ის "ბაიერნიდან" მიდის, მაგრამ სად?
მარიო გიოტცე რომ არა, გერმანიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონობა ძალიან გაუჭირდებოდა. ბრაზილიური მუნდიალის ფინალში მარიო ერის გმირი გახდა. მასზე მთელი გერმანია აღმატებით ხარისხში საუბრობდა. ფეხბურთშიც ასეა და ცხოვრებაშიც - აღმართს დაღმართი მოსდევს. ბედის ამ კანონზომიერებას ვერც მარიო გაექცა.

ბევრი ელოდა, რომ "დორტმუნდიდან" მიუნხენის "ბაიერნში" გადასული ფეხბურთელი "რეკორდმაისტერის" მთავარ თუ არა, ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად იქცეოდა. ეს ასე არ მოხდა. რა გახდა ამის მიზეზი, ამაზე მსჯელობა შეიძლება.

შანსი, რომელიც არ არის

რა თქმა უნდა, "ბაიერნში" მარიო გიოტცე ვერ აჩვენებს იმ თამაშს, რასაც მისგან ველით, მაგრამ ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი. როგორც წესი, პეპ გვარდიოლა "ბაიერნში" შანსს ყველას აძლევს. მისი ხელმძღვანელობით, გერმანულ გუნდში რამდენიმე ისეთმა ფეხბურთელმაც კი ითამაშა, ვისაც საზოგადოება საერთოდ არ იცნობდა.

იმ შემთხვევებშიც კი, როცა შემადგენლობა არ არის მთლად ოპტიმალური, მარიოს შანსი იშვიათად ეძელევა. პირდაპირ შეიძლება დავწეროთ, რომ გიოტცე პეპის გემოვნებაში ვერ ჯდება. "ბაიერნში" კარლო ანჩელოტი მოდის, მაგრამ მარიო ლოდინს არ აპირებს - ის მიდის.

ამას თავისი ახსნა აქვს. თუ კლუბში ვერ ითამაშე, გერმანიის ნაკრებში ადგილს დაკარგავ. მეორეც - მარიოს მოენატრა დიდი გოლები, დიდი გამარჯვებები. მან ეს სურნელი ადრევე შეიგრძნო. მას უნდა, რომ ამ წარმოდგენების არა მაყურებელი, არამედ უშუალო მონაწილე იყოს.

საშველი პირველი - დაბრუნება დორტმუნდში

"სიგნალ იდუნა პარკზე" მოუთმენლად ელიან მათ ერთ-ერთ მთავარ გმირს. თანამედროვე პრაქტიკაში ძალიან ბევრია ისეთი შემთხვევა, როცა ფეხბურთელი "დორტმუნდიდან" წასულა, სხვაგან არაფერი გამოსვლია და ისევ უკან დაბრუნებულს საკუთარი თავი ხელახლა უპოვია.

მაგალითისათვის შორს წასვლა ნამდვილად არ გვჭირდება. ცოტა ხნის წინათ, ნური შაჰინი "რეალსა" და "ლივერპულში" ჩაიკარგა, შინჯი კაგავა კი - "მანჩესტერ იუნაიტედის" ლაბირინთებში. ორივე მათგანმა მართებული გადაწყვეტილება მიიღო და დაბრუნდა.

სავარაუდოდ, კლუბის ხელმძღვანელობა გიოტცეს დასაბრუნებლად თანხას არ დაინანებს. მით უმეტეს, ცოტა ხნის წინათ, ის გაცილებით ძვირად გაიყიდა. "დორტმუნდში" მომავალი სეზონისათვის ისეთი გუნდის აწყობა სურთ, რომელიც ბოლომდე რეალურად იბრძოლებს ჩემპიონის ტიტულისათვის. "ბაიერნთან" კონკურენციას კი გიოტცეს დარი ფეხბურთელები სჭირდება. ისიც ადვილი წარმოსადგენია, როგორი ჟინითა და თავდადებით ითამაშებს მარიო ყოფილი კლუბის წინააღმდეგ.

საშველი მეორე - "ლივერპული"

იურგენ კლოპმა "დორტმუნდში" ეპოქა შექმნა და სხვა კარგ ფეხბურთელებთან ერთად მარიო გიოტცეც აღმოაჩინა. კლოპი ახლა "ლივერპულში" მუშაობს. როგორც იტყვიან, ყველაფერი გასაგებია.

მერსისაიდულ გრანდში ყველას დაავიწყდა, როდის იყო ბოლოს გუნდი ინგლისის ჩემპიონი. ამას გახსენება სჭირდება. კლოპი ის მწვრთნელია, ვისაც გუნდის დიდ გამარჯვებებამდე მიყვანა შეუძლია, მაგრამ საამისოდ მას შესაბამისი კვალიფიკაციის ფეხბურთელები სჭირდება.

გიოტცე ზედგამოჭრილი ვარიანტია. კლოპი ზაფხულში გვარიანი ტრანსფერების განხორციელებას აპირებს და კლუბის ხელმძღვანელობაც შეგუებულია, რომ დიდი ფული უნდა დახარჯოს.

ეგაა, "დორტმუნდთან" ჭიდაობა მაინც რთული იქნება. ასეთ შემთხვევაში შეიძლება გადამწყვეტი როლი იმან შეასრულოს, რომ "სიგნალ იდუნა პარკი" მარიოსათვის მშობლიური ასპარეზია.

გერმანიის ნაკრები

რა თქმა უნდა, გიოტცე გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში კარსმომდგარ ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად ითამაშებს. იოახიმ ლიოვი თავის ბიჭებს ძველ დამსახურებებს არ უკარგავს. აქ კითხვის ნიშანი ორია.

პირველი და მთავარი ის არის, რამდენად სასარგებლო იქნება ფორმიდან ამოვარდნილი მარიო გუნდისათვის. მეორე კი მისი პოზიციაა მინდორზე. გააჩნია, როგორ ითამაშებს ბუნდესმანშაფტი.

გიოტცესათვის ნაკრებში იდეალური პოზიცია უკანდახეული ფორვარდია. საკითხავი ისაა, გამოიყენებს კი საერთოდ მწვრთნელი ამ ამპლუის მოთამაშეს? შეიძლება, მარიო ფლანგზეც ვიხილოთ, მაგრამ თუ პოზიციას შეუცვლიან, ის, სავარაუდოდ, ძველებურად ეფექტური ვეღარ იქნება.

საერთოდ, გერმანიის ნაკრებში უდიდესი კონკურენციაა. მსოფლიოში ალბათ არ მოიძებნება გუნდი თუ ნაკრები, სადაც ერთ კონკრეტულ ადგილზე პრეტენზიას ამდენი ფეხბურთელი აცხადებდეს.

ეს მარიო გიოტცემ მშვენივრად იცის. სწორედ ამიტომ უნდა წავიდეს ის "ბაიერნიდან". უნდა წავიდეს, მაგრამ საით? ამ კითხვას პასუხი ზაფხულში გაეცემა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს
ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ტექსტორის შეძენილ ამერიკელ მეკარეს "ლიონი" სამშობლოში გაუშვებს
"ფენერბაჰჩემ" პსჟ-ს მცველი გამოისყიდა
"მასზე უკეთესი გავხდები" - შეშკომ ჰოლანთან შედარებაზე ისაუბრა
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ახალგაზრდა მამაკაცს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა
19-წლამდელები მონტენეგროში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ
საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება იურმალაში მიმდინარეობს
Victory - ვიქტორ ოსიმენი "გალათასარაის" ფეხბურთელი გახდა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
[VIDEO] 0:4 ქუთაისში - ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები კვლავ ნაადრევად დასრულდა
[VIDEO] "დილა" "რიგასთან" დამატებით დროსთან ახლოს იყო - 3:3 და გორული გუნდი ტურნირს დაემშვიდობა
[VIDEO] "სპაერი" "აუსტრიასთან" განადგურდა და კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
18 წ. | სატურნირო რაზმი სამხრეთ აფრიკაში
რასპადორიმ გეზი მადრიდისკენ აიღო?
სრული გაურკვევლობა პსჟ-ში - დონარუმა შეიძლება დარჩეს და შევალიეც შეიძინონ
3x3Geotour2025-ის ბათუმის ტურის გამარჯვებული გახდა ჩეტი | 12 ფინალისტი შეიკრა
"დიდების დარბაზის წევრი აუცილებლად გახდება" - დუ პლესმა თოფურიაზე ისაუბრა
იმიჯი შეიცვალა - 54 წლის გვარდიოლამ ულვაშები დაიმშვენა
Sky Sport: "სიტი" ზაფხულში" ამ შვიდი ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს
E-noticies: "სიტი" სეზონის ბოლოს გვარდიოლას გაუშვებს და ამ მწვრთნელს დანიშნავს
სამი კანდიდატი - "ბაიერნში" ტუხელის შესაძლო შემცვლელები ცნობილია
კაპაძემ უზბეკეთი მუნდიალზე გაიყვანა და მაინც უშვებენ? - ადგილობრივ ფედერაციას ამ ცნობილი მწვრთნელის მიწვევა სურს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ორჯერ უარით გასტუმრება - კლოპი "რეალის" ჩაბარებას არ აპირებს
შერიგება ერთი პირობით - გვარდიოლა და თავისი მეუღლე კვლავ ერთად არიან
"არავითარი კლოპი, "ნაპოლი" მან უნდა ჩაიბაროს" - ფედელემ დე ლაურენტისს კიდევ ერთი რჩევა მისცა
[VIDEO] მუსიალას საშინელი ტრავმა და დონარუმას ცრემლები
გიოტცემ შეიძლება კარიერა "ატლეტიკოში" გააგრძელოს
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს
გიოტცე: კვარაცხელიასა და ოსიმენთან თამაშისას სიფრთხილე გვმართებს
მარიო გიოტცე პსვ-ში გადადის
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
"ჯერ არაფერი დასრულებულა" - ალონსო "ბაიერნთან" მატჩის შემდეგ
მარიო გიოტცე პსვ-ის ფეხბურთელი გახდა
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
იულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა - კლოპი "რომას" არ გაწვრთნის
ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]
"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა
მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება
უბრუნდება თუ არა სამწვრთნელო საქმიანობას - კლოპის აგენტმა განმარტა
რიბერიმ გიოტცე და მანჯუკიჩი "ფიორენტინაში" გადაიპატიჟა
გვარდიოლა ზაფხულში "სიტიდან" წასვლას გეგმავს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ესპანეთთან მატჩის გადათამაშებას 300 000-ზე მეტი გერმანელი ფანი ითხოვს
"არსენალს" სანეს უფასოდ დამატება სურს
ლიოვმა ახსნა, თუ რატომაა იმედიანად ინგლისთან მატჩის წინ
ლიოვი მზადაა ნაკრებში მიულერის, ჰუმელსისა და ბოატენგის დაბრუნება განიხილოს
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
ალფონსო დევისი "რეალში" აღარ გადავა
მორიგი შეცვლილი გადაწყვეტილება - დიდი ალბათობით, ტუხელი "ბაიერნს" აღარ დატოვებს
მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
რიუდიგერმა შეიძლება პლეი-ოფში ვერ ითამაშოს
ხავი შესაძლოა გაათავისუფლონ - მის შემცვლელად 3 კანდიდატი სახელდება
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
გვარდიოლაც საუდის არაბეთში? - ასეთ შემთხვევაში, პეპის ხელფასი რამდენჯერმე გაიზრდება
ლიოვმა მიულერს დაურეკა და ნაკრებში უხმო
იურგენ კლოპი: ძველ გიოტცეს ისევ ვიხილავთ
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს