ლებრონს და "კლივლენდს" გაუჭირდა, "მაიამის" - არა
გუშინდელი ოთხი მატჩის შედეგებს თუ გადავხედავთ, ყველაზე მეტად აღმოსავლეთის ლიდერს "კლივლენდს" გაუჭირდა სერიის პირველი მატჩის მოგება.

"დეტროიტთან" საშინაო შეხვედრაში, ლიდერი 17-ჯერ შეიცვალა და 21-ჯერ დაფიქსირდა თანაბარი ანგარიში. ასე რომ, მატჩის ბედი ისეთმა წვრილმანებმა გადაწყვიტა, როგორიც იყო, მაგალითად, შეხვედრის ბოლოს რეჯი ჯექსონის ტექნიკური ჯარიმა, რამაც "კლივლენდს" დამატებით ერთი მნიშვნელოვანი ქულა მისცა.

ეს და სხვა შეცდომები სტენ ვან განდის გუნდს შვიდქულიან ჩამორჩენად დაუჯდა, რომელიც სტუმრებმა ვერ გააბათილეს.

რთული გამარჯვების მიუხედავად, "კლივლენდის" გულშემატკივრებს ოპტიმიზმის საბაბს აძლევს "დიდ ტრიოს" წევრების შედეგიანობა და შეთამაშება. ლებრონ ჯეიმსმა, კაირი ირვინგმა და კევინ ლავმა გუნდური 106 ქულიდან 81 თავის ანგარიშზე ჩაიწერეს. ბევრ შეტევაში ლებრონს თავის მხარეს გადაყავდა მეურვეები და ბურთს უგდებდა თავისუფალ პარტნიორებს.

ამით ჯეიმსმა 11 შედეგიანი პასით ორმაგი დუბლი შეასრულა. ხოლო ლავი ბრწყინვალედ იბრძოდა ფარქვეშ და მეტოქეს მთელი მატჩის განმავლობაში, შეტევაში მხოლოდ ხუთი ბურთი მოახსნევინა.

კლივლენდი-დეტროიტი 106:101

27:25, 26:33, 23:20, 30:23

კ: ირვინგი (31+6 პასი+5 მოხსნა), ლავი (28+13 მოხსნა), ჯეიმსი (22+11 პასი+6 მოხსნა+2 დაფარება), სმიტი (9+3 პასი), დელავედოვა (7), ჯეფერსონი (5), ტომპსონი (2+6 მოხსნა), შამპერტი (2).

დ: კოლდუელ-პოუპი (21+3 პასი), მორისი (20+5 პასი), ჯექსონი (17+7 პასი), დრამონდი (13+11 მოხსნა), ჯონსონი (9+მოხსნა), ჰარისი (9+10 მოხსნა), ბალოკი (8), ბეინსი (3), ბლეიკი (1+6 პასი).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (44.3/50.7), სამქულიანები (34.3/51.7), საჯარიმოები (76.2/75).

სერია: 1-0

"მაიამიმ" პირველ მეითხედში გადაწყვიტა მატჩის ბედი, როცა სასტარტო 12-წუთეული 19 ქულით მოიგო, თან გაიმეორა ერთ მეოთხედში დაგროვილი ქულების პირადი რეკორდი (41 ქულა).

ფლორიდელებმა არც მეორე მეოთხედში დააგდეს ტემპი. განსაკუთრებით კარგად ერიკ სპოელსტრას შეგირდებს მეტოქის სამწამიანში თამაში გამოსდიოდათ, საიდანაც 28 ბურთი ჩააგდეს. ამდენი ზუსტი ტყორცნა მის მეტოქეს მთლიანად მატჩში ჰქონდა. ამ ყველაფერმა ის გამოიწვია, რომ "ჰიტმა" საკლუბო რეკორდი დაამყარა - გუნდს პლეი ოფის მატჩში 123 ქულა აქამდე არასოდეს დაგროვებია.

მაიამი-შარლოტი 123:91

41:22, 26:28, 30:24, 26:17

მ: დენგი (31+7 მოხსნა), უაიტსაიდი (21+11 მოხსნა+3 დაფარება), უეიდი (16+7 პასი), ჯონსონი (11+6 მოხსნა+3 პასი), სტაუდმაიერი (11), დრაგიჩი (9+10 პასი), რიჩარდსონი (8+5 მოხსნა+3 პასი), რაიტი (8), უინსლოუ (8).

