე ფიქრმა არ გაჯობოს"
Geo Team: საქართველოს ნაკრების მეკარემ ცნობილ ბერძნულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
გუგეშაშვილის "ყარაბახი" ნაცნობი მეტოქის წინააღმდეგ - ევროპის ლიგის მერვედფინალური წყვილები ცნობილია
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
სანდრო კობახიძემ ლუკა ასათიანის "იაგელონიას" გოლი გაუტანა
ბუდუ ზივზივაძემ კონფერენს ლიგაზე გაიტანა [VIDEO]
გიორგი ივანიაძე "დილას" ფეხბურთელია
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
ოფიციალურად - "პაოკმა" გუგეშაშვილს კონტრაქტი გაუფორმა
ელიტრაუნდი 17-წლამდელებმაც მარცხით დაიწყეს [VIDEO]
ლუკა გუგეშაშვილმა და ლუკა ასათიანმა "იაგელონიას" პირველ გუნდში ითამაშეს
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
"იაგელონიამ" ლუკა გუგეშაშვილი და ლუკა ასათიანი მთავარ გუნდში დააწინაურა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
გოჩა ავსაჯანიშვილი: დარწმუნებული ვარ, ამ ჯგუფიდან გავიდოდი!
17 სეივი "პანათინაიკოსთან" - გუგეშაშვილის ბრწყინვალე მატჩი [VIDEO]
U17. საქართველო-ბულგარეთი 0:1 - მხოლოდ მეორე ტაიმი არ კმარა
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბელგიას სძლია
დაუცხრომელი ზივზივაძე და კვირკველიას გუნდის გასაოცარი ქამბექი [VIDEO]
კოლხეთი-დინამო (თბ) 1:1 - "დინამო" ისევ კოჭლობს [VIDEO]
U17 | კვიპროსი 1:1 საქართველო
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
"პანჩო არენა" და საქართველო: გვექნება ანალოგი?
საქართველო(U17)-სომხეთი(U18) 3:0 - მაისურაძის ბლიცკრიგი [VIDEO]
გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები
ჩვენი ნაცნობი "იაგა" - რა გუნდია ბათუმის "დინამოს" მეტოქე "იაგელონია"
"სლოვანის" საბერძნეთში ხელიდან გაშვებული გამარჯვება, ზივზივაძის გოლი და "ლეხის" მორიგი მარცხი [VIDEO]
არსებული ინფორმაციით, სუს-მა გოჩა ავსაჯანიშვილი დააკავა [VIDEO]
19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა - თურქეთი [VIDEO]
რუსეთის ნაკრების კაპიტნის უღირსი საქციელი საქართველოსთან მატჩში [VIDEO]
U17. საქართველო-რუსეთი 1:1 (4:5) - ფინალი პენალტებით დავთმეთ [VIDEO]
რატომ ირჩევენ ქართველები რუსეთს? - ამ ქვეყნიდან თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელია
ოთხთა ტურნირისთვის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
გია გეგუჩაძე: ძალიან რთული თამაშის მოლოდინი გვაქვს
U17 | კვიპროსი 1:2 საქართველო
U17. საქართველო-ყირგიზეთი 7:1 - დაუნდობლები [VIDEO]
ჩაკვეტაძემ გადამწყვეტი პენალტი ვერ გაიტანა - "სლოვანი" და "ნეფთჩი" გამოვარდნენ, "ლეხი" გავიდა [VIDEO]
"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
გუგეშაშვილის შანსი - რუსმა მეკარემ "ყარაბაღი" დატოვა
ქართული დელეგაცია პოლონეთში - ბრძოლა მედლებისთვის და ექსტრაკლასაში დასარჩენად [PHOTO]
გმადლობთ, მეტის მიღწევაც შეიძლებოდა... დავით სირაძემ კარიერა დაასრულა
საქართველოს ნაკრების მეკარე ბერძნულ გუნდში გადავიდა
გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს