"არანაირი მოდუნება! თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოლებთ!"
22 წლის ვახტანგ ჭანტურიშვილი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია თბილისის "დინამოსთვის" - სწრაფი, ტექნიკური მარჯვენაფლანგელი, რომელსაც მოედნის ცენტრშიც შეუძლია თამაში. ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული, წესიერი ახალგაზრდა - სწორედ ასე ვიცნობთ მას.

ჭანტურიშვილი ძალიან საინტერესო, გახსნილი რესპონდენტია და ვფიქრობთ, მასთან ინტერვიუ გულშემატკივრის ყურადღების გარეშე არ დარჩება...

- მოდი, გავიხსენოთ, როგორ შემოვიდა ფეხბურთი პირველად თქვენს ცხოვრებაში?

- რაც თავი მახსოვს, ბურთი სულ ჩემი თანამგზავრია, ჩემი ცხოვრების ნაწილია. პატარაობიდანვე ვთამაშობდი სახლში იმ ყველაფრით, რაც მრგვალი იყო. 6 წლისა "ნორჩ დინამოელში" წამიყვანა დედამ. მითხრეს, ძალიან პატარა ხარ და ერთ წელიწადში მოდიო. მეც მივედი და ასე დაიწყო...

- რა თქმა უნდა, პირველი მწვრთნელები განსაკუთრებულ როლს თამაშობენ ფეხბურთელის აღზრდაში. მათზეც გვითხარით...

- თამაზ კოსტავა და თენგიზ კაცია - ამ ორმა სპეციალისტმა უდიდესი ამაგი დამდო და ამას სიცოცხლის ბოლომდე არ დავივიწყებ. განსაკუთრებით უნდა გამოვყო თენგიზ კაცია. მასთან ერთად "სასკოშიც" ვიყავი.

- "სასკო" ახსენეთ და, უნდა გკითხოთ - თქვენ და გიორგი ქვილითაია ძველი თანაგუნდელები ხართ?

- კი, ძალიან დიდი ხანია, ერთად მოვდივართ. თანაგუნდელებიც ვართ და ძალიან ახლო მეგობრებიც.

- ...და თქვენი პირველი გამოჩენა უმაღლეს ლიგაში?..

- ბედნიერი ვარ, რომ მომიწია თამაში ისეთ გუნდში, როგორიც "ზესტაფონია". დღეს ყველამ ვიცით, რა ვითარებაა ამ კლუბის გარშემო და გულით მინდა, რომ "ზესტაფონი" ქართულ ფეხბურთს დაუბრუნდეს...

სხვათა შორის, დღემდე ვინარჩუნებ თბილ, უშუალო ურთიერთობას "ზესტაფონის" ქომაგებთან... რაც შეეხება დებიუტს, გია ჭიაბრიშვილი მენდო სრულიად ახალგაზრდას და დამაყენა სუპერთასის მატჩში. გოლი გავიტანე იმ თამაშში და უზომოდ ბედნიერი ვიყავი. მერე "ზესტაფონში" მწვრთნელთა ხშირი ცვლა დაიწყო. მოვიდა რატკო დოსტანიჩი და მისგანაც დიდი ნდობა მქონდა. უკვე ძირითადის მოთამაშე ვიყავი. მერე გია გეგუჩაძეს გადამყარა საფეხბურთო განგებამ და ამისთვის მას ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი. მერე იყო "დინამო" და არის დღემდე...

- თქვენი კარიერის ამ "ქვეთავზე" ცალკე გვიამბეთ...

- ნებისმიერი ფეხბურთელი თავის წარმოდგენაში ფიქრობს ისეთ კლუბზე, რომელიც მისთვის იქნება იდეალური. "დინამო" ჩემთვის სწორედ ასეთი გუნდია. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ გუნდურ ატმოსფეროს. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ეს არ არის მხოლოდ უბრალო სიტყვები. თითქმის ყველანი ერთი ასაკის ბიჭები ვართ, ოჯახებით ვმეგობრობთ ერთმანეთთან... დაგვემატნენ გამოცდილი ფეხბურთელები და მათგან ბევრს ვსწავლობ ყოველდღიურად...

- ახლა "დინამოსთვის" გადამწყვეტი დროა - ჩემპიონობაც ახლოსაა და საქართველოს თასის ნახევარფინალშიც ხართ გასული...

- ჩემს კოლექციაში ყველა ქართული ტიტულია, ეროვნული ჩემპიონატის ოქროს მედლების გარდა. ძალიან მინდა საქართველოს ჩემპიონობა. მინდა, ყველას დაგვიფასდეს ის დიდი შრომა, რაც ჩაიდო მიმდინარე სეზონში. თასზეც გადამწყვეტი თამაშების დრო მოვიდა... ასე რომ, არანაირი მოდუნება! თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოლებთ.

- თემა შევცვალოთ. ვაკვირდები თქვენს კარიერას და, სიმართლე გითხრათ, ცოტა გული მეთანაღრება იმის გამო, რომ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში თითქმის არ გითამაშიათ. თქვენ არ გწყდებათ გული ამის გამო?

- მართალი ხართ, სულ ერთხელ ვიყავი მიწვეული 21-წლამდელთა ნაკრებში, სხვა ასაკობრივ გუნდებში კი საერთოდ არ ვყოფილვარ... რომ არ დაგიმალოთ, მქონდა შინაგანი ტკივილი ამის გამო, მაგრამ ეს უკვე წარსულია... ახლა ჩემ წინაშე სხვა მიზანი დგას - საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში. ეს ჩემთვის უდიდესი გამოწვევაა.

- თუ არის რაიმე ნაკლი, რომლის გამოსწორებაზეც განსაკუთრებული მონდომებით მუშაობთ?

- მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი რამ მაქვს დასახვეწი. საერთოდ, ნიჭი ისეთი რამეა, თუ შრომისმოყვარეობა არ მიჰყვა, შეიძლება მალე გაფრინდეს და გაქრეს. ძალიან ბევრს ვშრომობ და ამას არავის დასანახად არ ვაკეთებ, ამას ვაკეთებ ჩემთვის. მინდა, რომ თუ რამ მერგება კარიერული წინსვლის მხრივ, მივიღო დამსახურებულად და არა - შემთხვევით.

- ახერხებთ თუ არა იმას, რომ თუნდაც საქართველოს ჩემპიონატში პროგრესის კუთხით, თქვენთვის ყოველი მომდევნო დღე სჯობდეს წინას?

- ადრე სულ მესმოდა, რომ ქართული ფეხბურთი ჭაობშია. როცა ეს გესმის, ძალაუნებურად ტვინში გიჯდება... რა თქმა უნდა, ძნელია საქართველოს ჩემპიონატში დღენიადაგ პროგრესის გზით იარო, მაგრამ ვფიქრობ, ეს შესაძლებელია. თბილისის "დინამოში" ამისთვის იდეალური პირობებია შექმნილი... რა თქმა უნდა, ჩვენს საკლუბო ფეხბურთში არის პრობლემები, მაგრამ ეს ისეთი პრობლემებია, რომელთა გადაჭრა შესაძლებელია.

დიდი იმედი გააჩინა ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებამ და ვნახოთ, რა იქნება...

- პრობლემა მართლაც ბევრია. თქვენ რომელს გამოარჩევდით?

- ჩემი აზრით, ფეხბურთელი მინდორზე რომ გადის, მხოლოდ ფეხბურთზე უნდა ფიქრობდეს. არის შემთხვევები, როცა ყოფითი პრობლემები არ აძლევს მას ამის საშუალებას. როცა მოედნის მიღმა რაღაც პრობლემები გაქვს, რაღაც გაწუხებს, ბოლომდე ვერ გამოავლენ საკუთარ თავს, ვერ "გაიხსნები"...

- როგორი ფეხბურთი უყვარს ვახტანგ ჭანტურიშვილს?

- ბავშვობიდან შემტევი ფეხბურთი მიყვარს, ბურთთან მაქსიმალური კონტაქტი... საქართველოში ასეთ ფეხბურთს განსაკუთრებით გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდები მისდევენ... უცხოეთში კი, რაც თავი მახსოვს, სულ "ბარსელონას" გულშემატკივარი ვარ.

- რა არის თქვენი მიზანი ფეხბურთში?

- ვითამაშო და ცხოვრებაში დავიხარჯო ისე, რომ წლების შემდეგ, როცა უკან მოვიხედავ, მეც, ჩემი ოჯახიც, მეგობრებიცა და ქომაგებიც კმაყოფილნი ვიყოთ ჩემი განვლილი გზით. მინდა, სულ მაღლა და მაღლა ვიარო კარიერაში...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gigo
გულშემატკივარი-ს. ბატონობით ვინმე სხვა ვახტანგს მიმართავ? თუ ამ ფეხბურთელს მიმართავ, მაშინ ვერ ყოფილა კარგად შენი საქმე.
zestafan
გაიხარე ვახო, კარგი კაცი ხარ! უბრალო, მშრომელი, ჩვენი ძმა ხარ. სადაც უნდა იყო, წარმატებები!
gizog
გაიხარე ვახტანგ, უფალმა დაგლოცოს და პატიოსანი სპორტულიცხოვრებით მიგიყვანოს ყველა შენს ოცნებების ასრულებამდე. გაიხარეეე!
გულშემატკივარი
მე ამ ჭანტურიშვილს არ ვიცნობ, შეიძლება მართლა მაგარი ფეხბურთელი და მართლა ძალიან კარგი კაცია, მაგრამ ერთმა გამონათქვამმა ყოფით პრობლემებზე მაიძულა მას ასეთი რამ ვუთხრა: ბატონო ვახტანგ! ყოფითი პრობლემები მარტო ფეხბურთელს არა აქვს! ყოფითი პრობლემები აქვს იმ მეტროს მემანქანეს, რომელსაც შენ და შენი ოჯახის წევრები ყოველდღიურად გადაყავს, იმ მასწავლებელს, შენს შვილებს რომ ასწავლის, იმ კაცს, შენთვის ფეხბურთის მოედანს რომ ამზადებს, იმ ექიმს, შენ რომ გმკურნალობს და ა.შ. რომელიმე მათგანი ამბობს ხოლმე, მე ჩემს საქმეს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ყოფითი პრობლემები მაქვსო? თქვენც მიიხედმოიხედეთ აქეთიქეთ, იქნება სხვები არ ტირიან მასე, როგორც ფეხბურთელები? იქნება რაიმეში თქვენი თავიც დაადანაშაულოთ?
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ჰაკიმის რეკორდი - არცერთ მცველს მსგავსი სტატისტიკა არასდროს ჰქონია
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
პორტრეტი: ჩივაძის ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია
ᓝᓗაᓠ ᓩᓐᓤᓘᓫᓔ: ᓠᓝᓪᓐ ᓨᓔᓜᓡ ᓥᓕეᓧᓐᓜᓐᓨᓘ ᓐᓠᓐᓕᓘს ᓡᓭᓘᓠᓓᓔბᓘ, ᓛᓔᓢᓘ ᓒᓖᓐ აᓠ ᓒᓠᓩᓔბᓐ
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
ლაშა შინდაგორიძე: ქუთაისელი გულშემატკივრისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ
იტალია-საქართველო 6:1 - ქართველმა გოგონებმა ევროპა მარცხით დაიწყეს
ვახტანგ ჭანტურიშვილის "ზლინმა" ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ ნახევარფინალში გაიმარჯვა
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
ვინ არის ქართველი "რობინიო"? ლევან ბარაბაძე "ლევანტესა" და "ალმერიას" ობიექტივში
ექსკლუზივი: ცხადაძე "დინამოდან" წავიდა, მას ჭიაბრიშვილი ცვლის? - "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი პირველ კომენტარს Sportall-თან აკეთებს
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები: წარმატება ერთსულოვნებამ მოგვიტანა!
მატჩის დღე! ხვიჩა და პსჟ ლონდონელებზე ფიქრში - რას იზამს 3 გიორგი?
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
თითქოს, ომში მივდივარ!.. 22 წლის დავით ლეგაშვილს ფეხბურთიდან წასვლა სურდა
ჭანტურიშვილის გოლი და საგოლე გადაცემა ჩეხეთის ჩემპიონატში
ჭიაბრიშვილი: ძალიან მოტივიერებულები ვართ და ვალდებულნი ვართ, "პაიდეს" ბარიერი გავიაროთ
დღეს საქართველოს ქალთა ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება
"მე და ჩემმა ოჯახმა საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ" - გიორგი ჭიაბრიშვილი გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სამუშაო პროცესს დაუბრუნდა
"ორი მატჩის შემდეგ ნული ქულა გვაქვსო, მაგრამ იცით, რა არის მთავარი შედეგი?!" - გია ჭიაბრიშვილი ეროვნულ ნაკრებზე საუბრობს
ქართული ლეგიონის ამბები: მერებაშვილის გამომუშავებული პენალტი, ჭანტურიშვილის არჩათვლილი გოლი [VIDEO]
თამაზ კოსტავა: ვინც სპონსორებთან ვერ იმუშავებს, უმაღლეს ლიგაში ადგილი აღარ ექნება
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?
ევროპა ლიგა. ბოლო ტური: ქართველების გუნდები გათამაშებას გამოეთიშნენ, "მილანიც" [VIDEO]
"ბოდიში! ასე არ შეიძლება... ვიღებ პასუხისმგებლობას..." - ჭიაბრიშვილი "პაიდესთან" მარცხის შემდეგ
თენგიზ კაცია: სისტემა მოიშალა, ესაა ჩვენი ფეხბურთის კრიზისის მიზეზი
"პირველ მატჩში გარკვეული წნეხით ვითამაშეთ..." - რა თქვა ჭიაბრიშვილმა "პაიდესთან" განმეორებითი მატჩის წინ
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
მხოლოდ ერთი გიორგი ძირითადში და "მეცის" ზედიზედ მეხუთე მარცხი
[VIDEOS] აბუაშვილის გოლი, წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცი" დრამატულ მატჩში დამარცხდა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
[VIDEO] სამი გიორგი მოედანზე, მეოთხე კი ტრიბუნაზე - "მეცი" სახლში კაცნაკლულ "ბრესტთან" დამარცხდა
ᓪᓮᓘნᓕᓐᓚᓘᓡ "ᓡᓞᓐᓠᓢᓐᓙᓘს" ᓑᓝᓚᓝ ᓓᓐ ᓬᓐᓠᓛᓐᓢᓔᓑᓣᓚᓘ ᓡᓞᓐრᓘᓜᓒᓘ ᓡᓝᓮᓣმᓘᓡ "ᓪᓮᓣმᓗᓐᓜ"
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
ვახტანგ ჭანტურიშვილი ჩეხეთის "ზლინში" გადავიდა
ჭანტურიშვილმა გაიტანა და "ფასტავ ზლინი" თასის ნახევარფინალში გავიდა
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს იტალიას დაუპირისპირდება
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა