ესპანელი გამოცოცხლდა
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ესპანელმა მარკ მარკესმა ძალიან დამაჯერებლად მოიგო ოსტინში გამართული აშშ-ის გრანპრი და გაზარდა კონკურენტებთან უპირატესობა საერთო ჩათვლაში.

"ჰონდას" პილოტი პოულის მფლობელი იყო. მართალია, მან პირველ მეტრებზე მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა, მაგრამ მესამე მოსახვევში შეძლო პირველ პოზიციაზე დაბრუნება. პირველი წრის შემდეგ, ლიდერთა შვიდეული ასე გამოიყურებოდა: მარკესი, დოვიციოზო, ლორენსო, ესპარგარო, პედროსა, როსი და იანონე.

მესამე წრე სავალალო აღმოჩნდა ვალენტინო როსისთვის: ლეგენდარულმა იტალიელმა თავისი "იამაჰა" ვერ დაიმორჩილა და ბოლო 25 რბოლაში პირველად ვერ მივიდა ფინიშამდე. მეშვიდე წრეზე კი ბრძოლას გამოიეთიშა პოდიუმის კიდევ ორი კანდიდატი: პედროსა პირველ მოსახვევში შესვლისას მოცურდა და დოვიციოზოს შეეჯახა. რბოლა ორივესთვის დასრულებული იყო.

ლიდერთა შორის ამდენმა წაქცევამ ნაადრევად გადაწყვიტა რბოლის ბედი, რადგან წინ მარკესს, ლორენსოსა და იანონეს შორის დროში სხვაობა ძალიან დიდი იყო. საბოლოოდ, პირველი სამეული აღარ შეცვლილა: მარკესმა ზედიზედ მეორე ეტაპი მოიგო, მას ორი წამით ჩამორჩა ლორენსო და ექვსი წამით - იანონე.

ამ გამარჯვების შემდეგ, მარკესმა 66 ქულა დააგროვა და 21 ქულით უსწრებს ლორენსოს. როსის 33 ქულა დარჩა და მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
"ჩელსიმ" პრემიერლიგის მოგების შანსი დაკარგა
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს