ლევან ბაჯელიძე: "მთავარია, გამოცდილება დავაგროვოთ"
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ევრო 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩისთვის ემზადება. დღეს, 12 აპრილს, ლევან ბაჯელიძის გუნდი ჩეხეთის ქალაქ ოპავაში იქაურ ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩი თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდი VI ჯგუფის აუტსაიდერია და ჯერ ქულაც არ მოუპოვებია. შეგახსენებთ, რომ ჩეხებმა თბილისში 3:0 მოგვიგეს.

დღესვე მეორეადგილოსანი იტალია ლიდერ შვეიცარიას ეთამაშება, ჩეხები კი მე-2 ადგილისთვის იბრძვიან და მოგების შემთხვევაში, "სკუადრა აძურას" გადასწრების შანსი აქვთ. მოკლედ, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბაჯელიძის გუნდს საკმაოდ რთული თამაში ელის.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ამ მატჩისთვის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ემზადებოდა. გოგონები ჩეხეთში 11 აპრილს გაფრინდნენ, მანამდე კი "ლელო" ნაკრების მთავარ მწვრთნელს ელაპარაკა.

"სამწუხაროდ, საუკეთესო შემადგენლობა ვერ შევკრიბეთ, რადგან ტრავმირებულები გვყავს. ყაზახეთის ჩემპიონატში 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გულნარა გაბელია დაშავდა, მენისკის ტრავმა მიიღო და ვერ დაგვეხმარება.

აზერბაიჯანულ "გაბალაში" ნინო კოჭლამაზაშვილმა მყესი დაიზიანა, თურქეთში მოთამაშე ხატია ჭყონია კი დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაგვეხმარება. მიკროტრავმები აქვთ ნინო პასიკაშვილსა და მეკარე თამარ ნადირაშვილს, მაგრამ ისინი მაინც გამოვიძახეთ და ექიმები მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩეხეთთან ითამაშონ", - ამბობს ბაჯელიძე.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი შეკრებაზე მყოფი მოთამაშეების მდგომარეობაზეც გველაპარაკა:

"ლეგიონერები საკმაოდ ნორმალურ გუნდებში თამაშობენ და კარგადაც გამოიყურებიან. მაგალითად, ახლა ნინო სუთიძე თურქეთის ჩემპიონი გახდა. ტატა მატვეევა ნორვეგიაში თამაშობს, სადაც სერიოზული დონეა და ორივეს დიდი იმედი გვაქვს...

საერთოდ, ლეგიონერების გარეშე ვარჯიშები ჯერ კიდევ მარტიდან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში თამაშიდან ერთ კვირაში დავიწყეთ და გოგონები მეტ-ნაკლებად ნორმალურ ფორმაში არიან. 6 აპრილიდან კი შეკრებაზე ვიყავით და ლეგიონერებიც შემოგვიერთდნენ. მაგრამ ჩვენ რეალობიდან გამოვდივართ - ჩეხეთი ძლიერი მეტოქეა, ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს...

საერთოდ, ჯგუფში ჩვენზე გაცილებით ძლიერი მეტოქეები არიან. ამიტომ ახლა მთავარია, გამოცდილება დავაგროვოთ, შემდეგ ციკლში უკეთ რომ ვითამაშოთ".

საქართველოს ქალთა ნაკრები ოპავაში ამ შემადგენლობით ჩავიდა:

მეკარეები: თამარ ნადირაშვილი (ჰერეთი), თეონა სუხაშვილი (ჰერეთი);

მცველები: ნათია სხირტლაძე, ანა ზაქაიძე, თინათინ თევდორაძე (ყველა 35-ე სკოლა), ნინო სუთიძე (ქონაქი ბელედიესფორი, თურქეთი), თეონა სტურუა (მართვე), თამარ ტატუაშვილი (სამსუნი, თურქეთი), ნინო ჩხარტიშვილი (გურია);

ნახევარმცველები: ტატიანა მატვეევა (მედკილა, ნორვეგია), მარიამ დანელია (35-ე სკოლა), მარიამ ბასილაძე (გაბალა, აზერბაიჯანი), თეონა თოდაძე (სამსუნი, თურქეთი), ლანა გორგაძე (მართვე), ნინო პასიკაშვილი (ათაშეჰირი ბელედიესფორი, თურქეთი);

თავდამსხმელები: ლელა ჭიჭინაძე (ათაშეჰირი ბელედიესფორი, თურქეთი), ანა ჩემინავა (35-ე სკოლა), თეონა ბაქრაძე (ჰერეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
ტევესი შეცვალა - ხორხე სამპაოლო სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდა
იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
საქართველოს ქალთა ნაკრები ირლანდიაში ანგარიშით 0:4 დამარცხდა
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა [VIDEO]
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა საემიროები დაამარცხა [VIDEO]
საქართველოს ქალთა ნაკრები ყაზახეთთან დამარცხდა
ქართველმა ქალმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაში "ვერონას" 2 გოლი გაუტანა [VIDEO]
GFF AWARDS 2016: თორნიკე, ბუდუ და სხვები [PHOTO]
საქართველოს ქალთა ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება
გულნარა გაბელიამ ჩემპიონთა ლიგაში "ვერონასთან" კუთხურიდან ჩაახვია [VIDEO]
საქართველოს 17 წლამდე ქალთა ნაკრები ელიტ-რაუნდზე გაემგზავრა
საქართველოს ქალთა ნაკრები გოლის გატანას ვერ ახერხებს და ისევ დამარცხდა
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები თბილისში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გიორგი ჩხაიძე უხელმძღვანელებს
გულნარა გაბელიამ "ბარსელონას" დუბლი შეუსრულა
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა საემიროებს მეორედაც მოუგო [VIDEO]
GFF AWARDS 2016: სფფ-მ საუკეთესოები გამოავლინა
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები შვედეთთან დამარცხდა
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ჩეხეთში დამარცხდა