შ: ბატუმი (24), უოკერი (19), ჯეფერსონი (13+5 მოხსნა), ზელერი (9+7 მოხსნა), ლინი (9+3 პასი), ლი (8), ლემბი (4), ჰოსი (3), უილიამსი (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (57.6/43.1), სამქულიანები (50/35.3), საჯარიმოები (76.2/78.4).

სერია: 1-0

წლის დამცველი ლეონარდია

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ 2015-16 წლების რეგულარული ჩემპიონატის ლაურეატების დასახელება დაიწყო. გუშინ, ცნობილი გახდა, რომ სეზონის საუკეთესო დამცველი გახდა "სან ანტონიოს" მსუბუქი ფორვარდი კავაი ლეონარდი. მან ეს პრიზი ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

ხმის მიცემის შედეგად, ლეონარდმა 547 ქულა დააგროვა და 126 ქულით გაუსწრო უახლოეს მდევარს - დრეიმონდ გრინს "გოლდენ სტეიტიდან". 83 ქულით მესამეზეა - "მაიამის" ცენტრი ჰასან უაიტსაიდი.

დასრულებულ რეგულარულ სეზონში 24 წლის ლეონარდმა 72 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 21.2 ქულა, 6.9 მოხსნა და 2.6 შედეგიანი პასი დააგროვა.

ლებრონს ყველაფერი ეპატიება

"კლივლენდისა" და "დეტროიტის" გუშინდელ შეხვედრას თან ახლდა სკანდალური მინი-ინტერვიუ, რომელიც ერთ-ერთი შესვენებისას მისცა "პისტონზის" მთავარმა მწვრთნელმა სტენ თან განდიმ. მან მსაჯების მოქმედებაზე გამოთქვა კრიტიკა, რადგან მიიჩნია, რომ მათ ორი აშკარა ჯარიმა ვერ დაინახეს ლებრონ ჯეიმსის მხრიდან.

"ზოგიერთმა გადაწყვეტილებამ წყობიდან გამოიყვანა ჩემი ბიჭები. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ლებრონი - ეს არის ლებრონი და არავინ დაუსტვენს მის წინააღმდეგ შეტევაში. ჯეიმსს ყველაფრის კეთების უფლება აქვს და ამას უნდა შევურიგდეთ", - თქვა ვან განდიმ, რომელსაც, ამ სიტყვებისთვის, სოლიდური ფულარი ჯარიმა ელოდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] გენიალური სტეფ კარის შოუ ნიკოლა იოკიჩის "დენვერ ნაგეთსთან"
[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
ნაპოლი რამდენიმე თვე დე ბრუინის გარეშე დარჩება
3:0. დანელიას დუბლი, ამბალიას ლამაზი გოლი - საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოლდოვა დაჯაბნა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "კარპატის თასზე" წლეულს მეორედ იასპარეზებს
WU17 | საქართველო 3:2 ლატვია
სპალეტი საქმეში ბრუნდება? "იუვენტუსმა" იგორ ტუდორი გაათავისუფლა
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
15-წლამდელ მოკრივეთა 9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
ბათუმმა კსუ-ს დამაჯერებად სძლია და ქუთაისთან ერთად სუპერლიგაში დაუმარცხებელია
ისევ მილანში, ოღონდ სხვა გუნდში - კოვაჩიჩს სერია A-ში დაბრუნების ვარიანტი აქვს
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
[VIDEO] ლებრონისთვის და ლუკასთვის სეზონი დასრულებულია - "ლეიკერსი" "მინესოტასთან" დამარცხდა და პლეი-ოფს გამოეთიშა
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
NBA. პირველად აფრიკაში
დონჩიჩმა დაბადების დღე გამარჯვებით აღნიშნა - "ლეიკერსმა" კალიფორნიულ დერბიში "კლიპერსი" დაამარცხა [VIDEO]
NBA–ᓡ ᓣᓙᓝᓜᓢᓠᓐᓥᓢᓝ ᓕᓐᓠᓡᓙᓕᓚᓐᓕᓔᓑᓘ
გამარჯვების მომტანი სამქულიანი საკუთარი ნახევრიდან - საოცარი მატჩი NBA-ში [VIDEO]
ᓡᕐᓖ
40 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" ბოლო წამზე მოაგებინა [VIDEO]
NBA: ლუოლ დენგი კლუბს შეიცვლის
"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ლებრონ ჯეიმსს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა
ᓚᓣᓝᓚ ᓓᓔᓜᓒᓛᓐ ᓚᓔᓑᓠᓝᓜᓘ ᓣᓜᓓᓐ ᓨᓔᓪᓕᓐᓚᓝᓡ