როგორც ამ სეზონის უმეტეს მატჩებში, ბურჯანაძე "ბარსელონასთანაც" საუკეთესო იყო
ფოტოზე: ლაკორუნიელებმა პლეი ოფში შესვლა საგანგებოდ დამზადებული ტორტით აღნიშნეს

ბექა ბურჯანაძე ლაკორუნიულ "ლეიმა ბასკეტს" პლეი ოფში შეუძღვა. ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში ქართველი ლეგიონერის გუნდმა "ბარსელონა 2"-ს უმასპინძლა და 76:71 მოგებით პლეი ოფში თამაში რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ოფიციალურად გაინაღდა.

როგორც ამ სეზონის უმეტეს მატჩებში, ბურჯანაძე "ბარსელონასთანაც" საუკეთესო იყო. 20 ქულით ბექა ლაკორუნიული გუნდის ბომბარდირი გახდა და გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. ქართველმა ფორვარდმა 11-დან 8 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

20 ქულასთან ერთად ბურჯანაძემ 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 4-ჯერ დაკარგა.

ბურჯანაძის კვალზე 16-16 ქულა მიითვალეს მიგელ პენამ და მაიკლ მონაჰანმა. ბარსელონელთაგან 19 ქულით საუკეთესო იყო სტეფან პენო.

ამ გამარჯვებით "ლეიმა ბასკეტმა" მე-4 ადგილზე გადაინაცვლა და პლეი ოფის საგზური გაინაღდა. არადა, ბურჯანაძის გუნდმა სეზონი უხეიროდ დაიწყო და საწყისი 8 ტურის შემდეგ 7 წაგებით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებოდა. სადღეისოდ კი, რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ლაკორუნიელებს 16 მოგება და 12 მარცხი აქვთ.

პლეი ოფში 2-9 ადგილეზე გასული გუნდები გადიან, რომლებიც უმაღლესი დივიზიონის საგზურისთვის იბრძოლებენ. მეორე ლიგის გამარჯვებული კი პირდაპირი გზით მოიპოვებს ელიტ-საგზურს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

გუგა ნაცვლიშვილის წარმატებული მატჩი და გამარჯვება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში
"ბარსელონას" ამ ფეხბურთელთან ვმეგობრობ" - თორნიკე შენგელია
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ბურჯანაძის 11 ქულა და შერმადინის სუსტი მატჩი ლიგა ენდესაში
ბექა ბურჯანაძის ბენეფისი ესპანეთში გრძელდება - 23 ქულა და 13 მოხსნა ბარსელონაში
ბექა ბურჯანაძე: წარმატების საიდუმლო ყოველდღიურ შრომაშია
ბექა ბურჯანაძეს ესპანეთში გამარჯვება დედამ მოედანზე მიულოცა [PHOTO]
ბექა ბურჯანაძის 31 ქულა, 11-დან 11 ორქულიანი და გამარჯვება "კოკინასთან"
ბექა ბურჯანაძის MVP-ს ტიტული და 26 ქულა "კასერესთან"
ძლიერები არასდროს ნებდებიან - ბექა ბურჯანაძის მძიმე ისტორია
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] ბურჯანაძის 6 ქულა "რეალთან" - "გრანადა" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა
შერმადინის 6 და ბურჯანაძის 7 ქულა - ქართველების მარცხი ლიგა ენდესაში